ლომთა ხათრით არეული განრიგი

   იმად, რომ ავსტრალია ღირსეულად დაუხვდეს ბრიტანეთის "ლომებს, სამხრეთული რაგბის შოუთა შოუს, ზე 15-ს თურმე ისე უნდა აერიოს განრიგი, რომ დიდმა, ერთიანმა ცხრილმა ნაღდი ვითარება ბოლო, მე-20 რაუნდის წინღა ასახოს.

<<  [.PDF]  2013 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>  *  2012 წლის შეჯამება

"ლომების" ტურნე წლის მთავარი მოვლენაა. უწინ ზე-რაგბის სეზონი მაისის ბოლოს სრულდებოდა და მასპინძელიც ბრიტებს მომზადებული უხვდებოდა, მაგრამ რაც შეჯიბრი ორი თვით დაგრძელდა, ევროპელთა ჩამოსვლის დროს წყდება.

ოზებმა ეს არ იკმარეს და მთლად არიეს განრიგი - ჩაამატებინეს ორი რაუნდი: მხოლოდ თავად რაგბობენ პირველსა და მე-17 ვიქენდებზე, სამაგიეროდ კი უქმობენ მე-18 და მე-19 ტურებში.

ისე გამოდის, რომ 15 მონაწილიდან ყოველი ოთხ-ოთხჯერ დაისვენებს, მაგრამ უწინდებურად მხოლოდ ორჯერ მიითვლის მუქთ 4 ქულას.

ჰოდა, ბოლოს-წინა რაუნდამდე ავსტრალიელებს ყოველთვის სხვებზე მეტი ექნებათ ნათამაშევი, რის გამოც "ვაილდ ქარდის" მფლობელები (მეოთხე - მეექვსე ადგილები) ნაღდები ვერ იქნებიან, ანუ 15-გუნდა ცხრილის დგენა ლამის სულ ბოლომდე აზრს კარგავს.

კივური თასიც

სამხრეთშიც შემოდის ახალი წესები: ხილული ბურთი რაქიდან 5 წამში უნდა გამოიტანო; შერკინება სამ ტაქტად მოეწყობა; ტელი-რეფს ლელომდე ორი ფაზის გასინჯვა შეეძლება, რათა რაგინდარა დარღვევა გამოჩხრიკოს, მაგრამ რაზმები 22-კაცა რჩება, ანუ ზე-რაგბში 18 ნომერი კვლავაც მეორე-ხაზელია, ხოლო 20 - ჰავბექი.

მსაჯთაგან ექვს-ექვსია აფრიკელი და ზელანდიელი, ხუთი ოზი და ერთიც არგენტინელი - ფრანსისკო პასტრანა, ბრძენი იაპი, 46 წლის ჯონათან კაპლანი კი სეზონის ბოლოს გავა პენსიაზე.

ადმინებს ისევ რომ არ ავიწყდეთ, მიეთითათ, მოუქმე გუნდს მუქთი ქულები რაუნდის დაწყებამდე (!) დაურიცხეთო, ზელანდიის კონფერენციაში კი, ჩემპიონობისა და პლეი-ოფის საგზურთა გარდა, გათამაშდება სპონსორის, ბი-ენ-ზედის თასიც: გუნდს ჩაეთვლება მხოლოდ რვა დარბის შედეგი!

რიჩი ისვენებს

გუნდი კვლავაც 16 თამაშს გამართავს: რვას შინ და რვასაც გარეთ;
რვას თვისტომთან და რვასვე უცხოელთან; თორმეტს თავის ქვეყანაში და მხოლოდ ოთხს საზღვარ-გარეთ; პლეი-ოფში კი გავა ექვსი მოწინავე: სამივე ქვეყნის ფალავანი და სამიც სხვებში უკეთესი.

ფსონები იქეთ იყოს და ჩვენ-და თავად მოვიკითხოთ, რა დღეში არიან მონაწილენი. დავიწყოთ ზელანდიით.

ჩემპიონ ჩიფსს წაუვიდნენ შუამარბი სონი-ბილ ვილიამსი და ბურჯი სონა ტაუმალოლო, მაგრამ ღერძი: არონ ქრუდენ - ტავერა ქერ-ბარლოუ მწყობრშია.

ქრუსეიდერზს რიჩი მაკქოუ ივლისშიღა დაემატება, რაღაი ნახევარი წლით ისვენებს. უმისოდ კაპიტანია 8 ნომერი ქიარან რიდი, მგეზავი დენ ქართერი და ბექი იზრაელ დეგი კი ყოჩაღად არიან.

რულზელი ლიგელი

ჰარიქენზს ყოჩობს შუამარბი ქონრეიდ სმითი. ჰაილენდერზს დაემატნენ შუამარბი მა ნონუ, ბურჯი თონი ვუდქოქი და უბერებელი მეორე-ხაზელი ბრედ სორნი, ჰავბექი კი "ოლ ბლექი" არონ სმითია.

ბლუზი ჩაიბარა ჯონ ქერვინმა და გრემ ჰენრიც ეხმარება; პირი ვიპუ გახდა და თურმე ფორმაშია, კაპიტანი კი მოკეთებული ალი ვილიამსია.

ავსტრალიაში, ვორათაზიდან გაგდებული მწურთნელი, მაიქლ ფოლი  აიყვანა მაჩანჩალა ფორსმა, ვისაც ბრამბიზში წაუვიდა მღლეტელი დევიდ პოქოქი, ხოლო პენსიაზე - ზორბა ნეითან შარპი.

ამისი კონკურენტი, ნორჩი მაიქლ ჰუპერი ბრამბიზიდან გადავიდა ვორათაზში, ვინც რულზში (!) გაწაფული ლიგელი, იზრაელ ფოლაუც მოჩანგლა. 

აქილევსის გადამკიდე

რედსს რებელზში გაექცა მარბიელი სქოთ ჰიგინბოთამი. სთერლინგ მორთლოქმა თამაშს თავი დაანება, ქერთლი ბილი და ჯეიმზ ოქონორი კი ხაზში შეუბერავენ.

მთლად გადასარევი ბექები ჰყავს რედსს - ვილ გენია, ქვეიდ ქუპერ, დიგბი იოანე, ლუქ მორაჰენ. ქვეიდმა სონი-ბილის რჩევით კრივიც სცადა და სადებიუტო ბრძოლაში გალახა ... სადაზღვევო აგენტი.

აფრიკაში, ბულზში ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩიტაზის ღვაწლ-მოსილმა ყოჩმა, ჟოან სმითმა კი თამაშს თავი დაანება აქილევსის გადამკიდე.

შარქსს დაუბრუნდა ბებერი ბუჩ ჯეიმზი, სთორმერზმა კი ზე-რაგბიდან გარიცხული ლაიონზის ბექები,იაკო ტაუტე და ელტონ იანკისი აიმატა.

დასში ლაიონზის ნაცვლად მიღებული ქინგზი ისე-რა მოთამაშეებს აგროვებს, ფინალთა დროს კი ლაიონზი ორჯერ ერაგბება აფრიკელებში ბოლო ადგილზე დარჩენილს, რათა 2014 წელს დაიბრუნოს ადგილი.

<<  [.PDF]  2013 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>

 

ზე-რაგბის XVIII სეზონი @ 2013

     

2012

კლუბი

ქართულად

ქალაქი

4

ქრუსეიდერზ

ჯვაროსნები

ქრაისთჩერჩ

7

3

4

.

12

ბლუზ

ლურჯები

ოქლენდ

3

1

2

.

1

ჩიფს

ბელადები

ჰემილთონ

1

1

1

.

8

ჰარიქენზ

გრიგალები

ველინგთონ

.

1

5

.

9

ჰაილენდერზ

მთიელები

დანიდინ

.

1

3

.

6

ბულზ

ხარები

პრეტორია

3

.

3

1

2

შარქს

ზვიგენები

დურბან

.

4

3

1

3

სთორმერზ

ტაროსი

ქეიპთაუნ

.

1

4

.

15

ლაიონზ

ლომები

იოჰანესბერგ

.

.

2

.

10

ჩიტაზ

ავაზები

ბლუმფონტეინ

.

.

.

.

=

ქინგზ

მეფეები

პორტ-ელიზაბეთ

. . . .

7

ბრამბიზ

ველის რაშები

კანბერა

2

3

1

.

5

რედს

წითლები

ბრისბენ

1

.

3

1

11

ვორათაზ

(ყვავილია)

სიდნეი

.

2

3

1

14

ფორს

ძალა

პერთ

.

.

.

.

13

რებელზ

მეამბოხეები

მელბურნ

.

.

.

.

ჩ ჩემპიონი /
წააგო: ფ ფინალი, ნ ნახევარ-ფინალი, მ მესამედ-ფინალი