ნაამაგარი სერევი და ნაწყენი იაპონია

   ფიჯელმა ჯადოქრებმა შვიდკაცის მსოფლიო სერიის უეშხიანესი, ჰონკონგის ეტაპის მოგებით გაახარეს დიადად იქვე ნაკურთხი ვაისალე სერევი, "ქართულმა შვიდკაცამ" კი კრიტიკულ მომენტში ისევ გამოიჩინა ფხა და ლონდონის შესარჩევის საგზური ააცალა იაპონიას.

წელს ჰონკონგში უმაგალითოდ ბევრი, 28 გუნდი შეიკრიბა: უკეთესმა თექვსმეტმა სერიის სხვა ეტაპთა თარგით, ქულებისთვის იჩაუქა, ჰარიფმა დუჟინმა კი შემდეგი შესარჩევის ოთხი საგზური გაითამაშა.

ელიტა ისე გათანაბრდა, რომ აფრიკამ და ინგლისმა პულთა ფსკერზე დააფინიშეს. თამაშთა თამაში ნახევარ-ფინალში შედგა: ზელანდიამ ორი ლელოთი (14:0) გაუსწრო ფიჯს, მაგრამ მერე ამან კივები იქეთ დაალელოვა 5-ჯერ (33:14)

მულღაზანზარი ფინალშიც სამი ლელოთი (0:19) ჩამორჩა უელსს, მაგრამ შესვენებაზე ბრძოლაში ჩააბა ოსეა კოლინისაუ, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჰოდა, დაუფასდა ამაგი "შვიდკაცის მეუფედ" ცნობილ სერევს, ვინც დიადად თვით ირბ-ის ფრანგმა შეფმა, ბერნარ ლაპასემ აკურთხა მოედანზევე.

ფიჯი შარშანაც ჰონკონგის ჯილა იყო, ამ სეზონში კი ერთადერთია, ვინც ერთზე მეტი ეტაპი მოიგო. ზელანდიამ მესამე ადგილი დაიჭირა და მდევრებთან სხვაობა კიდევ, აწ უკვე 25 ქულამდე (!) გაზარდა. 

სანუკვარი საგზური

დასასრულ, ჩვენიცა ვთქვათ. სერიაზე ბოლოჯერ 2008/09 წლების სეზონში ვიჩაუქეთ, მაგრამ ზაფხულში (28-30/06) მოსკოვში გასამართ მსოფლიო თასზე მაინც გავედით. გუნდი ამჯერადაც ჰაიჰარად შევკრიბეთ და ბებრებიც - თედო და მანჩხო ვიხმეთ, მაგრამ დაგვაკლდნენ მეკო, გოშა, ბუკა და გეგენავა.

შვიდკაცაში მთავარი სატურნირო სტრატეგიაა და არა ყველა მატჩის მოგება. ჰოდა, მეორე თამაშში ბრაზილიასთან დაზავებით გადავჭერით პირველი ამოცანა - გავედით მეოთხედ-ფინალში. მერე იაპონიამ მოგვიგო, მაგრამ ოღრაშული ფორმულით ჩვენვე შეგვიწყვილდა.

ჰოდა, მთავარმა ბრძოლამ რომ მოატანა, კვირას, ჩვენებურად აისზე, დავირაზმენით, 17:0 გავიმარჯვეთ და ლონდონის სანუკვარი საგზური მოვიპოვეთ. არადა, იაპონია სერიის შემდეგი ეტაპის მასპინძელია და ჩვენი გადამკიდე, საგაისოდაც რომ ვეღარ აღზევდება, მაგის გამო თუა, რომ ნაწყენ აზიელებს მაგ თამაშის ოქმი საითზე ჯერაც არ დაუდიათ.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

VI ეტაპი. 22-24/03 @ ჰონკონგ (ჩინ)

<<   პულები

(ა) უელსი 2-1, ავსტრალია 2-1 / არგენტინა აფრიკა 1-2
(ბ) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, შტატები 0-3
(გ) პორტუგალია 2-1, სამოა 1-1*1 / შოტლანდია 1-1*1, ინგლისი 1-2
(დ) ფიჯი 3-0, კანადა 2-1 / ესპანეთი 1-2, ჰონკონგი
# 0-3

<<   მეოთხედ-ფინალი

უელსი (ა1) 28:14 კანადა (დ2)
პორტუგალია (გ1)
12:15 კენია (ბ2)
ფიჯი (დ1) 29:5 ავსტრალია (ა2)
ზელანდია (ბ1) 21:14 სამოა (გ2)

<<   ნახევარ-ფინალი

უელსი 19:0 კენია
ფიჯი 33:14 ზელანდია
  >>   ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  საფრანგეთი 19:14 არგენტინა
ფიალა (IX)  ინგლისი 42:7 ჰონკონგი
სინი (V)  სამოა 12:7 კანადა
ბრინჯაო (III)  ზელანდია 36:5 კენია
თასი (I) 
ფიჯი 26:19 უელსი  >>   ვიდეო

<<   ფიჯი

3 ნემანი ნანგუსა, 4 საკიუსა ნგავინდი ვატუინარუკუ, 5 ილაი ტინაი, 7 სამისონი ვირივირი, 8 ჯასა ვერემალუა, 9 ლეონე ნაკარავა,
11 ნდონასიო რატუმბული ნატურანგა * 1 ულაიასი ლავავოუ,
2 ჯონე ვოტა, 6 ოსეა კოლინისაუ, 10 ემოსი მულევორო, 12 მბენიტო მასილევუ * მწ) ალიფერეტი ნდერე

>>   ქულა [# მიწვეული]

113  ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
  88 
ფიჯი (2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ;
  84  სამოა
(თ: დუბაი;
  78  აფრიკა
(თ: ლას ვეგას;
  72  კენია;
  63  უელსი;
  62  საფრანგეთი;
  55  არგენტინა;
  51  კანადა;
  50  ინგლისი
(თ: ველინგთონ;
  45  ავსტრალია;
  34  შოტლანდია -
  33  პორტუგალია, შტატები;
  24  ესპანეთი /
  
 
    7 ჰონკონგი
#   3 ტონგა##   2 ზიმბაბვე# ურუგვაი#   1 რუსეთი#

>>   გასამართია [* საგაისო სერიის მეორე შესარჩევი]

30-31/03

ტოკიო (იაპ)

  4-5/05

გლაზგო (შტლ)

11-12/05

თვიქნემ * (ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2013 (115 ეტაპი: 45 ზელანდია - 21 ფიჯი; 15 ინგლისი, აფრიკა; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

XV სეზონის [2013/14] პირველი შესარჩევი

<<   პულები

(ე) ტონგა 3-0(+66) ტუნისი 1-2(+3) ურუგვაი 1-2(-21) / ტაივანი 1-2(-48)
(ვ) იაპონია 3-0
(+69) ბრაზილია 1-1*1(+19) საქართველო 1-1*1(-9) /
    
იამაიკა 0-3(-79)
(ზ) რუსეთი 3-0
(+73) ზიმბაბვე 2-1(+47) / ქუქეთი 1-2(-43) მექსიკა 0-3(-77)

<<   საქართველო (XIX ადგილი, რუსეთთან ზიარად)

1 ზურაბ ძნელაძე, 2 ბახვა კობახიძე, 3 ირაკლი მაჩხანელი,
4 ირაკლი ღვინჯილია, 5 შავლეგ მახარაშვილი, 6 ლაშა ხმალაძე,
7 ლევან გოგოლაშვილი, 8 ვიტო კოლელიშვილი, 9 სანდრო თოდუა, 10 გიორგი ჯიმშელაძე, 11 გიორგი ფრუიძე, 12 თედო ზიბზიბაძე * მნჯ) გია გორგასლიძე, გიო ასათიანი; მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე, ნონო ანდღულაძე -
იამაიკა 27:17, ბრაზილია 19:19, იაპონია 7:26

<<   მეოთხედ-ფინალი

1#რუსეთი (ზ1)  26:12  8#ურუგვაი (ე3)
4#ზიმბაბვე (ზ2)  21:7  5#ბრაზილია (ვ2)
3#
ტონგა (ე1)  12:5  6#ტუნისი (ე2)
2#იაპონია (ვ1)
 0:17  7#საქართველო (ვ3)

<<   ნახევარ-ფინალი

ზიმბაბვე 19:5 რუსეთი
ტონგა 19:7
საქართველო

<<   ფინალი (XVII ადგილისთვის)

ზიმბაბვე 22:19 ტონგა

>>   მეორე შესარჩევი @ 11-12/05  თვიქნემ (ინგ)

8 გუნდი: ზიმბაბვე ტონგა საქართველო რუსეთი ჰონკონგი + სერიის სამი მაჩანჩალა გლაზგოს ეტაპის შემდეგ (ამჟამინდელი მდგომარეობით: პორტუგალია შტატები ესპანეთი)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!

www.000webhost.com