ბორჯღალოსნები

25-11

საარაკო და საეტაპო

სამ ბორჯღალოსნებმა ნავსი გატეხეს: დიდებული მეორე ტაიმით 25-ე სეზონში პირველად ძლიეს ირბ-ის მოწინავე ათეულის წევრი - სამოა

23-11

სივა ტაუს არდამრიდად ...

  ვაკეში ბორჯღალოსნებს ძალისმიერ ყაიდაზე მართებთ რაგბობა, რათა კლასიანი სამოა ალაგმონ, სამხრეთელმა გრანდებმა კი ევროპულ ვოიაჟთა ფინიშზე რაზმები განიახლეს

18-11

სავალალო გაუგებრობა

აშშ ბორჯღალოსნებმა ცქვიტი დასაწყისის, თითო არეული, დუნე და გარდამტეხი მეოთხედის კვალად უცნაური რამ მოიმოქმედეს და მოგება უკეთესად მობურთალ იანკებს გადაულოცეს

16-11

ახალზე, 25-ე კაპიტნით

  რუსთავის ახალ სტადიონზე ბორჯღალოსნებს დასაბამიდან 25-ე კაპიტანი, მამუკა გორგოძე გაუძღვებათ, და ევროპაშიც გაგანია ტესტობაა მეორე ვიქენდის პროგრამით

11-11

ზოგჯერ კრივიც მარგებელია

კან ბორჯღალოსნებმა ავდარს ალღო ძნელად აუღეს, მაგრამ მერე და მერე მაინც აუგეს წესი ქალაქური კრივის კვალად არეულ კანადას

09-11

დაბრუნება დიდუბეში, ოღონდაც ზარექსით

  ახლებურად შემოსილი ბორჯღალოსნები დიდუბეში შაბათს, კანადასთან რკენით ბრუნდებიან, და მთელს ევროპაშიც ტესტებია

23-06

დაფასება 25-ე სეზონში

არგ "სამხრეთის ფალავნობაში" შარშანღა ჩაბმულმა არგენტინამ თავის კვალზე შემდგარი საქართველო რაგბულად დააფასა - ათი ბობოლიდან პირველი ეტესტა ანდების ძირში და ძლივს, 11 ქულითღა აჯობა

21-06

აბუსერიძე თავკაცობს

  "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის გარეშე პირველად, ანდების ძირში ეტესტებიან ბობოლას

03-06

ანდებში, "ბაკარდის" თასზე

არგ არგენტინამ გადაწყვიტა, ჩილეს საზღვართან, სანხუანში მიგვიღოს

18-03

ერთბაშად სამი ტიტული

რუმ საქართველო - რუმინეთის ბუღრაობა ისტორიაში პირველად რომ დასრულდა ფრედ, ბორჯღალოსნებმა მეექვსედ მოიგეს "ერთა თასის" ხის ფარი, მერვედ - დაუკანონებელი, ჯერაც კიბერ-სივრცეშიღა არსებული "უმცროსი ექვსი ერი" და მეშვიდედ - ოქროცურვილი ბრინჯაოს "ანთიმოზ ივერიელის თასი"

16-03

ფარი და თასი

  შაბათს, ჩვენებურად ხუთზე, ბუქარესტის არკულზე რუმინეთის ხელ-ყოფისგან უნდა დავიცვათ "ერთა თასის" ხის ფარი და ოქროცურვილი ბრინჯაოს "ანთიმოზ ივერიელის თასიც"

11-03

რვა ლელო ყოჩის პატივსაცემად

ესპ ბორჯღალოსნებმა დასკვნით საათში 8-ჯერ დაალელოვეს ესპანეთი და გუნდიდან მორჭმული გააცილეს კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე

09-03

აბუს გასაცილებლად

  ფანებმა მოიგონეს და ფეისბუქით გაავრცელეს, რომ ესპანეთთან რკენის მეცხრე წუთზე მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგეს და ღვაწლ-მოსილ 9 ნომერს, ირაკლი აბუსერიძეს მადლობა გადაუხადოს

25-02

მეთხუთმეტედაც, ქარში!

რუს "ერთა თასისა" და მსოფლიოს შესარჩევის მესამე რაუნდში, ქარიან სოჭში, ბორჯღალოსნებმა კლასითა და იღბლად, მეთხუთმეტედაც ძლიეს რუსეთი და მეტი ლელოთი რუმინეთს გადაუსწრეს

23-02

მეთხუთმეტედ გასამარჯვებლად

  შაბათს, დღის სამზე, ფსოუს გადაღმა, სოჭში, "ერთა თასისა" და მსოფლიოს შესარჩევის მესამე რაუნდში, ბორჯღალოსნები დასაბამიდან 150-ე ტესტში რომ დაეჭიდებიან რუსეთს, "მიდვეძის" მეთხუთმეტედ ძლევასაც დაეშურებიან, ბობოლა "ექვს ერზე" კი მთავარი მატჩი, ინგლისი - საფრანგეთი, ღამის ცხრაზეა

11-02

იღბლიანი გარდატეხა

პორ ბოლო მეოთხედის შუაში ფორტუნამ რომ გაუღიმათ,  ბორჯღალოსნებმა თამაში გარდატეხეს და გემრიელად ძლიეს გაქნილი პორტუგალია

09-02

24-ე კაპიტანი

  შაბათს, დღის სამზე, ვაკეში, "ერთა თასისა" და მსოფლიოს შესარჩევის მეორე რაუნდში, ბორჯღალოსნებს უყოჩებთ ვეტერანი გარემარბი ირაკლი მაჩხანელი

04-02

ჭაპან-წყვეტის ფასადღა

ბელ მორიგი "ერთა თასისა" და მსოფლიოს შესარჩევი ციკლის სტარტზე ბორჯღალოსნები ქარაფშუტულ - ძველბიჭურად მოეკიდნენ ახალბედა ბელგიასთან რკენას და იღბლად, ჭაპანწყვეტის ფასადღა იმარჯვეს

31-01

გაღმერთებული და უჩინარი

  შაბათს ევროპაში ერთბაშად დაიწყება და ეგრევე, სინქრონულად წარიმართება ორი სანაკრებო შეჯიბრი: გაღმერთებული "ექვსი ერი" და წლიდან წლამდე უჩინარი "ერთა თასი"

11-01

წელი ლომთა განავარდებისა

2013 ტესტები 2013 წლის მთავარი რაგბული მოვლენა ბრიტანეთის "ლომების" ავსტრალიაში მოგზაურობაა, სხვაფრივ კი სანაკრებო სეზონი მოიცავს ყოველ-წლიურ ღონისძიებებს: ერთა თასს, ექვს ერს, ზაფხულის ტურნეებს, წყნარი ოკეანის თასს, სამხრეთის ფალავნობასა და შემოდგომის ტურნეებს

<<<     2012    2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>