შფოთავს რაგბეთი

   შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე ინგლისი ავსტრალიის ხელყოფისგან "ქუქის თასის" დაცვას ეცდება, საფრანგეთი კი უხერხულ მეტოქეს, არგენტინას მასპინძლობს.

ავსტრალია ტაქტიკურად მოშლილი და ტრავმებით გაცხრილულია: ოზთა კივმა გურუმ, რობი დინსმა მარტო წელს 41 მოთამაშე რომ არაგბა და ოთხი კაპიტანიც იყოლია, რაგბის თემი აიმხედრა. უცხოელ მოძღვარს ბოლომ კოლორიტმა დევიდ ქემპიზიმ შეუტია, ესაო და ბიჭებს ბურთაობა ხომ დაავიწყა და სანაცვლოდაც ვერაფერი ასწავლაო.

დინსი მაინც მაგრად დგას, რადგან ავსტრალია გაისად სრულიად ბრიტანეთის ნაკრებს, "ლომებს" მასპინძლობს და მწურთნელის შეცვლა უკვე გვიანია. რობიმ სათვიქნემოდ 15 ნომრად აღადგინა ბერიქ ბარნსი და გარემარბად მოსვირინგებულ-ტანიანი დიგბი იოანე, ვინც ვიზავს, ქრის ეშთონს კბილი გაჰკრა, კოხტა-პრუწა ბიჭიაო.

შერკინებაში დაგჯაბნითო

სასჯელ-მოხდილი ეშთონის ფრთაზე გამოჩენა ინგლისის 23-კაცა რაზმში ერთადერთი სიახლეა. კურიოზია და ოზთა კვაჭი ტატაფუ პოლოტა-ნაუ მეტოქეს ექადნება, შერკინებაში დაგჯაბნითო, სრულიად რაგბეთი კი ირბ-ულ უსამართლობაზე შფოთავს: ოზ რობ სიმონსს რვა კვირა გამოუწერეს შუბური ბოჭვისთვის, მაშინ როცა კივ ადამ თომსონს ერთად-ერთი (!) წაქცეული მეტოქის თავში ჩარაქვისთვის.

"ოლ ბლექსს" ეგ თომსონი ამ ვიქენდზე არც ჭირდება, რადგან იტალიას უკეთეს რაზმს ახვედრებს, ვიდრე შოტლანდიას გაუყვანა. 15-ეულში, ჯულიან სავეას გარდა, სხვები წერიან, 27 წლის 8 ნომერი ქიარან რიდი კი 46-ე ტესტშიღა უკაპიტნებს ნაკრებს პირველად. ზელანდიასთან "აძურს" 12-ვე თამაში წაუგია (ჯამში 120:662, მაგრამ უეჭველია, რომ "ოლიმპიკოზე" თავს დადებს და დაგვიმტკიცებს, ვიზარდეო.

უელსი ფრთხილობს

არგენტინამ საფრანგეთი ბოლო 12 შეყრაზე 8-ჯერ დაამარცხა. უელსის მჯობნ "პუმებს" დაემტვრნენ ხუან-მარტინ ერნანდესი და ფელიპე კონტეპომი, მაგრამ დაუბრუნდნენ ლუკას გონსალეს-ამორისინო და მარსელო ვოსხი. ავსტრალიის გამბითურებელმა "ლე ბლემ" მხოლოდ მოკეთებული მეორე ხაზელი, იოან მაესტრი აიმატა, აფრიკამ კი ბურჯად ტულუზელი ლეგიონერი, გათრო სტენკამპი იხმო.

საქმე ისაა, რომ ბისთ მთავარირას ისევ გამოაჩნდა გულის არითმია და შინ გააგზავნეს. მარიფილდში ბოლო სტუმრობაზე, შარშანწინ, "ბოკე" 17:21 დამარცხდა. 1991 და 1999 წლების მსოფლიო თასებზე უელსმა კარდიფში წააგო სამოასთან, ვისაც შარშან, ზელანდიაში ძლივს აჯობა. ჰოდა, რომ ფრთხილობენ ტაფიები, 10 ნომრად დენ ბიგარი იხმეს, ყოჩ სემ ვორბერთონის ნაცვლად კი, მღლეტელად - ჯასთინ თიპურიქი.

 

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

მეორე ვიქენდი * შაბ 17/11 (პარ 16/11 უელ - სამ)

<<   უელსი - სამოა

უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ბექ რობერთს ნორს <10-9> ბიგარ ფილიპს / ჯეიმზ ჰიბარდ ჯარვის; დევის ევანს; რ.ჯოუნზ^კაპ თიპურიქ ფალეტაუ * მრქ) სქ.ვილიამს პრისთლენდ ნოილ / ოუენს ჯენქინს ენდრიუზ; ჩართერის ვორბერთონ

სამ: აუტანგავაია პერეს ჯ.პისი პ.ვილიამს ლემი^კაპ <10-9> ტ.პისი ფოტუალიკი / ტაულაფო ავეი ს.ჯონსთონ; ლეო ფ.პაულო; ტრევირანუს ფასავალუ ტუიფუა * მრქ) ლილომაიავა ლეოტა სუა / ტ.პაულო აფატია ჯ.ჯონსთონ; 2ხ? ფომაი

რეფ გოზერ (სფრ) კიდ: ბარნს (ინგ) / გარსეზ (სფრ)
ვიდ დესანტის (იტა)

პარ 16/11 @ კარდიფი, მილენიუმ 23.30 საქ

<<   იტალია - ზელანდია

იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი მი.ბერგამასკო <10-9> ორკერა გორი / ლოჩიჩერო გირალდინი კასტროჯოვანი; პავანელო მინტო; ძანი ფავარო პარისე^კაპ * მრქ) მაკლეინ ბოტეს / ჯაძონ დემარკი ჩიტადინი; ხელდენჰეის მა.ბერგამასკო ბარბიერი

ზელ: ბარეთ გიარ ქ.სმით ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ ა.სმით / ვუდქოქ მეალამუ ფაუმუინა; რეთალიქ ა.ვილიამს; მესამ ქეინ რიდ^კაპ * მრქ) ჯეინ ქართერ ქერ-ბარლოუ / ქოულზ ქროქეთ ბ.ფრენქს; ვაითლოქ ვიტო

რეფ როლან (ირლ) კიდ: იუბერ (აფრ) / ალენ (შტლ)
ვიდ ვაითჰაუს (უელ)

შაბ 17/11 @ რომი, ოლიმპიკო 18.00 საქ

<<   ინგლისი - ავსტრალია

ინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი ბარით შარპლზ <10-9> ფლად ქეა / მარლერ თ.იანგს ქოულ; პამერ პარლინგ; ჯონსონ რობშოუ^კაპ ვოლდრომ * მრქ) ბრაუნ ფარელ ბ.იანგს / პეის ვილსონ ვუნიპოლა; ლონჩბრი ვუდ

ავს: ბარნს ქამინს ეშლი-ქუპერ ტაპუაი იოანე <10-9> ბილ ფიპს / რობინსონ პოლოტა-ნაუ ელიგზანდერ; ტიმანი შარპ^კაპ; დენის ჰუპერ პალუ * მრქ) მიჩელ ჰარის შიან / მურ სლიპერ კეპუ; სამო გილ

რეფ პუატ (სფრ) კიდ: ოუენს (უელ) / რეინალ (სფრ)
ვიდ იუილ (შტლ)

შაბ 17/11 @ ლონდონი, თვიქნემ 18.30 საქ * ჯმჯ ს1 @ კვი 16.30

<<   შოტლანდია - აფრიკა

შტლ: ჰოგ შ.ლამონთ დელუკა სქოთ ფისერ <10-9> ლეიდლოუ ბლეარ / გრანთ ფორდ მარი; გრეი ჰემილთონ; სთროქოშ ბრაუნ^კაპ დენთონ * მრქ) მერქი ჯექსონ პირგოს / ჰოლ თრეინორ ქროს; ქელოქ ბარქლეი

აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ დეიონხ დეფილიერს^კაპ ჰოუხარდ
<10-9>
ლემბი პინარ /
სტენკამპ ა.სტრაუს ი.დიუპლესი; ეცებეთ კრიერ; ლოუ ალბერც ფერმიულენ * მრქ) მვოვო ტაუტე მ.სტეინ / ბრიც ჰ.ფანდერმერვე ფანდერლინდე; ფლ.ფანდერმერვე კუცია

რეფ ქლენზი (ირლ) კიდ: ლეისი (ირლ) / ბერდოზ (სფრ)
ვიდ გოზენ (სფრ)

შაბ 17/11 @ ედინბურგი, მარიფილდ 18.30 საქ

<<   საფრანგეთი - არგენტინა

სფრ: დიულენ ფოფანა ფრიც მერმოზ კლერკ <10-9> მიშალაკ მაშნო / ფორესტიე შარჟევსკი მა; პაპე^კაპ მაესტრი; ნიონგა უდრაოგო პიკამოლ * მრქ) იუჟე ტრენ-დიუკ პარა / კეიზერ დომინგო დებატი;  სიუტა შული

არგ: გონსალეს-ამოროსინო აგუჯა ტიესი ვოსხ იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო / აჯერსა გინიასუ ფიგაჯო; კარისა ფარიას-კავეჯო; ფერნანდეს-ლოვე^კაპ ლეგისამონ სენატორე * მრქ) ტუკულეტ კამაჩო კუვეჯი / კრევი ლოვო გომეს-კოდელა; ვაჯეხოს-სინაჯი დელავეგა

რეფ ვოლშ (ავს) კიდ: პეიპერ (აფრ) / ჩენგლენგ (შტლ)
ვიდ დამასკო (იტა)

შაბ 17/11 @ ლილი, მეტროპოლ 23.45 საქ

<<   აგრეთვე * ესენიც საქართველოს დროით

17/11

ნამიბია

18.00

ესპანეთი

ვინდჰუქი

 

ჩილე

20.00

პორტუგალია

სანტიაგო

 

ირლანდია

21.30

ფიჯი

ლიმრიქი

 

კანადა

22.00

რუსეთი

ქოლვინ ბეი (უელ)

 

შტატები

24.00

ტონგა

ქოლვინ ბეი (უელ)

www.000webhost.com