ასრულებული ქადილი

   შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე სამოამ კარდიფში მესამედაც ძლია უელსი; ავსტრალიამ ინგლისს თვიქნემში აართვა "ქუქის თასი, საფრანგეთი კი არგენტინის გასაღებით რეიტინგში მეოთხე ადგილზე გამაგრდა.

სამოას უელსი 1991 და 1999 წლების მსოფლიო თასებზე უძლევია, ამჯერად კი პირველივე შეტევით, 64 წამზე დაალელოვა ურჩხულები: ტაიასინა ტუიფუას გარღვევა შუამარბებმა გააგრძელეს და ფულბექმა ფატონია აუტანგავაიამ დაასრულა.

უელსს პირველსავე ტაიმში დაემტვრნენ კვაჭი და მგეზავი. მაშინვე ეშლი ბექმა პასი ჩაუჭრა ტუსი პისს და 70 მეტრი ირბინა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში "ოსპრიზის" ჰავბექი კაენ ფოტუალიკი რაქიდან მოკლე ფრთაზე რომ გასხლტა, ჯორჯ პისი რის პრისთლენდს არ შეეპუა და ალამთან მუშაითურად დაუმიწა ოვალი.

ბრიტები ამჩატდნენ

მერე მეტოქეებმა ორ-ორი ჯარიმა შეაგდეს, კვანძი კი 1991 წლის დარად გაიხსნა: დევიდ ლემის გაგორებულს ასცდნენ ლი ჰაფ-პენი და აუტანგავაია, მაგრამ ჯონი ლეოტამ იყოჩაღა. წინდაწინ დათქმული შეღავათით, ზედიზედ ხუთჯერ ძლეულ უელსს გურუდ ორი ტესტით უბრუნდება "ლომებში" მივლინებული ვორენ გეთლენდი, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ კარდიფში ზელანდია და ავსტრალია ჩადიან.

ავსტრალიის შერკინებამ ქადილი აუსრულა ინგლისს და ბენ ელიგზანდერის წყალობით იქეთ მოერია. ოზებმა ითამაშეს ერთობ პრაგმატულად და ლამის ყველა შანსი კარში დარტყმით დაასრულეს, ექვსით ჩამორჩენილი ბრიტები კი ამჩატდნენ: მათ ორჯერ კიდეზე დაკრეს, ხოლო ერთხელაც უცებ გაათამაშეს ჯარიმა.

შემტევს მიემხრო

დაიდო თითო ლელო. ავსტრალიისაზე დანი ქეას ბოქს-ქიქი ვიზავმა, ნიქ ფიპსმა გამოაქცუნა, ფორვარდებს გაუძვრა და ნიქ ქამინსს უპასა, ინგლისისაზე კი უცებ გათამაშებული ჯარიმიდან მანუ ტუილანგი თუმც პირველი ცდით ვერ მიწვდა ლელოს და ფიპსმა გადააგორა ოვალი, ტელი-რეფი მაინც შემტევს მიემხრო.

ავსტრალიამ მესამე მეოთხედში სამი ჯარიმა შეაგდო, ბოლოში კი თავი დაიცვა, ხოლო თომას ვოლდრომს დამიწებისას დაუვარდა ბურთი. იტალია პირველ ტაიმში გაუძალიანდა ზელანდიას, მაგრამ ბოლოს მაინც 32 ქულით დამარცხდა. კივ ჯულიან სავეას 7 ტესტში 10 ლელო მოუგროვდა, რითაც ჯეელი სჯობს ჯონა ლომუს (7) და სიტივენი სივივატუს (9, მაგრამ ჩამორჩება ჯო როკოთოკოს (11)

ძალური სპურტით

ლილის დარბაზში (!) არგენტინა ერთი ხანობა ათითაც უგებდა საფრანგეთს, მაგრამ უმალ ვენსან კლერკმა ორი ლელო გაიტანა: ჯერ მაკსიმ მაშნოს მიერ ალალბედზე მოსროლილი ბურთი აიტაცა, მერე კი ფლოიან ფრიცის გაგორებულიც იხელთა. მანამდე ნიკოლას სანჩესმა და გონსალო ტიესმა კარში შეუშვეს მარსელო ვოსხი, ტაიმის ბოლოს კი ზანგმა იანიკ ნიონგამ ძალური სპურტი წამოიწყო და გაილაღა.

მეორე ტაიმში გოლებიღა გავიდა, 30:22-ის შემდეგ კი ფრედი მიშალაკმა ზედიზედ სამი ჯარიმა შეაგდო. აფრიკის კვაჭმა ადრიან სტრაუსმა შოტლანდია ჯერ მოლით დაალელოვა და მერე პასის ჩაჭრით, სქოთები კი ბოლო ნახევარ საათშიღა გახელდნენ, მაგრამ უსწორო გაგრძელებათა გამო ერთ ლელოს დასჯერდნენ და კვლავ უნუგეშოდ დამარცხდნენ.

 

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

მეორე ვიქენდი

<<   უელსი 19:26 სამოა

უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ბექ რობერთს ნორს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 38) ფილიპს / ჯეიმზ (ჯენქინს 63) ჰიბარდ (ოუენს 18) ჯარვის (ენდრიუზ 77) დევის ევანს (ჩართერის 40+) რ.ჯოუნზ^კაპ (ვორბერთონ 71) თიპურიქ ფალეტაუ - : ბექ; გ 4ჯ: ჰაფ-პენი

სამ: აუტანგავაია პერეს ჯ.პისი პ.ვილიამს (ლეოტა 55-69, 75) ლემი^კაპ <10-9> ტ.პისი (სუა 79) ფოტუალიკი / ტაულაფო ავეი (ტ.პაულო 58) ს.ჯონსთონ (ჯ.ჯონსთონ 49) ლეო ფ.პაულო (ტეკორი 60) ტრევირანუს (ფომაი 70) ფასავალუ ტუიფუა - 3ლ: აუტანგავაია ჯ.პისი ლეოტა; გ 3ჯ: ტ.პისი

რეფ გოზერ (სფრ) 16/11 @ კარდიფი, მილენიუმ   ვიდეო

0:7(3) 3:7(16) 6:7(29) 13:7(34) 13:10(40+2) /
13:15(47) 16:15(50) 16:18(57) 19:18(62) 19:21(66) 19:26(78)

<<   იტალია 10:42 ზელანდია

იტა: მაზი (მაკლეინ 62) ვენდიტი ბენვენუტი სგარბი მი.ბერგამასკო <10-9> ორკერა გორი (ბოტეს 57) / ლოჩიჩერო (ჯაძონ 52) გირალდინი (დემარკი 52) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 57) პავანელო (ხელდენჰეის 61) მინტო; ძანი (მა.ბერგამასკო 66) ფავარო (ბარბიერი 49) პარისე ^კაპ - ლ: სგარბი; გ ა: ორკერა

ზელ: ბარეთ (ჯეინ 55) გიარ ქ.სმით ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 64) / ვუდქოქ (ქროქეთ 65) მეალამუ (ქოულზ 43) ფაუმუინა (ბ.ფრენქს 47) ა.ვილიამს (ვაითლოქ 52) რეთალიქ; მესამ ქეინ რიდ^კაპ - 5ლ: რიდ ნონუ ჯეინ სავეა (4 5) 4გ 3ჯ: ქრუდენ

რეფ როლან (ირლ) 17/11 @ რომი, ოლიმპიკო (80 ათასი)   ვიდეო

0:3(13) 0:10(17) 0:13(20) 7:13(27) /
7:16(45) 7:23(51) 10:23(53ა) 10:30(69) 10:35(74) 10:42(77)

<<   ინგლისი 14:20 ავსტრალია

ინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი ბარით (ფარელ 74) შარპლზ (ბრაუნ 61) <10-9> ფლად ქეა (ბ.იანგს 61) / მარლერ (ვუნიპოლა 51) თ.იანგს (პეის 74) ქოულ; პამერ (ლონჩბრი 54) პარლინგ; ჯონსონ (ვუდ 51) რობშოუ^კაპ ვოლდრომ - ლ: ტუილანგი; 3ჯ: ფლად

ავს: ბარნს ქამინს ეშლი-ქუპერ ტაპუაი იოანე (მიჩელ 70) <10-9> ბილ ფიპს / რობინსონ (სლიპერ 61) პოლოტა-ნაუ (მურ 41) ელიგზანდერ (კეპუ 71) ტიმანი შარპ^კაპ; დენის (გილ 56-66, 77) ჰუპერ პალუ -
ლ: ქამინს; 4ჯ ა: ბარნს

რეფ პუატ (სფრ) 17/11 @ ლონდონი, თვიქნემ (81 361)   ვიდეო

3:0(3) 3:3(13ა) 6:3(24) 6:6(31) 9:6(34) 9:11(35) 14:11(39) /
14:14(44) 14:17(50) 14:20(53)

<<   შოტლანდია 10:21 აფრიკა

შტლ: ჰოგ შ.ლამონთ დელუკა სქოთ ფისერ <10-9> ლეიდლოუ (ჯექსონ 69) ბლეარ (პირგოს 48) / გრანთ ფორდ (ჰოლ 69) მარი (ქროს 69) გრეი (ქელოქ 23) ჰემილთონ; ბრაუნ^კაპ ბარქლეი დენთონ -
ლ: პირგოს; გ ჯ: ლეიდლოუ

აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ დეიონხ დეფილიერს^კაპ ჰოუხარდ
<10-9>
ლემბი (მ.სტეინ 74) პინარ / სტენკამპ (ჰ.ფანდერმერვე 62) ა.სტრაუს (ბრიც 77) ი.დიუპლესი (ფანდერლინდე 53) ეცებეთ კრიერ (ფლ.ფანდერმერვე 70 სბ 77) ლოუ ალბერც (კუცია 54) ფერმიულენ -
2ლ: სტრაუს; გ 3ჯ: ლემბი

რეფ ქლენზი (ირლ) 17/11 @ ედინბურგი, მარიფილდ   ვიდეო

0:3(7) 3:3(10) 3:6(14) 3:11(21) 3:14(32) /
3:21(47) 10:21(52) სბ(77ა)

<<   საფრანგეთი 39:22 არგენტინა

სფრ: დიულენ (ტრენ-დიუკ 69) ფოფანა ფრიც (იუჟე 63) მერმოზ კლერკ <10-9> მიშალაკ მაშნო (პარა 57) / ფორესტიე (დომინგო 51) შარჟევსკი (კეიზერ 51) მას (დებატი 69) პაპე^კაპ მაესტრი (სიუტა 61) ნიონგა-კაბაზელე უდრაოგო პიკამოლ (შული 74) - 3ლ: კლერკ (1 2) ნიონგა; 3გ 5ჯ ა: მიშალაკ

არგ: გონსალეს-ამოროსინო აგუჯა (ტუკულეტ 74) ტიესი (კამაჩო 59) ვოსხ იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო (კუვეჯი 63) / აჯერსა (ლოვო 74) გინიასუ (კრევი 48) ფიგაჯო (გომეს-კოდელა 61) კარისა ფარიას-კავეჯო (ვაჯეხოს-სინაჯი 61) ფერნანდეს-ლოვე^კაპ ლეგისამონ სენატორე (დელავეგა 51) - ლ: ვოსხ; გ 4ჯ ა: სანჩეს

რეფ ვოლშ (ავს) 17/11 @ ლილი, მეტროპოლ   ვიდეო

3:0(4) 3:7(6) 3:10(10) 3:13(14) 10:13(19) 17:13(22) 24:13(35) /
24:16(45) 27:16(47ა) 27:19(56) 30:19(60) 30:22(66ა) 33:22(68) 36:22(73) 39:22(78)

<<   ირლანდია 53:0 ფიჯი

8ლ: გილროი (1 6 7) მაკფადენ (2 5) ქრონინ ქეივ ლ.მარშალ;
5გ ჯ:
ჯექსონ სბ ჰენრი - სბ მატანავოუ ტუაპატი

რეფ ჰოჯის (უელ) 17/11 @ ლიმრიქი, სომონდ პარკ   ვიდეო

3:0(7) 10:0(11) 17:0(21) 24:0(23) 29:0(31) /
36:0(44) სბ(47ფ) სბ(64ი) სბ(67ფ) 41:0(68) 48:0(73) 53:0(79)

<<   კანადა 35:3 რუსეთი

4ლ: ჰესლერ (1 4) პერის ბლევინს; 3გ 3ჯ: პრიჩარდ -
ჯ:
კლიუჩნიკოვ

რეფ ლ.ფანდერმერვე (აფრ) 17/11 @ ქოლვინ ბეი (უელ)   ვიდეო

3:0(4) 3:3(8) 6:3(9) 13:3(19) 16:3(35) /
23:3(43) 30:3(46) 35:3(59)

<<   შტატები 13:22 ტონგა

ლ: შოუ; გ 2ჯ: პენჯელინენ -
3ლ: ჰელუ ლილო პიუკალა; 2გ ჯ: ლილო სბ აპიკოტოა

რეფ პასტრანა (არგ) 17/11 @ ქოლვინ ბეი (უელ)   ვიდეო

0:5(10) 3:5(30) 10:5(40) /
13:5(42სბ) 13:8(49) 13:15(65) 13:22(78)

<<   ჩილე 22:28 პორტუგალია

ლ: უეტე; გ 5ჯ: ვალდერამა სბ პისარო -
ლ: ფორუ; გ 7ჯ: ლეალ სბ ლერუ; წბ ფერნანდეშ

რეფ მონტეს (ურუ) 17/11 @ სანტიაგო, უნივერსიდად კატოლიკა

0:3(2) 3:3(9) 6:3(13) 6:6(15) 13:6(28) 13:9(37) 16:9(38სბ) /
16:12(42სბ) 19:12(48) 19:19(60) 19:22(62) 19:25(70) 19:28(77) 22:28(80
წბ)

"ვინდჰუქ ლაგერის" სამი ერი

ვინდჰუქი (ნამ) ჰახე ხეინხობ

<<   ნამიბია$ 37:33 ზიმბაბვე$$   (10/11)

<<   ზიმბაბვე 14:47 ესპანეთი$

ლ: ჯოუნზ; 3ჯ: მაკვანია - 6ლ: ანაჯა 2, მაგუნასელაია ქ.სმით ტუდელა სემპერე; 4გ: კარიონ 3, სემპერე; 3ჯ: კარიონ

14/11 * 0:5 0:11(@20) 6:11 9:14 /
9:21(@50) 9:26(@60) 9:33 14:33(@69) 14:47(@76)

<<   ნამიბია$ 37:38 ესპანეთი

3ლ: ნელ ს.დელაჰარპ ტრომპ; 2გ 6ჯ: კუცია -
3ლ: ტუდელა პარდო ფეიხო; გ: კარიონ; 7ჯ: კარიონ 6, ნავა

რეფ ჯაფთა (აფრ) 17/11 (40 გრადუსი)  3:0(5) 6:0(7) 6:3(9) 13:3(11) 13:8(14) 16:8(17) 16:11(19) 19:11(23) 26:11(30) 26:14(35) 26:17(40) / 26:20(42) 26:27(51) 26:30(54) 29:30(59) 29:35(62) 34:35(64) 37:35(77) 37:38(80)

ქულა: 9 ესპანეთი, 6 ნამიბია, 2 ზიმბაბვე

ირბ-ის რეიტინგი

19/11 @ 1 ზელანდია 9291, 2 აფრიკა 8605, 3 ავსტრალია 8594,
4 საფრანგეთი 8499, 5 ინგლისი 8196, 6 არგენტინა 7989, 7 ირლანდია 7904, 8 უელსი 7895, 9 სამოა 7879, 10 შოტლანდია 7742, 11 იტალია 7661, 12 ტონგა 7451

13 კანადა 7141, 14 ფიჯი 7060, 15 იაპონია 7009, 16 შტატები 6686,
17 საქართველო 6675,
18 რუმინეთი 6358, 19 ესპანეთი 6309,
20 რუსეთი 6149, 21 პორტუგალია 5963, 22 ურუგვაი 5937,
23 ბელგია 5917, 24 ნამიბია 5845, 25 ჩილე 5702

+/-: სამ 165 უელ, პორ 130 ჩილ, იაპ 120 საქ, ავს 112 ინგ, ესპ 104 ნამ, აფრ 55 შტლ, სფრ 41 არგ, ტონ 29 აშშ, კან 2 რუს, ზელ 0 იტა,
ირლ 0 ფიჯ

მესამე ვიქენდი

23/11

კანადა

23.30

მაორი (ზელ)

ოქსფორდი

24/11

საქართველო

15.00

ფიჯი

თბილისი

 

რუმინეთი

18.00

შტატები

ბუქარესტი

 

ირლანდია

18.00

არგენტინა

დუბლინი

 

იტალია

18.00

ავსტრალია

ფლორენცია

 

ინგლისი

18.30

აფრიკა

ლონდონი

 

შოტლანდია

19.00

ტონგა

აბერდინი

 

საფრანგეთი

21.00

სამოა

პარიზი

 

უელსი

21.15

ზელანდია

კარდიფი

ჩაროზი

1/12

ინგლისი

18.30

ზელანდია

ლონდონი

 

უელსი

18.30

ავსტრალია

კარდიფი

www.000webhost.com