უთუოდ გვეყოლება

   ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მე-18 ფინალი მეოთხედ იქნება ფრანგული შინა-ომი და რაღაი ორივე გუნდს ბურჯი ქართველი ჰყავს, პირველი ბორჯღალოსანი ევროპის ფალავანიც გვეყოლება.
ევროპაში დრონი იცვალნენ - დაემხო ირლანდიელთა ჰეგემონია და ვეღარც 4-გზის ჩემპიონი ტულუზი მძლავრობს. ეს კლუბი და 2012 წლის ჯილა ლენსთერიც პულში ჩარჩნენ, ფინალს კი პირველად უწიეს ზირაქას კლერმონმა და დუდუს ტულონმა, რომლებიც ტოპ14-ის კენწეროშიც სხედან.

გადამწყვეტი ჯახი დუბლინში, ავივაზეა. ათი წლის წინ მანდვე, ძველ "ლენზდაუნ როუდზე, ტულუზმა 22:17 ძლია პერპინიანი. ფინალში ფრანგული დარბი წინაჯერ 2010 წელს შედგა (ტულუზ 21:19 ბიარიც @ სანდენი, მოცილეთა ფრანგობის გამო კი ახლავე შეიძლება ითქვას, რომ 18 სეზონის შემდეგ საფრანგეთს, ინგლისსა და ირლანდიას თასი ექვს-ექვსჯერ ექნებათ შემართული.

ნატიფი შეგორებით

ნახევარ-ფინალებიდან შაბათისამ ივარგა და კვირისამ - ვერა.

მონპელიეში გადაპატიჟებულმა კლერმონმა შესვენებამდე ეშხიანად უტია მანსთერს, მაგრამ ერთი ლელოღა დაუდო: სიტივენი სივივატუს რეიდის შემდეგ სხვა, ოღონდაც არა-ოლბლექმა ფიჯელმა, ნაპოლიონი ნალანგამ არად ჩააგდო გვარიანი მეტობა, ქის ერლსზე ახლოდან ჯიქურ მივიდა და მიზანს კართან ეწია.

მანსთერი შესვენების წინ გააქტიურდა და კინაღამ სამამდე დაიყვანა 10-ქულიანი ჩამორჩენა. მეორე ტაიმში ვეზლი ფოფანამ მეორედაც აჭამა შიში ირლანდიელებს, მერე კი 36 წლის რონან ოგარამ ნატიფი შეგორებით კუთხეში ახეირა დენის ჰერლი. 16:10-ზე მორგან პარამ ააცილა იოლი ჯარიმა, ორ წუთში კი ნალანგა აცდა ქეისი ლაულალას გადაკიდებულს, მაგრამ ფელიქს ჯოუნზს დამიწებამდე წინ დაუვარდა.

თანამედროვე სიგონჯე

მანსთერი ბოლოსკენ ერთობ გამწარდა, მაგრამ თერნოვერი შეემთხვა, საკუთარი დერეფანი წააგო და რეფმაც ბოლო შეტევაში წინ პასი მოუგონა. მატჩი დასრულდა ჩაქცეული შერკინებით, რომელშიც დამცველი - სტუმარი გუნდი დაჯარიმდა და პარამ კარში დარტყმის ნაცვლად კიდეზე დაჰკრა ოვალი.

კვირას, ერთი მესამედითღა შევსებულ თვიქნემზე, რაგბეთმა თანამედროვე ირბ-ული თამაშის მთელი სიგონჯე იხილა - საწყისი
50 წუთი ჭიდილში გაილია, ლელო ეგრეც ვერ დაიდო, სამაგიეროდ კი გავიდა 11 ჯარიმა და ერთიც ალალბედზე დარტყმული არეკნი.

წონასწორობა-დაკარგულმაც

მატჩის გმირი თვიქნემელთა კერპი, ოღონდაც ტულონის 10 ნომრად მოღვაწე, 34 წლის ჯონი ვილქინსონი იყო. ვეტერანმა შვიდივე ჯარიმა შეაგდო, ბოლომდე 6 წუთით ადრე კი წონასწორობა-დაკარგულმაც გაიტანა არეკნი, რომელზე დაფარებაც ამაოდ სცადა ნაკრებში ვილქოს მემკვიდრემ, ოუენ ფარელმა.

ამ ჯეელმა შესვენების წინ შორიდან ააცილა ჯარიმა და ტაიმი ვერ გააფრევა, 12:15-ზე კი, როცა სარასენსი ბოლოსდაბოლოს ათამაშდა და ბურჯმა მაკო ვუნიპოლამ გაჭრა ხაზი, მეტობა ამჩატებული წინ პასით გაფლანგა. ხუთ წუთში იგივე შეემთხვა ლონდონელთა ნალიგარ შუამარბს, ჯოელ თომქინსს, ამ ორ ეპიზოდს შორის კი ვილქომ
52
მეტრიდან შეაგდო ჯარიმა.

 

XVIII "ჰაინეკენის თასი"

ნახევარ-ფინალი

<<  კლერმონ #2 (სფრ) 16:10 მანსთერ #8 (ირლ)

ლ: ნალანგა; გ 3ჯ: პარა - ლ: ჰერლი; გ ჯ: ოგარა

რეფ ოუენს (უელ) 27/04 @ მონპელიე, მოსონ (31 259)  ვიდეო

0:3(6) 7:3(10) 10:3(14) 13:3(18) / 16:3(48) 16:10(62)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 78 შეცვალეს (1 პასი, 7 სოლო =
8 მეტრი, 2 შეცდომა, ბოჭვა 5/1, უჯარიმოდ)

<<  სარასენს #4 (ინგ) 12:24 ტულონ #3 (სფრ)

4ჯ: ფარელ - 7ჯ ა: ვილქინსონ სბ როსუ

რეფ როლან (ირლ) 28/04 @ ლონდონ, თვიქნემ (25 584)  ვიდეო

3:0(3) 3:3(5) 3:6(13) 3:9(18) 6:9(22) 6:12(25) 9:12(35) /
9
:15(47) 12:15(50სბ) 12:18(56) 12:21(74ა) 12:24(77)

* დავით "დუდუ" ქუბრიაშვილი (ტლნ) 78 შევიდა

>>  ფინალი

კლერმონ (სფრ) - ტულონ (სფრ)

შაბ 18/05  @  20.00 საქ  დაბლინ (ირლ) ავივა

www.000webhost.com