ირლანდიელთა შავი დღე

   ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდში დამარცხდა ოთხივე ირლანდიური გუნდი, ფრანგულთაგან კი, უბობოლესი ტულუზის გარდა, ყველამ იმარჯვა.

პარასკევს, ბასკეთში, პროვინციულ ქონოთს დატბორილ მოედანზე, კოკისპირულ წვიმაში მოუხდა რაგბობა და ბიარიცთან ნულზე წააგო; შაბათს ჯერ ევროპის ჩემპიონი ლენსთერი დამარცხდა დუბლინში და შემდეგ ვიცე-ჩემპიონი ალსთერი ბელფასთში, კვირას კი მანსთერი ვოთფორდში ძლია ლონდონის სარასენსმა.

ლენსთერს თავიდანვე დაემტვრა ნაკრების ახალი, აფრიკელი კვაჭი რიხარდტ სტრაუსი, კლერმონის ჰავბექმა მორგან პარამ კი ცხრა ცდით რვა გოლი (23 ქულა) გაიტანა. დასკვნითი მეოთხედის დადგომისას ფრანგები "ავივაზე" 16 ქულით (25:9) დაწინაურდნენ, ლელო კი პირველი ტაიმის ბოლოს, ფიჯელთა - "ოლ ბლექ" სიტივენი სივივატუსა და ნაპოლიონი ნალანგას რეიდების შედეგად დადეს.

არეკნი ააცილა

ალსთერს 13-გამარჯვებიანი წყება დაუსრულა ნორსჰემპთონმა, ვინც მასთანვე, კვირით ადრე, შინ, ულელოოდა და პრემიით დამარცხდა. ინგლისელები პირველ მეოთხედში 10:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, პედი ჯექსონის მესამე გოლით, სხვაობა ერთ ქულამდე დავიდა, ბოლოს კი ჰავბექად პოლ მარშალი შევიდა და გარღვევაც მოაწყო, მაგრამ თომი ბოუ დასრიალდა და მუხლი მძიმედ დაიშავა.

სარასენსმა მანსთერს საბოლოოდ საათის თავზე გაუსწრო და უმალ კაც-ნაკლულიც დარჩა. კელტებმა 24 ფაზა აკინძეს, მაგრამ ოგარამ არეკნი ააცილა და ანგარიში ვერ გააფრევა. მანვე იქვე ოსტატური დარტყმით წითელ ზოლთან გადაიტანა თამაში, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ გასატანი ჯარიმა დაახაია, ბოლოს კი ოუენ ფარელმა ექვსამდე გაზარდა სხვაობა.

10 მეტრი რჩებოდა

ტულუზმა უელსში მწარედ მოისაკლისა დაშავებული მგეზავი, "ოლ ბლექი" ლუქ მაკალისთერი. თამაშის ერთადერთი ლელო საათის თავზე, იოან იუჟეს გაბითურებით დადო ელი ვოქერმა. მალე გაელ ფიკუმ გადაგორებით არ დაამიწებინა ეშლი ბექს, ვასილ კაკოვინის გასვლისა და ადამ ჯოუნზის შესვლის შემდეგ კი შერკინებაში ოსპრეიზმა იძალა.

ამავე პულში ფავორიტი ლესთერი აგებდა ტრევიზოში, მაგრამ ბოლოს საჯარიმო ლელოთი, წკიპზე მოიგო. მანამდე, პირველ ტაიმში, რეფმა ალენ როლანმა "ბენეტონს" მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელო მაშინ უბოძა, როცა მიზნამდე ჯერაც 10 მეტრი რჩებოდა გასავლელი.

ტულონმა 9-ჯერ დაალელოვა სეილი; კასტრი ბოლოსღა, მოლითვე მოერია 13 კაცის ამარა დარჩენილ გლაზგოს, მერე კი ამისმა ქიქერმა, რურეიდ ჯექსონმა კარის წინიდან ძელს გაარტყა ჯარიმა; ლონდონის ჰარლიქვინზი კი 10 ქულით რომ უსწრებს უახლოეს მდევარს, უკვე პლეი-ოფშია.

 

   XVIII "ჰაინეკენის თასი"

    მეოთხე რაუნდი   ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

ედინბურგ (შტლ) 3:15 რასინგ (სფრ)

ჯ: ფრენსის სბ ტალეი - 5ჯ: ბარქლი, ჟერმენ 4 სბ ბენ-არუ

რეფ ფილიპს (ირლ) @ მარიფილდ (4 598)

0:3(5) 0:6(8) 3:6(29) / 3:9(54სბ) სბ(59რ) 3:12(62) 3:15(69)

სარასენს (ინგ) 19:13 მანსთერ$(ირლ)

ლ: სთრეთლ; გ 4ჯ: ფარელ სბ ფრეიზერ -
ლ: ჰაულით; გ 2ჯ: ოგარა

რეფ გარსეზ (სფრ) @ ვოთფორდ, ვიქრიჯ როუდ (15 288)   ვიდეო

3:0(9) 3:3(17) 10:3(22) 10:10(27) /
10:13(51) 13:13(57) 16:13(60) სბ(63ს) 19:13(77)

ქულა: 14 სარ; 12 რას; 11 მნს; 0 ედნ

<<   მეორე პული

ოსპრეიზ (უელ) 17:6 ტულუზ (სფრ)

ლ: ვოქერ; 3ჯ ა: ბიგარ სბ ა.ჯოუნზ -
ჯ ა: დუსენ სბ ალვასეტე ბუიუ

რეფ ქლენზი (ირლ)
@ სვონზი, ლიბერთი (10 110)   ვიდეო

3:0(3) 6:0(21ა) სბ(25ტ) 6:3(28) 9:3(34) 9:6(40+ა) /
სბ(60ტ) 12:6(61) 17:6(62) სბ(76ო)

* ვასილ კაკოვინი (ტლზ) 50 შეცვალეს

ტრევიზო$(იტა) 13:14 ლესთერ (ინგ)

 

ლ: საჯ; გ 2ჯ: დიბერნარდო სბ რიძო ლოამანუ -
2ლ: თომპსთოუნ საჯ; 2გ: ფორდ

რეფ როლან (ირლ)
@ მონიგო (3 500)

 

0:7(14) სბ(17ტ) 7:7(29) 10:7(36) / 13:7(46) სბ(67ტ) 13:14(78)

 

ქულა: 14 ლსთ; 13 ტლზ; 9 ოსპ; 1 ტრვ

<<   მესამე პული

ბიარიც (სფრ) 17:0 ქონოთ (ირლ)

2ლ: ბოლშოუ მბუროტუ; 2გ ჯ: იაშვილი სბ ოგიუ, დიუბარი -

რეფ ჰოჯის (უელ)
@ აგილერა (6 231)

3:0(3) 10:0(32) / სბ(48ბ) სბ(64ბ) 17:0(80+)

ჰარლიქვინზ$(ინგ) 53:5 ძებრე (იტა)

7ლ: ქესონ საჯ ბოტიკა ისთერ სმით ქეა დიქსონ; 6გ 2ჯ: ევანს -
ლ: ტრევიზან სბ ჰალანგაჰუ ფერარინი

რეფ რეინალ (სფრ)
@ ლონდონ, თვიქნემ სთუპ (12 036)

3:0(4) 10:0(9) 10:5(28) 13:5(32) სბ(36ძ) 20:5(38) /
27:5(44) 34:5(53პ) 41:5(59) 46:5(65) სბ(73ძ) 53:5(77)


ქულა: 19 ჰრლ - 9 ბრც; 8 ქნთ; 0 ძბრ

<<   მეოთხე პული

ალსთერ$(ირლ) 9:10 ნორსჰეპთონ (ინგ)

3ჯ: პ.ჯექსონ - ლ: ფანფელსე; გ ჯ: მაილერ

რეფ ოუენს (უელ) @ ბელფასთ, რეივენ ჰილ (10 977)   ვიდეო

 

0:3(7) 0:10(19) 3:10(31) 6:10(39) / 9:10(43)

კასტრ (სფრ) 10:8 გლაზგო$(შტლ)

ლ: კაბალიერო; გ: ქერქპათრიქ; ჯ: ტოლე -
ლ: ბარქლეი; ჯ: ჰორნ სბ რაიდერ მაკგიგან

რეფ სმოლ (ინგ)
@ პიერ ანტუან (8 224)

0:3(2) 3:3(6) 3:8(39) / სბ(66გ) სბ(72გ) 10:8(75)

ქულა: 15 ალს; 12 კსტ; 10 ნორ; 2 გლზ

<<   მეხუთე პული

 

ექსეთერ (ინგ) 30:20 ჰლანეჰლი (უელ)

 

3ლ: ვითენ ელქოთ სქეისბრუქ; 3გ 3ჯ: სთინსონ სბ ჰენქს -
2ლ: ოუენს სქ.ვილიამს; 2გ 2ჯ: ალ.თომას სბ ლმ.ვილიამს


რეფ პუატ (სფრ)
@ სენდი პარქ (9 258)

 

7:0(5) 10:0(8სბ) 17:3(17) სბ(22ე) 17:6(25) 17:13(36) 20:13(40) /
20:20(44) 23:20(62) 30:20(80)

 

ლენსთერ$(ირლ) 21:28 კლერმონ (სფრ)
 

2ლ: ჯენინგს მაკფადენ; გ 3ჯ: სექსთონ სბ ობრაიენ -

ლ: ფოფანა; გ 7ჯ: პარა სბ ბარდი

რეფ ბარნს (ინგ)
@ დუბლინ, ავივა (48 964)   ვიდეო

 

0:3(8) 3:3(18) 3:6(20) 6:6(26) 6:9(32) 6:16(36) / 6:19(44) 9:19(47) 9:22(52სბ) 9:25(63) 16:25(67) 16:28(70) სბ(75კ) 21:28(79)


*
დავით ზირაქაშვილი (კლრ) 71 შეცვალეს

ქულა: 18 კლრ; 10 ლნს; 9 ექს; 2 ჰლა

<<   მეექვსე პული

მონპელიე$(სფრ) 34:21 კარდიფ (უელ)

 

4ლ: ნანგუსა ფანფურენ ოდრენ ბითი; 4გ 2ჯ: ვუსტოს-მოჯანო -
2ლ: ვორბერთონ ქასბერთ; გ 3ჯ: პეჩელ

რეფ გარნერ (ინგ) @ ივ დიუ მანუარ (
11 209)

 

0:5(5) 3:5(8) 3:8(11) 10:8(17) 17:8(28) /
24:8(43) 24:15(53) 31:15(58პ) 31:18(61) 31:21(68) 34:21(74)

 

ტულონ$(სფრ) 62:0 სეილ (ინგ)

 

9ლ: ორიოლი მიშალაკ ფანიკერკ (3 7) ქუბრიაშვილი ს.არმითიჯ დ.არმითიჯ ვულფ სმით; 7გ: მიშალაკ 6, ვილქინსონ; ჯ: მიშალაკ
სბ
შოუ - სბ მაკქენზი


რეფ ლეისი (ირლ) @ ფელიკს მეიოლ (
13 935)

 

3:0(6) 10:0(32) 17:0(37) /
24:0(47) 31:0(52პსბ) სბ(56ტ) 38:0(58) 43:0(62) 50:0(68) 57:0(77) 62:0(80)

 

* დავით ქუბრიაშვილი (ტლნ) 60 შეცვალეს
 

ქულა: 18 ტლნ; 13 მნპ; 4 სელ; 1 კდფ

გაისად (2013)

>>   ბოლო ორი რაუნდი

11-13 და 18-20/01

>>   პლეი ოფი

5-7/04  მეოთხედ-ფინალი
26-28/04  ნახევარ-ფინალი
18/05  ფინალი @ დუბლინ (ირლ) ავივა  20.00 საქ

www.000webhost.com