ზე 15, ოთხი ერი

04-12

ოდენ ბურთაობა ... უშერკინებოდ

შემ 4 ევროპული ტესტები ჩაროზით დასრულდა: ავსტრალიამ ბურთაობაში ზედიზედ მეცხრედაც აჯობა უელსს, წლის სამივე ირბ-ულ ნომინაციაში კი მძლეთამძლე ზელანდიამ იპირველა

27-11

100% უიღბლოთა დაშამათებით

შემ 3 ევროპული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე თავიდან 19 ქულით ჩამორჩენილმა ზელანდიამ წამატებულ დროში მაინც ძლია უიღბლო ირლანდია და სეზონი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა

23-11

არაფერი უჭირთ

შემ(3 პროფესიულ ხანაში, ანუ 1996 წლიდან, სეზონი ჯერ ვერავის გაუვლია უდანაკარგოდ

20-11

სამხრეთი მძლავრობს

შემ 2 ევროპული ტესტების მეორე ვიქენდზე სამმა სამხრეთელმა გრანდმა ჯამში 11/1 დაალელოვა ბრიტები, მულღაზანზარი კი ლათინებს მაგრად ეურჯუკა

16-11

ოთხი ცენტურიონიც

შემ(2 ბრიტანეთში შაბათ-კვირას სამი გამორჩეული ტესტია

13-11

გავერანებულზეც ბარაქიანად

შემ 1 ევროპული ტესტების პირველ შაბათს ორი გამორჩეული ჯახი გავერანებულ მოედნებზე მოეწყო, მაგრამ მაინც ბარაქიანი გამოვიდა და მძლეთამძლე სამხრეთის გამარჯვებით დასრულდა

09-11

უფრიადესი დონეაო

შემ(1 თამაშთა დაწყების დროებს კარგა ხანია ტელევიზია რომ ადგენს, ტესტების პირველ ვიქენდზე თითო სლოთში თითო მაგარი შოუა

05-11

თემიდა ერთობ სცოდავს

შემ 0 თემიდამ რომ გააყალბა შემოდგომის პირველივე დიდი ტესტის შედეგი, ავსტრალიას სტარტზევე ჩაუფლავდა "ბრიტანული სლემი"

31-10

ევროპაში გამგზავრებამდე

ტურნე ნოემბრის ტურნეთა წინ აფრიკასა და ზელანდიაშიც შინაური პირველობის ფინალი სტუმარმა მოიგო

21-10

ღლეტვითა და პასაობით

ბლდ 3 "ბლედისლოუს თასის" ბოლო რკენაში სამხრეთის ფალავანმა ზელანდიამ ჯგუფური ღლეტვითა და სასწაული პასაობით წლეულს მესამედაც ძლია კრიზისიდან გამოსული ავსტრალია

18-10

არაფრის-მომცემი ბლედისლოუ?

ბლდ(3 "ოლ ბლექსი" ოზებს "ბლედისლოუზე" მესამედ ზრდილობისთვისღა ერაგბება

08-10

ჰაიფელდტის თრილერი

ფალ 6 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ფინიშზე ზელანდიამ აფრიკის ყოველ კოხტა სვლას უმალვე ეშხიანად უპასუხა, სტუმრად 11 ქულით ძლია მოცილე და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა

05-10

ქრესტომათიული ტაქტიკით

ფალ(6 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ფინიშზე აფრიკა ზელანდიას ზეგანზე უხვდება და ზე-რთული ამოცანის მიუხედავად, მაინც ნაცად ყაიდაზე აპირებს რაგბობას

01-10

ხუთით უსწრებენ

ფალ 5 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეხუთე რაუნდში აფრიკამ შინ უბონუსოდღა რომ ძლია ავსტრალია, ხოლო ზელანდიამ - გარეთა და პრემიით - არგენტინა, გადამწყვეტი რკენის წინ "ოლ ბლექსი" ბოკეს 5 ქულით უსწრებს

28-09

დაჩრდილული სამზადისი

ფალ(5 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეხუთე რაუნდის წინ ევროპულ რაგბში განხეთქილება რომ გაფორმდა და ზერაგბის ვიცე-ჩემპიონის, "ბრამბიზის" გურუც გადადგა, ნაკრებთა სამზადისი დაიჩრდილა

17-09

რად წაგვიხდინეს სეირი ...

ფალ 4 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეოთხე რაუნდში გოლიათთა ჯახი მსაჯმა წაახდინა: აფრიკას მოგონილი მიზეზით რომ გაუძევა შერკინების ყოჩი, ზელანდიამ პრემიით მოიგო და გალიდერდა

14-09

მოწინავეობისა და რეიტინგისთვის

ფალ(4 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეოთხე რაუნდში ლიდერი აფრიკა ჩემპიონ ზელანდიას ოქლენდში ეწვევა და თუ მოუგო, ირბ-ის რეიტინგის კენწეროდანაც ჩამოსვამს

10-09

ნავსი პრემიით გატყდა

ფალ 3 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში აფრიკამ ბრისბენში 42-წლიანი ნავსი გატეხა, ავსტრალია პრემიით ძლია და ქულებითაც გალიდერდა, რაღაი ზელანდიამ ავდარში ცოტათი აჯობა არგენტინას და რიჩი მაკქოუც დაემტვრა

07-09

ბურთაობით თუ ჭიდილით?

ფალ(3 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში ზელანდიას არგენტინასთან დენ ქართერი დაგეზავს, ავსტრალია კი აფრიკის დაშამათებას ქვეიდ ქუპერის მეშვეობით ეცდება

26-08

სისხარტე თავისას შვრება

ფალ 2 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში ზელანდიამ სისხარტით, ალღოთი, დაცვითა და ავტორიტეტით მაინც დაჯაბნა მოყოჩაღებული ავსტრალია, აფრიკამ კი არგენტინაში კინაღამ წააგო

23-08

მეოთხითა და მეხუთით

ფალ(2 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში იგივე წყვილები რომ ხვდებიან, სტარტზე აღნუსხულ ბარაქიან სხვაობათა მიუხედავად, მაინც ფიცხელი ბრძოლაა მოსალოდნელი

20-08

ნაკლებად ფლობის მიუხედავად

ფალ 1 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტზე საზრიანმა და გაწაფულმა ზელანდიამ სტუმრად გააბითურა უსარგებლოდ მოპასავე ავსტრალია, აფრიკამ კი მანდელას პატივსაცემად არგენტინა მოსრა

17-08

ჩაქცევას ეწამლებაო

ფალ(1 მეორე "სამხრეთის ფალავნობა" (ოთხი ერი) შერკინების ახალი წესით რომ იწყება, გადახალისებულ ავსტრალიას იმედი მიეცა, ჩემპიონ ზელანდიას აღარ დავეჩაგვრინები და თამაშსაც უკეთ გავუშლიო

12-08

ზე 18-ში გავიმიჯნებითო

 ცხრილები დასრულდა ზე 15-ის ხუთიდან მესამე სეზონი და სანზარმაც უმალ გააჟღერა მედიაში, რომ 2016 წლიდან, ანუ მსოფლიო თასის შემდეგვე, ალბათ გამართავს ზე 18-ს, რომლის ორი კონფერენციაც გამიჯნული იქნება თვით პლეი-ოფამდე

06-08

გაიმარჯვა მობურთალმა

ზ 23 ზე რაგბის (ზე 15) ფინალში მობურთალმა ჩემპიონმა, ზელანდიის ჩიფსმა ბოლო მეოთხედში მაინც არია მგზავრობით დაღლილი სტუმარი, ავსტრალიის ბრამბიზი და ტიტული შეინარჩუნა

31-07

ორივეგან ბოლომდე

ზ 22 ზე რაგბის (ზე 15) ნახევარ-ფინალებში ჩემპიონმა ჩიფსმა გაუძლო ქრუსეიდერზის გვიან შტურმს, ბრამბიზმა კი სტუმრად, ბოლო შეტევაში დაალელოვა აქსიომათა არ-მცნობი ბულზი

23-07

შარშანწინდელის სამაგიერო

ზ 21 ზე რაგბის (ზე 15) "მესამედ-ფინალი" ქრუსეიდერზმა ულაპარაკოდ მოიგო და ბრამბიზმა იღბლად, კივი ლიგელი ბენჯი მარშალი კი გაისად ალბათ ბლუზში ირაგბებს

16-07

პუბლიკას დაემშვიდობნენ

ზ 20 ზე რაგბის (ზე 15) ბოლო, მე-20 რაუნდში კივური დარბები ეროვნული ინტერესის შესაბამისად დასრულდა, ოზეთსა და იაპეთში კი ჯილები თვისტომებმა დაამუხრუჭეს და ამოცანა გაურთულეს

10-07

ექვსეული გაირკვა

19 ზე რაგბის (ზე 15) ბოლოსწინა, მე-19 რაუნდში ქრუსეიდერზმა რომ მოსრა ჩიფსი და ბულზმა იღბლადღა აჯობა შარქსს, კიბის კენწეროში ბურები მოკალათდნენ, "ლომებისგან" ძლეულმა ავსტრალიამ კი კივი გურუ ციმციმ მოხსნა და ნაკრები რედსის მოძღვარს ჩააბარა

03-07

ფალავნობა დაიბევეს

18 ზე რაგბის (ზე 15) მე-18 რაუნდში ჩიფსმა და ბულზმა ზელანდიისა და აფრიკის ფალავნობა დაიბევეს და თუ ორი კვირის შემდეგაც წინ იქნებიან ოზეთის ჯილა ბრამბიზზე, ნახევარფინალს შინ გამართავენ

25-06

ჰაბანა - 50 ლელო!

ზაფხ 3 "ბრიტანეთის ლომებმა" პირველი ტესტი იღბლადღა მოუგეს ბექებ-გაცხრილულ ავსტრალიას, ზელანდიამ კი საფრანგეთს მსგავსი სერია 3-0 მოუყომარა

19-06

დონეობანას ყავლი გასვლია

ზაფხ 2 ზელანდიამ დასაბამიდან მე-500 ტესტში ნულზე მოსრა საფრანგეთი, ირბ-ის რეიტინგში სამოასა და ტონგას აღმასვლამ კი კიდევ დაამტკიცა, რომ რაგბეთის დონეებად დაყოფას ყავლი გაუვიდა

11-06

ტურნეს გადამკიდე

17 სულ პირველის დარად, მე-17 ვიქენდზეც მხოლოდ ოზებმა ირაგბეს, თვეთა შესაყარზე კი ზედიზედ ორჯერ იუქმებენ, რათა მეზობლები დაეწიონ და ... ცხრილშიც გადაუსწრონ

05-06

მეტნი, ვიდრე ლიდერებიდან

16 ზე რაგბის (ზე 15) მე-16 რაუნდში აფრიკის ლიდერმა ბულზმა სტუმრად ძლია მდევარი ჩიტაზი და მეტად ჩამოიტოვა, ბრიტანეთის "ლომების" მასპინძელ ავსტრალიას კი "ვოლაბები" დაელეწა

29-05

დაცვიდან შეტევაზე

15 ზე რაგბის (ზე 15) მე-15 რაუნდში ჩემპიონმა ჩიფსმა შინ ომი მოუგო 7-გზის ჯილა ქრუსეიდერზს და 10 ქულით ჩამოიტოვა, აფრიკის ლიდერმა ბულზმა კი უღიმღამოდ გაასაღა შარქსი

22-05

ტელი-რეფებიც სცოდავენ

14 ზე რაგბის (ზე 15) მე-14 რაუნდში ტელი-რეფებმა სტუმრები მოიმდურეს, ოზურ შინაომში ძლეული ბრამბიზის ნაცვლად კი წინ ისევ შარშანდელი ჩემპიონი, კივეთის ჩიფსი გაიჭრა

16-05

განიავებული შანსი

13 ზე რაგბის (ზე 15) მე-13 რაუნდის თამაშთა ნახევარში ლელო ბლომად დაიდო, შარშანდელმა ჩემპიონმა ჩიფსმა კი დაწინაურების შანსი გაუშვა ხელიდან

10-05

დიდოსტატი დაბრუნდა

12 ზე რაგბის (ზე 15) მე-12 რაუნდში 7-გზის ჯილა ქრუსეიდერზს დენ ქართერი დაუბრუნდა და ლიდერი ბრამბიზი გასვლაზე აძლევინა; პირველად მოიგო ჰაილენდერზმა, ორ აფრიკელ სტუმარს კი სირენის შემდგომი შტურმი ჩაუფლავდა

03-05

ბურთს რომ გინელებენ

11 ზე რაგბის (ზე 15) მე-11 რაუნდში შარშანდელმა ჩემპიონმა ჩიფსმა შარქსს ლელო-უხვი შოუ მოუგო; შარშანწინდელმა ჯილამ, რედსმა წკიპზე აჯობა ბლუზს, 7-გზის ფალავან ქრუსეიდერზს კი რებელზმა აჭამა შიში

24-04

ბურთაობაზე შეშლილნი

10 ზე რაგბის (ზე 15) მეათე რაუნდში ყარაჩოხლურად მობურთალი რედსი შინ ფრეს დაჯერდა ლიდერ ბრამბიზთან და ვერ დაწინაურდა, ჩემპიონ ჩიფსს კი ოზებთან ისევ მარცხი შეემთხვა - სიდნეიში წააგო

17-04

კივთა სამმაგი მარცხი

ზ 09 ზე რაგბის (ზე 15) მეცხრე რაუნდში ავსტრალიამ სამმაგი მარცხი რომ აგემა ზელანდიას, ისევ გალიდერდა ბრამბიზი, ვინც დამდეგ შაბათს თვისტომ მდევარს, რედსს უნდა ეწვიოს

12-04

წამატებულ წუთებზე

ზ 08 ზე რაგბის (ზე 15) მერვე რაუნდში თუმც უქმობდა, ჩემპიონმა ჩიფსმა  უკეთესი სხვაობით მაინც გადაუსწრო აქამდელ ლიდერ ბრამბიზს, ვისაც თამაში სირენის შემდეგ გაუფრევა ახალბედა ქინგზმა

03-04

რობოტული შტურმი

ზ 07 ზე რაგბის (ზე 15) მეშვიდე, სააღდგომო რაუნდში აფრიკის ერთი ფალავანი, სთორმერზი უბებერყოჩებო ქრუსეიდერზმა დააშამათა, მეორე, ბულზი კი, ბრამბიზთან, კივმა რეფმა გაწირა

27-03

ღერძმა შოუ გამართა

ზ 06 ზე რაგბის (ზე 15) მეექვსე რაუნდში აქამდე უძლეველი ბრამბიზი სთორმერზმა დაამარცხა, ავსტრალიის სხვა ორმა გუნდმა კი წკიპზეღა აჯობა აფრიკელ და ზელანდიელ მეტოქეებს

21-03

თავბრუ დაახვიეს

ზ 05 ზე რაგბის (ზე 15) მეხუთე რაუნდში აქამდე დაუმარცხებელი აფრიკელი ბობოლები - ბულზი და შარქსი 7-გზის ჩემპიონმა ქრუსეიდერზმა და წლევანდელმა ლიდერმა, ბრამბიზმა მოსრეს

14-03

ბოლომდე ანერვიულეს

ზ 04 ზე რაგბის (ზე 15) მეოთხე რაუნდში წააგო ზელანდიის კონფერენციის ოთხმა (!) მოწინავემ, კივებს კი მაგ მარცხებიდან სამი აფრიკელებმა აგემეს და თანაც ორი - მათსავე, "გრძელი თეთრი ღრუბლის" ქვეყანაში

06-03

ბლუზურ-ბულზური კონტრასტები

ზ 03 ზე რაგბის (ზე 15) მესამე რაუნდში ბლუზმა გემოზე გააბურთავა 7-გზის ჩემპიონი ქრუსეიდერზი, ბულზმა კი შინ კინაღამ წააგო მაჩანჩალა ფორსთან

28-02

სულ-მოუთქმელი ბურთაობა

ზ 02 ზე რაგბის (ზე 15) მეორე რაუნდში კივებმა ლელო-მრავალი შოუები გამოაცხვეს, ხოლო იაპთა ჭიდილი იმან მოიგო, ვინც ნაკლები შეიტანა, მაგრამ კარში უკეთ ურტყა

19-02

რიგიანიცა და უფერულიც

ზ 01 ზე რაგბის (ზე 15) მე-18 სეზონი თითო რიგიანი და უფერული ოზური დარბით გაიხსნა, ამ უქმეებზე კი ბურთაობაში კივები და იაპებიც ჩაებმებიან

15-02

ლომთა ხათრით არეული განრიგი

2013
ზე რაგბი
იმად, რომ ავსტრალია ღირსეულად დაუხვდეს ბრიტანეთის "ლომებს, სამხრეთული რაგბის შოუთა შოუს, ზე 15-ს თურმე ისე უნდა აერიოს განრიგი, რომ დიდმა, ერთიანმა ცხრილმა ნაღდი ვითარება ბოლო, მე-20 რაუნდის წინღა ასახოს

11-01

წელი ლომთა განავარდებისა

2013 ტესტები 2013 წლის მთავარი რაგბული მოვლენა ბრიტანეთის "ლომების" ავსტრალიაში მოგზაურობაა, სხვაფრივ კი სანაკრებო სეზონი მოიცავს ყოველ-წლიურ ღონისძიებებს: ერთა თასს, ექვს ერს, ზაფხულის ტურნეებს, წყნარი ოკეანის თასს, სამხრეთის ფალავნობასა და შემოდგომის ტურნეებს

<<<     2012    2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>