არ გვიღალატნიაო

   ფრანგთა უპირობის გადამკიდე შემდეგ "ჰაინეკენის თასზე" აღარ ირაგბებს ოდენ ინგლისი, მიმდინარე ტურნირის მესამე რაუნდში კი ისევ იმარჯვა ოთხივე ირლანდიურმა გუნდმა, ხოლო ქონოთმა სენსაციაც გამოაცხო.

ტელებარონთა ჩარევის გამო და კელტების თავკერძობის წყალობით ევროპულ რაგბში კრიზისი მომწიფდა. ინგლისმა და საფრანგეთმა თქმით რომ ვერაფერი შეასმინეს შპს "ევროპის თასს, სექტემბერში ჰაინეკენის სანაცვლო, კლუბთა მიერ მართული "ჩემპიონთა თასი" დაიწესეს 2014 წლის შემოდგომიდან.

ირბ-მა განდგომილნი დაგმო და გარეშე შუამავლის მეშვეობით ოქტომბერში იმდენიც შეძლო, რომ არსებული ფორმულა მეამბოხეთა მოთხოვნებისთვის მოერგო: გაისიდან "კელტების ლიგის" წევრებიც სპორტული პრინციპით (და არა დასაბამიდან გარანტირებულად) გავლენ ჰაინეკენზე, ოღონდაც 20 მონაწილეში ყველა ქვეყანას მინიმუმ თითო გუნდი ეყოლება, რაც შვებაა შოტლანდიისა და იტალიისთვის.

უკანდახევა არ ეგებისო

გაისარჯნენ მახვშებიც: საფრანგეთის ფედერაციის თავკაცმა პიერ კამუმ ნოემბერში მოთაფლა ეროვნული ლიგის შეფი პოლ გოზე (ფოტოზე მარჯვნივ) ოღონდ ჰაინეკენზე დარჩით და თითო კლუბს 2 მილიონ ევროს მოგითვლითო. მსუნაგებს იდეა მოეწონათ და ლიგაც ისევ შეეკრა ფედერაციას, მაგრამ ინგლისელებსაც შეუთვალა, თქვენთვის არ გვიღალატნიაო, და განახლებულ მარაქაში მათი გარევა მოითხოვა.

ამასობაში დადგა დეკემბერი. დუბლინურმა შპს-მ ინგლისის დესპანი არ იხმო თათბირზე, პრემიერშიპის კლუბებმა კი, მარქ მაკქაფერთის (ფოტოზე მარცხნივ) თამადობით, დაასკვნეს, უკანდახევა არ ეგებისო. ამით რაგბის სამშობლო საკლუბო დონეზე 16 წლის შემდეგ ისევ მოწყდება ევროპას და უელსის ოთხი რეგიონის პრემიერშიპში ჩაბმას ეცდება, ფრანგები კი ჰაინეკენში თურმე ოდენ ერთი წლით რჩებიან.

ბიუჯეტებს ნუ შევადარებთო

სამი რაუნდის შემდეგ სამ-სამი მოგება აქვთ მხოლოდ დუბლინის ლენსთერსა და ბელფასთის ალსთერს. დედაქალაქმა ნორსჰემპთონს 15-ვე კეპოსანი (!) გაუყვანა და სტუმრად პრემია შესვენებამდე აიღო, უდაბურმა და თოშიანმა ქონოთმა კი გასვლაზევე დააშამათა ევროპის ერთადერთი 4-გზის ჩემპიონი, ბუმბერაზი ტულუზი.

ფრანგებს ამ მატჩში ბურთი დროის 60% ეპყრათ; მათ ხაზი 10-ჯერ გაჭრეს და მბოჭავიც 32-ჯერ გააბითურეს, მაგრამ სწორი გაგრძელება ვეღარ მონახეს. ჰოდა, კაპიტანმა ტიერი დიუზოტუარმა მოსწრებულად შენიშნა, კლუბთა ბიუჯეტებს ნუ შევადარებთ; უბრალოდ, დღეს 15 ირლანდიელი 15 ფრანგს ჯობდაო.

რაუნდის რჩეულში

ლიმრიქის მანსთერმა დაანგრია კატალანის პერპინიონი, ერთი მატჩით ნანტში გადაბრძანებული პარიზის რასინგი კი ლონდონის ჰარლიქვინზმა მოსრა.

თასის ამჟამინდელი მფლობელის, ტულონის ინგლისელმა ქიქერმა, ჯონი ვილქინსონმა სადგამიდან ხუთიდან ოთხი ააცილა, მაგრამ ბოლოს არეკნი მაინც შეუგდო დევონის ექსეთერს.

კლერმონმა ბურჯ კლემონ რიკის გვიანი ლელოთიღა აიღო პრემია ჰლანეჰლისთან; ბობოლა "პლანეტ რაგბმა" რაუნდის რჩეულში შეიყვანა მონპელიელი მამუკა გორგოძე; საფრანგეთის ჩემპიონ კასტრს კი წამატებულ დროში თუმც ორი ბექი გაუსინბინეს პროფესიული ფოლისთვის, რეფმა ბოლოს მაინც შემტევი დააჯარიმა.

 

   XIX "ჰაინეკენის თასი"

   მესამე რაუნდი   ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

კასტრ (სფრ) 15:9 ოსპრეიზ$(უელ)

5ჯ: ქოქოთ 4, პალი სბ პალი მბაიკენუკუ -
3ჯ: ბიგარ სბ ნატონგა ლუის

რეფ ფითსგიბონ (ირლ) 6/12 @ პიერ ანტუან (7 108)

0:3(5) სბ(9ო) 3:3(14) 3:6(22) 6:6(31) /
9:6(49) 12:6(62სბ) 12:9(74) 15:9(77) სბ(80+2კ) სბ(80+3კ) 
* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 63 შევიდა (3 სოლო = 3 მეტრი, ბოჭვა 4/0)

ნორსჰემპთონ (ინგ) 7:40 ლენსთერ$(ირლ)

ლ: დიქსონ; გ: მაილერ - 6ლ: ფითსჯერალდ (1 2 6) ჰიზლიპ რედენ ოდრისქოლ; 5გ: მედიგან სბ ბენთ

რეფ ოუენს (უელ) 7/12 @ ფრენქლინ გარდენზ (13 475)

0:7(4) 0:12(8) 0:19(28) 0:26(38$) /
0:33(64) 7:33(68სბ) 7:40(71)

ქულა: ლნს 13; კსტ 8; ნორ 5; ოსპ 1

<<   მეორე პული

კარდიფ (უელ) 29:20 გლაზგო (შტლ)

2ლ: პეჩელ ქასბერთ; 2გ: ჰაფპენი; 5ჯ: ჰაფპენი 4, პეჩელ (2) -
2ლ: მეითლენდ ნაკარავა; 2გ 2ჯ: ვიარ

რეფ ქლენზი (ირლ) 6/12 @ არმზ პარქ (6 144)

3:0(12) 6:0(16) 13:0(23) 16:0(32) 16:7(40)/
19:7(47) 19:10(53) 19:13(63) 22:13(71) 29:13(74) 29:20(79)

ექსეთერ$(ინგ) 9:14 ტულონ (სფრ)

3ჯ: სთინსონ 2, სლეიდ -
ლ: ფრეზია; 2ჯ: ვილქინსონ გიტო; ა: ვილქინსონ

რეფ როლან (ირლ) 7/12 @ სენდი პარქ (10 744)

3:0(3) 3:5(4) 3:8(11) 6:8(19) 9:8(36) / 9:11(66) 9:14(75ა)

ქულა: ტლნ 10; კდფ 9; ექს 7; გლზ 5

<<   მესამე პული

ძებრე (იტა) 10:39 სარასენს$(ინგ)

ლ: ვუნისა; გ: ორკერა; ჯ: გარსია სბ ვუნისა მა.ბერგამასკო -
5ლ: კრეის იუბერ ვაილზ ეშთონ (4 5) 4გ: ჰოჯსონ 3, ფარელ;
2ჯ:
ჰოჯსონ სბ თეილორ

რეფ გოზერ (სფრ) 7/12 @ პარმა, "25 აპრილი" (2 350)

0:3(7) 0:10(15) 0:13(20) 0:18(25) სბ(28ძ) 0:25(33) სბ(35ძ) /
3:25(44) 3:32(63
$) 3:39(70) სბ(74ს) 10:39(79)

ტულუზ$(სფრ) 14:16 ქონოთ (ირლ)

2ლ: ბარაკ დიუზოტუარ; 2გ: ბარაკ ბოკსის -
ლ: მარმიონ; გ 2ჯ ა: პარქს

რეფ მიტრეა (იტა) 8/12 @ ერნესტ ვალონ (16 742)

0:3(13) 0:6(16ა) 7:6(40+) / 7:9(46) 7:16(49) 14:16(66)

* ჯაბა ბრეგვაძე (ტლზ) 75 შევიდა (1 სოლო = 1 მეტრი)

ქულა: ტლზ სარ 10; ქნთ 9; ძბრ 0

<<   მეოთხე პული

კლერმონ$(სფრ) 32:11 ჰლანეჰლი (უელ)

4ლ: ქადმორ ნალანგა (2 3) რიკ; 3გ: ჯეიმზ 2, დელენი; 2ჯ: ჯეიმზ -
ლ: რ.ვილიამს; 2ჯ: პრისთლენდ ჯ.ვილიამს

რეფ დოილ (ინგ) 7/12 @ მარსელ მიშელენ (17 140)

3:0(9) 6:0(12) 6:3(16) /
13:3(47) 13:6(49) 20:6(53) 25:6(59) 25:11(79) 32:11(80+6
$)

რასინგ (სფრ) 8:32 ჰარლიქვინზ$(ინგ)

ლ: ლერუ; ჯ: დონბიელ -
4ლ: ევანს ისთერ ვოქერ კ.დიქსონ; 3გ 2ჯ: ევანს

რეფ ჰოჯის (უელ) 7/12 @ ნანტ, ბოჟუარ (29 395)

0:7(20) 0:10(24) 0:17(31) 3:17(40+3) /
3:20(44) 3:27(46) 8:27(58) 8:32(73
$)

* დავით ხინჩაგიშვილი (რას) 48 შევიდა (ბოჭვა 5/1)

ქულა: კლრ 10; ჰრლ 7; ჰლა რას 6

<<   მეხუთე პული

ალსთერ$(ირლ) 48:0 ტრევიზო (იტა)

7ლ: ჯექსონ ლ.მარშალ (2 7) აფოა თუი დოილ თრიმბლ;
5გ ჯ:
ჯექსონ სბ მარშალ

რეფ პირს (ინგ) 7/12 @ ბელფასთ, რეივენჰილ (12 977)

5:0(5) 12:0(17) 19:0(31) 22:0(40+2) /
სბ(52ა) 29:0(58
$) 36:0(67) 41:0(71) 48:0(76)

ლესთერ$(ინგ) 41:32 მონპელიე$(სფრ)

4ლ: ნგონევა ბენჯემინ (2 3) გიბსონ; 3გ 4ჯ: ფლად; ა: ლემბ -
4ლ: გორგოძე ნანგუსა ბერარ (3 4) 3გ: პელისიე 2, ტრენ-დიუკ;
2ჯ:
პელისიე

რეფ ლეისი (ირლ) 8/12 @ ველფორდ როუდ (21 404)

7:0(5) 10:0(7) 10:3(10) 17:3(14) 24:3(16) 24:6(22) 24:13(30) 24:18(40) /
27:18(57) 32:18(61
$) 35:18(66) 35:25(68) 38:25(73) 38:32(80$) 41:32(80+ა)

* მამუკა გორგოძემ (მნპ) შეუცვლელად ითამაშა (1 ლელო, 1 ესისთი,
1 დარტყმა, 6 პასი, 10 სოლო = 71 მეტრი, 1 გარღვევა, 2 გაბითურება, 4 ოფლოუდი, -2 შეცდომა, ბოჭვა 8/0, -1 ჯარიმა)

* მიხო ნარიაშვილი (მნპ) 55 შევიდა (ბოჭვა 2/0)

ქულა: ალს 13; ლსთ 11; მნპ 5; ტრვ 0

<<   მეექვსე პული

მანსთერ$(ირლ) 36:8 პერპინიონ (სფრ)

5ლ: დუგალ ქილქოინ ერლს [საჯ] ქაფლინ; 4გ: ქითლი 2, ჰენრან 2; ჯ: ქითლი - ლ: მიშელ; ჯ: ჰუქ სბ პულუ

რეფ გარნერ (ინგ) 8/12 @ ლიმრიქ, სომონდ პარქ (23 615)

7:0(4) 10:0(11) 15:0(26) 22:0(36) /
22:3(45) 29:3(67
$სბ) 36:3(79) 36:8(80) 

ედინბურგ (შტლ) 12:23 გლოსთერ (ინგ)

2ლ: თონქს დენთონ; გ: ლეიდლოუ -
3ლ: ქუქ თომას (2 3) გ 2ჯ: ბერნს სბ ჰადსონ

რეფ გარსეზ (სფრ) 8/12 @ მარიფილდ (5 417)

5:0(7) 5:5(11) 5:8(16) 5:15(19) 5:18(32) /
5:23(46) 12:23(53) სბ(61გ)

ქულა: მნს 10; გლო 8; პრპ 6; ედნ 4

>>   პულური რაუნდები

13-15/12 * 2014: 10-12/01, 17-19/01

>>   ლეი ოფი

4-6/04  მეოთხედფინალი
26-27/04  ნახევარფინალი
შაბ 24/05  ფინალი @ კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com