პრემიები ბოლოსკენ

   ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მეორე რაუნდში იმარჯვა ირლანდიის სამივე ბობოლა პროვინციამ, ქულათა მაქსიმუმი - ათი კი მხოლოდ საფრანგეთის "კლერმონსა" აქვს.

ჩემპიონი ლენსთერი ჰლანეჰლში ერთი პირობა 14 ქულითაც დაწინაურდა. ალსთერმა უპრობლემოდ იმარჯვა გლაზგოურ ავდარში, მაგრამ რვა კვირით მოისაკლისებს აფრიკელ კაპიტან იოჰან მულერს, ვინაც მტევანი დაიშავა, მანსთერმა კი ბოლო ათ წუთში გატანილი სამი ლელოთი პრემია აიღო ედინბურგთან, ვისაც ბალანსი 0:78 გაუხდა.

მეხუთე ქულა მსგავს ყაიდაზე მიითვალა ინგლისის ლესთერმა, ვინც შინ თავიდანვე ჩამორჩა უელსის ოსპრეიზს და მეტოქე 72 წუთზეღა, პასის ჩაჭრით გატეხა. ჰარლიქვინზს ისევ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ირლანდიის ქონოთმა, ვინც ლონდონის კლუბი წინა სეზონში გააგდო, ამჯერად კი ინგლისელმა ჰავბექმა დენი ქეამ მორკინალებთან გაძრომით ზედიზედ ორჯერ დაალელოვა პროვინციელები.

ლონდონისვე სარასენსმა პარიზის რასინგი ბელგიაში, ეიზელზე გადაიპატიჟა. დებიუტანტი, ინგლისის ექსეთერი ერთობ კოხტად ებურთავა კლერმონს და გაუსწრო, მაგრამ მერე კლასი ვეღარ ეყო, იტალიის ტრევიზო კი მესამე მეოთხედის შუამდე უგებდა ბობოლა ტულუზს, ვინც მერე ორი სინბინით იხეირა და სამი ლელო დადო.

 

XVIII "ჰაინეკენის თასი"

მეორე რაუნდი

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია

<<   პირველი პული

სარასენს (ინგ) 30:13 რასინგ (სფრ)

3ლ: ვაილზ ბორსვიქ ფრეიზერ; 3გ 3ჯ: ჰოჯსონ -
ლ: იმოფ; გ: ესტებანე; 2ჯ: ბარქლი ჟერმენ სბ ლერუ

რეფ ოუენს (უელ) @ ბრიუსელ, რუა ბოდუენ (18 212)

0:3(2) 3:3(9) 10:3(23) 17:3(30) 20:3(37სბ) /
23:3(59) 23:10(63) 23:13(69) 30:13(77)

მანსთერ$(ირლ) 33:0 ედინბურგ (შტლ)

4ლ: მარი ომაჰონი დუგალ ვორლი; 2გ 3ჯ: ქითლი

რეფ ბარნს (ინგ) @ ლიმრიქ, სომონდ პარკ (22 146)

3:0(4) 6:0(24) / 13:0(52) 16:0(57) 23:0(72) 28:0(74) 33:0(80+პ)

* დიმიტრი ბასილაია (ედნ) 53 შევიდა

ქულა: 9 სარ, 6 მნს, 4 რას, 0 ედნ

<<   მეორე პული

ტრევიზო (იტა) 21:33 ტულუზ (სფრ)

7ჯ: ბერთონ სბ ბარბიერი ვოსავაი -
3ლ: საჯ პიკამოლ კლერკ; 3გ 4ჯ: მაკალისთერ სბ ტოლოფუა კლერკ; წბ ტოლოფუა

რეფ ჰოჯის (უელ)
@ კომუნალე დი მონიგო (5 ათასი)


3:0(3) 3:3(7) 6:3(10) 9:3(12) 12:3(15) 12:6(21) 15:6(25) 15:9(31) 18:9(34სბ) / 18:12(44) 21:12(47სბ) სბ(50ტრ) 21:19(54) სბ(55ტრ) 21:26(60) 21:33(64)

წბ(76ტლ)
 

ლესთერ$(ინგ) 39:22 ოსპრეიზ (უელ)

4ლ: მ.ტუილანგი (1 4) ფლად ბ.იანგს; 2გ 5ჯ: ფლად -
ლ: რ.ჯოუნზ; გ 5ჯ: ბიგარ სბ ბევინგთონ

რეფ პუატ (სფრ) @ ველფორდ როუდ (20 224)

0:7(3) 0:10(13) 3:10(29) 10:10(33) სბ(35ო) /
10:13(42) 13:13(45) 16:13(50) 19:13(53) 19:16(58) 19:19(62) 22:19(67) 29:19(72) 29:22(73) 34:22(76) 39:22(80პ)

ქულა: 8 ტლზ, 5 ლსთ ოსპ, 0 ტრვ

<<   მესამე პული

ქონოთ (ირლ) 22:30 ჰარლიქვინზ (ინგ)

ლ: მაკშერი; გ 5ჯ: პარქს -
2ლ: ქეა; გ 6ჯ: ბოტიკა

რეფ გარსეზ (სფრ)
@ გოლვეი, სპორთს გრაუნდ (8 199)

0:3(5) 7:3(7) 7:6(11) 10:6(13) 10:9(16) 13:9(18) 16:9(26) 19:9(28) 19:14(31)
19:21(39) 19:24(40+) / 22:24(45) 22:27(56) 22:30(64)

ბიარიც$(სფრ) 38:17 ძებრე (იტა)

6ლ: ბარსელა ლეგურგ (3 5) ნგვენია ტაელე-პავიჰი ეგიუი; 4გ: ბარაკ 3, პეირელონგ - ლ: ფანსხალკვეიკ; 4ჯ: ჰალანგაჰუ 3, გარსია (3) სბ კაფინი

რეფ ფილიპს (ირლ) @ აგილერა (7 182)

7:0(6) 7:3(8) 14:3(12) 19:3(18) 19:6(25) 19:9(30) /
24:9(46პ) 24:12(49) 31:12(54) სბ(59ძ) 38:12(61) 38:17(77)

ქულა: 9 ჰრლ, 5 ბრც, 4 ქნთ, 0 ძბრ

<<   მეოთხე პული

გლაზგო (შტლ) 8:19 ალსთერ (ირლ)

ლ: მატავალუ; ჯ: ჰორნ - ლ: ჰენრი; გ 4ჯ: ჯექსონ

რეფ რეინალ (სფრ)
@ სქოთს-თაუნ (6 194)

3:0(21) 3:3(24) 3:6(28) / 3:13(62) 3:16(64) 3:19(76) 8:19(78)

კასტრ (სფრ) 21:16 ნორსჰემპთონ$(ინგ)

 

2ლ: ბონეფონ კლასენ; გ: ტოლე; 2ჯ: ტოლე ქოქოთ; ა: ტალე -
ლ: ჯ.პისი; გ 3ჯ: მაილერ სბ მუჯათი

რეფ როლან (ირლ)
@ ტულუზ, ერნესტ ვალონ (11 425)

7:0(9) 10:0(15) 10:3(17) 10:6(25) 13:6(33) /
სბ(45ნ) 18:6(52) 18:13(61) 21:13(62ა) 21:16(73)

 

* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 54 შეცვალეს

 

ქულა: 9 ალს, 6 ნორ, 4 კსტ, 0 გლზ

<<   მეხუთე პული

 

ჰლანეჰლი$(უელ) 13:20 ლენსთერ (ირლ)
 

ლ: მოლ; გ 2ჯ: პრისთლენდ -
ლ: ნათევა; 4ჯ ა: სექსთონ სბ მედიგან
 

რეფ გარნერ (ინგ) @ პარკ ი სქარლეთს (9 555)

0:3(2) 0:8(11) 0:11(20) /
0:14(44ა) 3:14(48) 10:14(55) 10:17(58) 10:20(73) 13:20(75)

ექსეთერ (ინგ) 12:46 კლერმონ$(სფრ)

 

4ჯ: სთინსონ სბ ბაქსთერ მიერეს -
6ლ: ნალანგა (1 6) ფოფანა (2 5) ბონერ სივივატუ; 5გ: პარა 3,
სკრელა 2; 2ჯ: პარა

 

რეფ ლეისი (ირლ) @ სენდი პარკ (9 819)

3:0(3) 6:0(10) 6:7(19) 9:7(26) 12:7(32) 12:10(37სბ) /
12:13(46) 12:20(50) 12:25(52) 12:32(73პ) 12:39(75) სბ(80ე) 12:46(80+)


*
დავით ზირაქაშვილი (კლრ) 63 შეცვალეს

ქულა: 10 კლრ, 8 ლნს, 1 ექს ჰლნ

<<   მეექვსე პული

კარდიფ (უელ) 14:22 ტულონ (სფრ)

3ჯ: ჰაფპენი - ლ: ს.არმითიჯ; გ 5ჯ: ვილქინსონ

 

რეფ ქლენზი (ირლ) @ არმზ პარკ (9 624)

5:0(2) 5:3(11) 5:6(15) 8:6(39) /
8:9(42) 8:12(56) 11:12(62) 11:19(65) 14:19(74) 14:22(76)

* დავით ქუბრიაშვილი (ტლნ) 52 შეცვალეს

მონპელიე (სფრ) 33:18 სეილ (ინგ)

 

3ლ: ტრენ-დიუკ ნანგუსა ტომა; 3გ 4ჯ: ვუსტოს-მოჯანო -
2ლ: ქვეითო ვერნონ; გ 2ჯ: მილერ 

 

რეფ პათერსონ (შტლ) @ ივ დიუ მანუარ (10 414)

 

0:5(4) 3:5(7) 6:5(15) 9:5(21) 9:8(27) 12:8(35) /
12:11(44) 19:11(51) 26:11(58) 33:11(61) 33:18(75)

* მამუკა გორგოძე (მნპ) 52 შეცვალეს

 

ქულა: 9 ტლნ, 4 მნპ სელ, 1 კდფ

>>   მომდევნო რაუნდები

7-9 და 14-16/12
11-13 და 18-20/01 (2013)

>>   პლეი ოფი (2013)

5-7/04  მეოთხედ-ფინალი
26-28/04  ნახევარ-ფინალი
18/05  ფინალი @ ავივა, დუბლინი (ირლ)  20.00 საქ

www.000webhost.com