განსხვავებული კოლორიტები

   მალე ვაკეში ერთბაშად ორი შორებელი, ოღონდაც განსხვავებული კოლორიტი - მოწესრიგებული იაპონია და თავ-ქარიანი ფიჯი გვეწვევა.

წლის ამავე დროს, 2001 წელს გვეახლნენ საფრანგეთი "უ" და აფრიკა "ა; 2009 წელს, ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვან იუბილეზე,  არგენტინის დუბლმა ჩამოგვაკითხა; 2010 წელს ზედიზედ ვეტესტეთ კანადასა და შტატებს, წელს კი ირბ-მა უმაგალითოდ გუნდ-მრავალი საშემოდგომო პროგრამა რომ დაგეგმა, "მეორე დონის" ფარგალში მეტოქეებად დაგვიდგინა "წყნარი ოკეანის თასის" მონაწილე წყვილი.

ჩვენ, იაპონია და ფიჯი ბოლო ხანს რეიტინგში მეზობლად ვწერივართ. მულღაზანზარი 7060 წერტით მე-14 ადგილზეა, საქართველო (6795) კი სულ ორით უსწრებს აზიის ალამდარს. აქედან გამომდინარე, სამეულის ძალა და კლასი თითქმის ტოლია, რაც დაძაბულ მატჩებს გვპირდება, მაგრამ სტუმრები ტრადიციითა და სახელით რომ გვჯობიან, მაგად გამარჯვება მეტად დაგვიფასდება კონსერვატორი რაგბეთის თვალში.

გოლიათის მჯობნი ჯუჯა

თუ ოვალურ ბურთს განზე გადავდებთ, იაპონია გოლიათად მოგვეჩვენება, ხოლო ფიჯი - ჯუჯად.

წყარო = ვიკიპედია

იაპონია

ფიჯი

საქართველო

ტერიტორია (კვ.კმ)

377,944

18,274

69,700

მოსახლე

126,659,683

849,000

4,469,200

დოვლათი (სულზე $)

45,920

3,965

3,210

იაპონია რაგბსაც ფიჯზე უფრო ადრე ეზიარა და რესურსიც ბევრად მეტი აქვს,

ვიკი+

იაპ

ფიჯ

საქ

დაიწყო

1874

1884

1919

კავშირი

1926

1913

1961

მორაგბე

122,598

37,570

6,161

ვაჟკაცი

53,416

8,770

1,472

გუნდი

3620

560

271

მაგრამ მიღწევებით "მფრინავი ფიჯელები" ჯობიან "მოყვავილე ალუბლებს" როგორც შვიდკაცაში, ისე დიდ თამაშში:

მსოფლიო თასი  >>>

მონაწილე

N

87

91

95

99

03

07

11

მფ

მ-წ*

გატ:გაშ

ფიჯი

6 8 13 x 10 11 8 14 2 24

9-15

538:762

59/91

საქართველო

3 - - x x 19 13 15 - 12

2-10

144:401

9/52

იაპონია

7 15 9 16 17 18 16 17 - 24

1-21*2

399:1095

49/155

იაპონია თუმც შვიდივე მსოფლიო თასში მონაწილეობდა, 24 თამაშიდან მოიგო ერთადერთი, ფიჯს კი დაუმარცხებია არგენტინა, უელსი და ორჯერ გასულა მეოთხედ-ფინალში!

რაც შეეხება შვიდკაცას, ამ, აწ უკვე ოლიმპიურ რაგბში ფიჯი ორგზის (1997 2005) მსოფლიო ჩემპიონია და ამ მხრივ ზელანდიასაც უსწრებს, მსოფლიო სერიის 110 ეტაპზე კი თასი 20-ჯერ აუღია და მხოლოდ კივებს (44) ჩამორჩება.

ოჰატა, ჯოუნზი, სერევი, თაუთაუ

ფიჯი იაპონიას 1990 წლიდან ეტესტება და 14: 11-3 (380:257) ლ 49/27 ჯობნის. სამაგიეროდ, იაპონია "წყნარი ოკეანის თასის" შარშანდელი (2011) მფლობელია.

წელს, 5 ივნისს, ნაგოიაში, იაპონია 19:25 დამარცხდა, დასაბამიდან მოყოლებული ბალანსი კი ფიჯს მაინც უკეთესი აქვს იმის მიუხედავად, რომ იაპონიას სხვა, სუსტ აზიელებთან მოგებებიც ეთვლება.

ფიჯი

1924-2012

290:

137-144*9

(5951:5955)

  849ლ

იაპონია

1930-2012

280:

105-166*9

(7370:8336)

1028ლ

საქართველო

1989-2012

145:

  87-53*5

(3324:2705)

  407

ფიჯი ვაკეში პირველად გვეტესტება, იაპონიას კი 2006 წლის 14 მაისს, გამოხშირული გუნდით ვეწვიეთ ოსაკაში და 7:32 (ლ 1/5) წავაგეთ. იმ თამაშში დაისუკე ოჰატამ სამჯერ დაგვალელოვა და ავსტრალიელი დევიდ ქემპიზის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ამჯერად ალუბლებს სხვა ცნობილი ოზი, იაპონელი დედისა და ცოლის მყოლი ედი ჯოუნზი მოძღვრავს, სახელოვან ფიჯელთაგან კი რაგბის ქომაგებს ნაღდად ეცოდინებათ მოშვიდკაცე ვაისალე სერევი და ზე-რაგბის უდისციპლინო ჩიკორი, რუპენი თაუთაუ(ნიმბუთა)

 

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

www.000webhost.com