კიდევ უფრო მეტით

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე, საშინაო ეტაპზე ზელანდია ინგლისთან და კენიასთან დამარცხდა, მაგრამ სხვებზე სტაბილურად რომ ჩაუქობს, უახლოეს მდევარს კიდევ უფრო მეტით უსწრებს.

ველინგთონამდე საფრანგეთი "ოლ ბლექს სევენსს" 14 ქულით ჩამორჩებოდა, ამჯერად კი კენიაა მეორე და სხვაობა უკვე 21 ქულაა.

ინგლისი ახლაღა დალაგდა, თასი შემართა და მერვე (!) ადგილამდე აღზევდა, ფიჯი კი 14-წლოვანი სერიის 113-ე ტურნირში პულში პირველად ჩარჩა და კანადისგან ძლეულმა, ვეღარც ფიალა აიღო.

"ქეიქ თინზე" სენსაცია ბლომად მოხდა: კივთა მჯობნი ინგლისი შტატებს ვეღარ მოერია. პლეი-ოფში აიწყვიტა კენიამ, ვისაც ინგლისელი მაიქ ფრაიდეი წურთნის:

(სამხრეთმა) აფრიკამ მეოთხედ-ფინალში ოთხივე გარდასახვა რომ დაახაია, ორჯერ ჩამორჩენილმა ზანგებმა ერთი ქულით მოუგეს;

ნახევარ-ფინალში კენიამ მასპინძლებს 14-ქულიანი ფორა გაუბათილა და დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ბოლო წამებამდე შვიდით უსწრებდა ინგლისს, მაგრამ თომ პაუელმა გააფრევა 20 წუთი, ექსთრა-თაიმის 130-ე წამზე კი სემ ეჯერლიმ გაიტანა "ოქროს ლელო"

 

ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

IV ეტაპი. 1-2/02 @ ველინგთონ (ზელ)

<<   პულები

(ა) ინგლისი 2-0*1, ზელანდია 2-1 / ესპანეთი 1-2, შტატები 0-2*1
(ბ) კენია 3-0, არგენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, ტონგა
# 0-3
(გ) სამოა 3-0, აფრიკა 1-2 / კანადა, უელსი 1-2
(დ) ავსტრალია 3-0, შოტლანდია 2-1 / ფიჯი 1-2, პორტუგალია 0-3

<<   მოულოდნელობანი

(ა) ზელანდია 14:19 ინგლისი
(ა) ინგლისი 12:12 შტატები 
(გ) აფრიკა 15:26 კანადა
() ფიჯი 12:14 შოტლანდია

<<   მეოთხედ-ფინალი   ვიდეო

ინგლისი (ა1) 31:7 შოტლანდია (დ2)
სამოა (გ1) 31:7 არგენტინა (ბ2)
ავსტრალია (დ1)
5:24 ზელანდია (ა2)
კენია (ბ1) 21:20 აფრიკა (გ2)

<<   ნახევარ-ფინალი   ვიდეო

ინგლისი 21:19 სამოა
კენია 19:14*დდ ზელანდია

<<   ფინალი

ფარი (XIII)  უელსი 26:21 ტონგა
ფიალა (IX)  კანადა 28:19 ფიჯი
სინი (V)  ავსტრალია 22:7 შოტლანდია
ბრინჯაო (III)  ზელანდია 17:7 სამოა
თასი (I) 
ინგლისი 24:19*დდ კენია   ვიდეო

<<   ინგლისი

1 ჯეფ ვილიამს, 4 დენ ნორთონ, 7 ჯონ ბრეიქ, 8 თომ პაუელ^კაპ,
9 მარქუს ვოთსონ, 10 ქრისჩან ლუის-პრათ, 11 მეთ თერნერ * 2 ქრის ბრაითველ, 3 რობ ვიქერმან, 5 ჯეიმზ როდველ, 6 დენ ბიბი, 12 სემ ეჯერლი * მწ) ბენ რაიან

<<   ქულა [# მიწვეული]

77 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 56 კენია; 54 სამოა (თ: დუბაი;
51 ფიჯი
(თ: გოულდ ქოუსთ, საფრანგეთი, აფრიკა;  46 არგენტინა;
37 ინგლისი (თ: ველინგთონ; 34 უელსი; 32 ავსტრალია; 26 კანადა;
22 პორტუგალია; 21 შოტლანდია; 18 შტატები, ესპანეთი /
3 ტონგა
##  2 ზიმბაბვე#  1 რუსეთი#

<<   გასამართია [* ვმონაწილეობთ საგაისო სერიის შესარჩევში]

8-10/02

ლას ვეგას (აშშ)

22-24/03

ჰონკონგ *

(ჩინ)

30-31/03

ტოკიო (იაპ)

  4-5/05

გლაზგო (შტლ)

11-12/05

თვიქნემ ** (ინგ)

<<   თასის მფლობელი

1999-2013 (113 ეტაპი: 45 ზელანდია - 20 ფიჯი; 15 ინგლისი;
14 აფრიკა; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com