ზე 18-ში გავიმიჯნებითო

   დასრულდა ზე 15-ის ხუთიდან მესამე სეზონი და სანზარმაც უმალ გააჟღერა მედიაში, რომ 2016 წლიდან, ანუ მსოფლიო თასის შემდეგვე, ალბათ გამართავს ზე 18-ს, რომლის ორი კონფერენციაც გამიჯნული იქნება თვით პლეი-ოფამდე.

თავიდანვე ითქვა, რომ 3-კონფერენციიანი და 125-მატჩა ზე 15 ხუთ სეზონს (2011-15) გასტანდა.

მომწყობს - სამხრეთი აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის რაგბულ ალიანსს (სანზარ) ერთბაშად რამდენიმე კურდღლის დაჭერა სურდა: კალენდარს ხუთი თვე უნდა მოეცვა, გახშირებულიყო დარბები და შემცირებულიყო მგზავრობის ხარჯი.

სამი, ეროვნული კონფერენციის (ხუთეულის) შემოღებით პრობლემები გადაიჭრა და თამაშის დონითაც ზე-რაგბს აქამდე ბადალი არა ჰყავს
15-კაცა ბურთაობის სამყაროში, მაგრამ ლიანგს შოუ მოყირჭდა, ოქროს ფასი დაედო პლეი-ოფში შინ თამაშს, ხოლო ზე-ორიგინალური ფორმულის გააზრება მარტო მოყვარულს კი არა, მედიასაც უჭირს.

შინ რომ გამართო

სწორედ რომ ფორმულაა ყველაფრის თავი და თავი:

შარშან (2012)           >>    შეჯამება   >>    ცხრილები     EN
შარშანწინ (2011)  >>    შეჯამება   >>    ცხრილები      EN

მარათონი ანუ წრე-მეტი (16 თამაში: 8 შინ და 8 გარეთ; 8 თვისტომთან და 8 უცხოელთან; 12 შენს ქვეყანაში და მხოლოდ 4 საზღვარ-გარეთ) თავ-დაუზოგავად უნდა იომო, რომ როგორმე შენი ხუთეულის ჯილა გახდე და ერთიან, 15-გუნდა ცხრილშიც უცხოელ კოლეგებზე მაღლა მოკალათდე, რათა სეზონის ფინიშზე - სპრინტერულ პლეი-ოფში წყვილი გადამწყვეტი ჯახი შინ გამართო.

მეორე წელია, ზელანდიაში ამას ახერხებს გემოზე მობურთალი ჩიფსი, ვისაც "ოლ ბლექი" ცოტა ჰყავს, მაგრამ სულ რისკავს და უმართლებს, დაზეთილი მანქანა - თვით ქართერის მყოლი ქრუსეიდერზი კი ფინიშზეღა უმატებს, მაგრამ ჩიფსს ვეღარ ეწევა, ნახევარ-ფინალში ჰემილთონში უწევს ჩასვლა და იქ ბოლო-ბოლო მაინც აგებს თითო-ოროლა ქულით.

საეტაპო ტრანსფერი

ავსტრალიაშიც ისევ ბრამბიზმა და რედსმა გამართეს დოღი. ამჯერად ზე-ანგარიშიანად მორაგბე კანბერის გუნდმა გაუსწრო კოლორიტული ღერძის მყოლ, მაგრამ არა-სტაბილურ ბრისბენისას, ნახევარ-ფინალში კი სენსაციაც გამოაცხო - სტუმრად, ზეგანზე დააშამათა აფრიკის ფალავანი ბულზი, ვისაც შინ რვავე მოეგო, მაგრამ უკვე იშლებოდა - სტეინის თამადობით რვა ბოკეს საშოვარზე წასვლა გადაეწყვიტა.

წელს იაპთაგან მზარდმა ჩიტაზმაღა გაახარა ქომაგები - მეცხრე სეზონში პირველად მოხვდა პლეი-ოფში და "პლანეტ რაგბის" შედგენილ ორ სიმბოლურ 15-ეულშიც 6 კაცი გაიყვანა. კივთაგან ოდნავ უკეთ ირაგბა ბლუზმა და ბოლო უქმეებზე საეტაპო ტრანსფერიც გაჩარხა - ლიგის (ნრლ) თაიგერზიდან (მინიმუმ) ორი სეზონით გადმოიბირა 28 წლის გენიოსი ბენჯი მარშალი, ვისი ბადალი დირიჟორი და მობურთალი ზე 15-ში ძნელად მოიძებნება.

მრავალგზის ტირაჟირებული

შეჯიბრის ფორმულა ზე-მუღამიანი რომაა, გასაანალიზებლად ბარემ
20 ცხრილი ჭირდება. 

>>    წლევანდელი (2013) ცხრილები     EN

მათში ჩანს, რომ ბულზის გარდა, შინ რვავე თამაში მოიგო ქრუსეიდერზმაც; სტუმრად ყველაზე მეტი ჩიფსმა მოკრიფა; ჩიტაზმა ოთხივე ავსტრალიელი მეტოქე ძლია, რედსმა კი - ოთხივე ზელანდიელი, მაგრამ პლეი-ოფში უშანსოდ წააგო ქრაისთჩერჩში; ახალბედა ქინგზი კი რვავე აფრიკულ დარბში დამარცხდა.

ქინგზი მერე წინდაწინ თქმული პირობის თანახმად ორჯერ ერაგბა ამქრიდან დათხოვნილ ლაიონზს და ჯამში 2 ქულით რომ წააგო, გაისად ისევ მას უნდა დაუთმოს ადგილი. ამის გარკვევა იყო და მედიაში გამოჟონა ბოლო ათ-წლეულში მრავალგზის ტირაჟირებულმა ჭორმა, აფრიკას ამქარში ექვსივე გუნდი უსიკვდილოდ რომ ჭირდება და ინდოეთის ოკეანის გადაღმად 4-მატჩა ტურნეც რომ ფიტავს, ალიანსის მიტოვებას და ინგლისთან (?!) დამოყვრებას ეცდებაო. 

უარი მულღაზანზარს

სანზარს რაღა დარჩენოდა და სამომავლო გეგმები თავად გაამხილა. ალიანსის მთავარი მოხელის, გრეგ პითერსის თქმით, 2016 წლიდან სავარაუდოდ მოეწყობა ზე 18.

მის ერთ, 10-გუნდა, ტრანს-ტასმანურ კონფერენციაში გაერთიანდება ზელანდიისა და ავსტრალიის ამჟამინდელი 5-5 კლუბი, მეორე, ტრანს-ატლანტიკურში კი აფრიკის 6 კლუბს დაემატება 2 არგენტინული ფრანჩაიზი (ალბათ დედაქალაქი და პროვინცია)

ოდესმე - სასურველია 2019 წლის მსოფლიო თასამდეო - მახვშები ტასმანელთა მარაქაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან იაპონიასაც უპირებენ გარევას, მაგრამ არამც და არამც - მულღაზანზარს, რათა ბობოლებმა კვლავაც ძარცვონ სამოა, ფიჯი და ტონგა და ამ ბეჩავებს საკუთარი სისტემის მოწყობის საშუალება არ მისცენ.

ტენდერით შეირჩევა?

პითერსმა ეგეც ბრძანა, ივნისის ტესტები ივლისისთვის გვინდა გადავაჩოჩებინოთ ირბ-ს, რათა ზე-რაგბის სეზონი უწყვეტად ჩავატაროთო. რაკი წელიწადში სულ 52 კვირაა და ზე-რაგბის გარდა, ჩასატევია ფალავნობა (4 ერი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ტესტები, შვებულება და კენტ წლებში - მსოფლიო თასი ან ლომების ტურნე, ამად ზე 18-ს ვერაფრით ვერ დაეთმობა ახლანდელ 21 კვირაზე მეტი.

ამ კვოტიდან 14-15 კვირა მოხმარდება კონფერენციებში თამაშებს: ატლანტიკა ორი სრული წრის გამართვას მოასწრებს, ტასმანში კი გუნდი ოთხ თვისტომს ორ-ორჯერ, შინ და გარეთ ერაგბება, ხუთ უცხოელს კი - თითოჯერ, რითაც 13 მატჩი გამოუვა.

პლეი-ოფში გავა 6 ან 8 უკეთესი (ალბათ 4-4 ორივე კონფერენციიდან, ჩემპიონის გამოსავლენად კი გამოიყოფა 6-7 კვირა. აი, მაშინღა გაჩაღდება ინდოეთის ოკეანეზე გადაფრენ-გადმოფრენა.

რაღაი დაშორებულ პარტნიორებს ერთურთი მონატრებული ეყოლებათ, ეგებ ზე-რაგბშიც დაინერგოს გამარჯვებულის ორი მატჩის ჯამში (შინ და გარეთ) გამოვლენის პრაქტიკა და ფინალის გამართვის ადგილიც ფეხბურთულად ან ჰაინეკენურად - ტენდერით შეირჩეს. 

 

ზე რაგბის 2013 წლის საბოლოო კიბე

ად

კოდი

გუნდი

ქალაქი

ქვეყ

2012

1

ჩიფ

ჩიფს

ჰემილთონ

ზელ

1

2

ბრმ

ბრამბიზ

კანბერა

ავს

7

3

ბულ

ბულზ

პრეტორია

აფრ

6

4

ქრს

ქრუსეიდერზ

ქრაისთჩერჩ

ზელ

4

5

რედ

რედს

ბრისბენ

ავს

5

6

ჩტზ

ჩიტაზ

ბლუმფონტეინ

აფრ

10

7

სთო

სთორმერზ

ქეიპთაუნ

აფრ

3

8

შრქ

შარქს

დურბან

აფრ

2

9

ვრთ

ვორათაზ

სიდნეი

ავს

11

10

ბლუ

ბლუზ

ოქლენდ

ზელ

12

11

ჰრქ

ჰარიქენზ

ველინგთონ

ზელ

8

12

რბლ

რებელზ

მელბურნ

ავს

13

13

ფორ

ფორს

პერთ

ავს

14

14

ჰლნ

ჰაილენდერზ

დანიდინ

ზელ

9

15

ქნგ

ქინგზ

პორტ ელიზაბეთ

აფრ

=

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

>> 

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

12

13

14

15

16

17

18

19

20

მფ

ნფ

მთელი სტატისტიკა = აფრიკული "სუპერ სპორტის" მიხედვით!

>>   ლელო

10  ფრენქ ჰალაი (ბლუ)

  8  ჰოსეა გიარ (ჰლნ, ჰენრი სპეით (ბრმ, იზრაელ ფოლაუ (ვრთ, ქემ ქროუფორდ (ვრთ)

  7  თი-ჯეი პერენარა (ჰრქ, ჯულიან სავეა (ჰრქ)

  6  ბანდი აკი (ჩიფ, ვილი ლერუ (ჩტზ, ჯესი მოგ (ბრმ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, რენე რეინჯერ (ბლუ, ბენ სმით (ჰლნ, ბენ ტამეიფუნა (ჩიფ, ვიმპი ფანდერვალტ (ქნგ, სქოთ ჰიგინბოთამ (რბლ)

<<   დამრტყმელი

გუნდი

მორნეი სტეინ

ბულ

248

2

32

57

1

ქრისჩენ ლეალიაფანო

ბრმ

233

3

22

58

0

ბოდენ ბარეთ

ჰრქ

186

2

28

40

0

ქვეიდ ქუპერ

რედ

172

3

20

38

1

პათრიქ ლემბი

შრქ

171

1

17

43

1

დენ ქართერ

ქრს

170

3

31

31

0

ჯო პიტერსენ

სთო

170

0

19

44

0

გარეს ენსქომ

ჩიფ

166

5

30

27

0

დიმიტრი კატრაკილის

ქნგ

142

0

14

37

1

ბრენდან მაკქიბინ

ვრთ

139

0

20

33

0

ქოლინ სლეიდ

ჰლნ

131

2

20

27

0

ჯეიმზ ოქონორ

რბლ

116

1

21

23

0

არონ ქრუდენ

ჩიფ

102

2

10

24

0

 <<   "პლანეტ რაგბის" რჩეულნი

პირველი:  15 ბენ სმით (ჰლნ, 14 ჰენრი სპეით (ბრმ, 13 რენე რეინჯერ (ბლუ, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ, 11 ფრენქ ჰალაი (ბლუ;
10 არონ ქრუდენ (ჩიფ, 9 ნიქ ვაით (ბრმ) / 1 ვაიეთ ქროქეთ (ქრს,
2 ადრიან სტრაუს (ჩტზ, 3 ბენ ტამეიფუნა (ჩიფ; 4 ქრეიგ ქლარქ (ჩიფ, 5 სემ ვაითლოქ (ქრს; 6 ლიამ მესამ (ჩიფ, 7 მეთ თოდ (ქრს, 8 ბენ მოუენ (ბრმ)

მეორე:  15 იზრაელ ფოლაუ (ვრთ, 14 ვილი ლერუ (ჩტზ, 13 თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, 12 რობ ებერზონ (ჩტზ, 11 ჰოსეა გიარ (ჰლნ;
10 მორნეი სტეინ (ბულ, 9 პიტ ფანსეილ (ჩტზ) / 1 ბენ ფრენქს (ჰრქ,
2 სთივენ მორ (ბრმ, 3 ბენ აფეაკი (ჩიფ; 4 ჯერემი სრაშ (ჰრქ, 5 ბროდი რეთალიქ (ჩიფ; 6 ლაპის ლაბუსხახნი (ჩტზ, 7 დიონ ფური (სთო,
8 ფილიპ ფანდერვალტ (ჩტზ)

სულ:  7 ჩიფ, 6 ჩტზ, 5 ბრმ, 3 ქრს, 2 ბლუ ჰრქ ჰლნ, 1 ბულ სთო ვრთ, 0 რედ შრქ რბლ ფორ ქნგ

<<   კონფერენციათა-შორისი ჯახი

 

 

 *

$

 

 

 *

$

ზელანდია

55

10

15

აფრიკა

48

10

8

ავსტრალია

60

12

12

ზელანდია

46

  8

14

აფრიკა

58

12*1

8

ავსტრალია

36

  7*1

6

ზე-რაგბის 18-ვე სეზონი [1996-2013]

<<   ზე 12/14/15-ის ჩემპიონები

ქრუსეიდერზ

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

7

1998

1999

2000

2002

 

 

 

 

2005

2006

2008

ბლუზ

(ოქლენდ)

ზელ

3

1996

1997

2003

ბულზ

(პრეტორია)

აფრ

3

2007

2009

2010

ბრამბიზ

(კანბერა)

ავს

2

2001

2004

ჩიფს

(ჰემილთონ)

ზელ

2

2012

2013

რედს

(ბრისბენ)

ავს

1

2011

<<   დასი

კლუბი

ქართულად

ქალაქი

ქრუსეიდერზ

ჯვაროსნები

ქრაისთჩერჩ

7

3

5

.

ბლუზ

ლურჯები

ოქლენდ

3

1

2

.

ჩიფს

ბელადები

ჰემილთონ

2

1

1

.

ჰარიქენზ

გრიგალები

ველინგთონ

.

1

5

.

ჰაილენდერზ

მთიელები

დანიდინ

.

1

3

.

ბულზ

ხარები

პრეტორია

3

.

4

1

შარქს

ზვიგენები

დურბან

.

4

3

1

სთორმერზ

ტაროსი

ქეიპთაუნ

.

1

4

.

ლაიონზ

ლომები

იოჰანესბერგ

.

.

2

.

ჩიტაზ

ავაზები

ბლუმფონტეინ

.

.

.

1

ქინგზ

მეფეები

პორტ ელიზაბეთ

. . . .

ბრამბიზ

ველის რაშები

კანბერა

2

4

1

.

რედს

წითლები

ბრისბენ

1

.

3

2

ვორათაზ

(ყვავილია)

სიდნეი

.

2

3

1

ფორს

ძალა

პერთ

.

.

.

.

რებელზ

მეამბოხეები

მელბურნ

.

.

.

.

ჩ ჩემპიონი /
წააგო: ფ ფინალი, ნ ნახევარ-ფინალი, მ მესამედ-ფინალი

<<   კეპი * აგრძელებს ზე-კარიერას

162 ნეითან შარპ (რედ ფორ; 150 ქევენ მეალამუ*(ჩიფ ბლუ;
146 სთერლინგ მორთლოქ (ბრმ რბლ; 142 ჯორჯ სმით (ბრმ;
141
ენდრიუ ჰორ
*(ქრს ჰრქ ჰლნ; 136 ჯორჯ გრეგან (ბრმ, ქეილებ რალფ (ჩიფ ბლუ ქრს რედ; 134 მაჰა ნონუ*(ჰრქ ბლუ ჰლნ, ქორი ფლინ*(ქრს; 132 ფილ ვო (ვრთ; 131 გრეგ სამერვილ (ქრს რბლ;
129 რუბენ სორნ (ქრს; 128 ტანა უმანგა (ჰრქ ჩიფ; 127 ლიონ მაკდონალდ (ქრს ჩიფ, ენთონ ოლივერ (ჰლნ; 125 თონი ვუდქოქ
* (ბლუ ჰლნ, ჯონ სმიტ (შრქ, ეიჯეი ფენტერ (ლნზ შრქ სთო)

<<   ლელო

59 დაგ ჰაულით (ჰლნ ჰრქ ბლუ; 58 ქეილებ რალფ (ჩიფ ბლუ ქრს;
57 ჯო როფ (ბრმ; 56 სთერლინგ მორთლოქ (ბრმ რბლ, ქრისჩენ ქალენ (ჰრქ, ბრაიან ჰაბანა (ბულ სთო; 48 ტანა უმანგა (ჰრქ ჩიფ; 46 მაჰა ნონუ
*(ჰრქ ბლუ ჰლნ; 43 ჯოელი ვინდირი (ბლუ; 42 ლიონ მაკდონალდ (ქრს, სიტივენი სივივატუ (ჩიფ; 41 ქრის ლეითემ (ვრთ რედ, სქოთ სთენიფორს (ვრთ ფორ; 40 რიკო გიარ (ქრს, ჯო როკოთოკო (ბლუ; 39 ჰოსეა გიარ (ჰრქ ჰლნ)

<<   ქულა

1547 დენ ქართერ*(ქრს; 1431 მორნეი სტეინ (ბულ; 1036 სთერლინგ მორთლოქ (ბრმ რბლ; 990 ენდი მერთენს (ქრს; 959 მეთ ბერქ (ვრთ; 942 თონი ბრაუნ (ჰლნ შრქ სთო; 857 სთივენ დონალდ (ჩიფ;
819 პითერ გრანთ (სთო; 751 მეთ გიტო (ბრმ ფორ; 700 დევიდ ჰოლველ (ჰრქ ბლუ; 661 ანდრე პრეტორიუს (ლნზ; 629 ელთონ ფლეთლი (რედ; 625 ქარლოს სპენსერ (ბლუ ლნზ; 619 ედრიან ქეშმორ (ბლუ ჩიფ; 607 ქვეიდ ქუპერ
*(რედ)

<<   რეფი

107 ჯონათან კაპლან (აფრ; 98 სთუ დიქინსონ (ავს; 95 სთივ ვოლშ* (ზელ ავს; 73 მარქ ლორენს (აფრ; 68 ქრეიგ იუბერ*(აფრ; 59 ბრაის ლორენს (ზელ; 55 მორის იონკერ (აფრ; 53 ანდრე ვოთსონ (აფრ;
52 ქრის პოლოქ
*(ზელ; 51 პედი ობრაიენ (ზელ; 50 ტაპე ჰენინხ (აფრ)

<<   მწურთნელი

131 იუენ მაკქენზი (ვრთ რედ; 120 რობი დინს (ქრს; 116 ფრანს ლუდეკე*(ლნზ ბულ; 106 იენ ფოსთერ (ჩიფ; 105 ჯონ მიჩელ (ჩიფ ფორ ლნზ; 104 ქოლინ ქუპერ (ჰრქ; 88 ნაკა დროცკე*(ჩტზ; 83 თოდ ბლექედერ*(ქრს)

 

ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)  საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

17/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნი

 

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

სოვეთო

შაბ

24/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ველინგთონ

 

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

შაბ

7/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ჰემილთონ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

ბრისბენ

შაბ

14/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ოქლენდ

 

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

პერთ

შაბ

28/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

ქეიპთაუნ

კვი

29/09

არგენტინა

02.40

ზელანდია

ლა პლატა

შაბ

5/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

იოჰანესბერგ

კვი

6/10

არგენტინა

02.40

ავსტრალია

როსარიო

შაბ

19/10

ზელანდია

11.35

ავსტრალია

დანიდინ [ბლ3]