დაძვირებული რევანში

   წინა ვიქენდზე წაგებისთვის თორმეტიდან ოდენ ოთხმა გუნდმა აიღო რევანში "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდში.

საახალწლოდ ოთხი გამარჯვება დაუგროვდა მხოლოდ ბელფასთის ალსთერს, ვინც ტრევიზო პრემიით სტუმრადაც, ნისლში გაასაღა. ისევ მოიგო მესამე რაუნდში წარმატებულმა შვიდმა გუნდმაც, რევანში კი შეიძლეს: შინ - ოსპრეიზმა, და გარეთ - ნორსჰემპთონმა, ტულუზმა და ედინბურგმა.

ოსპრეიზისა და საფრანგეთის ჩემპიონის, კასტრის რკენაში ლელო არც ამჯერად დადებულა, უელსელთაგან კი, მგეზავ დენ ბიგარის მეტს, ამ სეზონში ჯერაც არავის გაუტანია ბურთი. ბობოლა ტულუზი ამჯერად სერიოზულად მოეკიდა ირლანდიის ქონოთს და სტუმრად ხუთჯერ დაალელოვა, ევროპის ფალავან ტულონს კი ჯონი ვილქინსონი კარგა ხანს მარქაფაში ეჯდა.

22 ფაზა და  ჩაჭრა

მსაჯებმა შერკინებაში წამოდგომისა და მოლის ჩაქცევისთვის სამჯერ ჩათვალეს საჯარიმო ლელო. კარდიფელმა რის პეჩელმა 62 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, გლაზგოელმა დანქან ვიარმა კი 78 წუთზე ახლოდან ააცილა და სქოთები შინაც დამარცხდნენ.

კლერმონმა ჰლანეჰლი დასკვნით მეოთხედში გატეხა და ბონუსსაც გამორჩა. ბოლოსკენ დრამა დატრიალდა სამ მატჩში და ორგან ფრანგები შინ დამარცხდნენ: მანსთერმა პერპინიანი თავისი ნახევრიდან, უხეიროდ დაწყებული შეტევით დაალელოვა, ლესთერს კი მონპელიეში ფიჯელმა ვერენიკი ნგონევამ გაამარჯვებინა.

ამ თამაშში პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, რაუნდის რკენა კი დუბლინში, ავივაზე მოეწყო. ნორსჰემპთონი მორკინალებით თუმც ერეოდა ლენსთერს, სირენის შემდეგ მაინც ოთხითღა იყო წინ. აქ კელტებმა წითელ ზოლში 22 ფაზა აკინძეს, მიზანს კი სტუმრები ეწივნენ - ჯემი ელიოთმა პასი ჩაჭრა და ბლომად ირბინა.

 

   XIX "ჰაინეკენის თასი"

   მეოთხე რაუნდი   ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

ოსპრეიზ (უელ) 21:12 კასტრ (სფრ)

7ჯ: ბიგარ - 4ჯ: ქოქოთ სბ ტალე

რეფ პირს (ინგ) 13/12 @ სვონზი, ლიბერთი (6 385)

0:3(6) 3:3(10) 6:3(13) 6:6(16) 9:6(24) 12:6(28სბ) 12:9(34) 12:12(40+) /
15:12(43) 18:12(61) 21:12(71)

* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 68 შეცვალეს (1 პასი, 2 სოლო =
8 მეტრი, 1 გაბითურება, ბოჭვა 5/1, დერეფანი 0/1, -1 ჯარიმა)

ლენსთერ (ირლ) 9:18 ნორსჰემპთონ (ინგ)

3ჯ: მედიგან - 2ლ: ნორს ელიოთ; გ ჯ: მაილერ; ა: ფოტუალიჰი

რეფ გარსეზ (სფრ) 14/12 @ დუბლინი, ავივა (47 370)

0:7(7) 3:7(11) / 6:7(46) 6:10(65) 9:10(73) 9:13(79ა) 9:18(80+2)

ქულა: ლნს 13; ნორ 9; კსტ 8; ოსპ 5

<<   მეორე პული

გლაზგო$(შტლ) 7:9 კარდიფ (უელ)

ლ: გრანთ; გ: ვიარ - 3ჯ: პეჩელ, ჰაფპენი 2 სბ ჰობს

რეფ გოზერ (სფრ) 13/12 @ სქოთსთაუნ (5 429)

0:3(7) 0:6(23) სბ(31კ) / 0:9(66) 7:9(72)

ტულონ$(სფრ) 32:20 ექსეთერ (ინგ)

4ლ: დ.სმით (1 2) შოსი ვილქინსონ; 3გ 2ჯ: გიტო -
2ლ: არმანდ ვაით; 2გ: სლეიდ სვინი; 2ჯ: სლეიდ

რეფ ლეისი (ირლ) 14/12 @ ფელიკს მეიოლ (13 567)

5:0(12) 5:7(18) 12:7(28) 15:7(37) 15:10(40) /
18:10(44) 18:13(55) 25:13(66) 32:13(71
$) 32:20(78)

* კოტე მიქაუტაძე (ტლნ) 72 შევიდა (ბოჭვა 2/0)

ქულა: ტლნ 15; კდფ 13; ექს 7; გლზ 6

<<   მესამე პული

სარასენს$(ინგ) 64:3 ძებრე (იტა)

9ლ: სთრეთლ ჟ.ბერგერ ჯორჯ ვიგლსვორს რენსომ დ.თეილორ (6 7) მ.ვუნიპოლა ეშთონ; 8გ ჯ: ფარელ სბ რეი - ჯ: ორკერა სბ კატინა

რეფ ფილიპს (ირლ) 14/12 @ ლონდონი, ალიანს პარქ (7 395)

3:0(2) 10:0(6) 15:0(15) 22:0(22სბ) 29:0(28$) 29:3(30) /
36:3(46) 43:3(52) 50:3(62) 57:3(70) სბ(76ს) 64:3(80+2)

ქონოთ (ირლ) 9:37 ტულუზ$(სფრ)

ჯ 2ა: პარქს -
5ლ: მედარ (1 2) ტოლოფუა პიკამოლ ფიკუ; 3გ 2ჯ: ბოკსის

რეფ ჰოჯის (უელ) 14/12 @ გოლვეი, სპორთს გრაუნდ (7 661)

3:0(3) 3:3(5) 3:10(13) 6:10(14ა) 6:15(27) 9:15(33ა) 9:22(38) /
9:27(55
$) 9:30(73) 9:37(80)

ქულა: ტლზ სარ 15; ქნთ 9; ძბრ 0

<<   მეოთხე პული

ჰლანეჰლი (უელ) 13:31 კლერმონ$(სფრ)

ლ: მოლ; გ 2ჯ: პრისთლენდ - 4ლ: ნალანგა (1 4) [საჯ] ლი;
4გ:
დელენი, ჯეიმზ 3; ჯ: დელენი სბ რუჟერი

რეფ ბარნს (ინგ) 14/12 @ პარკ ი სქარლეთს (7 591)

0:7(2) 3:7(23სბ) 10:7(33) 13:7(39) 13:10(40+3) /
13:17(61) 13:24(68) 13:31(74
$)

ჰარლიქვინზ (ინგ) 17:3 რასინგ (სფრ)

ლ: ვოქერ; 4ჯ: ევანს 3, ბოტიკა - ჯ: სექსთონ სბ ხინჩაგიშვილი

რეფ როლან (ირლ) 15/12 @ ლონდონი, თვიქნემ სთუპ (11 502)

3:0(8) 6:0(12) სბ(15რ) 9:0(25) 14:0(40+) / 17:0(52) 17:3(60)

* დავით ხინჩაგიშვილი (რას) 53 შეცვალეს (3 სოლო = 7 მეტრი,
- 2 შეცდომა, ბოჭვა 6/1, -2 ჯარიმა, - სინბინი)

ქულა: კლრ 15; ჰრლ 11; ჰლა რას 6

<<   მეხუთე პული

ტრევიზო (იტა) 3:35 ალსთერ$(ირლ)

ჯ: დიბერნარდო სბ ვილიამს მაკლეინ -
4ლ: ლ.მარშალ გილროი დიაკ პეინ; 3გ 3ჯ: ჯექსონ

რეფ გარნერ (ინგ) 14/12 @ მონიგო (3 880)

0:3(11) 3:3(30) 3:8(38) 3:11(40+) /
3:14(47) სბ(58ტ) 3:21(64) სბ(67ტ) 3:28(69) 3:35(79
$)

მონპელიე$(სფრ) 14:15 ლესთერ (ინგ)

2ლ: სელპონი დიუპონ; 2გ: პეიოგ ესკონდ -
2ლ: თ.იანგს ნგონევა; გ ჯ: ლემბ სბ ბენჯემინ

რეფ ოუენს (უელ) 15/12 @ ივ დიუ მანუარ (10 859)

სბ(22ლ) 0:0 / 0:5(51) 7:5(54) 14:5(64) 14:8(72) 14:15(80)

* მამუკა გორგოძემ^კაპ (მნპ) შეუცვლელად ითამაშა (1 ესისთი,
2 პასი, 7 სოლო = 24 მეტრი, 1 გარღვევა, 1 ოფლოუდი, -1 შეცდომა, ბოჭვა 12/2, დერეფანი 1/0)

ქულა: ალს 18; ლსთ 15; მნპ 6; ტრვ 0

<<   მეექვსე პული

პერპინიონ$(სფრ) 17:18 მანსთერ (ირლ)

ლ: ბენვენუტი; 4ჯ: ალენ სბ ტერენ -
2ლ: [საჯ] ჰენრან; გ 2ჯ: ქითლი სბ ომანი

რეფ დოილ (ინგ) 14/12 @ ემე ჟირალ (11 824)

3:0(7) სბ-სბ(14) 3:3(16) 6:3(19) 9:3(25) /
9:10(49) 12:10(64) 12:13(68) 17:13(78) 17:18(80+)

გლოსთერ$(ინგ) 10:16 ედინბურგ (შტლ)

ლ: [საჯ] გ ჯ: ბერნს სბ მორგან -
ლ: ატინგა; გ 3ჯ: ქასბერთ სბ ნელ

რეფ პუატ (სფრ) 15/12 @ ქინგსჰოლმ (10 975)

0:3(10) 0:6(18) 7:6(36) 7:9(40) /
10:9(46) 10:16(56) სბ(60ე) სბ(72გ)

ქულა: მნს 14; გლო 9; ედნ 8; პრპ 7

>>   პულური რაუნდები

2014: 10-12/01, 17-19/01

>>   ლეი ოფი

4-6/04  მეოთხედფინალი
26-27/04  ნახევარფინალი
შაბ 24/05  ფინალი @ კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com