აქეთ შემოგვიერთდითო

   სავარაუდოდ ბოლო "ჰაინეკენის თასის" სტარტზე პრემიის მომტანი მეოთხე ლელო 24-დან ოდენ ხუთმა გუნდმა დადო, ჩვენებურთაგან კი ოთხმა ბურჯმა და ორმაც მარბიელმა ითამაშა.

"ჰაინეკენი" ელიტარული "ექვსი ერის" საკლუბო ანალოგია და 1995/96 წლების სეზონიდან ეწყობა. ვიქენდზე დაწყებული გათამაშება მეცხრამეტეა და ვინიცობაა ბოლოც, რაკი მეტი სარფის მაძიებელმა და შერჩევის უსამართლო სისტემით უკმაყოფილო ინგლისისა და საფრანგეთის კლუბებმა 22 სექტემბერს სამაგიერო, მათ მიერვე მართული "ჩემპიონთა თასის" დაწესება გამოაცხადეს.

მეამბოხენი ჰაინეკენის პატრონს, შპს "ევროპის თასს" ბარემ წელიწად- ნახევარი ეაჯნენ, როგორც ჩვენ გვიწევს ჩვენს ლიგებში მთელი სეზონი ომი თასზე მოსახვედრად, ეგრევე მოიქცნენ "კელტური ლიგის" წევრებიცო, მაგრამ ამათ არა ჰქნეს, რაღაი მოქმედი სისტემით ელიტაში ადგილი დაბევებული (!) აქვთ, ლიგაში თავს ზოგავენ და აქცენტი ევროპასა და ექვს ერზე აქვთ გადატანილი.

რეალობებიდან გამომდინარე

კელტეთშივე მოკალათებული ირბ, რაღა თქმა უნდა, ჰაინეკენის შენარჩუნების მომხრეა. ინგლისის რაგბის კავშირი საეჭვოდ დუმს და საფრანგეთის ფედერაციაც გამოყოფას არ უწონებს კლუბებს, მაგრამ თანამედროვე სპორტული რეალობებიდან გამომდინარე - მსგავსი ჯანყი საუკუნეთა მიჯნაზე გამარჯვებით დასრულდა ევროპულ კალათბურთში - ძნელად, რომ ტრადიციონალისტმა მახვშებმა რამე დააკლონ თავნება, მათგან დამოუკიდებელსა და ფულიან ამქარს.

შპს იხტიბარს მაინც არ იტეხს: იხმო კანადელი მედიატორი; 2015 წლის საიუბილეო, მეოცე ფინალი მილანში, 80-ათასიან "სან სიროზე" დანიშნა და მეამბოხენიც 23 ოქტომბერს, დუბლინში კიდევ მიიწვია სათათბიროდ, მაგრამ ამათ მიუგეს, მოლაპარაკების დრო კარგა ხანია გავიდა და თუ გსურთ, აქეთ შემოგვიერთდითო. შფოთავს კელტური რაგბის თემიც, უევროპოდ დავიღუპებითო, შოტლანდია და უელსი კი საკომპრომისოდ მზად არიან და ჯიუტობს მხოლოდ ირლანდია.

სქოთური პარადოქსები

სტარტზე ჩემპიონმა ტულონმა პირველ ტაიმშივე 34:0 გააბურთავა კელტეთის ლიდერი (?!) გლაზგო, მაგრამ ჯონი ვილქინსონი დაემტვრა. მეორე სქოთებმაც გამოიღეს ხელი და ოთხი ლელოთი პრემია აიღეს, კელტეთის მაჩანჩალა (?!) ედინბურგმა კი ცარიელ მარიფილდზე თვით სამხრეთ-ირლანდიელი გრანდი, მანსთერი შეიწირა.

ჩრდილო ირლანდიის ალსთერმა მას შემდეგ დააშამათა შიდა ინგლისის ლესთერი, რაც ბოკე რუან პინარი შეუშვა ჰავბექად, სტუმრებს კი წითელ ზოლში ბურთის ჩაკვლისთვის ჯორდან ქრეინი გაუსინბინეს: პედი ჯექსონმა სამი ჯარიმაც შეაგდო, თობი ფლადს კი ფეხი მოეცარა.

ჰუქის ფულჰაუსი

ლონდონის სარასენსმა მიყრუებულ გოლვეიში მეორე ტაიმშიღა, ოუენ ფარელის წყვილი გოლით გატეხა ქონოთი; დასავლეთ უელსის ჰლანეჰლიმ ბექი ვილიამსების - როდრის, სქოთისა და ჯორდანის ლელოებით მომცრო თვიქნემზე ძლია ჰარლიქვინზი.

დევონის ექსეთერმა 41:3 დააწიოკა ვორბერთონის, ქასბერთისა და ჰაფპენის მყოლი კარდიფი, მაგრამ მერე ორი კაცი ზედიზედ გაუგდეს; ელიტაში დაბრუნებულმა, სამხრეთ-დასავლეთი ინგლისის გლოსთერმა კი სულ ბოლოსღა აჯობა კატალანის პერპინიონს, ვისაც 22-ვე ქულა ფულჰაუსით (ლ გ 4ჯ ა) მოუტანა უელსელმა ჯეიმზ ჰუქმა.

 

   ბოლო (?) XIX "ჰაინეკენის თასი"

    პირველი რაუნდი   ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

კასტრ (სფრ) 19:13 ნორსჰემპთონ$(ინგ)

ლ: მარსიალ; გ 4ჯ: ქოქოთ -
ლ: ჰართლი; გ 2ჯ: მაილერ სბ ფოდენ

რეფ ქლენზი (ირლ) 12/10 @ პიერ ანტუან (7 624)

7:0(10) 7:3(31) სბ(32ნ) 10:3(38) /
13:3(44) 13:10(52) 16:10(55) 16:13(70) 19:13(73)

* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 52 შეცვალეს (1 პასი, 3 სოლო, ბოჭვა 8/0, -2 ჯარიმა)

ოსპრეიზ (უელ) 9:19 ლენსთერ (ირლ)

3ჯ: ბიგარ - ლ: ობრაიენ; გ 4ჯ: გოპერთ

რეფ ბარნს (ინგ) 12/10 @ სვონზი, ლიბერთი (12 378)

3:0(3) 6:0(9) 6:3(15) 6:10(30) 6:13(35) /
9:13(45) 9:16(49) 9:19(80)

ქულა: ლნს კსტ 4; ნორ 1; ოსპ 0

<<   მეორე პული

ექსეთერ$(ინგ) 44:29 კარდიფ$(უელ)

6ლ: ჯონსონ მამ ჯეს ვაინიკოლო ვაით ვითენ; 4გ: სთინსონ; 2ჯ: სთინსონ სლეიდ სბ ვითენ ნანქელევუკი - 4ლ: ვილიამს ქოუპლენდ ქასბერთ რობინსონ; 3გ ჯ: ჰაფპენი სბ ბრიზ

რეფ გარსეზ (სფრ) 13/10 @ სენდი პარქ (8 751)

5:0(9) 5:3(13) 8:3(17) 15:3(26) 22:3(28) 29:3(31$პ) 36:3(39) / 41:3(52) 41:10(56) 41:17(60) სბ(62ე) სბ(63ე) 41:22(66) 41:29(73$პ) 44:29(76) სბ(80კ)

ტულონ$(სფრ) 51:28 გლაზგო$(შტლ)

6ლ: დ.არმითიჯ მერმოზ (2 4) მასოი გიტო (5 6) 6გ: ვილქინსონ 3, გიტო, მიშალაკ 2; 3ჯ: ვილქინსონ, მიშალაკ 2 -
4ლ:
დტჰ.ფანდერმერვე (1 4) მატავალუ გრეი; 4გ: ჯექსონ

რეფ გარნერ (ინგ) 13/10 @ ფელიკს მეიოლ (14 145)

3:0(7) 10:0(10) 17:0(17) 24:0(26) 31:0(36$პ) 34:0(40+) /
34:7(43) 41:7(51) 41:14(55) 41:21(59) 41:28(63
$პ) 44:28(65) 51:28(79)

ქულა: ტლნ ექს 5; კდფ გლზ 1

<<   მესამე პული

ქონოთ$(ირლ) 17:23 სარასენს (ინგ)

2ლ: მარმიონ პულმან; 2გ ჯ: პარქს -
2ლ: ვაილზ ეშთონ; 2გ 3ჯ: ფარელ

რეფ გოზერ (სფრ) 11/10 @ გოლვეი, სპორთსგრაუნდ (7 546)

0:7(6) 3:7(8) 3:14(10) 10:14(19) 10:17(26) 17:17(32) /
17:20(53) 17:23(75)

ტულუზ$(სფრ) 38:5 ძებრე (იტა)

6ლ: იუჟე (1 3) ლონბოლეი მედარ (4 5) ნიონგა; 4გ: ბეზი 3, ბარაკ -
ლ: ბერიმან

რეფ პირს (ინგ) 11/10 @ ერნესტ ვალონ (12 008)

7:0(13) 12:0(18) 17:0(21) 24:0(35$პ) /
31:0(45) 31:5(46) 38:5(58)

ქულა: ტლზ 5; სარ 4; ქნთ 1; ძბრ 0

<<   მეოთხე პული

ჰარლიქვინზ$(ინგ) 26:33 ჰლანეჰლი (უელ)

2ლ: ბრაუნ; 2გ 3ჯ ა: ევანს - 3ლ: რ.ვილიამს ს.ვილიამს ჯ.ვილიამს;
3გ 4ჯ: პრისთლენდ სბ ლი ევანს

რეფ ლეისი (ირლ) 12/10 @ თვიქნემ, სთუპ (11 465)

0:7(9) 0:10(12) 0:13(15) 3:13(21) 10:13(34) 10:20(40+) / სბ(43ჰ) 13:20(44ა) 13:23(50) 13:26(54) 16:26(56) 19:26(62) 19:33(64) 26:33(70) სბ(78ჰ)

რასინგ (სფრ) 13:9 კლერმონ$(სფრ)

ლ: ონდრო; გ 2ჯ: სექსთონ სბ ხინჩაგიშვილი ფანდერმერვე -
3ჯ:
პარა სბ ნალანგა

რეფ ოუენს (უელ) 13/10 @ პარიზი, ივ დიუ მანუარ (9 357)

0:3(10) 0:6(24) 3:6(33) 3:9(36) /
10:9(45) 13:9(54) სბ(63კ) სბ(65რ) სბ(78რ)

* დავით ხინჩაგიშვილი (რას) სინბინიდან (65) აღარ დაბრუნდა
(2 სოლო = 4 მეტრი, -1 შეცდომა, ბოჭვა 4/1, -2 ჯარიმა, -სინბინი)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 52 შეცვალეს (2 სოლო = 1 მეტრი, ბოჭვა 2/0)

ქულა: ჰლა რას 4; კლრ ჰრლ 1

<<   მეხუთე პული

ალსთერ (ირლ) 22:16 ლესთერ$(ინგ)

ლ: ბოუ; გ 5ჯ: ჯექსონ -
ლ: მულიპოლა; გ: ფლად; 3ჯ: ფლად 2, ო.ვილიამს სბ ქრეინ

რეფ პუატ (სფრ) 11/10 @ ბელფასთ, რეივენჰილ (10 940)

0:7(8) 7:7(17) 7:10(20) 10:10(32) 13:10(40) /
13:13(44) 16:13(59სბ) 19:13(66) 22:13(72) 22:16(77)

ტრევიზო (იტა) 10:27 მონპელიე (სფრ)

ლ: ლოამანუ; გ ჯ: ბოტეს სბ ჩეკატო ბარბიერი - 2ლ: პელისიე კონბეზუ; გ: პელისიე; 5ჯ: პაიოგ 4, პელისიე სბ გორგოძე ვუსტოს

რეფ ფილიპს (ირლ) 12/10 @ მონიგო (4 635)

0:3(2) 0:6(21) 3:6(25სბ) 3:9(36) /
3:12(46სბ) 3:15(60სბ) 3:22(66) 3:27(72) 10:27(75) სბ(77მ)

* მამუკა გორგოძე (მნპ) 80 ბურჯის შესაშვებად შეცვალეს
(1 სალელოე პასი, 5 პასი, 10 სოლო = 25 მეტრი, 1 გარღვევა,
1 გაბითურება, 2 ოფლოუდი, -3 შეცდომა, ბოჭვა 10/0,
დერეფანი 3/0, -3 ჯარიმა, -სინბინი)

ქულა: მნპ ალს 4; ლსთ 1; ტრვ 0

<<   მეექვსე პული

ედინბურგ (შტლ) 29:23 მანსთერ$(ირლ)

2ლ: სქოთ ფისერ; 2გ 5ჯ: ლეიდლოუ -
2ლ: ლაულალა შერი; 2გ 3ჯ: ქითლი

რეფ დოილ (ინგ) 12/10 @ მარიფილდ (7 024)

7:0(7) 10:0(12) 10:3(16) 10:10(20) 13:10(22) 13:17(27) 16:17(29) 19:17(34) / 19:20(53) 19:23(65) 26:23(70) 29:23(76)

* დიმიტრი ბასილაია (ედნ) 62 შეცვალეს (4 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 10/2, დერეფანი 1/0)

გლოსთერ (ინგ) 27:22 პერპინიონ$(სფრ)

2ლ: ქოუან მეი; გ 5ჯ: თველვთრიზ სბ კვეშიჩ -
ლ გ 4ჯ ა: ჰუქ სბ დიურან წბ მაფი

რეფ ჰოჯის (უელ) 12/10 @ ქინგსჰოლმ (11 937)

0:7(2) 3:7(11) 6:7(18) 6:10(22) 6:13(37) 9:13(40+5) / სბ(43პ) 16:13(46) 16:16(50) 16:19(54სბ) 16:22(62ა) 19:22(66) 24:22(75) წბ(76პ) 27:22(80)

* გიორგი ჟღენტი (პრპ) შესვენებაზე შევიდა (1 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 6/0, -1 ჯარიმა)

ქულა: ედნ გლო 4; პრპ მნს 1

>>   პულური რაუნდები

18-20/10, 6-8/12, 13-15/12 * 2014: 10-12/01, 17-19/01

>>   ლეი ოფი

4-6/04  მეოთხედფინალი
26-27/04  ნახევარფინალი
შაბ 24/05  ფინალი @ კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com