ექვსი ერი, ჰაინეკენი, ლომები

18-12

დაძვირებული რევანში

ჰ4 წინა ვიქენდზე წაგებისთვის თორმეტიდან ოდენ ოთხმა გუნდმა აიღო რევანში "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდში

11-12

არ გვიღალატნიაო

ჰ3 ფრანგთა უპირობის გადამკიდე შემდეგ "ჰაინეკენის თასზე" აღარ ირაგბებს ოდენ ინგლისი, მიმდინარე ტურნირის მესამე რაუნდში კი ისევ იმარჯვა ოთხივე ირლანდიურმა გუნდმა, ხოლო ქონოთმა სენსაციაც გამოაცხო

04-12

ოდენ ბურთაობა ... უშერკინებოდ

შემ 4 ევროპული ტესტები ჩაროზით დასრულდა: ავსტრალიამ ბურთაობაში ზედიზედ მეცხრედაც აჯობა უელსს, წლის სამივე ირბ-ულ ნომინაციაში კი მძლეთამძლე ზელანდიამ იპირველა

27-11

100% უიღბლოთა დაშამათებით

შემ 3 ევროპული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე თავიდან 19 ქულით ჩამორჩენილმა ზელანდიამ წამატებულ დროში მაინც ძლია უიღბლო ირლანდია და სეზონი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა

23-11

არაფერი უჭირთ

შემ(3 პროფესიულ ხანაში, ანუ 1996 წლიდან, სეზონი ჯერ ვერავის გაუვლია უდანაკარგოდ

20-11

სამხრეთი მძლავრობს

შემ 2 ევროპული ტესტების მეორე ვიქენდზე სამმა სამხრეთელმა გრანდმა ჯამში 11/1 დაალელოვა ბრიტები, მულღაზანზარი კი ლათინებს მაგრად ეურჯუკა

16-11

ოთხი ცენტურიონიც

შემ(2 ბრიტანეთში შაბათ-კვირას სამი გამორჩეული ტესტია

13-11

გავერანებულზეც ბარაქიანად

შემ 1 ევროპული ტესტების პირველ შაბათს ორი გამორჩეული ჯახი გავერანებულ მოედნებზე მოეწყო, მაგრამ მაინც ბარაქიანი გამოვიდა და მძლეთამძლე სამხრეთის გამარჯვებით დასრულდა

09-11

უფრიადესი დონეაო

შემ(1 თამაშთა დაწყების დროებს კარგა ხანია ტელევიზია რომ ადგენს, ტესტების პირველ ვიქენდზე თითო სლოთში თითო მაგარი შოუა

05-11

თემიდა ერთობ სცოდავს

შემ 0 თემიდამ რომ გააყალბა შემოდგომის პირველივე დიდი ტესტის შედეგი, ავსტრალიას სტარტზევე ჩაუფლავდა "ბრიტანული სლემი"

24-10

უელსელებიც მიემხრნენ

ჰ2 "ჰაინეკენის თასის" ორი რაუნდის შემდეგ ორ პულში ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, სხვაგან კი მაქსიმუმის - 10 ქულის მოკრეფა ეგრეც ვერავინ შეძლო

16-10

აქეთ შემოგვიერთდითო

ჰ1 სავარაუდოდ ბოლო "ჰაინეკენის თასის" სტარტზე პრემიის მომტანი მეოთხე ლელო 24-დან ოდენ ხუთმა გუნდმა დადო, ჩვენებურთაგან კი ოთხმა ბურჯმა და ორმაც მარბიელმა ითამაშა

28-09

ვერაფერი შეასმინეს

ჰნკ ? ინგლისისა და საფრანგეთის კლუბები 15 თვე ეაჯებოდნენ შპს "ევროპის თასს, დებულება და სარფის განაწილების წესი შევცვალოთო

08-07

ჩააქცევინე და უტანე!

ლომ 9 (3ტ) მძლეთამძლე შერკინებისა და ჩუბინი დამრტყმელის მყოლმა "ლომებმა" ჯერ-არნახული სხვაობით მოუგეს გადამწყვეტი რკენა ავსტრალიას და "თომ რიჩარდსის თასი" ბრიტანეთში წაიღეს

05-07

მესამის წინა ფორიაქი

  მესამე, გადამწყვეტი რკენის წინ მოშუღარმა ბანაკებმა სენსაციური სვლებით ააფორიაქეს რაგბეთი: ბრიტანეთმა თვით ბებერი ბრაიან ოდრისქოლი ამოშალა რაზმიდან, ავსტრალიამ კი მღლეტელად ამისი კბილა, ჯორჯ სმითი იხმო

03-07

ძლივს, მეოთხე ცდითღა

ლომ 8 (2) ავსტრალიამ მეორე ტესტის ბოლო ნახევარ საათშიღა შემოუბრუნა თამაში "ბრიტანეთის ლომებს" და მაინც კინაღამ წააგო, მაგრამ სერიის ანგარიში კი გათანაბრდა და ყველაფერი სიდნეიში გადაწყდება

28-06

მსაჯულს უჩივიან!

ლომ 7 მეორე ტესტის წინ ლომების დუბლმა ბოლოჯერაც ირაგბა და ნულზე იმარჯვა; ვოლაბებმა ქერთლი ბილი 15 ნომრად დააწინაურეს, ბრიტებმა კი 15-ეულში ხუთი კაცი გამოცვალეს

25-06

"ლომებს" ბედიც სწყალობთ

ლომ 6 (1) "ბრიტანეთის ლომებმა" პირველი ტესტი იღბლადღა მოუგეს ბექებ-გაცხრილულ ავსტრალიას, ზელანდიამ კი საფრანგეთს მსგავსი სერია 3-0 მოუყომარა

21-06

მარცხი მუღამის მოსამატებლად

ლომ 5 ავსტრალიაში მოგზაურმა "ბრიტანეთის ლომებმა" პირველი ტესტის წინ დაგეგმილი მარცხი იწვნიეს, "ბორჯღალოსნები" კი მსოფლიო თასის გარეშე პირველადვე, ანდების ძირში ეტესტებიან ბობოლას

19-06

დონეობანას ყავლი გასვლია

ზაფხ 2 ზელანდიამ დასაბამიდან მე-500 ტესტში ნულზე მოსრა საფრანგეთი, ირბ-ის რეიტინგში სამოასა და ტონგას აღმასვლამ კი კიდევ დაამტკიცა, რომ რაგბეთის დონეებად დაყოფას ყავლი გაუვიდა

17-06

დროის ფლანგვა

ლომ 3 & 4 "ბრიტანეთის ლომებმა" ავსტრალიურ ტურნეზე თითო სუსტი და მოძლიერო მეტოქეც გააბურთავეს, მოძალებულ ტრავმათა გამო კი გურუ ვორენ გეთლენდმა რაზმში თვით შეინ ვილიამსი აიმატა

11-06

ჩიოდნენ და ებურთავნენ

ლომ 2 "ბრიტანეთის ლომებს" გემოზე ებურთავა "რედსი, მაგრამ რობი დინსმა "ვოლაბებში" მაინც არ იხმო ქვეიდ ქუპერი; საფრანგეთმაც უტია ზელანდიას და თანაბარ თამაშში წააგო, სამოამ კი შოტლანდია ირბ-ის რეიტინგის მოწინავე ათეულიდან გააძევა

07-06

"ფორსული ფარსი"

ლომ 1 "ბრიტანეთის ლომებს" ავსტრალიის უსუსტესმა ზე-გუნდმა, პერთის "ფორსმა" დუბლები რომ შეახვედრა, სრულიად რაგბეთმა განგაშის ზარი დაარისხა, ეგრე უნიკალური ტურნე გაუფასურდებაო

03-06

რბევით გახურდნენ

ბარ, ტ14 "ბრიტანეთის ლომები" ავსტრალიაში ჩასვლამდე ჰონკონგში, ბარბაროსთა რბევით გახურდნენ; საფრანგეთში კასტრმა ტულონს დუბლი არ დაანება, არგენტინამ კი გადაწყვიტა, რომ ჩილეს საზღვართან, სანხუანში მიგვიღოს

27-05

ლესთერი და ლენსთერი

ბრიტ საშინაო სეზონი ბრიტანეთშიც ფინალებით დასრულდა: ინგლისში ლესთერმა მეათედ იჩემპიონა, კელტეთში კი ლენსთერმა შინ, ოღონდაც სტუმრის რანგში, მოიგო ირლანდიური დარბი

20-05

ვილქო, ბასტარო, ტულონი!

ჰნკ ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მე-18 ფინალში ტულონი დაცვაში მაგრად დაუდგა თვისტომ კლერმონს, თამაში შემოუბრუნა და ევროპის მესამე ფრანგი ფალავანი შეიქნა

12-05

მთელი უელსი, კაპიტნიანად

ლომ ავსტრალიაში ბრიტანეთის "ლომებს" უყოჩებს სემ ვორბერთონი, მის გარდა კი 37-კაცა რაზმში კიდევ 14 უელსელია

30-04

უთუოდ გვეყოლება

1/2ფ ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მე-18 ფინალი მეოთხედ იქნება ფრანგული შინა-ომი და რაღაი ორივე გუნდს ბურჯი ქართველი ჰყავს, პირველი ბორჯღალოსანი ევროპის ფალავანიც გვეყოლება

10-04

ლელოთა ეშხი, გოლებიანი ჭიდილი

1/4 ევროპის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" კვირა დღის მეოთხედ-ფინალებში ლელო ეგრეც არ დადებულა, პირველ ნომრად განთესილი ჰარლიქვინზის გავარდნის შემდეგ კი ეშხიანად მობურთალი კლერმონი გაფავორიტდა

19-03

უელსური სასწაული

ე5 "ექვსი ერის" ფინიშზე უელსმა სასწაულად დაიბრიყვა ლიდერი ინგლისი, სარეკორდო სხვაობით მოუგო და თავად იჩემპიონა

12-03

არაა მაგათი საშველი

ე4 "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში ინგლისმა შინ ძლივსღა რომ ძლია კადნიერი იტალია, ფინიშზე უელსში ფიცხელი ომი მოელის

26-02

ახეული ყურითაც

ე3 "ექვსი ერის" მესამე რაუნდში ინგლისმა შინ ომი მოუგო საფრანგეთს და შეჯიბრს კვლავ ეულად ლიდერობს, ხოლო შოტლანდიამ წაგებული თამაში შემოუბრუნა ირლანდიას

12-02

ძველ ყაიდაზე

2 "ექვსი ერი" მეორე რაუნდში ძველ, ლელო-მწირსა და ჭიდილ-ჭარბ კალაპოტს დაუბრუნდა, და ბობოლა საფრანგეთმაც კვლავ წააგო

05-02

შეშნობილი პატივი

ე1 წმიდათაწმიდა "ექვსი ერი" უგემრიელესად დაიწყო - სამ თამაშში 16 ლელო დაიდო, მზარდმა იტალიამ კი თვით საფრანგეთი გააგორა

31-01

გაღმერთებული და უჩინარი

  შაბათს ევროპაში ერთბაშად დაიწყება და ეგრევე, სინქრონულად წარიმართება ორი სანაკრებო შეჯიბრი: გაღმერთებული "ექვსი ერი" და წლიდან წლამდე უჩინარი "ერთა თასი"

23-01

ჩემპიონად სხვა ეკურთხება

ჰ6 ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" პლეი-ოფში ინგლისისა და საფრანგეთის სამ-სამი და ირლანდიის ორი გუნდი გავიდა, შარშანდელი ჩემპიონი ლენსთერი კი "ჩელენჯზე" დაეშვა

16-01

ნახევარი გაირკვა

5 ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" ბოლოს წინა, მეხუთე რაუნდის შედეგად პლეი-ოფში გამსვლელთა ნახევარი გაირკვა

11-01

წელი ლომთა განავარდებისა

2013 ტესტები 2013 წლის მთავარი რაგბული მოვლენა ბრიტანეთის "ლომების" ავსტრალიაში მოგზაურობაა, სხვაფრივ კი სანაკრებო სეზონი მოიცავს ყოველ-წლიურ ღონისძიებებს: ერთა თასს, ექვს ერს, ზაფხულის ტურნეებს, წყნარი ოკეანის თასს, სამხრეთის ფალავნობასა და შემოდგომის ტურნეებს

<<<     2012    2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>