ტოტალურად რომ აბურთავდნენ

   შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ზელანდიამ გააბურთავა მიამიტი შოტლანდია; აფრიკა მეორე ტაიმში მაინც მოერია ირლანდიას; არგენტინამ უელსი საათის თავზე დააშამათა, საფრანგეთმა კი ღონით, დაცვითა და ფეხოსნობით მოსრა არეული ავსტრალია.

შოტლანდიამ მარიფილდში ყოჩაღად დაიწყო და ბარემ ნახევარი საათი, როგორც სწორი სწორს, ეგრე ეთამაშა კივებს. მეტიც, მეთ სქოთმა პასი ჩაუჭრა დენ ქართერს და ჰოლანდიელი თიმ ფისერი გააჭენა, მაგრამ ვალში დიდხანს არც "დისი" დაურჩა მასპინძლებს და როგორც ჩვენს დროში იტყვიან თანამდებობის პირები, მათ "მასთერ ქლასი" ჩაუტარა.

ქართერმა ჯერ თავისსავე არხში გაჭრა ხაზი და ახეირა იზრაელ დეგი, ვინც მალევე შეცვალეს თავით ჯახის შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში კი "ოლ ბლექსი" ტოტალურად აბურთავდა და სამი ლელოც დადო. მათგან შედევრი იყო შუა, რომელშიც მორკინალებმა - ვაიეთ ქროქეთმა და ლუქ რომანომ ბექებივით წაიბურთავეს და ოვალი გარემარბ ქორი ჯეინამდე ჩათამაშდა.

თავში ჩარაქვისთვის

შოტლანდია სირენის შემდეგ გახელდა და ახლოდან მიძალებისას სქოთი რომ გააკავა პირი ვიპუმ, შემდეგი ჯარიმიდან ბურჯი ჯეფ ქროსი მაინც ეწია მიზანს. მეორე ტაიმის დასაწყისში თავში (!) ჩარაქვისთვის რომ გაასინბინეს ადამ თომსონი, ფისერმა დუბლი შეასრულა, რითაც სხვაობა 12 ქულამდე დავიდა, მაგრამ მერე ზელანდიამ კიდევ 17 ქულა მოკრიფა:

ქართერმა ჯერ ჯულიან სავეას გადაუკიდა, მერე კი მაქს ევანსს გაუსხლტა. თომსონი ტრიბუნალზე დაიბარეს, შოტლანდიას კი დაუშავდა მღლეტელი როს რენი (ბეჭი). "ექვსი ერის" ფალავან უელსს პირველ ტაიმშივე დაემტვრნენ ჯემი რობერთსი (თავით ჯახი) და ალუნ-ვინ ჯოუნზი (მაჯა, არგენტინას კი ვეტერანი ფელიპე კონტეპომი პირველ მეოთხედშივე გამოაკლდა (მუხლი)

კარში დაყვინთა

ნიკოლას სანჩესმა მეორე არეკნიც რომ შეაგდო, "ოთხ ერში" ნაწრთობი "პუმები" გემოზე აბურთავდნენ, რასაც ხუთი წუთის შუალედით წყვილი ლელო მოყვა: მარბიელთა, ხუან-მანუელ ლეგისამონისა და ხუან-მარტინ ფერნანდესის ოფლოუდებით ხუან-ხოსე იმოფმა კარში დაყვინთა, მოლისა და სოლო მიძალებების კვალად კი ირიბად წასული გონსალო კამაჩო ხაზს ალამთან ლი ჰაფ-პენისგან შებოჭილიც მიწვდა.

ვიდრე ირლანდია აფრიკას ერეოდა, ჯონათან სექსთონს ჯარიმები გაჰქონდა, ჯეი-პი პიტერსენი კი სინბინშიც წაბრძანდა მას შემდეგ, რაც მის ურჯუკობას გუნდური ჩხუბი მოყვა. ასე არ უნდაო და "ბოკემ" მეორე ტაიმში რომ უმატა, 15 მეტრიდან აგორებული მოლის შეჩერებას კელტების ახალი კაპიტნის, ჯემი ჰიზლიპის გაგდება მოყვა.

ირლანდიელმა ბურებმა

აფრიკამ იქვე გაათამაშა ჯარიმა და ალსთერის ლიდერმა, რუან პინარმა ამერიკელი ქვორთერ-ბექის ყაიდაზე, ზედახორასთან შეხტომით დადო ლელო, ბოლო ათ წუთში კი ლენსთერელ მაიქ როსს შერკინებაში მიაღებინა ჯარიმა მისმავე კლუბელმა ბურმა, ჰეინკე ფანდერმერვემ.

ავსტრალიას საფრანგეთი ზედიზედ ხუთჯერ ეძლია, შარშანწინ კი "სტადზევე" 59:16 მოეგო. ამჯერად, სიცივით დამზრალ მოედანზე, "ვოლაბებმა" მეტოქეს 20-20 პროცენტით აჯობეს ბურთის ფლობასა და ტერიტორიაში, "ლე ბლეზე" მეტი იპასავეს და ოვალით ირბინეს, და ბარემ ორჯერ მეტი რაქიც მოიგეს, მაგრამ ისევ ჩაისვარეს შერკინებაში!

გალაღებული ფრედი

სტუმრებს 23 თერნოვერი შეემთხვათ, მასპინძლებს კი ოდენ 10. გალებს დიდებულად უდირიჟორა აფრიკის "შარქსში" გალაღებულმა ფრედი მიშალაკმა, დაცვაში კი ისეთი იყო ფრანგთა შემართება, რომ გაშლილად ბურთაობის იმედად-ღა მყოფ ოზებს ოვალი ბოლოს მაინც დაუვარდებოდათ ხოლმე.

საფრანგეთმა სამი ლელო დადო, ავსტრალიამ - ნული. პირველზე,
5-მეტრა შერკინებაში, ახალბედა ბურჯმა იანიკ ფორესტიემ "წესთა ფარგალში" გააკავა ფლენქერი დეივ დენისი და ლუი პიკამოლმა მოკლე ფრთაზე გაუტია.

"ლე ბლე" ოთხეულშია

მეორეზე ქერთლი ბილმა თავისი ნახევრიდან ფრთაზე (?) გადაკიდა, ბრის დიულენმა კი მიშალაკი გამოაქცუნა და ამან ბილისვე გაბითურებით ვეზლი ფოფანა დაგეზა, ხოლო მესამეზე ავსტრალიის მწყობრმა 5-მეტრა შერკინებაშივე უკან დაიხია და მერე მთლად წამოიშალა. 

ოზები დაზოგა თემიდამ, როცა სამმა მსაჯმა ვერ დაინახა, თუ შუბურად ვინ დასცა იანიკ ნიონგა. ცდომილი რობ სიმონსი კომისარმა მაინც დააბარებინა სამსჯავროზე, საფრანგეთმა კი ირბ-ის რეიტინგში ინგლისს გაუსწრო. ჰოდა, თუ 3 დეკემბერსაც მაგ პოზიციაზე დარჩა, 2015 წლის მსოფლიო თასის პულში ძველი "სამი ერის" წევრებს აცდება.

 

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

პირველი ვიქენდი

<<   ინგლისი 54:12 ფიჯი

ინგ: გუდ შარპლზ ტუილანგი ბარით მონიე (ბრაუნ 60) <10-9> ფლად (ფარელ 60) ქეა სბ 10 (ბ.იანგს 60) / მარლერ (ვუნიპოლა 47) თ.იანგს (პეის 66) ქოულ (ვილსონ 64) პამერ (ლონჩბრი 51) პარლინგ; ჯონსონ (ვუდ 60) რობშოუ^კაპ ვოლდრომ - 7ლ: შარპლზ (1 5) საჯ მონიე ჯონსონ ტუილანგი (6 7) 5გ: ფლად 4, ფარელ; 3ჯ: ფლად  

ფიჯ: კონიფერენდი (მატავესი 40+) ვორა (ფატიაკი 68) ნგონევა ნანქელევუკი ვოტუ (მბოლა-ტანგანე 73) <10-9> ტალემბულა-მაიჯაინა მატავალუ / მაკუტუ (სომოთა 41-70) ვეიკოსო (ნაურეურე 50) მანუ^კაპ სბ 30 (საულო 68) ნაკარავა რატუნიარავა (კალოუ-ნქარანინქიო 74) ნაიკატინი (რატუვა 53) რავულო (სომოთა 31-40+) ნქერა - 2ლ: მატავალუ კალოუ; გ: მატავესი

რეფ ჯექსონ (ზელ) 10/11 @ ლონდონი, თვიქნემ (82 ათასი)   ვიდეო

სბ(10ი) 3:0(19) 10:0(23) 13:0(26) სბ(30ფ) 20:0(36) 25:0(40+) /
28:0(43) 35:0(49) 35:5(53) 42:5(59) 47:5(69) 54:5(77) 54:12(80)

<<   უელსი 12:26 არგენტინა

უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს (ჰუქ 24) ნორს
<10-9>
პრისთლენდ ნოილ (ფილიპს 56) / ჯენქინს (ბევინგთონ 69) რის (ჰიბარდ 61) ჯარვის (ჯეიმზ 61) ავ.ჯოუნზ (მაკქასქერ 40) ევანს; თერნბელ ვორბერთონ
^კაპ (თიპურიქ 71) ფალეტაუ - 4ჯ: ჰაფ-პენი

არგ: ერნანდეს (აგუჯა 46) კამაჩო ტიესი კონტეპომი (ტუკულეტ 15) იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო (ვერგაჯო 67) / აჯერსა (პოსტილიონი 79) გინიასუ (კრევი 49) ფიგაჯო (გომეს 67) კარისა ფარიას-კავეჯო (ვაჯეხოს-სინაჯი 65) ფერნანდეს-ლოვე^კაპ ლეგისამონ სენატორე (ლეონარდი 56) - 2ლ: იმოფ კამაჩო; 2გ 2ა: სანჩეს; 2ჯ: კონტეპომი სანჩეს 

რეფ პუატ (სფრ) 10/11 @ კარდიფი, მილენიუმ (51 ათასი)   ვიდეო

0:3(4) 3:3(6) 3:6(10ა) 6:6(14) 9:6(27) /
12:6(48) 12:9(52ა) 12:16(55) 12:23(60) 12:26(72)

<<   ირლანდია 12:16 აფრიკა

ირლ: ზიბო ბოუ ერლს დარსი (ოგარა 76) თრიმბლ (მაკფადენ 59) <10-9> სექსთონ მარი (რედენ 62) / ჰილი (ქილქოინ 42-45) რ.სტრაუს (ქრონინ 4-11, 76) როს (ბენთ 71) რაიან (ოქალაჰენ 64-67) მაკქართი (ოქალაჰენ 71) ომაჰონი (ჰენდერსონ 71) ჰენრი ჰიზლიპ^კაპ სბ 43 - 4ჯ: სექსთონ

აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ სბ 32, ტაუტე დეფილიერს^კაპ ჰოუხარდ
<10-9>
ლემბი პინარ / ფანდერლინდე (ჰ.ფანდერმერვე 64) ა.სტრაუს ი.დიუპლესი (სილიე 56) ეცებეთ (ფლ.ფანდერმერვე 71) კრიერ; ლოუ ალბერც (კუცია 65) ფერმიულენ -
ლ: პინარ; გ 3ჯ: ლემბი

რეფ ბარნს (ინგ) 10/11 @ დუბლინი, ავივა   ვიდეო

3:0(7) 6:0(11) 6:3(18) 9:3(21) 12:3(31) სბ(32ა) /
სბ(43ი) 12:10(45) 12:13(52) 12:16(70)

<<   საფრანგეთი 33:6 ავსტრალია

სფრ: დიულენ ფოფანა ფრიც (იუჟე 61) მერმოზ კლერკ
<10-9>
მიშალაკ (ტრენ-დიუკ 75) მაშნო (პარა 65) / ფორესტიე (დომინგო 50) შარჟევსკი (კეიზერ 50) მა (დებატი 60) პაპე
^კაპ სიუტა; ნიონგა-კაბაზელე (ვაა-ამა-ინა 69) უდრაოგო პიკამოლ (შული 65) - 3ლ: პიკამოლ ფოფანა საჯ; 3გ ა: მიშალაკ; 3ჯ: მიშალაკ 2, პარა 

ავს: ჰარის (ბარნს 57) ეშლი-ქუპერ ტაპუაი მაკქეიბ ქამინს
<10-9>
ბილ ფიპს / რობინსონ (სლიპერ 29-37, რაიან 66) პოლოტა-ნაუ (მურ 60) კეპუ (სლიპერ 50) დაგლას შარპ
^კაპ (სიმონს 66) დენის (გილ 70) ჰუპერ პალუ (სამო 60) - 2ჯ: ჰარის

რეფ ოუენს (უელ) 10/11 @ პარიზი, ლე სტად   ვიდეო

3:0(5) 3:3(9) 10:3(14) 10:6(22) 13:6(37) 16:6(40ა) /
23:6(56) 30:6(64) 33:6(76)

<<   შოტლანდია 22:51 ზელანდია

შტლ: ჰოგ შ.ლამონთ დელუკა (ევანს 65) სქოთ ფისერ
<10-9>
ლეიდლოუ (ჯექსონ 66) ბლეარ (პირგოს 78) / გრანთ (ჯექობსენ 66) ფორდ (ლოუსონ 65) ქროს; გრეი ჰემილთონ (ქელოქ 59) სთროქოშ რენი (დენთონ 21) ბრაუნ
^კაპ - 3ლ: ფისერ (1 3) ქროს; 2გ ჯ: ლეიდლოუ

ზელ: დეგ (ბარეთ 27) ჯეინ ბ.სმით ელისონ სავეა <10-9> ქართერ ვიპუ (ქერ-ბარლოუ 62) / ქროქეთ (ვუდქოქ 73) ჰორ (ქოულზ 62) ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 62) რომანო ვაითლოქ (ა.ვილიამს 68) თომსონ სბ 45, მაკქოუ^კაპ ვიტო - 6ლ: დეგ სავეა (2 5) ჯეინ ჰორ სმით;
6გ 3ჯ:
ქართერ

რეფ გარსეზ (სფრ) 11/11 @ ედინბურგი, მარიფილდ   ვიდეო

0:3(2) 7:3(14) 7:10(20) 10:10(25) 10:13(29) 10:20(31) 10:27(35) 10:34(39) 17:34(40+6) / სბ(45ზ) 22:34(51) 22:37(54) 22:44(64) 22:51(77)

<<   შტატები 40:26 რუსეთი

6ლ: ფრაი ლესთრეინჯ დოილ ვაილზ შოუ (5 6) 5გ: ვაილზ სბ ბილერ - 3ლ: ოსტროუშკო წემნოვ (2 3) გ 3ჯ: კლიუჩნიკოვ სბ გრესევ შჩერბან

რეფ ჰოჯის (უელ) 9/11 @ ქოლვინ ბეი (უელ)   ვიდეო

0:3(2) 7:3(6) 7:6(15) 14:6(17) 14:9(25) სბ(34რ) 21:9(36) /
28:9(46) 33:9(50) სბ-სბ(?) 33:14(53) 40:14(58) 40:19(61) 40:26(71)

<<   კანადა 12:42 სამოა

2ლ: მუნლაით ბრეიდ; გ: პრიჩარდ სბ ბლევინს -
5ლ: ტუიფუა ლილომაიავა (2 3 4 5) 4გ 3ჯ: ჯ.სოიალო

რეფ პასტრანა (არგ) 9/11 @ ქოლვინ ბეი (უელ)   ვიდეო

0:7(4) 0:10(14) 0:15(16) 0:22(21) /
0:29(41) 0:32(50) 0:35(54) 0:42(66) 5:42(70) 12:42(74)

<<   რუმინეთი 23:34 იაპონია

2ლ: ლემნარუ საჯ; 2გ: ფლორეა; 3ჯ: ფილიპ სბ რუს -
3ლ: კიკუტანი საჯ ონოზავა; 2გ 5ჯ: გორომარუ

რეფ პეიპერ (აფრ) 10/11 @ ბუქარესტი, არკულ (2 400)   ვიდეო

3:0(3) 3:3(7) 3:6(12) 6:6(17) 6:9(22) 9:9(36) 9:12(39სბ) 9:17(40+2) /
16:17(61) 16:24(71) 23:24(74) 23:31(78) 23:34(80)

<<   იტალია 28:23 ტონგა

3ლ: ჩიტადინი გირალდინი საჯ; 2გ 3ჯ: ბერთონ სბ პარისე -
2ლ: ტაუმალოლო ვაინიკოლო; 2გ 3ჯ: აპიკოტოა სბ ლოკოტუი ლილო

რეფ გარნერ (ინგ) 10/11 @ ბრეშია, მარიო რიგამონტი   ვიდეო

0:3(4) 5:3(7) 5:6(11) 8:6(14) 8:9(25სბ) 11:9(28) 11:16(35) 18:16(40+) /
21:16(53) სბ(61ტ) 28:16(65) 28:23(69) სბ(74ტ)

<<   ნამიბია$ 37:33 ზიმბაბვე$$

4ლ: ფან-ნილ კ.ბოთა ტრომპ რედელინჰეის; გ 4ჯ ა: თ.კუცია -
5ლ: მაკვანია საჯ ნემადირე (3 5) სითოლე; გ 2ჯ: მაკვანია

რეფ ?(?) 10/11 @ ვინდჰუქი, ჰახე ხეინხობ

6:3 11:3 16:3 16:8 16:15 /
23:15 26:18 31:18 34:18(ა) 34:23 34:28 37:28 37:33

<<   ურუგვაი 25:32 პორტუგალია

3ლ: მარტინეს საჯ მიერეს; 2გ 2ჯ: ეჩევერი -
4ლ: ეგილარ პენია-ეკუშტა (2 4) ლერუ; 3გ 2ჯ: ლეალ

რეფ სილვესტრე (არგ) 11/11 @ მონტევიდეო

5:0(7) 5:3(10) 5:8(14) 12:8(26) 12:11(28) 12:18(38) /
15:18(42) 18:18(48) 25:18(61) 25:25(65) 25:32(70)

ირბ-ის რეიტინგი

12/11 @ 1 ზელანდია 9291, 2 აფრიკა 8550, 3 ავსტრალია 8482,
4 საფრანგეთი 8458, 5 ინგლისი 8309, 6 უელსი 8060,
7 არგენტინა 8029, 8 ირლანდია 7904, 9 შოტლანდია 7797,
10
სამოა 7714, 11 იტალია 7661, 12 ტონგა 7422

13 კანადა 7139, 14 ფიჯი 7060, 15 იაპონია 6889, 16 საქართველო 6795, 17 შტატები 6715, 18 რუმინეთი 6358, 19 ესპანეთი 6163, 20 რუსეთი 6151, 21 ნამიბია 5949, 22 ურუგვაი 5937, 23 ბელგია 5917,
24 პორტუგალია 5833, 25 ჩილე 5832

+/-: პორ 175 ურუ, არგ 166 უელ, სფრ 155 ავს, იაპ 96 რუმ, სამ 91 კან, აფრ 81 ირლ, იტა 58 ტონ, აშშ 54 რუს, ნამ 25 ზიმ, ზელ 0 შტლ,
ინგ 0 ფიჯ

მეორე ვიქენდი

16/11

უელსი

23.30

სამოა

კარდიფი

17/11

საქართველო

15.00

იაპონია

თბილისი

 

იტალია

18.00

ზელანდია

რომი

 

ნამიბია

18.00

ესპანეთი

ვინდჰუქი

 

ინგლისი

18.30

ავსტრალია

ლონდონი

 

შოტლანდია

18.30

აფრიკა

ედინბურგი

 

ჩილე

20.00

პორტუგალია

სანტიაგო

 

ირლანდია

21.30

ფიჯი

ლიმრიქი

 

კანადა

22.00

რუსეთი

ქოლვინ ბეი

 

საფრანგეთი

23.45

არგენტინა

ლილი

 

შტატები

24.00

ტონგა

ქოლვინ ბეი

www.000webhost.com