ლელოთა ეშხი, გოლებიანი ჭიდილი

   ევროპის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" კვირა დღის მეოთხედ-ფინალებში ლელო ეგრეც არ დადებულა, პირველ ნომრად განთესილი ჰარლიქვინზის გავარდნის შემდეგ კი ეშხიანად მობურთალი კლერმონი გაფავორიტდა.
შინ მორაგბე კლერმონი თავიდან აგებდა აგრესიულ მონპელიესთან, მაგრამ ამას 27 წუთზე დაემტვრა მგეზავი ფრანსუა ტრენ-დიუკი და აირია, ყვითლების ბექებმა კი უმალ ორი ლელო გამოაცხვეს: ჯერ მორგან პარამ ლელოში გადაუკიდა ვეზლი ფოფანას, მერე კი სიტივენი სივივატუმ კოხტად გასერა ხაზი და ორელიან რუჟერი ახეირა.

მესამე მეოთხედში ფოფანამ იქეთ დაგეზა სივივატუ და ამანაც გრძელი სლალომი მოაწყო. კლერმონელთა შემდეგი მეტოქეა კელტების ლიგაში წარუმატებლად მოასპარეზე მანსთერი, ვისაც ერთობ არგეს ბებრებმა - პოლ ოქონელმა და რონან ოგარამ. პირველმა დერეფანში იპარპაშა, მეორემ კი ჯარიმები შეუგდო ჰარლიქვინზს.

მესამე მეოთხედში

მანსთერმა მესამე მეოთხედში აიშვა და ზედიზედ გაიტანა ოთხი გოლი. თავიდან ლესთერიც ერეოდა სტუმრად ტულონს და 9 ქულით იყო წინ, მაგრამ რეფმა პასის ჩაჭრისას შარი მოსდო თობი ფლადს და გაასინბინა. აქედან მოყოლებული, ბებერმა ჯონი ვილქინსონმა 6 ჯარიმა და ერთიც არეკნი დაკრა, მატჩის ბედი კი გადაწყდა საათის თავზე, როცა ბურჯმა დენ ქოულმაც ჩაუკრა მეტოქეს პასზე ხელი.

მესამე მეოთხედში ტულონიც ეძალებოდა მეტოქეს: ქრის მასოი მარჯვენა კუთხეში გააჩერეს, მატიო ბასტაროს იქვე კიდეზე დააბიჯებინეს, აქეთა ფრთაზე კი ბაკის ბოთას "ორმაგი მოძრაობის" გამო გაუუქმდა შეტანილი. დაცვაში უმაგრესად დადგა თვიქნემს შეჩვეული სარასენსიც, ალსთერი მოლით შესვენებამდევე დაალელოვა და თვის ბოლოს ტულონსაც მანდვე მიიღებს.

 

XVIII "ჰაინეკენის თასი"

მეოთხედ-ფინალი   ვიდეო

<<  კლერმონ #2 (სფრ) 36:14 მონპელიე #7 (სფრ)

5ლ: ფოფანა რუჟერი სივივატუ ბერნ ნალანგა; 4გ: პარა 2, სკრელა 2; ჯ: პარა - ლ: ნანგუსა; 3ჯ: პაიოგ

რეფ ბარნს (ინგ) 6/04 @ კლერმონ ფერან, მიშელენ (17 726)   ვიდეო

0:3(6) 0:6(12) 3:6(21) 3:9(24) 8:9(28) 15:9(34) /
22:9(54) 29:9(69) 36:9(78) 36:14(80+)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) მოთელვაზე დაშავდა

* მამუკა გორგოძე (მნპ) 70 შეცვალეს (2 პასი, 11 სოლო = 21 მეტრი,
2 გაბითურება, ბოჭვა 3/0, დერეფანი 1/0, 1 ჯარიმა)

<<  სარასენს #4 (ინგ) 27:16 ალსთერ #5 (ირლ)

2ლ: ფრეიზერ ეშთონ; გ 5ჯ: ფარელ -
ლ: ჰენდერსონ; გ 3ჯ: პინარ

რეფ პუატ (სფრ) 6/04 @ ლონდონ, თვიქნემ (37 888)   ვიდეო

3:0(2) 3:3(26) 6:3(28) 6:6(31) 13:6(33) 16:6(37) /
19:6(49) 19:9(57) 22:9(60) 27:9(63) 27:16(80)

<<  ჰარლიქვინზ #1 (ინგ) 12:18 მანსთერ #8 (ირლ)

4ჯ: ევანს - 6ჯ: ოგარა

რეფ გარსეზ (სფრ) 7/04 @ თვიქნემ სთუპ (15 ათასი)   ვიდეო

3:0(4) 6:0(19) 6:3(25) 9:3(29) 9:6(34) /
9:9(43) 9:12(46) 9:15(49) 9:18(56) 12:18(66)

<<  ტულონ #3 (სფრ) 21:15 ლესთერ #6 (ინგ)

6ჯ ა: ვილქინსონ - 5ჯ: ფლად სბ ფლად ქოულ

რეფ ქლენზი (ირლ) 7/04 @ ფელიკს მეიოლ (
15 263)   ვიდეო

0:3(11) 0:6(15) 0:9(18) 3:9(30სბ) 6:9(35) /
9:9(44) 12:9(47) 12:12(58) 15:12(60სბ) 18:12(65) 18:15(65) 21:15(80ა)

>>  ნახევარ-ფინალი (საქ დროით)

შაბ 27/04  კლერმონ (სფრ) - მანსთერ (ირლ)  20.00  მონპელიე
კვი 28/04  სარასენს (ინგ) - ტულონ (სფრ) 
18.00  თვიქნემ

>>  ფინალი

შაბ 18/05  @  20.00  დაბლინ (ირლ) ავივა

www.000webhost.com