მსაჯულს უჩივიან!

   მეორე ტესტის წინ ლომების დუბლმა ბოლოჯერაც ირაგბა და ნულზე იმარჯვა; ვოლაბებმა ქერთლი ბილი 15 ნომრად დააწინაურეს, ბრიტებმა კი 15-ეულში ხუთი კაცი გამოცვალეს.

ბილმა ბრისბენში ბოლოსკენ ორი ჯარიმა რომ ააცილა, ლომებმა პირველი ტესტი 23:21 მოიგეს. აბორიგენი ჯეელი რეჟიმის დარღვევისა და აყალმაყალის ატეხვის გამო წელს უკვე ორჯერ გარიცხა რებელზმა, მაგრამ უდაოდ ნიჭიერ მობურთალს გურუ რობი დინსი სწყალობს და ეტყობა მიაჩნია, რომ უვარჯიშებელიც სჯობს ... "ავყია" ქვეიდ ქუპერს.

ოზებმა ლომებს მელბურნში ზედიზედ ორ მატჩი დაუგეგმეს. რებელზი ზე 15-ის დასის უახლესი წევრია და ბრიტებს პირველად შეხვდა. სტუმრებმა ხუთი ლელო დადეს, გარდასახეს და დასაბამიდან (1888) მოყოლებული, ავსტრალიაში მეასე (!) გამარჯვებაც მიითვალეს, ბილს კი თუმც არ უთამაშია, სტადიონზე იყო.

ჰოდა, ლაღობა რომ გაუტკბა, განუყრელ დოსტთან, ვოლაბთა 10 ნომერ ჯეიმზ ოქონორთან ერთად ღამის ოთხზე (!) ჯერაც ფასთ-ფუდში ბრძანდებოდა. ეს ყველაფერი ფანობამ აცნობა მედიასა და კავშირსაც, მაგრამ ეგეც დადგინდა, რომ ბიჭებს არ დაულევიათ და რაკი შემდეგ დილით არც ვარჯიში ელოდათ, ამდენად, რეჟიმი არ დაურღვევიათ.

ახლავე მოვაყომაროთო

ოქონორს მგეზავობისა ბევრი ვერაფერი სცხია, მაგრამ დინსი ჯიუტად აცმევს 10 ნომერ კვართს. სასწაულად მოკეთდა პირველი ტესტის პირველ წუთზევე დარეტიანებული ქრისჩენ ლეალიაფანო და ისევ პირველ ნომერ დამრტყმელად დაინიშნა. მწყობრიდან გამოვიდნენ დიგბი იოანე, პეთ მაკქეიბი და ბერიქ ბარნსი, მაგრამ კვლავ ჯანზეა უკანა ხაზის ხერხემალი, 13 ნომერი ადამ ეშლი-ქუპერი.

ლომების უელსელი კაპიტანი, სემ ვორბერთონი ბიჭებს მოუწოდებს, სერია მეორე ტესტშივე მოვაყომაროთო. კანჭ-გაჭიმულ ინგლისელ ბურჯს, ალექს კორბისიეროს ტონგელი მაკოვინა ვუნიპოლა ცვლის, ხელ-მოტეხილ ირლანდიელ მეორე-ხაზელს, პოლ ოქონელს კი - ინგლისელი ჯეფ პარლინგი.

ვილ გენიას მიერ გაბითურებული უელსელი მაიქ ფილიპსი 23-კაცა რაზმიდან ამოშალა ვორენ გეთლენდმა და 9 ნომრად ინგლისელი ბენ იანგსი დააწინაურა. ეგრევე მარბიელად დაიწყებს უელსელი დენ ლიდიეთი, ვინც რებელთან კაპიტანი იყო, და რაც ცოტა გასაკვირია, უფროსობამ მოკეთებული ირლანდიელი გამერმარბი, თომი ბოუ ამჯობინა უელსელ ალექს ქასბერთს.

ძაანაც ხელს აძლევთ

ლომები პირველი ტესტის მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ. დაგეგმილი როტაციით, კივი ქრის პოლოქი ამჯერად კიდეზე ირბენს, სასტვენს კი გადაიბარებს აფრიკელი ქრეიგ იუბერი, ვისაც გეთლენდმა თავი მოუქონა, მსოფლიოს საუკეთესო რეფიაო!

რაკი მელბურნში წვიმს, "დოქლენდზ - ქოლონიალ - ეთიჰადს"  სახურავი ეფარება, რაც ძაანაც რომ ხელს აძლევს ლომების უელსელ უმრავლესობას, რაღაი შინ, კარდიფში, მილენიუმზეც ჭერქვეშ თამაშსაა ჩვეული.

სხვაფრივ, უხვანჯებოდ როგორც გაძლებდა და ირბ-მა უჩივლა დამოუკიდებელ მსაჯულს, ზელანდიელ ნაიჯელ ჰემპთონს.

ამან დაადგინა, რომ ვოლაბთა კაპიტანმა ჯეიმზ ჰორვილმა ფეხი წონასწორობის დასაცავად გაამოძრავა და სახეში უნებურად მოარტყა უელსელ ალუნ-ვინ ჯოუნზს, ვინც სხვა ორი მოთამაშის ქვევით, მიწაზე იწვა, მაგრამ დაბლინის კანტორა შფოთავს და მეორე ტესტის შემდეგ ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

 

ბრიტანეთი ავსტრალიაში

მეშვიდე მატჩი

<<   რებელზ 0:35 ლომები

რბლ: ვუდვორდ ინგლიშ მ.ინმენ (ვუნა 53) საიდი ლ.მიჩელ <10-9> ჰეგართი (რობერთს 73) ბერჯეს (სთერზეიქერ 56) / ჰენდერსონ (აჰნაუ 61) ჯ.რობინსონ (ლეაფა 61) ვიქს (ალო-ემილ 61) პაილ (ლ.ჯოუნზ 42) ნევილ; სეფი ფულისთოლერ დელვ^კაპ (რიდ 56, სბ 63)

ლომ: ქარნი (თველვთრიზ 61) მეითლენდ ტუილანგი ბარით (თველვთრიზ 33-/) ზიბო <10-9> ფარელ (ჰოგ 52) მარი (ბ.იანგს 64) / გრანთ (ქორთ 56) ჰიბარდ (ბესთ 56) ქოულ (სთივენს 56) გრეი ევანს; ლიდიეთ^კაპ (ქროფთ 66) ობრაიენ (თიპურიქ 56) ფალეტაუ -
5ლ: მარი მეითლენდ ობრაიენ საჯ იანგს; 5გ: ფარელ 3, ჰოგ 2

რეფ ჯექსონ (ზელ) 25/06 @
მელბურნ, ეიეიემაი  (
28 658)  >>    ვიდეო

0:7(17) 0:14(29) / 0:21(51) 0:28(64სბ) 0:35(74)

მერვე მატჩი * მეორე ტესტი

ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

<<   ავსტრალია - ლომები

ავს: ბექ) 15 ქერთლი ბილ^(რბლ, 14 იზრაელ ფოლაუ (ვრთ, 13 ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ, 11 ჯო ტომანე*(ბრმ; 10 ჯეიმზ ოქონორ (რბლ, 9 ვილ გენია (რედ) /

ფორ) 1 ბენ რობინსონ (ვრთ, 2 სთივენ მორ (ბრმ, 3 ბენ ელიგზანდერ (ბრმ; 4 ქეინ დაგლას (ვრთ, 5 ჯეიმზ ჰორვილ [კაპ] (რედ; 6 ბენ მოუენ (ბრმ, 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ, 8 ვაიქლიფ პალუ (ვრთ)

მრქ) 23 ჯესი მოგ*(ბრმ, 22 რობ ჰორნ*(ვრთ, 21 ნიქ ფიპს (რბლ) /
16 საია ფაინგა (რედ, 17 ჯეიმზ სლიპერ (რედ, 18 სეკორე კეპუ (ვრთ; 19 რობ სიმონს (რედ, 20 ლაიემ გილ (რედ) = მწ) რობი დინს (ზელ)

ლომ: ბექ) 15 ლი ჰაფპენი (უელ, 14 თომი ბოუ*(ირლ, 13 ბრაიან ოდრისქოლ (ირლ, 12 ჯონათან დევის (უელ, 11 ჯორჯ ნორს (უელ; 10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 ბენ იანგს^(ინგ) /

ფორ) 1 მაკოვინა ვუნიპოლა^(ინგ, 2 თომ იანგს (ინგ, 3 ადამ ჯოუნზ (უელ; 4 ალუნვინ ჯოუნზ (უელ, 5 ჯეფ პარლინგ^(ინგ; 6 დენ ლიდიეთ^(უელ, 7 სემ ვორბერთონ [კაპ] (უელ, 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)

მრქ) 23 ალექს ქასბერთ#(უელ, 22 ოუენ ფარელ (ინგ, 21 ქონორ მარი*(ირლ) / 16 რიჩარდ ჰიბარდ (უელ, 17 რაიან გრანთ*(შტლ, 18 დენ ქოულ (ინგ; 19 თომ ქროფთ#(ინგ, 20 შონ ობრაიენ*(ირლ) =
მწ) ვორენ გეთლენდ (ზელ)

რეფ ქრეიგ იუბერ (აფრ)
კიდ: ქრის პოლოქ (ზელ) / რომენ პუატ (სფრ)
ვიდ ბენ სქინ (ზელ)

შაბ 29/0 მელბურნ, ეთიჰად  14.00 საქ

სთრიმები

       

 

ზე რაგბი

<<  [PDF]  2013 წლის ქართული განრიგი  [JPG]  >>

ავსტრალია

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1 (1)

1

ბრმ

კანბერა

59

10-3*2$2

+141

41/28

415:274

7

2 (2)

4

რედ

ბრისბენ #

54

9-4*2$2

+23

30/21

307:284

6

3 (3)

7

ვრთ

სიდნეი

44

8-7$2

+42

43/33

399:357

4

4 (4)

12

რბლ

მელბურნ

32

4-11$2

-134

38/61

344:478

8

5 (5)

13

ფორ

პერთ

27

3-11*1$2

-105

23/32

246:351

5

აფრიკა

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1 (1)

3

ბულ

პრეტორია

54

10-3$2

+104

32/27

367:263

6

2 (2)

5

ჩტზ

ბლუმფონტ #

46

9-5$1

+28

35/28

345:317

6

3 (3)

10

შრქ

დურბან

38

6-7$2

+33

25/24

285:252

6

4 (4)

11

სთო

ქეიპთაუნ

38

6-7$2

=0

22/17

264:264

6

5 (5)

14

ქნგ

პტ ელიზბთ

24

3-9*1$2

-179

23/51

255:434

2

ზელანდია

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1 (1)

2

ჩიფ

ჰემილთონ

56

10-3$2

+100

40/29

383:283

8

2 (2)

6

ქრს

ქრაისთჩერჩ #

46

8-5$2

+75

32/24

338:263

6

3 (3)

8

ბლუ

ოქლენდ

43

6-7$2

+16

35/26

298:282

11

4 (4)

9

ჰრქ

ველინგთონ

39

6-7$2

-46

30/36

303:349

7

5 (5)

15

ჰლნ

დანიდინ

22

2-11$2

-98

28/40

276:374

6

ნიხრი: მოგება (უქმობა) 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე: სამივე ქვეყნის ჯილა (სხდებიან ზედა სამეულში) და სამიც სხვებში უკეთესი (#)

* მე-18 რაუნდი [საქართველოს დროით]

სთრიმები

            

პარ 28/06

ჩიფ

ზელ

11.35

ჰრქ

ზელ

შაბ 29/06

ჰლნ

ზელ

11.35

ქრს

ზელ

შრქ

აფრ

17.00

ბლუ

ზელ

ბულ

აფრ

19.05

ქნგ

აფრ

სთო

აფრ

21.10

ჩტზ

აფრ

ოღონდ დაბრუნდესო

პარასკევიდან კვირამდე ლუჟნიკში შვიდკაცის მეექვსე "მსოფლიო თასია. ზელანდია "მსოფლიო სერიის" 11-გზის ჩემპიონი კია, მაგრამ ეგ ჯილდო აქამდე ერთადერთხელ შეუმართავს, რაც პარადოქსია.

საქართველო ფინალში მეოთხედ მონაწილეობს. რაც დრო გადის, "ოლიმპიურ რაგბში" მეტად ჩამოვრჩებით არა მარტო ბობოლებს, არამედ პორტუგალიასა და ესპანეთს.

აგერ, წელსაც, ევროპის "გრან პრის" პირველ ეტაპზე, ლიონში, ბოლო, მე-12 ადგილი დავიკავეთ და შემოდგომის წყვილ ტურნირში მაგრად უნდა გავისარჯოთ, რომ ერთი დონით არ დავქვეითდეთ.

ირბ-ს თავის დროზე ეთქვა, ოღონდ რაგბი ოლიმპიადაში დაბრუნდეს და შვიდკაცის მსოფლიო თასს აღარ გავმართავ, რათა ტიტულთა დუბლირება არ მოხდესო.

მახვშებმა ბოლო ხანს აზრი იცვალეს და თასის შენარჩუნება გადაწყვიტეს, ოღონდაც შეჯიბრს ოლიმპიური ციკლის შუაში ჩაატარებენ, ანუ შემდეგი მსოფლიო თასი 2018 წელს მოეწყობა, 2016 და 2020 წლებში კი 7-კაცისა და 7-ქალის ოლიმპიური ტურნირებია.

 

შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

პარ-კვი 28-30/06 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

<<   პულები [24 გუნდი]

ავსტრალია

საფრანგეთი

ესპანეთი

ტუნისი

აფრიკა

შოტლანდია

რუსეთი

იაპონია

სამოა

კენია

ზიმბაბვე

ფილიპინები

ზელანდია

შტატები

კანადა

საქართველო

ფიჯი

უელსი

ტონგა

ურუგვაი

ინგლისი

არგენტინა

პორტუგალია

ჰონკონგი

საქართველო -

პარ:  შტატები 16.06
შაბ:  ზელანდია
09.44, კანადა 13.46
კვი:
 1/4ფ 09.30 - 14.06, 1/2ფ 14.28 - 17.02, ფინ 18.15 - 20.55

რაზმი (* 2009 წელს ნამყოფია დუბაიში: მერაბ კვირიკაშვილი*^კაპ, რეზო გიგაური, სანდრო თოდუა*, ვიტო კოლელიშვილი* (სფრ; ბიძინა სამხარაძე* (რუმ; ირაკლი გეგენავა (ლელ; შავლეგ მახარაშვილი (ბთმ; ბახვა კობახიძე, გიორგი ჯიმშელაძე (არმ; ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (აია; მერაბ შარიქაძე (აკდ) = მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე

სთრიმები

       

<<    აქამდელი ჩემპიონები

ფიჯი 1997 2005; ინგლისი 1993, ზელანდია 2001, უელსი 2009

<<    საქართველო მსოფლიო შვიდკაცაზე

2001 X @ არგენტინა,   2005 XI @ ჰონკონგი,   2009 XXI  @ არაბეთი

www.000webhost.com