უელსელებიც მიემხრნენ

   "ჰაინეკენის თასის" ორი რაუნდის შემდეგ ორ პულში ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, სხვაგან კი მაქსიმუმის - 10 ქულის მოკრეფა ეგრეც ვერავინ შეძლო.

ოთხშაბათს [23/10] დუბლინში თათბირი უნდა გამართულიყო ტურნირის მომავლის გამო, მაგრამ მედია აქამდეც [ხუთ 14.00 საქ] საეჭვოდ დუმს, რაღაი კავშირის კუთვნილი ოთხი უელსური კლუბი მეამბოხე ინგლისელებსა და ფრანგებს მიემხრო და პატრონს განუცხადა, თუ ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნვაა თქვენი ამოცანა, მაშინ ჰაინეკენის ალტერნატივაზე, "ჩემპიონთა თასზე" უნდა მიგვავლინოთო.

უელსელთაგან მოედანზე ივარგა ოდენ კარდიფმა, ვინც წვიმაში თვით ჩემპიონი, ტულონი დააშამათა თამაშის ბოლოს, ახლოდან შეტანილი ლელოთი. ოსპრეიზი მეორედაც დამარცხდა და 0 ქულით პულის ფსკერზეა, 13-ქულიანი ფორის გამფლანგველი ჰლანეჰლი კი იხსნა ტელი-რეფმა, ვინც რასინგს ბოლო წუთზე ლელო იმად არ ჩაუთვალა, რომ შეტევის წინა ფაზაში ბურთი წინ დაუვარდა და რეფმა ვერ შენიშნა.

ბოლო შეტევითღა

ამბიციური სარასენსი ტულუზს უემბლიზე დაუხვდა. ფრანგები ბოლო ნახევარი საათის წინ სამი გოლით აგებდნენ, მაგრამ ბრძოლაში მარქაფა ჩააბეს და მიეძალნენ. სტუმრები მიზანს გაგორებითა და შერკინებიდან ატაცებით ეწივნენ, ლონდონის კლუბმა კი სირენის შემდეგ 20 ფაზა აკინძა და არეკნიც დაკრა, მაგრამ ოუენ ფარელს ფეხი მოეცარა.

ტულუზს დაემტვრა და მინიმუმ სამი თვით გამოაკლდა ზელანდიელი მგეზავი ლუქ მაკალისთერი. ბითუმად მოიგო ირლანდიის ოთხივე პროვინციამ, ოღონდაც ქონოთიც კი უპრემიოდ დარჩა - ძებრეს თუმც 33 ქულა მიართვა გასვლაზე, სქოთმა დენ პარქსმა 8 გოლი გაიტანა. კლერმონმა შინ წაუგებლად 65-ე მატჩიც გამართა, ლესთერმა კი ტრევიზოს ბოლო შეტევითღა დაუდო სანუკვარი, მეოთხე ლელო.

 

   ბოლო (?) XIX "ჰაინეკენის თასი"

    მეორე რაუნდი   ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

ლენსთერ (ირლ) 19:7 კასტრ (სფრ)

ლ: მაკგრას; გ 4ჯ: გოპერთ - ლ გ: ქოქოთ სბ ლამერა ტომა

რეფ გარნერ (ინგ) 19/10 @ დაბლინ, არ დი ეს (18 542)

3:0(3) 6:0(12) 9:0(18) 9:7(34) /
სბ(57კ) 16:7(63) 19:7(69) სბ(71კ)

* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 46 შეცვალეს (ბოჭვა 3/2, დერეფანი 1/0)

ნორსჰემპთონ (ინგ) 27:16 ოსპრეიზ (უელ)

3ლ: მანოა დეი ფოდენ; 3გ 2ჯ: მაილერ -
ლ გ 3ჯ სბ ბიგარ

3:0(2) 10:0(13) 10:3(19) 10:6(22) 17:6(28) /
17:13(45) 24:13(59) 24:16(63) 27:16(70) სბ(80ო)

რეფ როლან (ირლ) 20/10 @ ფრენქლინ გარდენზ (13 182)

ქულა: ლნს 8; ნორ 5; კსტ 4; ოსპ 0

<<   მეორე პული

კარდიფ (უელ) 19:15 ტულონ$(სფრ)

ლ: დევის; გ: ჰაფპენი; 4ჯ: პეჩელ, ჰაფპენი 3 -
5ჯ: ვილქინსონ

რეფ დოილ (ინგ) 19/10 @ არმზ პარქ (11 573)

3:0(4) 3:3(21) 3:6(28) 6:6(39) /
6:9(45) 6:12(54) 9:12(60) 12:12(69) 12:15(72) 19:15(79) ბოლო(80+3)

გლაზგო (შტლ) 20:16 ექსეთერ$(ინგ)

2ლ: სვინსონ ჰოუმს; 2გ 2ჯ: ჯექსონ -
ლ: ივერს; გ: სლეიდ; 3ჯ სბ სთინსონ

რეფ პუატ (სფრ) 20/10 @ სქოთსთაუნ (6 047)

0:3(2) 3:3(7) 3:6(13) 6:6(15) 6:9(21) სბ(23ე) /
13:9(50) 20:9(74) 20:16(77)

ქულა: ტლნ ექს 6; კდფ გლზ 5

<<   მესამე პული

სარასენს$(ინგ) 16:17 ტულუზ (სფრ)

ლ: ვაილზ; გ 3ჯ: ფარელ სბ სთრეთლ -
2ლ: ტოლოფუა პიკამოლ; 2გ ჯ: დუსენ

რეფ ოუენს (უელ) 18/10 @ ლონდონი, უემბლი (61 248)

7:0(9) სბ(19ს) 7:7(21) 10:7(31) 13:7(37) /
16:7(52) 16:10(67) 16:17(70) ბოლო(80+6)

ძებრე (იტა) 6:33 ქონოთ (ირლ)

2ჯ: ორკერა -
2ლ: ნაოუპუ ფიფიტა; გ 7ჯ: პარქს

რეფ დევის (უელ) 19/10 @ პარმა, "25 აპრილი" (2 ათასი)

0:3(2) 3:3(6) 3:6(8) 3:13(31) 3:16(35) 3:19(38) /
6:19(49) 6:22(59) 6:25(61) 6:28(65) 6:33(71)

ქულა: ტლზ 9; ქნთ სარ 5; ძბრ 0

<<   მეოთხე პული

ჰლანეჰლი (უელ) 26:26 რასინგ (სფრ)

2ლ: ს.ვილიამს რ.ვილიამს; 2გ 4ჯ: პრისთლენდ -
2ლ: ლორე მატანდინგო; 2გ 4ჯ: სექსთონ სბ შარჟევსკი ესტებანეს

რეფ პათერსონ (შტლ) 19/10 @ პარკ ი სქარლეთს (8 388)

0:7(9) 0:10(14) 3:10(19) 10:10(22) 13:10(35სბ) სბ(38რ) 20:10(40+) /
23:10(44) 23:13(50) 23:20(53) 23:23(61) 26:23(65) 26:26(70)

კლერმონ (სფრ) 23:16 ჰარლიქვინზ$(ინგ)

3ლ: ბერნ ფოფანა ლაკრონპ; გ 2ჯ: ჯეიმზ სბ ბერნ -
ლ: ვილიამს; გ ა: ევანს; 2ჯ: ბოტიკა ევანს

რეფ ქლენზი (ირლ) 20/10 @ მარსელ მიშელენ (17 631)

3:0(3) 8:0(8) 8:3(13) 13:3(20) 13:6(25) 20:6(26) სბ(28კ) 20:13(40+) /
23:13(45) 23:16(80+2ა)

ქულა: ჰლა რას 6; კლრ 5; ჰრლ 2

<<   მეხუთე პული

ლესთერ$(ინგ) 34:3 ტრევიზო (იტა)

4ლ: ვოლდრომ თ.იანგს სქალი თომპსთოუნ; 4გ 2ჯ: ფლად -
ჯ: ბოტეს სბ ბოტეს პავანელო ლოამანუ

რეფ გოზერ (სფრ) 18/10 @ ველფორდ როუდ (19 838)

3:0(17) 6:0(26სბ) 13:0(39) /
13:3(48) სბ(55ტ) 20:3(57სბ) 27:3(67) 34:3(80+
$პ)

მონპელიე (სფრ) 8:25 ალსთერ (ირლ)

ლ: ოდრენ; ჯ: პელისიე -
ლ:
თრიმბლ; გ: ჯექსონ; 5ჯ: პინარ 5, ჯექსონ

რეფ ჰოჯის (უელ) 19/10 @ ივ დიუ მანუარ (11 712)

3:0(5) 3:7(13) /
3:10(46) 8:10(49) 8:13(54) 8:16(59) 8:19(71) 8:22(74) 8:25(80+)

* მამუკა გორგოძე (მნპ) 63 შეცვალეს (1 პასი, 7 სოლო = 4 მეტრი,
-2 შეცდომა, ბოჭვა 4/1, -2 ჯარიმა)

* მიხო ნარიაშვილი (მნპ) 46 შევიდა (5 სოლო = 8 მეტრი, -1 ჯარიმა)

ქულა: ალს 8; ლსთ 6; მნპ 4; ტრვ 0

<<   მეექვსე პული

მანსთერ (ირლ) 26:10 გლოსთერ (ინგ)

2ლ: ვორლი მერფი; 2გ 4ჯ: ქითლი -
ლ: შარპლზ; გ ჯ: ბენთლი

რეფ გარსეზ (სფრ) 19/10 @ ლიმრიქ, სომონდ პარქ (23 510)

3:0(4) 6:0(10) 9:0(13) 9:7(17) 16:7(35) 16:10(39) /
19:10(66) 26:10(68)

პერპინიონ$(სფრ) 31:14 ედინბურგ (შტლ)

4ლ: მიშელ მჯეკევუ (2 4) პერლ; 4გ ჯ: ჰუქ -
2ლ: ფისერ კ.დიუპრე; 2გ: ლეიდლოუ 

რეფ მიტრეა (იტა) 20/10 @ ემე ჟირალ (10 073)

3:0(12) 3:7(40) /
10:7(45) 17:7(49) 24:7(61) 31:7(65
$პ) 31:14(77)

* გიორგი ჟღენტი (პრპ) 53 შეცვალეს (3 სოლო = 9 მეტრი, ბოჭვა 2/1)

ქულა: პრპ 6; მნს 5; ედნ გლო 4

>>   პულური რაუნდები

6-8/12, 13-15/12 * 2014: 10-12/01, 17-19/01

>>   ლეი ოფი

4-6/04  მეოთხედფინალი
26-27/04  ნახევარფინალი
შაბ 24/05  ფინალი @ კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com