ახალი წესებით

   შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ზელანდია სქოთებთან ავტორიტეტებს ასვენებს, ირლანდია - აფრიკის რკენაში კი ერთურთს კვაჭებად ბიძაშვილები, სტრაუსები შეერკინებიან.

ზელანდიის გურუს, სთივ ჰანსენს გადაუწყვეტია, 4-მატჩა ტურნეს პირველ ნახევარში 32-ვე მოთამაშე გამოსცადოს, რის გამოც მარიფილდში უქმობენ ქევენ მეალამუ (2), ქიარან რიდ (8), არონ (9) და ქონრეიდ (13) სმითები, ხოლო მა ნონუ და თონი ვუდქოქი მარქაფაში სხედან.

შოტლანდია "ოლ ბლექსს" 1905 წლიდან ეტესტება და ბალანსი საზარელი, 28: 0-26*2 (294:825) აქვს. კივებმა ედინბურგში ბოლო სამ ჩასვლაზე უსიტყვოდ გაიმარჯვეს - 40:0(2007 მსოფ), 32:6(2008), 49:3(2010), ევროპულ ტურნეზე კი ბოლოჯერ ათი (!) წლის წინ (2002), ინგლისთან დამარცხდნენ.

ვუდი გააგულისეს

შოტლანდიას ახალი კაპიტანი, 8 ნომერი ქელი ბრაუნი გაიყვანს. შინ პირველად იტესტებს ზორბა (193 სმ, 109 კგ) ჰოლანდიელი (!) გარემარბი თიმ ფისერი. აფრიკას პირველადვე დაგეზავს 22 წლის "შარქი" პეთ ლემბი, დაშავებულ ბრაიან ჰაბანას კი მოკეთებული ჯეი-პი პიტერსენი შეცვლის.

ირლანდიას პირველ ხაზში რომ უჭირს, მარქაფაში დაუსვამს 26 წლის თარანაქელი (ზელ) ბურჯი მაიქლ ბენთი, ვისაც "ლენსთერში" ჯერ არ უთამაშია, ნაკრებში კი ბებიის ირლანდიელობის გამო აიყვანეს.

ამან გააგულისა ლეგენდარული კვაჭი ქის ვუდი, ესაო და მწვანე კვართის მორგებას დამსახურება უნდაო. არადა, ირლანდიას შაბათს პირველად ემოსება (ზელანდიის წაბაძვით) მოდაში შემოსული შავი!

101-ე კაპიტანი

კვაჭ სტაუსთაგან ბოკესას "ადრიან" ჰქვია, გაკელტებულს კი "რიხარდტ! ამ ჯეელმა სამი წელი იღვაწა ლენსთერში და ამით ირბ-ის დებულება დააკმაყოფილა. სამყურების 15 ნომრად იწყებს ზანგი საიმონ ზებო, ლენსთერელივე ჯემი ჰიზლიპი კი ნაკრების 101-ე კაპიტანი ხდება, რაღაი დაშავებულნი არიან ბრაიან ოდრისქოლ (კოჭი#13), პოლ ოქონელ (ზურგი#5), რორი ბესთ (კისერი#2), რობ ქარნი (ზურგი#15) და ფლენქერებიც, სთივენ ფერის (კოჭი) და შონ ობრაიენ (თეძო)

საფრანგეთი სან-დენში ღამით უხვდება ავსტრალიას, ვისთანაც იქვე, შარშანწინ, 16:59 გაბურთავდა. "ლე ბლეს" მოძღვარი ფილიპ სანტ-ანდრე ახალ ლიდერებს რომ ეძებს, ჰავბექად დააწინაურა მაკსიმ მაშნო, მგეზავად კი აღადგინა აფრიკა-მოვლილი ფრედი მიშალაკი.

შეკრება რად გამოტოვეო

არგენტინამ ხუან-მარტინ ერნანდესი საუელსოდ 15 ნომრად დახია, შუამარბად კი იხმო 35 წლის ფელიპე კონტეპომი, ვინც "ოთხ ერზე" ბუღრაობას ტოპ 14-ში ცოდვილობა ამჯობინა, ამჯერად კი კლუბშივე დაკავებულ მარსელო ვოსხს ეხიდება.

უელსს აკლიან დაშავებულები - ადამ ჯოუნზ (მუხლი#3), დენ ლიდიეთ (კოჭი#6) და რაიან ჯოუნზ (მხარი#8), საფრანგეთში მოღვაწე ჰავბექ მაიქ ფილიპსს კი შინ მოთამაშე ტევის ნოილი იმად ამჯობინა დროებითმა მწურთნელმა რობ ჰაულიმ, რომ ლეგიონერმა შეკრება გამოტოვა.

ჭაბუკობიდან გამოზარდეს

ინგლისი ვაკეში ჩამოსასვლელ ფიჯს ესპარინგება. კვაჭი დილან ჰართლი (მუხლი) და უკანა ბექი ბენ ფოდენ (კოჭი) დაშავებულები არიან, ბექმავე ქრის ეშთონმა კი პრემიერ-შიპში სამი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

ახალი კვაჭია ჰავბექ ბენ იანგსის ძმა, თომი, ვინც სამი წლის წინ ჯერაც შუამარბად თამაშობდა და კლუბის 15-ეულშიც ვერ ხვდებოდა, მარქაფაში კი ზის 21 წლის ტონგელი ბურჯი მაკო ვუნიპოლა. იგი პომებმა ჭაბუკობიდანვე გამოზარდეს და მისი ძაანაც ეიმედებათ.

სხვაფრივ, სანაკრებო დონეზეც ამოქმედდება ახალი წესები: რაქიდან ბურთის 5 წამში გამოტანა, შერკინება სამ ტაქტად (ყოვნის გარეშე) და
8-კაციანი მარქაფა, რომელშიც 16, 17 და 18 პირველ ხაზელებს ეწერებათ, ხოლო სათადარიგო ჰავბექი 21 ნომერი იქნება.

 

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

პირველი ვიქენდი * შაბ 10/11 (კვი 11/11 შტლ - ზელ)

<<   ინგლისი - ფიჯი

ინგ: გუდ შარპლზ ტუილანგი ბარით მონიე <10-9> ფლად ქეა / მარლერ თ.იანგს ქოულ; პარლინგ პამერ; ჯონსონ რობშოუ^კაპ ვოლდრომ * მრქ) ბრაუნ ფარელ ბ.იანგს / პეის ვილსონ ვუნიპოლა; ლონჩბრი ვუდ

ფიჯ: კონიფერენდი ვარა ნგონევა ნანქელევუკი ვოტუ
<10-9>
ტალემბულა მატავალუ / მაკუტუ ვეიკოსო მანუ
^კაპ; ნაკარავა რატუნიარავა; ნაიკატინი რავულო ნქერა * მრქ) ფატიაკი მატავესი მბოლა / ნაურეურე სამოთა საულო; კალოუ რატუვა

რეფ ჯექსონ (ზელ; კიდ: იუბერ (აფრ) / მიტრეა (იტა; ვიდ სიმონდს (უელ)

შაბ 10/11 @ ლონდონი, თვიქნემ 18.30 საქ *
ჯმჯ ს1 20.30

<<   უელსი - არგენტინა

უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს ნორს
<10-9>
პრისთლენდ ნოილ / ჯენქინს რის ჯარვის; ავ.ჯოუნზ ევანს; თერნბელ ვორბერთონ
^კაპ ფალეტაუ * მრქ) ლ.ვილიამს ჰუქ ფილიპს / ჰიბარდ ბევინგთონ ჯეიმზ; მაკქასქერ თიპურიქ

არგ:
ერნანდეს კამაჩო ტიესი კონტეპომი იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო / აჯერსა გინიასუ ფიგაჯო; კარისა კავეჯო; სენატორე ლეგისამონ ფერნანდეს-ლოვე^კაპ * მრქ) ტუკულეტ აგუჯა ვერგაჯო / კრევი პოსტილიონი გომეს; ვაჯეხოს-სინაჯი ლეონარდი  

რეფ პუატ (სფრ; კიდ: ქლენზი / ფილიპს (ირლ; ვიდ იუილ (შტლ)

შაბ 10/11 @ კარდიფი, მილენიუმ 18.30 საქ

<<   ირლანდია - აფრიკა

ირლ: ზებო ბოუ ერლს დარსი თრიმბლ <10-9> სექსთონ მარი / ჰილი რ.სტრაუს როს; მაკქართი რაიან; ომაჰონი ჰენრი ჰიზლიპ^კაპ *
მრქ) მაკფადენ ოგარა რედენ / ქრონინ ქილქოინ ბენთ; ოქალაჰენ ჰენდერსონ

აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ ტაუტე დეფილიერს^კაპ ჰოუხარდ
<10-9>
ლემბი პინარ / მთავარირა ა.სტრაუს ი.დიუპლესი; ეცებეთ კრიერ; ლოუ ალბერც ფერმიულენ * მრქ) მვოვო დეიონხ მ.სტეინ / ბრიც ფანდერლინდე სილიე; ფლ.ფანდერმერვე კუცია

რეფ ბარნს (ინგ; კიდ: ვოლშ (ავს) / პირს (ინგ; ვიდ დესანტის (იტა)

შაბ 10/11 @ დუბლინი, ავივა 21.30 საქ

<<   საფრანგეთი - ავსტრალია

სფრ: დიულენ ფოფანა ფრიც მერმოზ კლერკ <10-9> მიშალაკ მაშნო / ფორესტიე შარჟევსკი მა; პაპე^კაპ სიუტა; ნიონგა უდრაოგო პიკამოლ * მრქ) იუჟე ტრენ-დიუკ პარა / კეიზერ დომინგო დებატი;  ვაამაინა შული

ავს: ჰარის ეშლი-ქუპერ ტაპუაი მაკქეიბ ქამინს <10-9> ბილ ფიპს / რობინსონ პოლოტა-ნაუ კეპუ; დაგლას შარპ^კაპ; დენის ჰუპერ პალუ * მრქ) ბარნს შიან / მურ სლიპერ რაიან; სიმონს სამო გილ

რეფ ოუენს (უელ; კიდ: ლეისი (ირლ) / პათერსონ (შტლ: ვიდ ვაითჰაუს (უელ)

შაბ 10/11 @ პარიზი, ლე სტად 23.45 საქ

<<   შოტლანდია - ზელანდია

შტლ: ჰოგ შ.ლამონთ დელუკა სქოთ ფისერ <10-9> ლეიდლოუ ბლეარ / გრანთ ფორდ ქროს; გრეი ჰემილთონ; სთროქოშ რენი ბრაუნ^კაპ * მრქ) ევანს ჯექსონ პირგოს / ლოუსონ ჯექობსენ თრეინორ; ქელოქ დენთონ

ზელ: დეგ ჯეინ ბ.სმით ელისონ სავეა <10-9> ქართერ ვიპუ / ქროქეთ ჰორ ო.ფრენქს; რომანო ვაითლოქ; თომსონ მაკქოუ^კაპ ვიტო *
მრქ) ნონუ ბარეთ ქერ-ბარლოუ / ქოულზ ვუდქოქ ბ.ფრენქს; ა.ვილიამს ქეინ

რეფ გარსეზ; კიდ: გოზერ (სფრ) / მაკდაუელ (ირლ; ვიდ ჰიუზ (ინგ)

კვი 11/11 @ ედინბურგი, მარიფილდ 18.30 საქ

<<   აგრეთვე * ესენიც საქართველოს დროით

9/11

შტატები

22.00

რუსეთი

ქოლვინ ბეი (უელ)

 

კანადა

24.00

სამოა

ქოლვინ ბეი (უელ)

10/11

რუმინეთი

18.00

იაპონია

ბუქარესტი

 

იტალია

18.00

ტონგა

ბრეშია

 

ნამიბია

18.00

ზიმბაბვე

ვინდჰუქი

11/11

ურუგვაი

19.00

პორტუგალია

მონტევიდეო

www.000webhost.com