100% უიღბლოთა დაშამათებით

   ევროპული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე თავიდან 19 ქულით ჩამორჩენილმა ზელანდიამ წამატებულ დროში მაინც ძლია უიღბლო ირლანდია და სეზონი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა.

სამყურები "ოლ ბლექსს" 1905 წლიდან ეტესტებიან და ვერაფრით მოუგიათ (28: 0-27*1)  კელტებს ამჯერად 20 წამი დააკლდათ ნავსის გატეხვამდე, ზელანდია კი შეიქნა პირველი გუნდი, ვინც პროფესიულ ხანაში (1996 წლიდან) სეზონის ყველა ტესტი მოიგო (14-0)

ირლანდია წინა ვიქენდზე ავსტრალიამ გააბურთავა, ამჯერად კი თავად ეკვეთა კივებს და საწყის მეოთხედში სამჯერ დაალელოვა: ქონორ მარიმ და რორი ბესთმა ახლოდან, ძალური სოლოებით დაამიწეს ბურთი, რობ ქარნიმ კი იზრაელ დეგს ჩაუჭრა პასი და 80 მეტრი ირბინა * 19:0

ჯონათან სექსთონმა მესამე გარდასახვა ძელს მოარტყა, რაც ბოლოს გადამწყვეტი გამოდგა. სტუმრებმა შოკს თავი დააღწიეს და არონ ქრუდენმა მოშიშვლებულ ზურგში გადაუკიდა ჯულიან სავეას, მაგრამ ბურჯი ვაიეთ ქროქეთი შერკინების ჩაქცევაში გამტყუნდა * 22:7

ყარაჩოხლურად ჩამოართვა

ირლანდია უმაგალითო ინტენსივობით ჩატარებულმა ტაიმმა გამოფიტა და შესვენების შემდეგ გაძლებაზეღა იყო, ზელანდიამ კი ბურთაობა ააწყო. 51 წუთზე დეგს დამიწებისას ჩაუწვა მარი; მალე დევინ თოუნერი ბლოკისთვის დაჯარიმდა, შეცვლაზე შესულმა ბურჯმა, ბენ ფრენქსმა კი ლელო ძალით შეიტანა * 22:17

კივებმა კიდევ შეუტიეს, მაგრამ რაქში თავად დაჯარიმდნენ. სექსთონმა თამაშის სადავეები იხელთა, ზედიზედ აწია აბრაგანი და ზურგშიც შეაცურა. ირლანდიამ ააგორა მამა-პაპური მოლი და 74 წუთზე
8 ქულით დამაწინაურებელი
ჯარიმა მოიპოვა, მაგრამ ქიქერს ნერვებმა უმტყუნეს და იგი უმალვე შეცვალეს.

სამყურებმა იმდენი მაინც იხერხეს, რომ დარჩენილი 6 წუთი კივთა ნახევარზე გაეტარებინათ. საომარი წამებიღა რჩებოდა და ირლანდია "აიღე და მიეძალეთი" ზედახორაში მარხავდა ბურთს. ჰოდა, კომიკოსმა უელსელმა რეფმა ოვალი ყარაჩოხლურად ჩამოართვა პარაზიტებს!

ეგებ გაგვივიდესო

ზელანდიამ ბედის წყალობა შეიშნო, ჯარიმა გაათამაშა, 22 ფაზა უტია და კვაჭ დეინ ქოულზის ოფლოუდით რაიან ქროთი მარცხენა ალამთან შეიჭრა * 22:22. შემცბარმა რეფმა ინგლისელ ტელი-რეფს ჯერ ბოლო პასი შეამოწმებინა და მერე ბოლოსწინაც, მაგრამ თემიდამ დარღვევა ეგეც ვერ გამოჩხრიკა.

ქრუდენი გარდასახვას კიდიდან ურტყამდა. ირლანდია ძაან წახდა და თავზეც ხელი აიღო. ეგებ გაგვივიდესო და კელტები დასაფარებლად ადრე გამოიქცნენ. არონმა მართლაც ააცილა, მაგრამ რეფმა გამეორება ბრძანა და ქიქერზე თავდასხმაც აკრძალა. ჰოდა, ქრუდენი თავს მოერია და მეოთხე წამატებულ წუთზე გაიტანა * 22:24, რითაც მსოფლიოს ირლანდიელობას გული მოუკლა.

ვიქენდის სხვა ტესტები ვერც რაგბობის დონითა და ვერც დრამატიზმით ახლოსაც ვერ მივლენ დუბლინის მატჩთან. ავსტრალიამ ლოთები რომ დასაჯა, შოტლანდიასთან შეკოწიწებული უკანა ხაზით ითამაშა, მაგრამ ლელოს გაუშვებლად მაინც მოიგო: ფულბექმა იზი ფოლაუმ თითო გაიტანა, შეამზადა და ორჯერაც იხსნა გუნდი, ქრისჩენ ლეალიაფანომ კი ბოლო მეოთხედში სამი გასატანი ჯარიმა დაახაია.

ერთურთს აბრალებენ

სანდენის ღამის რკენა უღიმღამო გამოვიდა. შეცდომებიდან დაიდო თითო ლელო: ჯეიპი პიტერსენმა დასაწყისშივე დაუფარა მორგან პარას, ზედ შესვენების წინ კი ბოკეს რაქიდან გამოუვარდა ბურთი. პარამ გასატანი ჯარიმაც ააცილა და ისე დაიმტვრა, რომ "ექვს ერამდე" ვერ მოკეთდება, მეორე ტაიმში კი ტელი-რეფმა აფრიკას ლელო ვერ დაუმტკიცა და გუნდებმაც ურჯუკობისთვის თითო სინბინი მიიღეს.

უელსმა შესვენებამდე ბექებით ორჯერ დაალელოვა ტონგა, მაგრამ შემდეგ თუმც სამი შანსი გაანიავა, მეასე სანაკრებო მატჩი მაინც დაუტკბო კივ გურუს, ვორენ გეთლენდს. არგენტინამ რომში, წვიმაში გვიანი არეკნით დააშამათა იტალია და რეიტინგში მე-13 ადგილამდე დააქვეითა, კრიჟანგები - რუსეთი და შტატები კი ლონდონიდან ლაივ-სთრიმინგის ჩაშლას ერთურთს აბრალებენ.

 

შემოდგომის ტესტები 2013

ბოლო, მესამე ვიქენდი * მიუთითებლად @ შაბ 23/11

უელსი 17:7 ტონგა

უელ: ჰაფპენი ნორს ო.ვილიამს ბექ ემოს <10-9> ჰუქ (პრისთლენდ 70) ჰლ.ვილიამს (რდ.ვილიამს 70) / ჯეიმზ (ბევინგთონ 70) ოუენს (ე.ფილიპს 70) რდ.ჯოუნზ (ლი 70) ჩართერის ევანს (ავ.ჯოუნზ 70) ლიდიეთ თიპურიქ რნ.ჯოუნზ^კაპ - 2ლ: ო.ვილიამს ბექ;
2გ ჯ: ჰაფპენი

ტონ: ლილო (ჰალაიფონუა 72) ფ.ვაინიკოლო ს.პიატაუ პაეა ჰელუ <10-9> ფოსიტა (აპიკოტოა 77) მოა (ფისილაუ 52) / აჰოლელეი (ვეა 52) ტაიონე (ტაუფალელე 63) პუაფისი (მაილაუ 52) ლოკოტუი ტუინეაუ; კალამაფონი (თიპოულ 47) ლატუ-ლანგილანგი^კაპ მაჰაფუ (ფონუა 42) - ლ: ჰელუ; გ: ფოსიტა

რეფ ფრეიზერ (ზელ) @ 22/11 კარდიფი, მილენიუმ (_)  >>   ვიდეო

3:0(15) 10:0(17) 17:0(26) 17:7(35) /

იტალია 14:19 არგენტინა

იტა: მაკლეინ ვენდიტი კამპანიარო კანალე (ბენვენუტი 80) იანონე <10-9> ალენ (ორკერა 66) გორი (ბოტეს 72) / რიძო (აგერო 66) გირალდინი (ჯაძონ 72) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 66) ხელდენჰეის (ფურნო 72) ბერნაბო (ბორტოლამი 55) ძანი ბარბიერი პარისე^კაპ - ლ: კამპანიარო; 3ჯ: ალენ

არგ: ტუკულეტ (კორდერო 57) გონსალეს-ამოროსინო აგუჟა ასკარატე (როხას 71) იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 66) / აჟერსა სბ 61, გინიასუ ვუსტოს; კარისა (ლავანინი 75) გალიარსა; ლეგისამონ^კაპ ფარიას-კავეჟო (მატერა 61) მაკომე (ლოვო 66-70) - ლ: იმოფ;
გ 3ჯ ა: სანჩეს

რეფ პოლოქ (ზელ) @ რომი, ოლიმპიკო (45 ათასი >>   ვიდეო

3:0(5) 6:0(18) 6:7(22) 9:7(25) 9:10(34) /
9:13(55) სბ(61ა) 14:13(63) 14:16(68) 14:19(73ა)

პორტუგალია 8:52 კანადა

ლ: ლ.ლეალ; ჯ: პ.ლეალ -
7ლ: ჰერნ (1 5) პრიჩარდ (2 3) ბლევინს ბრეიდ პერის; 4გ 3ჯ: პრიჩარდ

რეფ დევის (უელ) @ ლისაბონი, უნივერსიტარიუ (_)

0:7(10) 0:14(21) 0:17(28) 3:17(30) 3:20(33) 3:25(40) /
3:28(47) 3:35(52) 3:42(56) 8:42(62) 8:47(66) 8:52(70)

ესპანეთი 7:40 იაპონია

ლ: სემპერე; გ: გარსია სბ ქუქ პრადალი - 4ლ: ჰორიე ბროდჰერსთ (2 3) ჰიროსე; გ 6ჯ: გორომარუ სბ თომპსონ ჰირაშიმა 

რეფ მონტეს (ურუ) @ მადრიდი, უნივერსიტარია (_)  >>   ვიდეო

0:3(3) 0:6(7) 0:9(9) 0:12(23) სბ(31ი) 7:12(37) 7:15(39) /
სბ(46ი) 7:20(47) 7:23(53) სბ(58ე) 7:28(59) სბ(62ე) 7:35(64) 7:40(69)

რუსეთი 7:28 შტატები

ლ: გარბუზოვ; გ: გაისინ -
3ლ: ვაილზ მანოა დოულან; 2გ 3ჯ: სიდელ

რეფ მიტრეა (იტა) @ ლონდონი, ალიანს (_)  >>   ვიდეო

0:7(15) 0:12(23) / 0:15(41) 0:18(43) 0:21(49) 7:21(52) 7:28(80)

რუმინეთი 7:26 ფიჯი

ლ: [საჯ] გ: ვლაიკუ -
3ლ: ტალემბულა ნანდოლო ნანგუსა; გ: მბაი; 3ჯ: მბაი 2, ნანდოლო

რეფ ფილიპს (ირლ) @ ბუქარესტი, არკულ (_)

0:5(13) 0:10(18) 7:10(30) 7:13(38) 7:16(40) / 7:23(41) 7:26(77)

შოტლანდია 15:21 ავსტრალია

შტლ: მეითლენდ სიმორ დელუკა თეილორ (ევანს 66) შ.ლამონთ
<10-9>
ვიარ
ლეიდლოუ (ქაზითერ 59) / გრანთ (დიქინსონ 47) ფორდ (მაკართურ 21) მ.ლოუ (მარი 51) გილქრისთ (ჯ.გრეი 66) ჰემილთონ; ბითი ბრაუნ^კაპ დენთონ (ქ.ლოუ 61) - 5: ლეიდლოუ

ავს: ფოლაუ ტომანე ლეალიაფანო ჰარის ფეაუაი-საუტია <10-9> ქუპერ გენია (ვაით 66) / სლიპერ მორ (ფაინგა 77) კეპუ (ელიგზანდერ 59) სიმონს სბ 48, ჰორვილ (ტიმანი 59) ფარდი (მაკქალმან 76) ჰუპერ მოუენ^კაპ - 2ლ: ფოლაუ ფეაუაი-საუტია; გ 3ჯ: ლეალიაფანო

რეფ პეიპერ (აფრ) @ ედინბურგი, მარიფილდ (56 732)  >>   ვიდეო

0:3(3) 3:3(6) 6:3(11) 6:6(23) 6:13(27) 9:13(30) 12:13(37) /
12:18(43) 15:18(49სბ) 15:21(51)

საფრანგეთი 10:19 აფრიკა

სფრ: დიულენ გიტუნ ფრიც (ბასტარო 60) ფოფანა იუჟე <10-9> ტალე (მიშალაკ 75) პარა (დუსენ 67) / ფორესტიე (დომინგო 41 სბ 68) კეიზერ (შარჟევსკი 47) მას (სლიმანი 57) პაპე მაესტრი (ვაამაინა 51) დიუზოტუარ^კაპ (ფორესტიე 72-78) ლორე (ნიონგა 70) შული -
ლ: იუჟე; გ: პარა; ჯ: დუსენ

აფრ: ლერუ (ლემბი 57-60, 72) პიტერსენ ფური დევილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> მ.სტეინ პინარ / მთავარირა (სტენკამპ 57) ბ.დიუპლესი (სტრაუს 67) უსტჰეიზენ (ადრიანსე 74) ეცებეთ (ბოთა 16, კოლისი 75) ფლ.ფდმერვე; ლოუ სბ 73, ალბერც (დიუტოი 68) ფერმიულენ -
ლ: პიტერსენ; გ: სტეინ; 4ჯ: სტეინ 3, ლემბი

რეფ ბარნს (ინგ) @ პარიზი, სან დენი (80 ათასი)  >>   ვიდეო ინგ ფრნ

0:7(3) 0:10(27) 0:13(39) 7:13(40+) /
7:16(60) სბ(68ს) 10:16(74სბ) 10:19(79)

ირლანდია 22:24 ზელანდია

ირლ: რ.ქარნი ბოუ ოდრისქოლ (ფითსჯერალდ 54) დარსი დ.ქარნი <10-9> სექსთონ (მედიგან 76) მარი / ჰილი (მაკგრას 70) ბესთ (ქრონინ 15) როს (ფითსპათრიქ 66) თოუნერ (მაკქართი 66) ოქონელ^კაპ; ომანი (მაკლოჰლინ 57) ობრაიენ ჰიზლიპ -
3ლ:
მარი ბესთ რ.ქარნი; 2გ ჯ: სექსთონ

ზელ: დეგ (ქროთი 53) ჯეინ (ბარეთ 66) ბ.სმით ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ ა.სმით / ქროქეთ (ბ.ფრენქს 61) ჰორ (ქოულზ 43) ფაუმუინა (ო.ფრენქს 57) რეთალიქ ს.ვაითლოქ; ლუატუა (მესამ 57) მაკქოუ^კაპ რიდ - 3ლ: სავეა ბ.ფრენქს ქროთი; 3გ ჯ: ქრუდენ

რეფ ოუენს (უელ) @ 24/11 დუბლინი, ავივა (51 ათასი)  >>   ვიდეო

7:0(6) 14:0(12) 19:0(18) 19:7(27) 22:7(34) /
22
:10(53) 22:17(66) 22:24(80+4)

*  სქრამ.კომის სტატისტიკა

ბურთის ფლობა 47-53% (57-43 / 38-62)
ტერიტორია
46-54% (58-42 / 34-66)
გაქცევა 113-147 (294-535 მეტრი, გარღვევა 3-6
პასი
136-209, ოფლოუდი 5-9
ფეხით
24-18, სადგამიდან 3/5-4/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 165-137, აცლა/გაგდებინება 22-14, მოლი 6-1
ბოჭვა
87-152, გატარება 10-16
დაჯარიმება
6-8
თავისი*მეტოქის შერკინება
5*0-5*1, დერეფანი 13*1-5*1

ნავარდი (მეტრი: 114 რ.ქარნი, 21 ოდრისქოლ -
                             102 ბ.სმით, 71 სავეა, 44 ბარეთ, 42 დეგ

ბოჭვა: 21 ჰიზლიპ, 16 ობრაიენ - 16 მაკქოუ, 13 ვაითლოქ

ჯილა (პასი/შეუტია: დარსი 9/8, ოქონელ 5/9 -
           ნონუ 13/12, რეთალიქ
7/14, დეგ 9/9, ბ.სმით 5/12

ირბ-ის რეიტინგი [25/11]

1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8609,
4 ინგლისი 8570, 5 უელსი 8098, 6 საფრანგეთი 8087,
7 ირლანდია
7933, 8 სამოა 7734, 9 შოტლანდია 7656,
10 არგენტინა
7644, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321

13 იტალია 7313, 14 იაპონია 7206, 15 კანადა 7075,
16 საქართველო 6907, 17 რუმინეთი 6747, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი
6114, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 6062,
22 პორტუგალია
5937, 23 ნამიბია 5879, 24 კორეა 5810

+/-: საქ 190 სამ (16:15 შ, ფიჯ 134 რუმ, არგ 121 იტა, აშშ 80 რუს,
აფრ
57 სფრ, ავს 44 შტლ, კან 35 პორ, იაპ 34 ესპ, ზელ 0 ირლ,
უელ
0 ტონ

"პლანეტ რაგბის" რჩეული [წინა ვიქენდზეც]

15 რობ ქარნი (ირლ, 14 ჯეიპი პიტერსენ (აფრ, 13 ბენ სმით (ზელ,
12 გორდონ დარსი (ირლ, 11 იოან იუჟე (სფრ; 10 არონ ქრუდენ (ზელ,
9
ქონორ მარი (ირლ) / 1 ქიან ჰილი (ირლ,
2 სთივენ მორ (ავს, 3 კუნი უსტჰეიზენ (აფრ; 4 პასკალ პაპე (სფრ, 5 ფლიპ ფანდერმერვე (აფრ;
6 შონ ობრაიენ (ირლ, 7
მაიქლ ჰუპერ (ავს, 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)

ჩაროზი

სთრიმები

                    

საქართველოს თარიღითა და დროით!

30/11 ბარბაროსები 18.30 ფიჯი ლონდონი

30/11

უელსი

21.00

ავსტრალია

კარდიფი