წესი გამარტივდა

   ირბ-ის შვიდკაცის მორიგი, მე-15 სეზონი სერიის 11-გზის ჩემპიონის, ზელანდიის უსიტყვო გამარჯვებით დაიწყო, დიდი "ოლ ბლექსი" კი ოზებს "ბლედისლოუზე" მესამედ, ზრდილობისთვისღა ერაგბება.

ქვინზლენდის "ოქროს ნაპირზე" გამართული ეტაპი დასაბამიდან 119-ე იყო. მასზე კივებმა თასი 47-ედ შემართეს, ანუ "ოლ ბლექ სევენსი, აწ უკვე რაინდად (სერ!) შერაცხული გორდონ თიჩენსის ხელქვეით, ყოველი ხუთი ტურნირიდან ორზე პირველობს ხოლმე.

ზელანდიამ გოულდქოუსთზე ექვსივე თამაში მოიგო. შინ რიგიანად იჩაუქა ავსტრალიამ: ნახევარფინალში, მეორე ოვერტაიმის ბოლოს ჯარიმა ააცილა, მაგრამ "ოქროს ლელოთი" მაინც ძლია აფრიკა და ფინალშიც თავიდან ორით დაწინაურდა, მაგრამ მერე ჩემპიონმა იქეთ დაალელოვა 6-ჯერ!

სერიის შემდეგი ეტაპი თვე-ნახევრის თავზე, არაბეთშია. დებულებაში სიახლე ისაა, რომ ელიტიდან გავარდნისა და მასში შესვლის წესი გამარტივდა: ვინც ჰონკონგში მოიგებს 12 არიფის შეჯიბრს, გაისად (2014-15) პირდაპირ შეცვლის 15 განთესილში ბოლოს.

ერთი კია, საქართველოს ეგ აღარ ეხება, რაღაი წელს ევროპაში VIII ადგილიღა დავიკავეთ. ჰოდა, ჰონკონგში ჩვენს ნაცვლად იტალია წავა.

 

ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

I ეტაპი. 12-13/10 @ გოულდ ქოუსთ (ავს)

<<   პულები [# მიწვეული]

(ა) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / შტატები 1-2, ტონგა# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / საფრანგეთი 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ფიჯი
(+45) უელსი (+17) 2-1 / კანადა (+2) 2-1, პორტუგალია 0-3
(დ) ავსტრალია 2-0*1, სამოა 2-1 / არგენტინა 1-2, შოტლანდია 0-2*1

<<   მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 40:0 სამოა (დ2)
ფიჯი (გ1)
12:26 ინგლისი (ბ2)
ავსტრალია (დ1) 24:12 კენია (ა2)
აფრიკა (ბ1) 28:21 უელსი (გ2)

<<   ნახევარფინალი

ზელანდია 14:5 ინგლისი
ავსტრალია 24:19*2დდ აფრიკა
>>  ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  შტატები 22:0 პორტუგალია
ფიალა (IX)  საფრანგეთი 19:14 კანადა
სინი (V)  ფიჯი
36:0 კენია
ბრინჯაო (III)  ინგლისი
47:0 აფრიკა
თასი (I) 
ზელანდია 40:19 ავსტრალია >>  ვიდეო

<<   ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 4 დიჯეი ფორბს^კაპ, 6 ტომასი თამა, 7 სემ დიქსონ, 10 ჯო ვებერ, 12 ემბროუზ ქერთის * 3 ბელჯემ ტუატანგალოა, 5 ლოტე რაიკამბულა, 8 მარქ ჯექმენ, 9 დევიდ რაიკუნა, 11 ვაისაკე ნაჰოლო * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

22 ზელანდია (: გოულდ ქოუსთ; 19 ავსტრალია; 17 ინგლისი;
15 აფრიკა; 13 ფიჯი; 12 კენია; 10 სამოა უელსი; 8 საფრანგეთი;
7 კანადა; 5 არგენტინა შოტლანდია; 3 შტატები; 2 პორტუგალია;
1 ესპანეთი / 1 ტონგა
#

<<   გასამართია

2

  29-30/11

დუბაი (არბ)
3

  7-8/12

პორტ ელიზაბეთ (აფრ)
4

24-26/01

ლას ვეგას (აშშ)
5

  7-8/02

ველინგთონ (ზელ)
6

22-23/03

ტოკიო (იაპ)
7

28-30/03

ჰონკონგ (ჩინ)
8

  3-4/05

გლაზგო (შტლ)
9

10-11/05

თვიქნემ (ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2013 (119 ეტაპი: 47 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

არაფრის-მომცემი ბლედისლოუ?

1931 წელს დაწესებული დიდრონი, ვერცხლის "ბლედისლოუს თასი" ზელანდიამ "ოთხი ერის" მეორე რაუნდში მოგებით შეინარჩუნა ზედიზედ მე-11 წლითაც, რაღაი 3-მატჩა სერიაში 2-0 დაწინაურდა, მაგრამ მესამე რკენა წინდაწინვე დაეთქვათ მეზობლებს და უნდა ჩატარდეს, მით უფრო, თუ სამხრეთელები მერე ევროპაში მიდიან.

რაც ზელანდიამ შარშანწინ (2011) მეორედ და ისევ შინ აიღო მსოფლიოს თასი, მწურთნელად გრემ ჰენრის ნაცვლად სთივ ჰანსენი დააწინაურა, უფრო გაძლიერდა და გალაღდა, რისი დასტურიც ბალანსია = 23: 21-1*1 (წააგო ინგლისში, ფრე ავსტრალიაში)

ოზებმა კივებს ეგ ფრე ზუსტად ერთი წლის წინ, ასევე არაფრის-მომცემ ბლედისლოუზე გაუგორეს, რის გამოც ზელანდია გულს ვეღარ დაიარხეინებს. მეტიც, ავსტრალიამ ტასმანის ზღვის გადაღმა ბოლოჯერ 2001 წელს, სწორედ რომ დანიდინში იმარჯვა, ოღონდაც ძველ, დანავსულ ქარისბრუქზე, სადაც მანამდე 10-ჯერვე წაეგო!

შედეგზე დამოკიდებული

ზელანდია გაისად ივნისამდე ასვენებს 32 წლის კონრად სმითს, რის გამოც მის მოგვარეს, უნივერსალ ბენს გამოცდის 13 ნომრად. მოკეთდა ზერაგბამდე დაშავებული ქორი ჯეინი და ქვეყნის პირველობაზე ორჯერ თამაშის შემდეგ ნაკრებშიც ფრთაზე უნდა დაეწყო, მაგრამ ბოლოსწინა ვარჯიშზე კანჭი დაეჭიმა.

ეგრევე გამოაკლდა გუნდს ღვაწლმოსილი მღლეტელი და კაპიტანი რიჩი მაკქოუ, 8 ნომერმა ქიარან რიდმა კი კავშირთან 2017 წლის ჩათვლით გააგრძელა კონტრაქტი, რათა 2015 წლის, ინგლისის მსოფლიო თასის შემდეგ "ბრიტანეთის ლომებსაც" დაუხვდეს.

ავსტრალიას არგენტინაში გაჯეჯილება (54:17) ერთბაშად სამი ბრამბის (ლეალიაფანო ტომანე ფარდი) დაშავებად დაუჯდა. ამად ვორათაზის კივი გარემარბი, პითერ ბითემი შეიქნება 2013 წლის მე-12 ახალბედა, ბოლო ორ წელში 19 მილიონით ნაზარალებმა კავშირმა კი ბიჭებს აუწყა, რომ ანაზღაურების წესს მალე შეუცვლის:

ნაკრების წევრის წლიურ ჯამაგირს ტესტში მონაწილეობისთვის დადგენილი 14 ათასი უპირობოდ აღარ დაემატება, ანუ სარფი შედეგზე დამოკიდებული გახდება.

 

მესამე ბლედისლოუ 2013

ფალავნობის ბოლო შაბათს აქეთ
*
დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

ზელანდია - ავსტრალია

<<   ოლ ბლექს

ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ჩარლზ პიატაუ^ 13 ბენ სმით$ 12 მაჰა ნონუ, 11 ჯულიან სავეა; 10 არონ ქრუდენ, 9 არონ სმით /

ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ქევენ მეალამუ* 3 ჩარლი ფაუმუინა;
4 ჯერემი სრაშ* 5 სემ ვაითლოქ; 6 ლიამ მესამ, 7 სემ ქეინ^ 8 ქიარან რიდ_კაპ

მრქ) 23 თომ თეილორ* 22 ბოდენ ბარეთ, 21 ტავერა ქერ-ბარლოუ /
16 დეინ ქოულზ, 17 ვაიეთ ქროქეთ, 18 ბენ ფრენქს; 19 ბროდი რეთალიქ
# 20 სთივენ ლუატუა

<<   ვოლაბიზ

ბექ) 15 იზრაელ ფოლაუ, 14 ადამ ეშლი-ქუპერ, 13 ტევიტა კურინდრანი, 12 მეთ ტომუა^ 11 პითერ ბითემ* 10 ქვეიდ ქუპერ,
9 ვილ გენია /

ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 სთივენ მორ, 3 ბენ ელიგზანდერ; 4 რობ სიმონს, 5 ჯეიმზ ჰორვილ_კაპ; 6 ბენ მოუენ$ 7 მაიქლ ჰუპერ,
8 ბენ მაკქალმან
^

მრქ) 23 ბერნარდ ფოლი, 22 მაიქ ჰარის* 21 ნიქ ვაით / 16 საია ფაინგა, 17 ბენ რობინსონ, 18 სეკორე კეპუ; 19 სიტალეკი ტიმანი,
20 დეივ დენის
*

<<   მსაჯები

რეფ) ქრეიგ იუბერ
კიდ) იაკო პეიპერ / სთიუართ ბერი (აფრ)
ვიდ) ვინი მანრო (ზელ)

შაბ 19/10  დანიდინ, ფორსაით ბარ  10.35 საქ

<<   ბალანსი

ზელანდია (1903-2013)  507: 385-104*18 (77.7%) +6855, 1735ლ
ავსტრალია (1899-2013)  557:
283-258*16 (52.2%) +2078, 1425ლ

პირისპირ (1903-2013)  148: 101-41*6 (2933:2010) ლ 383/224
ზელანდიაში (1905-2013)  68:
52-15*1 (1389:810) ლ 171/99
დანიდინში (1905-2001)  11:
10-1 (222:115) ლ 35/16

სამ-ოთხ ერზე (1996-2013)  40: 29-11 (1067:756) ლ 103/72
ბლედისლოუზე (1931-2013)  128:
89-34*5 (2648:1838) ლ 321/198
                                                       ^ თასი
42-12

შარშან (2012)  2-0*1
    27:19 (სიდნი 18/08 22:0 (ოქლენდ 25/08 18:18 (ბრისბენ 20/10)

წელს (2013)    2-0
    47:29 (სიდნი 17/08 27:16 (ველინგთონ 24/08)

სთრიმები

                

www.000webhost.com