უაზროდ ნუ გადავუკიდებთ!

   რაგბის ქართველი გურმანები შაბათს, დღის სამიდან, ვაკეში ფიჯს თვალდათვალ რომ უცქერენ, მერე ვებ-სთრიმებით, შვიდის ნახევარზე ინგლის - აფრიკას დააჭაშნიკებენ, ხოლო ათის მეოთხედზე, უელს - ზელანდიასაც.

ფიჯი იაპონიაზე კიდევ უფრო შორებელი და უცხო კოლორიტია: ეშხი და ფანტაზია "ალუბლებზე" მეტი მოსდგამს, მაგრამ საოცრად უწესო და ტაქტიკურად მიამიტი გუნდია.

მულღაზარზარმა კავკასიაში წამოსაყვანად საუკეთესო რაზმიც ვერ შეკრიბა, რადგან რაგბული პატრონ-ყმობისა გამო, ამას მსოფლიო თასისთვისაც ვერ ახერხებს ხოლმე, და ბიჭებიც სპორტულ რეჟიმს ძაან არ დაგიდევენ იმის მიუხედავად, რომ მორწმუნეები არიან.

თუ რაგბს პირობითად ათ კომპონენტად დავშლით, იაპონიას ვაჯობეთ ერთადერთში - ძალაში (შერკინებაში მიწოლა, მეტოქემ კი მაინც ძლივს, ბოლო წუთზეღა მოგვიგო. ფიჯი ჩამოგვრჩება დისციპლინითაც და სათამაშო ნახაზის უქონლობითაც, რის გამოც შანსი მეტი გვაქვს.

ახლობლებად მივაჩნივართ

თუ მულღაზანზარს ვერაგბებით გამართულად - ფორვარდებით სტატიკასა და დინამიკაშიც ვაჯობებთ და ბექებითაც ზომიერად შევუტევთ, ქულები საკმაოდ უნდა მოვინაგროთ.

მთავარია, ბურთი მეტოქეს არ გადავუკიდოთ უაზროდ. უნდა ვეცადოთ თერნოვერის მინიმიზაციასაც, თორემ ორივე შემთხვევაში ფიჯი არეულ, ექსპრომტად ბურთაობაში დაგვალელოვებს.

გასათვალისწინებელია მსაჯის სადაურობაც. თუკი დამწყები და მხდალი ზელანდიელი იაპონიის ავტორიტეტმა მონუსხა და სერიულად დამრღვევი ბურჯების გასინბინება დაავიწყა, ფრანგებმა ძნელად, რომ ფიჯი დაზოგონ, რადგან ჩვენი ბიჭები ახლობლებად მიაჩნიათ.

35 წლისა

ბორჯღალოსანთა ჰავბექი ირაკლი აბუსერიძე 84 კეპს იხვეჭს, 35 წლის სრულდება და ნაკრებს 38ედ რომ უკაპიტნებს, მაგით რეკორდს ჩამოართმევს მეგობარს, ამჟამინდელ სელექტორს, ილია ზედგინიძეს.

ნამსახურობით "აბუს" ტოლია აფრიკის ყოჩი ჟან დეფილიერსი. ბოკემ ინგლისს ივნისში, შინ 2-0*1 მოუგო სერია და თვიქნემში ბოლო ჩასვლაზეც, შარშანწინ, 21:11 იმარჯვა, რითაც ბალანსი (1906-2010) რაგბის სამშობლოშიც დადებითი 18: 9-8*1 გაიხადა.

იაპებს შოტლანდიის ჯობნის შემდეგ 15-ეულში არავინ შეუცვლიათ, ავსტრალიასთან წაგებულმა ინგლისმა კი ერთბაშად ექვსი კაცი დააწინაურა: გადახალისდა შერკინების ნახევარი; 9 ნომრად დადგა ბენ იანგსი, გარემარბად კი კიდევ ერთი ფულბექი, მაიქ ბრაუნი.

ფეხს იტკივებს

უელსი ზელანდიას დასაბამიდან 1953 წლამდე 3-1 ჯობნიდა, მას აქეთ კი (1963-2010) "ოლ ბლექსთან" ზედიზედ 24-ჯერ (!) დამარცხდა.

არგენტინასთან და სამოასთან "მილენიუმზე" შერცხვენილ ტაფიებს ადრევე დათქმული განრიგით, ოდენ ორი ტესტით დაუბრუნდათ ბრიტანელი "ლომების" გურუდ დასაქმებული კივი, ვორენ გეთლენდი და უმალ ექვსი შეცვლაც განახორციელა.

მათგან უმთავრესია კაპიტნადა და მღლეტელად სემ ვორბერთონის, მგეზავად კი - რის პრისთლენდის აღდგენა. ვიზავს არ ჩამორჩა ზელანდიის გურუ სთივ ჰანსენი: იტალიასთან რომ დაასვენა ბირთვი, ამჯერად ისე გამოცდილი 15-ეული დაასახელა, რომ კეპთა ჯამი 745 გამოვიდა. ერთი კია, დენ ქართერი ფეხს იტკივებს და შეიძლება ვერ ითამაშოს.

სამი კვირით

შაბათსვე კიდევ სამი რიგიანი ტესტია.

არგენტინას სადუბლინოდ დაუბრუნდა ორი კლასიანი ბექი - "ჯადოქარი" ხუან-მარტინ ერნანდესი და სანტიაგო ფერნანდესი, მაგრამ დააკლდა მაგარი ბურჯი, ხუან ფიგაჯო, რადგან ფრანგთა კაპიტანს, პასკალ პაპეს თავი განგებ აძგერა, და სამი კვირით განკვეთეს.

ირლანდიამ გარემარბად დაიტოვა ქრეიგ გილროი, ვინც ფიჯი სამჯერ დაალელოვა. საფრანგეთი სამოას დასვენებული 9, 1 და 2 ნომრებით უხვდება, "მანუს" კი აკლია უელსთან ომში დაშავებული სამი კაცი.

იტალიამ საავსტრალიოდ ორი მორკინალი შეცვალა. ვოლაბებს შინიდან ჩააკითხა ფლენქერმა სქოთ ჰიგინბოთამმა, ვინც რიჩი მაკქოუს ცემისთვის ორი თამაშით იყო დისკვალიფიცირებული, 33 წლის ჰავბექი ბრეთ შიანი კი პირველად ახლაღა მოხვდა 15-ეულში.

 

რაგბის საერთაშორისო სერია

შაბ 24/11  2012    თბილისი, მესხი [ვაკე]   15.00

საქართველო

15

ირაკლი ყიასაშვილი

11

სანდრო თოდუა

13

დავით კაჭარავ

12

მერაბ შარიქაძე

14

ირაკლი მაჩხანელ

10

მერაბ კვირიკაშვილ

9

ირაკლი აბუსერიძე^კაპ

1

დავით ხინჩაგიშვილი

2

ირაკლი ნატრიაშვილი

3

დუდუ ქუბრიაშვილი

4

ლევან დათუნაშვილი

5

კოტე მიქაუტაძე

6

შალვა სუთიაშვილი

7

ვიტო კოლელიშვილი

8

მამუკა გორგოძე

მწ

მილთონ ჰეიგ [ზელ]

23

თედო ზიბზიბაძე

22

ლაშა ხმალაძე

20

გიორგი ბეგაძე

16

შალვა მამუკაშვილი

17

მიხეილ ნარიაშვილი

18

დავით ზირაქაშვილი

19

ვახტანგ მაისურაძე

21

ბექა ბიწაძე

ფიჯი

15

მეტუისელა ტალემბულა

14

აისეა ნატონგა

13

საულა რანდინდი

12

ვერენიკი ნგონევა

11

ვატისონი ვოტუ

10

ჯონეტანი რალულუ

9

ნიკოლა მატავალუ

1

ჯერი იანუიანუტავა

2

ვილიამე ვეიკოსო

3

სეტეფანო სომოთა^კაპ

4

ლეონე ნაკარავა

5

აპისალომე რატუნიარავა

6

აპი ნაიკატინი

7

მალაკაი რავულო

8

ილიესა რატუვა

მწ

ინოკე მალე

23

მალაკაი ვოლაუ

22

სამუელა ვარა

21

კელემენდი მბოლა

16

ტალემაიტონგა ტუაპატი

17

მანასა საულო

18

ჯერი ნაურეურე

19

ჯოვილი ნდომოლაილაი

20

ნემანი ნანგუსა

რეფერი  პასკალ გოზერ (საფრანგეთი)
კიდეებზე:  ჟან-ლიუკ რებოლალ  /  სირილ ლაფონ (საფრანგეთი)
კომისარი  მაურიციო ვანჩინი (იტალია)

2012 ჩრდილოური ტესტები  >>>

მესამე ვიქენდი * შაბ 24/11

<<   ირლანდია - არგენტინა

ირლ: ზიბო ბოუ ერლს დარსი გილროი <10-9> სექსთონ მარი / ჰილი რ.სტრაუს როს; რაიან მაკქართი; ომაჰონი ჰენრი ჰიზლიპ^კაპ * მრქ) მაკფადენ ოგარა რედენ / ქრონინ ქილქოინ ბენთ; ოქალაჰენ ჰენდერსონ

არგ: ერნანდეს კამაჩო ვოსხ ფერნანდეს იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო / აჯერსა გინიასუ ვუსტოს; კარისა ფარიას-კავეჯო; ფერნანდეს-ლოვე^კაპ ლეგისამონ სენატორე * მრქ) მონტერო ტიესი ვერგაჯო / კრევი ლოვო გომეს-კოდელა; ვაჯეხოს ლეონარდი

რეფ პეიპერ (აფრ) კიდ: პუატ (სფრ) / სმოლ (ინგ)
ვიდ ვორენ (ინგ) @ დუბლინი, ავივა
18.00 საქ

<<   იტალია - ავსტრალია

იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი მი.ბერგამასკო <10-9> ორკერა გორი / ლოჩიჩერო გირალდინი კასტროჯოვანი; ხელდენჰეის მინტო; ძანი ბარბიერი პარისე^კაპ * მრქ) მაკლეინ ბოტეს / ჯაძონ რიძო ჩიტადინი; პავანელო ფავარო ვოსავაი

ავს: ბარნს ქამინს ეშლი-ქუპერ ტაპუაი მიჩელ <10-9> ბილ შიან / რობინსონ მურ ელიგზანდერ; ტიმანი შარპ^კაპ; ჰიგინბოთამ ჰუპერ პალუ * მრქ) იოანე ჰარის ფიპს / პოლოტა-ნაუ სლიპერ კეპუ; დენის გილ

რეფ ლ.ფანდერმერვე (აფრ) კიდ: ბარნს (ინგ) / პათერსონ (შტლ)
ვიდ ქილგორ (ირლ) @ ფლორენცია, არტემიო ფრანკი
18.00 საქ

<<   ინგლისი - აფრიკა

ინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი ბარით ბრაუნ <10-9> ფლად ბ.იანგს / კორბისიერო თ.იანგს ქოულ; ლონჩბრი პარლინგ; ვუდ რობშოუ^კაპ  მორგან * მრქ) ჯოზეფ ფარელ ქეა / პეის ვილსონ ვუნიპოლა; მ.ბოთა ჰესქელ

აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ დეიონხ დეფილიერს^კაპ ჰოუხარდ
<10-9> ლემბი პინარ / სტენკამპ ა.სტრაუს ი.დიუპლესი; ეცებეთ კრიერ; ლოუ ალბერც ფერმიულენ * მრქ) მვოვო ტაუტე იანჩის / ბრიც ჰ.ფანდერმერვე სილიე; ფლ.ფანდერმერვე კუცია

რეფ ოუენს (უელ) კიდ: ჯექსონ (ზელ) / ფითსგიბონ (ირლ)
ვიდ იუილ (შტლ) @ ლონდონი, თვიქნემ
18.30 საქ * ჯმჯ @ კვი 16.30

<<   საფრანგეთი - სამოა

სფრ: დიულენ ფოფანა ფრიც მერმოზ კლერკ <10-9> მიშალაკ პარა დომინგო კეიზერ მას; პაპე^კაპ მაესტრი; ნიონგა უდრაოგო პიკამოლ * მრქ) იუჟე ტრენ-დიუკ მაშნო / შარჟევსკი ფორესტიე დებატი; სიუტა შული

სამ: ლილომაიავა პერეს ჯ.პისი ლეოტა ლემი^კაპ <10-9> ტ.პისი ფოტუალიკი / ტაულაფო ტ.პაულო ს.ჯონსთონ; ფ.პაულო ტეკორი; ტრევირანუს ფასავალუ ტუიფუა * მრქ) ლევასა ანუფე სუა / ავეი აფატია ჯ.ჯონსთონ; ლემალუ ფომაი

რეფ ლეისი; კიდ: როლან / ფილიპს (ირლ)
ვიდ რემიჯ (შტლ) @ პარიზი, სან დენი
21.00 საქ

<<   უელსი - ზელანდია

უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს ლ.ვილიამს
<10-9> პრისთლენდ ფილიპს / ჯეიმზ რის ჯარვის; ბ.დევის ჩართერის; რ.ჯოუნზ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ * მრქ) სქ.ვილიამს ჰუქ ნოილ / ოუენს ჯენქინს ენდრიუზ; შინგლერ თიპურიქ

ზელ: დეგ ჯეინ ქ.სმით ნონუ სავეა <10-9> ქართერ (ქრუდენ) ა.სმით / ვუდქოქ ჰორ ო.ფრენქს; რომანო ვაითლოქ; მესამ მაკქოუ^კაპ რიდ * მრქ) ბ.სმით ქრუდენ (ბარეთ) ვიპუ / ქოულზ ქროქეთ ფაუმუინა; რეთალიქ ვიტო

რეფ იუბერ (აფრ) კიდ: გარსეზ (სფრ) / გარნერ (ინგ)
ვიდ ჰიუზ (ინგ) @ კარდიფი, მილენიუმ
21.15 საქ

<<   აგრეთვე * ესენიც საქართველოს დროით

23/11

კანადა

23.30

მაორი (ზელ)

ოქსფორდი

24/11

რუმინეთი

18.00

შტატები

ბუქარესტი

 

შოტლანდია

19.00

ტონგა

აბერდინი

ჩაროზი * იქეთა შაბათს!

1/12

ინგლისი

18.30

ზელანდია

ლონდონი

 

უელსი

18.30

ავსტრალია

კარდიფი

www.000webhost.com