უცვლელი სცენარით

   შვიდკაცის მსოფლიო სერია უცვლელი სცენარით მიმდინარეობს: ზელანდია თასს ვერ იღებს, მაგრამ მუდმივად ხვდება ოთხეულში და არა-სტაბილურ მდევრებს მეტად შორდება.

აგერ ახლაც, ტოკიოში, წინა, ჰონკონგის ეტაპის მოწინავე კვარტეტიდან კივებმაღა ივარგეს; ფიჯი, უელსი და კენია ჩაფლავდნენ, ოთხი პულის ჯილიდან კი სამმა მეოთხედ-ფინალში წააგო.

სამაგიეროდ, ივაჟკაცა აფრიკამ, ფიჯის დარად, სერიაში მეორედ შემართა თასი და ქულებით მეორე ადგილზე ავიდა, მაგრამ 32-ით ჩამორჩება ლიდერს მაშინ, როცა ეტაპზე პირველობა 22 ღირს და გასამართი ორი ტურნირიღაა - ანუ, ზელანდიის მეთერთმეტედ გაჩემპიონება გარდაუვალია.

"ბზის თასს" ემთხვევა

სერიის ბოლოსწინა ეტაპი ერთი თვის თავზე, გლაზგოშია. ტოკიოში შტატები და შოტლანდია ერთურთს ორჯერ გადაეყარნენ. პულში თამაში ფრედ, 12:12 დასრულდა, სინის ფინალი კი იანკებმა მოიგეს და ქულებით გაუტოლდნენ სქოთებს.

სეირი მაშინ იქნება, თუ კონკურენტებმა გლაზგოში VII, XI ან XV ადგილი გაიყვეს: ირბ-ს მოუწევს რვავე ეტაპზე ამ ორი გუნდის გატანილ-გაშვებულისა და ლელოთა დაჯამება, რაც თანამედროვე პირობებში, მონაცემთა ბაზით იოლად კეთდება.

ჰოდა, გაირკვევა ის უიღბლო, ვისაც საგაისოდ სერიაში დასარჩენად თვიქნემში მოუწევს ბრძოლა. ამ 8-გუნდა შესარჩევის შვიდი მონაწილე ცნობილია, მაგრამ რაღაც ჭირად, შეჯიბრი ჩვენი "ბზის თასის" ფინალს ემთხვევა და მოწინავე კლუბებს ბიჭების საშვიდკაცოდ გასაშვებად, ბუნებრივია, გული ეთანაღრებათ.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

VII ეტაპი. 30-31/03 @ ტოკიო (იაპ)

<<   პულები

(ა) ფიჯი 3-0, აფრიკა 2-1 / ესპანეთი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) შოტლანდია 2-0*1, შტატები 1-1*1 / უელსი კენია 1-2
(გ) ზელანდია 3-0, საფრანგეთი 1-2 / კანადა იაპონია
# 1-2
(დ) სამოა 3-0, ავსტრალია 2-1 / ინგლისი 1-2, არგენტინა 0-3

<<   მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (ა1) 12:21 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 19:12 შტატები (ბ2) 
სამოა (დ1)
12:19 აფრიკა (ა2)
შოტლანდია (ბ1)
10:14 საფრანგეთი (გ2)

<<   ნახევარ-ფინალი

ზელანდია 35:17 ავსტრალია
აფრიკა 14:12 საფრანგეთი

<<   ფინალი

ფარი (XIII)  კანადა 27:14 იაპონია
ფიალა (IX)  ინგლისი 38:0 არგენტინა
სინი (V)  შტატები 17:0 შოტლანდია
ბრინჯაო (III)  ავსტრალია
31:7 საფრანგეთი
თასი (I) 
აფრიკა 24:19 ზელანდია  >>   ვიდეო

<<   აფრიკა

1 კრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ^კაპ, 5 კორნალ ჰენდრიკს, 7 ბრანკო დიუპრე, 9 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა * 4 ჯამბა ულენგო, 6 ჩოჩო მბოვანე, 8 სტეფან დიპენარ, 10 ჯასთინ ხედულდ, 12 სთივენ ჰანთ * მწ) პოლ ტრუ

>>   ქულა [# მიწვეული]

132  ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
100 
აფრიკა (2თ: ლას ვეგას, ტოკიო;
  98  ფიჯი
(2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ;
  94  სამოა
(თ: დუბაი;
  77  კენია, საფრანგეთი;
  68  უელსი;
  62  ავსტრალია, არგენტინა;
  58  ინგლისი
(თ: ველინგთონ;
  54  კანადა -
  46  შოტლანდია, შტატები;
  34  პორტუგალია;
  25  ესპანეთი /
  
 
   7  ჰონკონგი
#   3 ტონგა##
   2  ზიმბაბვე
# იაპონია# ურუგვაი#   1 რუსეთი#

>>   თასის მფლობელი

1999-2013 (116 ეტაპი: 45 ზელანდია - 21 ფიჯი; 16 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

>>   გასამართია

  4-5/05

გლაზგო (შტლ)

11-12/05

თვიქნემ (ინგ)

XV სეზონის [2013/14] მეორე შესარჩევი

11-12/05  თვიქნემ (ინგ)

8 გუნდი: ზიმბაბვე ტონგა საქართველო რუსეთი ჰონკონგი + სერიის სამი მაჩანჩალა გლაზგოს ეტაპის შემდეგ (ამჟამინდელი მდგომარეობით: შოტლანდია|შტატები პორტუგალია ესპანეთი)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!

www.000webhost.com