ამათ თასი, იმათ პირველობა

   აფრიკის "ბლიც ბოკემ" შვიდკაცის მსოფლიო სერიის ეტაპის ფინალი 2013 წელს მესამედაც მოუგო ზელანდიის "ოლ ბლექ სევენსს, მაგრამ მაქედან რა ხეირი? - სტაბილურმა კივებმა ვადამდე, მეთერთმეტედ დაიბევეს პირველობა.

ფინალის წაგება აბა, ვის უხარია, მაგრამ გუნდის კლასი იმაშია, რომ მთელი სეზონი ჩავარდნის გარეშე გალიოს. ზელანდია ერთადერთია, ვინც პულიდან თასზე რვავე ეტაპზე მოხვდა და მეოთხედ-ფინალიც მოიგო. ჰოდა, ლიდერი მეთოდურად შორდებოდა მდევრებს და არგენტინის ძლევით იმ წერტილს უწია, სადაც ვეღარავინ დაეწევა.

არადა, კივთა აქტივში ერთადერთი თასია. აფრიკამ სამი ეტაპი მოიგო. ფიჯის მონაგარი ორი პირველი ადგილია. 2010 წლის ფალავანმა, სამოამ და ინგლისმაც თითოჯერ ივაჟკაცეს. ბოლოსკენ დაღვინდა შტატები და ზედიზედ ორჯერ ჩაიბარა სინი, რითაც ბოლოს-წინა ეტაპის მასპინძელი, შვიდკაცის მომგონი შოტლანდია შესარჩევში გაისტუმრა.

ირბ-ულად ორიგინალური

ეგ შეჯიბრი ამ უქმეებზე, თვიქნემშია. ორ დღეზე გაყიდულია 110 ათასი ბილეთი, რაც ახალი რეკორდია. ძირითად ტურნირში 12 გუნდია, საგაისო შესარჩევში კი რვა, მათ შორის - საქართველოც.

ფორმულა ირბ-ულად ორიგინალურია: შაბათს შეგიძლია სამივე თამაში ბარაქიანად წააგო, კვირას კი ზედიზედ მოიგო ორი, ან პირველის მოგებისა და მეორის წაგების შემდეგ იმარჯვო მესამეში, და შემოდგომიდან ელიტაში შეიჭრები - ყველა ეტაპზე იჩაუქებ!

 

ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

VIII ეტაპი. 4-5/05 @ გლაზგო (შტლ)

<<   პულები

(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / სამოა 1-2, კენია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ინგლისი 2-1 / შოტლანდია 1-2, პორტუგალია 0-3
(გ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / ავსტრალია 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) უელსი 3-0, შტატები 2-1 / საფრანგეთი 1-2, რუსეთი
# 0-3

<<   მეოთხედ-ფინალი

აფრიკა (ა1) 22:5 შტატები (დ2)
ფიჯი (გ1)
12:15 ინგლისი (ბ2) 
უელსი (დ1) 26:7 კანადა (ა2)
ზელანდია (ბ1) 42:10 არგენტინა (გ2)

<<   ნახევარ-ფინალი

აფრიკა 24:17 ინგლისი
ზელანდია 26:14 უელსი

<<   ფინალი

ფარი (XIII)  საფრანგეთი 21:17 რუსეთი
ფიალა (IX)  ავსტრალია 12:5 კენია
სინი (V)  შტატები 17:7 არგენტინა
ბრინჯაო (III)  ინგლისი 24:21 უელსი
თასი (I) 
აფრიკა 28:21 ზელანდია  >>   ვიდეო

<<   აფრიკა

1 კრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ^კაპ, 5 კორნალ ჰენდრიკს, 8 სტეფან დიპენარ, 9 პოლ დელპორტ, 11 სიბელო სენატლა * 4 ჯამბა ულენგო, 6 პიტერ ენგელბრეხტ, 7 დაბლიუ-ჯეი სტრეიდომ, 10 ჯასთინ ხედულდ, 12 სთივენ ჰანთ * მწ) პოლ ტრუ

>>   ქულა [# მიწვეული]

151  ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
122 
აფრიკა (3თ: ლას ვეგას, ტოკიო, გლაზგო;
108  ფიჯი
(2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ;
  99  სამოა
(თ: დუბაი;
  84  კენია;
  83  უელსი;
  80  საფრანგეთი;
  75  ინგლისი
(თ: ველინგთონ;
  74  არგენტინა;
  70  ავსტრალია;
  64  კანადა;
  59  შტატები -
  51  შოტლანდია;
  35  პორტუგალია;
  26  ესპანეთი /
  
    7  ჰონკონგი#  
    3  რუსეთი
##  ტონგა## 
    2  ზიმბაბვე
# იაპონია# ურუგვაი#

>>   თასის მფლობელი

1999-2013 (117 ეტაპი: 45 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

>>   გასამართია

11-12/05

თვიქნემ

(ინგ)

XV სეზონის [2013/14] ბოლო შესარჩევი

11-12/05  თვიქნემ (ინგ)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!

საქართველო -   [საქ დროით]

შაბ) პულში: 12.22 შოტლანდია, 15.12 ჰონკონგი, 17.58 ზიმბაბვე =  მოთელვა და დაწყვილება: კვირას ბრძოლას რვავე გუნდი გააგრძელებს * იქეთა პული: პორტუგალია ესპანეთი ტონგა რუსეთი

კვი) 1/4 ფ: 12.00-13.06 (1-8, 4-5, 3-6, 2-7) = აქ ვინც აგებს, უმალ ვარდება;  1/2 ფ: 16.39-17.01 (1|8-4|5, 3|6-2|7) მოგებულები ელიტაში შედიან და მეტად აღარც თამაშობენ;  20.24 ნახევარ-ფინალთა წაგებულები ელიტის ბოლო საგზურს გაითამაშებენ

ჩვენი რაზმი: ირაკლი გეგენავა, თორნიკე ცერცვაძე, ლაშა ხმალაძე (ლელო; ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (არმია; გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (აია; ალეკო ხუციშვილი (არმაზი; ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი; შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი; მერაბ შარიქაძე (აკადემია)

www.000webhost.com