მანდელას უძღვნეს

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე მესამე გუნდმა - აფრიკამ იპირველა და გამარჯვება განსვენებულ ნელსონ მანდელას მიუძღვნა.

ახალი, არა-რასისტული რესპუბლიკის პირველი არა-თეთრი პრეზიდენტი ხუთშაბათს, 95 წლისა მიიცვალა, შეჯიბრი კი ვიქენდზე იყო "ნელსონ მანდელას ყურის" სტადიონზე. "ბლიც-ბოკესაც" მეტი რა სტიმული ჭირდებოდა და ტურნირი დაუმარცხებლად განვლო.

აფრიკის ეტაპი ზედიზედ ოთხჯერ მოეგო სერიის 11-გზის ფალავან ზელანდიას. ამჯერად პულებში ჩარჩნენ სამივე ბრიტანული გუნდი (ინგ უელ შტლ) და ავსტრალიაც, წინა, არაბეთის ეტაპის ჩემპიონი, ფიჯი კი მეოთხედფინალში გააგდო მეზობელმა სამოამ.

აგინეს და აწიტეს

ზელანდია აფრიკას დასაბამიდან 38-15 ჯობნიდა და ფინალში მალეც 14:0 გაუსწრო, მაგრამ მერე მასპინძლებმა ზე-აგრესიული პრესინგით მათსავე ნახევარზე გამოკეტეს კივები და სამჯერ დაალელოვეს. ოზი რეფი მეთ ობრაიენიც რაქში სულ ზელანდიას აჯარიმებდა და კრიტიკულ მომენტში ბობოლებს კაციც კი გაუსინბინა.

ეტაპის უმარგესად ფიჯელი კივი, ბებერი ტომასი თამა ცნეს. ვიდრე მანდელა ციხეში იჯდა, არა-თეთრებს სძულდათ ბოკე და "ოლ ბლექსს" ქომაგობდნენ. მოზანგო თემის ნაწილში ეს ტრადიცია აქამდეც შემორჩა. ჰოდა, რასობრივად ჭრელმა ბლიც-ბოკემ რომ მოიგო საარაკო ფინალი, ამ ვაიფანებმა თვისტომებს აგინეს და აწიტეს!

 

ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

III ეტაპი. 7-8/12 @ პორტ ელიზაბეთ (აფრ)

<<   პულები [# მიწვეული]

(ა) ფიჯი 3-0, საფრანგეთი 2-1 / ავსტრალია 1-2, შოტლანდია 0-3
(ბ) აფრიკა
3-0, კენია 2-1 / ესპანეთი 1-2, კანადა 0-3
(გ) ზელანდია 3-0, პორტუგალია 2-1 / უელსი 1-2, შტატები 0-3
(დ) არგენტინა 3-0, სამოა 2-1 / ინგლისი 1-2, ზიმბაბვე
# 0-3

<<   მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 12:28 სამოა (დ2)
ზელანდია (გ1) 19:0 კენია (ბ2)
არგენტინა (დ1) 14:7 საფრანგეთი (ა2)
აფრიკა (ბ1) 45:0 პორტუგალია (გ2)

<<   ნახევარფინალი

ზელანდია 19:5 სამოა
აფრიკა 31:0 არგენტინა

<<   ფინალი

ფარი (XIII)  შოტლანდია 19:12 კანადა
ფიალა (IX)  ინგლისი 28:19 ავსტრალია
სინი (V)  ფიჯი 45:19 საფრანგეთი
ბრინჯაო (III)  სამოა 21:7 არგენტინა
თასი (I) 
აფრიკა 17:14 ზელანდია   >>  ვიდეო

<<   აფრიკა

2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ, 5 სამპი მასტრიტ, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 7 ბრანკო დიუპრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 10 სესილ აფრიკა * 1 ქრის დრაი, 4 ქვაგა სმით, 8 სთივენ ჰანთ, 11 ვერნერ კოკ, 12 ჩესლინ კოლბე * მწ) ნილ პაუელ

<<   ქულა

58 ზელანდია (თ: გოულდ ქოუსთ; 56 აფრიკა (თ: პორტ ელიზაბეთ; 48 ფიჯი (თ: დუბაი; 40 ინგლისი; 34 ავსტრალია; 33 არგენტინა;
32 კენია სამოა; 27 უელსი; 23 საფრანგეთი; 19 პორტუგალია;
18 შოტლანდია; 14 კანადა; 9 შტატები - 4 ესპანეთი
(პირდაპირ ვარდება) /
1 ზიმბაბვე
# რუსეთი#  ტონგა#

<<   გასამართია [2014]

4

24-26/01

ლას ვეგას (აშშ)
5

  7-8/02

ველინგთონ (ზელ)
6

22-23/03

ტოკიო (იაპ)
7

28-30/03

ჰონკონგ (ჩინ)
8

  3-4/05

გლაზგო (შტლ)
9

10-11/05

თვიქნემ (ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2013 (121 ეტაპი: 47 ზელანდია - 22 ფიჯი; 18 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com