ვილქო, ბასტარო, ტულონი!

   ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მე-18 ფინალში ტულონი დაცვაში მაგრად დაუდგა თვისტომ კლერმონს, თამაში შემოუბრუნა და ევროპის მესამე ფრანგი ფალავანი შეიქნა.

ფინალი მეოთხედ იყო ფრანგული დარბი, მაგრამ 30 დამწყებში ოდენ 11 გალი მოგროვდა: მოედანზე ოთხ-ოთხი  ზელანდიელი და ინგლისელი, სამი აფრიკელი, ორი ავსტრალიელი და თითოც არგენტინელი, უელსელი, შოტლანდიელი, ფიჯელი, ქართველი და კანადელი ვიხილეთ, ხოლო შეცვლაზე სამოელი და პორტუგალიც შევიდნენ.

მეტოქეებმა ფინალს პირველად უწიეს. 18 სეზონის შემდეგ  საფრანგეთი ტიტულებით გაუტოლდა ინგლისსა და ირლანდიას. ინგლისელმა ლეგენდამ, ჯონი ვილქინსონმა 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად იჩემპიონა, ლელოელი დუდუ ქუბრიაშვილი კი შეიქნა პირველი ჩვენებური, ვინც ჰაინეკენი შემართა.

უსარგებლო სტატისტიკა

პირველ ტაიმში თითქმის არაფერი მომხდარა: გავიდა თითო ჯარიმა, 35 წუთზე კი ბროქ ჯეიმზმა მისდია თავის მიერვე გაგორებულს, მაგრამ მას ლელოს უკანა ხაზზეღა მიწვდა. კლერმონი ამ დროს უკვე მძლავრობდა და ეშხიანადაც ბურთაობდა, თამაშის მიწურულს კი სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი გაუხდა:

ბურთი 68-32%, მოედანი 75-25%, პასი 177-89, ოფლოუდი 21-8, ნავარდი 169-68 (542-341 მეტრი, ბოჭვა 65-157, გაბითურება 31-8, რაქი 119-45

და მაინც, ტულონმა ერთი კინკილა ქულით მოიგო, რაკი ვილქომ ყველაფერი გაიტანა, მორგან პარამ ერთი გარდასახვა გააფუჭა, უფალმა როლანმა შეტევაში ბლომად აჯარიმა კლერმონი, ბოლოს კი გამარჯვებულს ბოჭვაზე კარტ-ბლანშიც უბოძა.

ენა გამოუყო

მეორე ტაიმის დასაწყისში ტულონი 6:15 ჩამორჩა - ჯერ სიტივენი სივივატუმ გაახერხა თერნოვერი, ორელიან რუჟერიმ მიიზიდა ორი მბოჭავი, ნაპოლიონი ნალანგამ კი დელონ არმითიჯი ნახტომით გააბითურა, მერე კი ჯეიმზმა ხაზს უკან, მოკლე გადაუკიდა რუჟერს, ამან აიღო და ჯეიმზს დაუბრუნა, მგეზავმა კი ორ მეტოქეს აჯობა.

ტულონმა ზედიზედ შეცვალა ოთხი კაცი. ვილქინსონის მესამე ჯარიმას უმალ ლელოც მოყვა: ვეზლი ფოფანამ დაკარგა ბურთი, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვემ კი არმთიჯს გაატანა სივივატუს ფრთაზე. დელონმა ადევნებულ ჯეიმზს ხელი დაუქნია და ენაც გამოუყო, ვილქომ კი გარდასახვა შეაგდო.

შეცვლები კლერმონმაც გააჩაღა, მაგრამ ამჩატდა. მატჩის გმირმა, ტულონელმა მატიო ბასტარომ 6 წაღებაზე ბურთი 32 მეტრით წაწია წინ, ბოჭვათა ფარდობა კი 16/1 გამოუვიდა. კლერმონმა ბოლოსწინა წუთზე არეკნიც ვერ შეამზადა რიგიანად. ჰოდა, დავიდ სკრელას ვილქინსონმა და ბასტარომ დაუფარეს.

 

XVIII "ჰაინეკენის თასი"

წინა რაუნდები   >>    1   2   3   4   5   6   მფ   ნფ

ფინალი

<<  ტულონ (სფრ) 16:15 კლერმონ (სფრ)

ტლნ: დ.არმითიჯ ვულფ ბასტარო გიტო პალისონ <10-9> ვილქინსონ^კაპ ტიუ-ბორდ (მიშალაკ 52) / შერიდან (ჯენქინს 62) ბრიუნო (ორიოლი 52) ჰეიმან (ქუბრიაშვილი 78) ბოთა (სიუტა 69) ქენედი; როსუ (ფან-ნიკერკ 52) ფერნანდეს-ლოვე მასოი (ს.არმითიჯ 69) - ლ: დ.არმითიჯ; გ 3ჯ: ვილქინსონ

კლრ: ბერნ სივივატუ რუჟერი^კაპ (ქინგ 69) ფოფანა ნალანგა <10-9> ჯეიმზ (სკრელა 74) პარა (რადოსავლიევიჩ 72) / დომინგო (დებატი 67) კეიზერ (პაულო 67) ზირაქაშვილი (რიკ 74) ქადმორ ჰაინს; ბონერ ფუსლუ (ბარდი 69) შული - 2ლ: ნალანგა ჯეიმზ; გ ჯ: პარა

რეფ როლან (ირლ) 18/05 @ დაბლინ (ირლ) ავივა (51 142)  ვიდეო

0:3(4) 3:3(14) / 3:8(42) 6:8(46) 6:15(49) 9:15(61) 16:15(66)

* დავით ზირაქაშვილი: 1 პასი, 3 სოლო = 1 მეტრი,
1 გაბითურებული, 1 ოფლოუდი, 1 შეცდომა, ბოჭვა 6/2, უჯარიმოდ

* დავით "დუდუ" ქუბრიაშვილი: ბოჭვა 2/0

>>   ყველა მფლობელი

ტულუზ (სფრ) 1996 2003 2005 2010
ბრივ (სფრ) 1997
ბას (ინგ) 1998
ალსთერ (ირლ) 1999
ნორსჰემპთონ (ინგ) 2000
ლესთერ (ინგ) 2001 2002
ვოსპს (ინგ) 2004 2007
მანსთერ (ირლ) 2006 2008
ლენსთერ (ირლ) 2009 2011 2012
ტულონ (სფრ) 2013    

XVII "ემლინ ჩელენჯ ქაპ"

მეოთხედ-ფინალი @ 4-6/04

გლოსთერ (ინგ) 31:41 ბიარიც (სფრ)
ვოსპს (ინგ) 28:48 ლენსთერ (ირლ)
პერპინიან (სფრ) 30:19 ტულუზ (სფრ)
ბას (ინგ) 20:36 სტად (სფრ)

ნახევარ-ფინალი @ 26-27/04

პერპინიან (სფრ) 22:25 სტად (სფრ)
ლენსთერ (ირლ) 44:16 ბიარიც (სფრ)

ფინალი

<<   ლენსთერ (ირლ) 34:13 სტად (სფრ)

4ლ: მედიგან ქრონინ რ.ქარნი ჰილი; 4გ 2ჯ: სექსთონ -
ლ: სენზელ; გ: პლისონ; 2ჯ: პორიკალ

რეფ ოუენს (უელ) 17/05 დაბლინ, არ-დი-ეს (20 396)  ვიდეო

7:0(4) 14:0(21) 14:3(26) 21:3(29) 21:6(40+) /
24
:6(54) 27:6(63) 27:13(67) 34:13(79)

>>   ყველა მფლობელი

ბურგუენ

(სფრ)

1997

კოლომიე

(სფრ)

1998

მონფერან = კლერმონ

(სფრ)

1999

2007

პო

(სფრ)

2000

ჰარლიქვინზ

(ინგ)

2001

2004

2011

სეილ შარქს

(ინგ)

2002

2005

 

ვოსპს

(ინგ)

2003

გლოსთერ

(ინგ)

2006

ბას

(ინგ)

2008

ნორსჰემპთონ

(ინგ)

2009

კარდიფ

(უელ)

2010

ბიარიც (სფრ) 2012
ლენსთერ (ირლ) 2013
www.000webhost.com