გაღმერთებული და უჩინარი

   შაბათს ევროპაში ერთბაშად დაიწყება და ეგრევე, სინქრონულად წარიმართება ორი სანაკრებო შეჯიბრი: გაღმერთებული "ექვსი ერი" და წლიდან წლამდე უჩინარი "ერთა თასი"

"ექვსმა ერმა" 1910 წელს ჩასახული "ხუთის" ტრადიცია 2000 წლიდან გააგრძელა. შეჯიბრს განაგებს დუბლინური შპს და იმის პერსპექტივაც აღარა ჩანს, რომ დასი ოდესმე შეიცვლება.

მორიგი სეზონი მეთოთხმეტეა. ქულებითა და ტიტულებითაც წინ საფრანგეთია. გალებს ეჭიდება რაგბის მშობელი ინგლისი. ირლანდია სულ ძლიერია, მაგრამ პირველობა უჭირს, უელსი კი თუ მოიგებს
1993 წელსღა დაწესებულ ვერცხლის თასს, აუცილებლად სლემით!

ავსტრალიური ფსონ-კანტორის, "თების" აზრით, წელს ფავორიტები ინგლისი და საფრანგეთი არიან (3.0)  ირლანდიის პირველობის კოეა 4.0, უელსისა 5.5, გავერანებული შოტლანდია (41.0) კი მაინც უფრო მეტ პატივშია, ვიდრე მზარდი იტალია (201.0)

პრემიებითაც განსხვავებული?

ტურნირი 15 მატჩს რომ მოიცავს, 13 სეზონში გამართულა 195 თამაში. მათგან ფრედ დასრულდა ოდენ ოთხი (2%)  სლემი, ანუ ხუთივე მეტოქის ძლევა, აღინუსხა 8-ჯერ, სამჯერ კი ჩემპიონი გატანილ-გაშვებულის სხვაობითღა გამოვლინდა.

სლემს ფრიადი ხიბლი რომ სდევს, ექვსეული ერთგულობს ოდინდელ წესს და მოგებაზე 2 ქულას იწერს, ხოლო ფრეზე ერთს. და მაინც, დროის მოთხოვნებს დედა-რაგბიც რომ ვერსად წაუვა, შპს კიდევ დაფიქრებულა, სხვა შეჯიბრთა დარად, ბონუსები ხომ არ შემოგვეღოო.

ერთი კია, ევროპაში ლელო ცოტა რომ იდება და "ექვსი ერიც" უბადლო ფენომენი რომაა, მისი პრემიალური სისტემაც, დუბლინელ მახვშთა აზრით, თურმე ყველასაგან განსხვავებული უნდა იყოს.

 

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

 

ექვსი ერი 2013

 2/02

უელსი

17.30

ირლანდია

პუატ (სფრ)

 

ინგლისი

20.00

შოტლანდია

როლან (ირლ)

 3/02

იტალია

19.00

საფრანგეთი

ოუენს (უელ)

9/02

შოტლანდია

18.30

იტალია

პეიპერ (აფრ)

 

საფრანგეთი

21.00

უელსი

ქლენზი (ირლ)

10/02

ირლანდია

19.00

ინგლისი

გარსეზ (სფრ)

23/02

იტალია

18.30

უელსი

პუატ (სფრ)

 

ინგლისი

21.00

საფრანგეთი

იუბერ (აფრ)

24/02

შოტლანდია

18.00

ირლანდია

ბარნს (ინგ)

9/03

შოტლანდია

18.30

უელსი

იუბერ (აფრ)

 

ირლანდია

21.00

საფრანგეთი

ვოლშ (ავს)

10/03

ინგლისი

19.00

იტალია

ქლენზი (ირლ)

16/03

იტალია

18.30

ირლანდია

ბარნს (ინგ)

 

უელსი

21.00

ინგლისი

ვოლშ (ავს)

 

საფრანგეთი

24.00

შოტლანდია

ოუენს (უელ)

<<   13 სეზონის [2000-2012] ჯამი

ქვეყანა

%

  მ-წ*

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

საფრანგეთი

71.5

46-18*1

1725:1133

+592

5

3

-

ირლანდია

68.7

44-20*1

1629:1263

+366

1

1

-

ინგლისი

66.9

43-21*1

1829:1014

+815

4

1

-

უელსი

52.3

33-30*2

1444:1485

-41

3

3

1

შოტლანდია

26.2

16-47*2

1038:1627

-589

-

-

2

იტალია

14.6

09-55*1

0960:2103

-1143

-

-

4

<<  ამ საუკუნის, ანუ ექვსი ერის ჩემპიონები

საფრანგეთი

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

ინგლისი

2000

2001#

2003^

2011

უელსი

2005^

2008^

2012^

ირლანდია

2009^

^ სლემი [10 ქ]  # უკეთესი სხვაობითღავთ = ვაითვოში [0 ქ]

განუკითხავად ვპარპაშებთ

"ერთა თასი" ჩვენი მთავარი ასპარეზია. ამჟამინდელი ფორმით შეჯიბრი 2000 წლიდან არსებობს. ჯგუფი შვიდია. საქართველო  მარაქაში თავიდანვე უმაღლეს დონეზე გაერია და მოწინავე სამეულს მიღმა არასოდეს დარჩენილა.

მეტიც, შარშან ბორჯღალოსნებმა პირვანდელი ლიდერი, რუმინეთი ჩამოიტოვეს ყველანაირი ტიტულებით, მოპოვებულ ქულათა წილი (81.5%) და ფარდობა-სხვაობანი 1976:859 [+1117] კი იმის დასტურია, რომ ჩვენს დონეზე განუკითხავად ვპარპაშებთ იმის და მიუხედავად, რომ შორებელ ტოლებთან (იაპონია ფიჯი) ჯერ ვერ ვიმარჯვებთ.

ქართველთა ზეობა მავანთ რომ სწყინთ, "ერთა თასი" მაგიტომაც სუფევს ჩრდილში. მე-14 სეზონი იწყება და ვერაფრით შეიქმნა შპს, ვერ მოინახა სპონსორი და ვერც ტელე-პატრონი. შეინიშნება რეგრესიც: ტელევიზიით საწყისი რაუნდის სამი მატჩიდან ერთიღა გადაიცემა.

არადა, წლევანდელი და საგაისო ერთა თასები თან 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული შესარჩევებია!

 

ერთა თასი 2013

2/02

რუსეთი

14.00

ესპანეთი

ვილქინსონ (ირლ)

 

ბელგია

18.00

საქართველო

ლიპერინი (იტა)

 

პორტუგალია

19.30

რუმინეთი

ჰენესი (უელ)

9/02

საქართველო

15.00

პორტუგალია

რებოლალ (სფრ)

 

რუმინეთი

-

რუსეთი

 

 

ბელგია

18.00

ესპანეთი

პომარედ (სფრ)

23/02

რუსეთი

15.00

საქართველო

კარდონა (სფრ)

 

ესპანეთი

-

რუმინეთი

ვივარინი (იტა)

 

პორტუგალია

19.00

ბელგია

იორდაკესკუ (რუმ)

9/03

საქართველო

-

ესპანეთი

 

 

ბელგია

-

რუმინეთი

 

 

პორტუგალია

-

რუსეთი

 

16/03

რუმინეთი

-

საქართველო

 

 

რუსეთი

15.00

ბელგია

ბლესანო (იტა)

 

ესპანეთი

-

პორტუგალია

 

<<   "ერთა თასის" ოფიციალური ჩემპიონები

საქართველო

5

2001

2007/08

2009

2011

2012

რუმინეთი

4

2000

2002

2005/06

2010

 

პორტუგალია

1

2003/04

.

.

.

 

<<   ყოველ-წლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები

     ^ სლემი [ხუთივე მატჩში გამარჯვება]

საქართველო

7

2001^

2005

2007

2008^

2009

2011^

2012

რუმინეთი

5

2000 2002^ 2004 2006 2010 .  

პორტუგალია

1

2003^

.

.

.

.

.

 

<<   მსოფლიო თასის ორ-წლიანი შესარჩევის ჯილები

რუმინეთი

2

2001/2

2005/6

საქართველო

1

2009/10

 

<<   13 სეზონის [2000-2012] ჯამი

ქვეყანა

  %

  მ-წ*ფ$პრ

ჩმ

6ე

სლ

გდ

საქართველო

81.5

13

65

50-12*3$6

5

7

3

-

რუმინეთი

76.1 13 65

47-17*1$8

4 5 1 -

რუსეთი

60.6 12 59

33-23*3$5

- - - -

მაროკო

60.0 1 5

  3-2

- - - #

პორტუგალია

52.7 13 65

32-31*2$5

1 1 1 -

ესპანეთი

32.7 11 55

16-38*1$6

- - - 1

ჩეხეთი

20.7 6 29

  6-23

- - - 1

ჰოლანდია

  6.7 3 15

  1-14

- - - 1

უკრაინა

  6.3

4

20

  1-19$1

-

-

-

2

გერმანია

  0.0

2

10

  0-10

-

-

-

1

% = (4*+2*+ პრ) / (4*) * 100

ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, 6ე "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა

საომარი იყო ლელო

"ერთა თასიდან" ყოველ ორ წელში ვარდება მაჩანჩალა, მის ნაცვლად კი მეორე ჯგუფის ფალავანი შემოდის. ამჟამად იგია ბელგიის "შავი ეშმაკები" (სვარტე დუიფელს, ლე დიაბლ ნუაღ, ბლექ დევილზ)

ბელგია მიწა-წყლით საქართველოზე ორჯერ მცირეა, მაგრამ მოსახლეობით სამგზის აღგვემატება. აღარას ვამბობთ ერთ სულზე გადაანგარიშებულ დოვლათზე, რომლის ფარდობაც 12-ის ფარგალშია!

ბელგიაში ორი ერი სახლობს: ხუთი მცხოვრებიდან სამი ფლამანდიელ-ჰოლანდიელია და ორი ფრანგ-ვალონი. ქვეყანა ჰოლანდიას 1831 წელს, რევოლუციით გამოეყო და მანამდეცა და მერეც "საომარი იყო ლელო" (ვატერლო, იპრ ...)

ძველი აფროსანი

რაგბი ბელგიაში ბრიტებმა შეიტანეს - 1919 წელს ანტვერპენში შექმნეს კლუბი, 1925 წელს კი  ბრიუსელშიც. ფედერაცია 1931 წელს დაარსდა. პირველობა თამაშდება 1937, ხოლო თასი 1968 წლიდან. ნაკრები 1932 წელსვე ერაგბა ჰოლანდიას, 1934 წელს კი ბელგია, საფრანგეთის მეთაურობით, ფირა-ს დაფუძნებაშიც მონაწილეობდა.

ბელგია ირბ-მა წევრად 1988 წელს მიიღო. ეშმაკებმა მას აქეთ ყველა მსოფლიო თასის შესარჩევში ირაგბეს, მაგრამ მიზნამდე ყოველ ჯერზე ბევრი დააკლდათ. შაბათის რკენა ჩვენი და მათი პირველი ტესტია, მაგრამ შევხვედრილვართ შვიდკაცაზე და ჭაბუკთა პირველობებზეც.

ბელგიის ღირსება დაუცავს ქუთაისელ დათო ნემსაძეს, ვინც გიას ძმაა. ყველა დროის საუკეთესო მექულეა ალან ვილიამსი (451, ყველაზე ცნობილი ბელგიელი მორაგბე კია ძველი აფროსანი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი, 70 წლის ჟაკ როხე.

პორტუგალიასაც უსწრებენ

ბოლო მონაცემებით, ბელგიას 58 კლუბი და 14,266 მორაგბე ჰყავს. ჩემპიონატი სამ ჯგუფად იმართება. ელიტაში რვა კლუბია. წელს ლიდერობს ბრიუსელის "ბუატფორი. ეს კლუბი 1970 წელსღა დაარსდა, მაგრამ 16-გზის ჩემპიონი კია და თასიც 13-ჯერ აუღია.

ნაკრებს რიჩარდ მაკქლინთოქი წურთნის. ბოლო რაზმის ნახევარი საფრანგეთის ქვემო დივიზიონებში მოღვაწეობს. ბელგიამ წინა სეზონში (2011/12) მეორე ჯგუფში ხუთივე მეტოქე ძლია - ჩეხეთი 55:0 (შ, ჰოლანდია 58:3 (შ, მოლდოვა 17:16 (გ, გერმანია 30:29 (გ, პოლონეთი 20:13 (შ) და ამას ორი წლის ჯამში 9 ქულით გაუსწრო.  

დეკემბერში, დუბაის "ერთა თასზე" (ნათლიათა ფანტაზია ამ ორი ცნების იქეთ ვერ მიდის!) ბელგიამ საამიროები 94:3 მოსრა, აფრიკის ჯილა ზიმბაბვე 28:11 ძლია და აზიის მეორე გუნდსაც, ჰონკონგს 24:12 მოუგო. ჰოდა, ირბ-ის ბოლო რეიტინგში 21-ე ადგილზეა და თვით პორტუგალიასაც კი უსწრებს 80 წერტით.