ლაფ-ბურთი ცარიელ ლუჟნიკში

   სენსაციაუხვი შვიდკაცა ამჯერად ლოგიკურად დასრულდა: ცარიელი ლუჟნიკის დატბორილ მოედანზე "მსოფლიო თასი" "მსოფლიო სერიის" 11-გზის ჩემპიონმა, ზელანდიამ შემართა, საქართველომ კი ურუგვაისთან მე-19 ადგილი გაიყო.

მეზობლის დაცინვა ვერაფერი საქციელია, მაგრამ ბლეფიცაა და ბლეფიც: შეჯიბრის გახსნამდე ორი დღით ადრე რუსეთის რაგბის ფედერაციის თავკაცი, ძველი კომკავშირელი ვიაჩესლავ კაპიოვი ბრძანებდა, სამ დღეზე 108 ათასი ბილეთი გავასაღეთო. არადა,
78-ათასა სტადიონზე მაქსიმუმ 300 (სამასი!) მოსეირე შეიკრიბა.

ირბ-მაც ტრადიციულად წაიტრაბახა, ტურნირს 29 არხი 19 ენაზე აწვდენს 152 ქვეყნის 321 მილიონ ოჯახს, რაც ახალი რეკორდიაო, და ამ "ბროუდქასთერთა" სიაც მოიტანა, მაგრამ მასში ჩვენი "მეცხრე არხის" ყოფნა ვერაფერი შეღავათი იყო, რაღაი ქართულმა რაგბის თემმა შეჯიბრს ისევ სთრიმებით (იაპონურითაც კი!) უცქირა, თვალები დაიღალა და ნერვებიც მოიშალა.

უდისციპლინობა მოგვეძალა

სასწაულს არ ველოდით და პულიდან ქვედა რვეულში, ფიალაზე დავეშვით. შტატებმა გაგვისწრო და ბოლოს მოდუნდა; ზელანდიას ამაოდ ვუტიეთ; კანადას ორი ლელოთი ვუგებდით, მაგრამ იმათ უცებ გაგვაბითურეს; ჰონკონგი ჩვენზეც სუსტი გამოდგა; იაპონიას კი კარგა ხანს ვუგებდით, მაგრამ ისევ უდისციპლინობა მოგვეძალა: იმათ მეორე სინბინით იხეირეს და სირენის შემდეგ ჯარიმაც გაგვიტანეს.

ზელანდიას "შვიდკაცის მსოფლიო თასი" აქამდე ერთადერთხელ,
12 წლის წინ, ლომუს ხანაში მოეგო. ამჯერად სამართალმა პური ჭამა. კივებმა ყველანი გააბურთავეს. სინი კანადას ერგო, ფიალა კი მასპინძლებს დარჩათ. ირბელი წამყვანები მაყურებლის სიმცირეს ბოლო ას (!) წელში უმაგალითო პაპანაქებით ამართლებდნენ.

მაშინ ტაროსმა (სლავურმა პერუნმა) ისმინა ადამის მოდგმის მორიგი ტყუილი და სასჯელად ჭექა-ქუხილი მოუვლინა. ამის გამო ზელანდია - ფიჯის ნახევარფინალი დიდი ხნით შეწყდა და შეჯიბრი გრაფიკს ჩამორჩა, ირბ-ის ახირებით ხელოვნურ "ფილდ თერფზე" დაგებული ბალახი კი ისე წახდა, რომ შეჯიბრის ყველაზე საინტერესო ნაწილი წყალ- და ლაფ-ბურთის ნაზავად იქცა.

 

შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

პარ-კვი 28-30/06 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

<<   პულები

 ავსტრალია(+54) საფრანგეთი(+21) 2-0*1 // ტუნისი(-48) 1-2, ესპანეთი 0-3

 აფრიკა 3-0 / შოტლანდია(-23) 2-1 / იაპონია(-35) რუსეთი(-47) 0-2*1
  კენია 3-0 / სამოა(+31) 2-1, ზიმბაბვე(-21) 1-2 / ფილიპინები 0-3
ზელანდია 3-0 / კანადა(-11) 2-1, შტატები(-1) 1-2 / საქართველო 0-3
  უელსი 3-0, ფიჯი(+87) 2-1 / ტონგა(-18) 1-2 / ურუგვაი 0-3

  ინგლისი 3-0 / არგენტინა(+31) პორტუგალია(-10) / ჰონკონგი(-68) 1-2

 

<<   პლეიოფი

 

თასი = ექვსივე პირველი + ორი უკეთესი მეორე /
სინი = ოთხი უარესი მეორე + ოთხი უკეთესი მესამე /
ფიალა = ორი უარესი მესამე + ექვსივე მეოთხე

 

>>   თასის მეოთხედფინალი

 

აფრიკა 10:12 ფიჯი

ზელანდია 26:10 უელსი

ინგლისი 21:17 ავსტრალია
კენია 24:19 საფრანგეთი

 

>>   თასის ნახევარფინალი

 

ზელანდია 17:0 ფიჯი
ინგლისი 12:5 კენია

 

>>   ფინალები

ფიალა (XVII)  რუსეთი 29:5 იაპონია
სინი (IX)  კანადა 19:12 სამოა
ბრინჯაო (III)  ფიჯი 29:5 კენია
თასი (I
ზელანდია 33:0 ინგლისი

<<   კიბე

  1  ზელანდია
  2  ინგლისი
  3  ფიჯი
  4  კენია
  5=  ავსტრალია აფრიკა საფრანგეთი უელსი

  9  კანადა
10  სამოა
11=  არგენტინა შოტლანდია
13=  ზიმბაბვე პორტუგალია ტონგა შტატები

17  რუსეთი
18  იაპონია
19=  საქართველო ურუგვაი
21=  ესპანეთი ტუნისი ფილიპინები ჰონკონგი

<<   ზელანდია

2 თიმ მიქელსონ, 4 დიჯეი ფორბს^კაპ, 6 ტომასი თამა, 7 ბრაის ჰიმ,
8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 11 კურტ ბეიქერ * 1 პიტა აჰკი,
3 სემ დიქსონ, 5 ლოტე რაიკამბულა, 10 ვაისაკე ნაჰოლო, 12 დევიდ რაიკუნა * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

49 ნეითან ჰირაიამა (კან; 43 მეტუისელა ტალემბულა (ფიჯ; 38 მეკო კვირიკაშვილი (საქ; 36 ჯილის კაკა (ზელ; 32 ტერი ბურაუა (სფრ, ხავიერ როხას (არგ; 30 ჰამფრი კაიანგე (კენ, ლიო ლოლო (სამ)

<<    ყველა ჩემპიონი

ფიჯი 1997 2005; ზელანდია 2001 2013; ინგლისი 1993, უელსი 2009

საქართველო -

დღე

მეტოქე

შედეგი

სბ

პულში

პარ

შტატები

19:26

3/4

.

შაბ

ზელანდია

  7:26

1/4

.

.

კანადა

19:26

3/4

1-0

ფიალაზე

კვი

ჰონკონგი

31:10

5/2

0-2

.

იაპონია

21:24

3/3

2-0

გავიყავით (=) XIX ადგილი

#

მოშვიდკაცე

კლბ

აშშ

ზლ

კან

ჰნკ

იაპ

1

ზურაბ ძნელაძე

აია

*

*

*

*

სბ

0

2

გიორგი ჯიმშელაძე

არმ

*

*

*

=

2

3

ვიტო კოლელიშვილი

(სფრ)

*

*

სბ

სბ

10

4

ბიძინა სამხარაძე

(რუმ)

*

*

*

*

*

0

5

მეკო კვირიკაშვილი^კაპ

(სფრ)

ლგ

ლ2გ

ლ3გ

3გ

38

6

მერაბ შარიქაძე

აკდ

*

*

*

*

5

7

სანდრო თოდუა

(სფრ)

*

*

*

*

5

8

ბახვა კობახიძე

არმ

*

*

*

*

5

9

რეზო გიგაური

სფრ

*

*

*

*

5

10

შავლეგ მახარაშვილი

ბთმ

ლგ

*

*

*

*

7

11

ირაკლი გეგენავა

ლელ

*

*

*

*

5

12

გიორგი ფრუიძე

აია

*

*

15

მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე; მნჯ) ნონო ანდღულაძე

სტატისტიკა შედგენილია ირბის ოქმების მიხედვით  

* დაიწყო

= არ შესულა

<<    აქამდელ მსოფლიო შვიდკაცებზე

2001 X @ არგენტინა,  2005 = XI @ ჰონკონგი,  2009 = XXI  @ არაბეთი

www.000webhost.com