უნარიანად უყოჩა

   ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მესამე რაუნდში დამარცხდა სამგზის ჩემპიონი ლენსთერი, მონპელიეს კი კარდიფში უნარიანად უყოჩა ბორჯღალოსანმა მამუკა გორგოძემ.

დუბლინის "ლენსთერს" ჰაინეკენზე ზედიზედ 17 თამაში მოეგო, მაგრამ ჩააკითხა "კლერმონს, ვისაც შინ, "მიშელენზე" მიყოლებით 50-ჯერ ემარჯვნა.

გაიმართა ევროპული, ულელოო ჭიდილი. ჰოდა, ზელანდიელი ვერნ ქოთერის "ფრანგმა" შეგირდებმა - დათო ზირაქაშვილმა და სხვებმა,
15-ეულის ერთადერთი უკეპო წევრის, ოზი ბროქ ჯეიმზის არეკნითღა ძლიეს გურუს ნამოწაფრის, კივივე ჯო შმიდტის რაზმი.

ლელო არ დადებულა არც ლიმრიქში, სადაც "მანსთერმა" ორი გოლით აჯობა ლონდონის "სარასენსს, ვისმა ჯეელმა ქიქერმაც, ოუენ ფარელმა ოთხი შანსი გაანიავა, ფრანგმა პასკალ გოზერმა კი თავი გამოიდო და
28 ჯარიმა (!) დანიშნა.

გადამწყვეტი პასი

მოიგო ირლანდიის სხვა ორმა გუნდმაც: "ალსთერმა" გასვლაზე ჯერ ბექებით სამჯერ დაალელოვა "ნორსჰემპთონი, ბოლოს ფორვარდის მეშვეობით პრემიაც აიღო და სეზონის დაწყებიდან მეცამეტედ (!) იმარჯვა, მაგრამ რვა კვირით მეორედაც გამოაკლდა აფრიკელი კაპიტანი იოჰან მულერი; ხოლო პროვიციულმა "ქონოთმა" ბებერი სქოთის, დენ პარქსის ექვსი გოლით ბასკეთის "ბიარიცი" გაასაღა.

"კარდიფს" თამაშის დილით გამოაკლდა უელსის კაპიტანი სემ ვორბერთონი, 26 წუთზე კი ჰავბექმა ჰლოიდ ვილიამსმა შუბური ბოჭვისთვის წითელი ბარათი მიიღო. 19 წლის რის პეჩელის მიერ დაგეზილი "ბლუზი" მაინც ბოლომდე ეომა "მონპელიეს" და პრემია არ ააღებინა, გორგოძემ კი რაქში ატაცებით თავად შეიტანა ლელო და ფიჯელ ტიმოთი ნანგუსასაც გადამწყვეტი პასი გაუხერხა.

აქილევსი გაიწყვიტა

ევროპის 4-გზის ჩემპიონმა "ტულუზმა" სათადარიგო შერკინებით მოასპარეზე "ოსპრეიზი" მესამე მეოთხედში ღონით დაჯაბნა, მაგრამ დაემტვრა 10 ნომერი, ზელანდიელი ლუქ მაკალისთერი და შუამარბი ფლორიან ფრიცი.

უელსს ექვსი თვით (!) გამოაკლდა "ჰლანეჰლის" მგეზავი რის პრისთენდი, ვინც ექსეთერთან ბურთიანად წაიქცა და აქილევსი გაიწყვიტა, ნორსჰემპთონის კვაჭის, დილან ჰართლის მორიგ ურჯუკობას კი ტრიბუნალი ხუთშაბათს (13/11) განიხილავს.

ძირით კივი ფორვარდი ხუთი წლის წინ 26 კვირით დასაჯეს თვალის თით-ყოფისთვის და წლეულს, რვა კვირით - კბენისთვის, ამჯერად კი იდაყვის განზრახ ჩარტყმა ბრალდება. სხვაფრივ, მეოთხე რაუნდი დამდეგ უქმეებზეა და წყვილები იგივეა, ოღონდაც ვინც მესამეში მასპინძელი იყო, მოსტუმრებულს იქეთ ეწვევა.

 

   XVIII "ჰაინეკენის თასი"

    მესამე რაუნდი   ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

მანსთერ (ირლ) 15:9 სარასენს$(ინგ)

5ჯ: ოგარა სბ ოქალაჰენ - 3ჯ: ფარელ სბ გილ

რეფ გოზერ (სფრ)
@ ლიმრიქი, სომონდ პარქ (25 600)

3:0(5) სბ-სბ(20) 6:0(29) 6:3(37) 9:3(39) /
9:6(44) 12:6(50) 15:6(54) 15:9(79)

რასინგ (სფრ) 19:9 ედინბურგ (შტლ)

2ლ: იმოფ ბენ-არუ; 3ჯ: ბარქლი 2, მაშნო - 3ჯ: ლეიდლოუ

რეფ ფითსგიბონ (ირლ) @ პარიზი, კოლონ (6 873)

0:3(2) 3:3(11) 8:3(20) 11:3(31) 11:6(40) /
16:6(61) 16:9(66) 19:9(78)

ქულა: 10 მნს სარ; 8 რას, 0 ედნ

<<   მეორე პული

ტულუზ$(სფრ) 30:14 ოსპრეიზ (უელ)

5ლ: ფრიც ნიონგა კლერკ ჯონსთონ იუჟე; გ: მაკალისთერ; ჯ: დუსენ - 2ლ: ფოტუალიკი ბევინგთონ; 2გ: ბიგარ მორგან

რეფ როლან (ირლ)
@ ერნესტ ვალონ (17 865)

 

7:0(9) 12:0(16) 12:7(34) /
17:7(56) 22:7(63პ) 27:7(75) 27:14(79) 30:14(80+)
 

ლესთერ$(ინგ) 33:25 ტრევიზო (იტა)

5ლ: საჯ ტუილანგი სალვი (3 4) მ.სმით; 4გ: ფორდ -

3ლ: ბად ჩიტადინი ლოამანუ; 2გ 2ჯ: დიბერნარდო სბ ფავარო


რეფ ქლენზი (ირლ) @ ველფორდ როუდ (18 432)

 

7:0(18) 12:0(25) 19:0(31) 19:7(33) 26:7(39პ) /

26:14(47) სბ(55ტ) 33:14(57) 33:17(62) 33:22(65) 33:25(69)


ქულა: 13 ტლზ, 10 ლსთ, 5 ოსპ, 0 ტრვ

<<   მესამე პული

ქონოთ (ირლ) 22:14 ბიარიც (სფრ)

ლ: ფ.ვაინიკოლო; გ 3ჯ 2ა: პარქს სბ მაკქიონ ოჰალორან -
ლ: არენორდოკი; 3ჯ: იაშვილი

რეფ გარნერ (ინგ)
@ გოლვეი, სპორთს გრაუნდ (6 583)

0:3(3) 7:3(7) 7:6(20) 10:6(24ა) 10:9(38სბ) /
13:9(47) 16:9(52) 19:9(73ა) 22:9(78) 22:14(80+სბ)

ძებრე (იტა) 14:57 ჰარლიქვინზ$(ინგ)

2ლ:
სარტო კილონ; 2გ: ორკერა სბ მა.ბერგამასკო რედოლფინი -
8ლ: ს.სმით (1 2) ისთერ საჯ (4 6) ჰოპერ ბიუქანან ბოტიკა;
7გ: ევანს 6, ბოტიკა; ჯ: ევანს


რეფ პათერსონ (შტლ) @ პარმა, "25 აპრილი" (1 600)

0:3(26) 0:10(28) სბ(32ძ) 0:17(35) 7:17(38) /
7:24(44) 7:31(58პ) 7:38(59) 7:45(65სბ) 7:50(71) 14:50(75) 14:57(77)

ქულა: 14 ჰრლ, 8 ქნთ, 5 ბრც, 0 ძბრ

<<   მეოთხე პული

გლაზგო$(შტლ) 6:9 კასტრ (სფრ)

2ჯ: ვაით - 3ჯ: ქოქოთ

რეფ ბარნს (ინგ) @ სქოთს-თაუნ (3 348)

3:0(13) 3:3(21) 6:3(23) 6:6(37) / 6:9(58)

* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 51 შევიდა

ნორსჰემპთონ(ინგ) 6:25 ალსთერ$(ირლ)


2ჯ: ლემბ -
4ლ: თრიმბლ ბოუ პეინ თუი; გ ჯ: პ.ჯექსონ სბ ჰენდერსონ

 

რეფ გარსეზ (სფრ) @ ფრენქლინს გარდენზ (13 475)

 

0:5(10) 3:5(21) 3:8(24) 3:13(34) 6:13(40+) /
6:20(46) სბ(72ა) 6:25(79პ)

 

ქულა: 14 ალს, 8 კსტ, 6 ნორ, 1 გლზ

<<   მეხუთე პული

 

ჰლანეჰლი$(უელ) 16:22 ექსეთერ (ინგ)

 

ლ: საჯ; გ: ა.თომას; 3ჯ: პრისთლენდ 2, თომას -

ლ: ჰ.თომას; გ 5ჯ: სთინსონ სბ მუნ


რეფ რეინალ (სფრ)
@ პარკ ი სქარლეთს (7 512)

 

0:7(6) 3:7(8) 3:10(12) 3:13(23) 6:13(31) 6:16(36) /
6:19(49) 9:19(56) 9:22(59) სბ(65ე) 16:22(67)

 

კლერმონ (სფრ) 15:12 ლენსთერ$(ირლ)
 

4ჯ: პარა; ა: ჯეიმზ - 4ჯ: სექსთონ

რეფ ოუენს (უელ)
@ კლერმონ-ფერანი, მარსელ მიშელენ (17 760)

3:0(4) 3:3(7) 6:3(19) 9:3(24) 9:6(28) 9:9(33) 12:9(35) 15:9(40ა) /

15:12(54)  * დავით ზირაქაშვილი (კლრ) 61 შეცვალეს

ქულა: 14 კლრ, 9 ლნს, 5 ექს, 2 ჰლა

<<   მეექვსე პული

სეილ (ინგ) 6:17 ტულონ (სფრ)
 

2ჯ: სიპრიანი - ლ: დ.სმით; 4ჯ: ვილქინსონ

 

რეფ ჰოჯის (უელ) @ სოლფორდ სითი (9 154)

3:0(8) 3:3(17) 3:8(30) 6:8(34) 6:11(37) /

6:14(52) 6:17(76) * დავით ქუბრიაშვილი (ტლნ) 77 შევიდა

კარდიფ (უელ) 24:35 მონპელიე (სფრ)

 

7ჯ ა: პეჩელ წბ ჰლ.ვილიამს -
3ლ: ოდრენ გორგოძე ნანგუსა; გ 6ჯ: პაიოგ


რეფ ლეისი (ირლ)
@ არმზ პარქ (6 014)

 

3:0(3) 3:3(10) 6:3(13) 6:6(16) 9:6(23) 9:9(26წბ) 12:9(28ა) 12:16(32) 15:16(35) 15:19(39) / 18:19(43) 18:22(64) 18:27(65) 21:27(69) 24:27(71) 24:30(74) 24:35(79) ბოლო(80+3)

 

* მიხო ნარიაშვილი (მნპ) 51 შეცვალეს

 

* მამუკა გორგოძე^კაპ არ შეუცვლიათ: ლელო+ესისთი, 4 პასი,
14 რეიდი, 30 მეტრი, 2 გაბითურებული, 1 ოფლოუდი, -2 შეცდომა, ბოჭვა +4/-1, დერეფანი 0/0, -1 ჯარიმა

 

ქულა: 13 ტლნ, 8 მნპ, 4 სელ, 1 კდფ

      >>   მომდევნო რაუნდები

   14-16/12
   11-13 და 18-20/01 (2013)

>>   პლეი ოფი (2013)

5-7/04  მეოთხედ-ფინალი
26-28/04  ნახევარ-ფინალი
18/05  ფინალი @ ავივა, დუბლინი (ირლ)  20.00 საქ

www.000webhost.com