ევროინტრიგა გამძაფრდა

   "ჰაინეკენის თასის" ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდის შემდეგ პლეიოფში თამაში ექვსმა გუნდმა დაიბევა: ტულონმა, კლერმონმა და მანსთერმა - პულთა ჯილებად, ტულუზმა, ალსთერმა და ლესთერმა კი იმით, რომ ორ უკეთეს მეორე ადგილოსნად ნაღდად დააფინიშებენ.

ნაახალწლევს ირბ-მა კიდევ შეცვალა შერკინების წესი და ეგეც ბრძანა, ჩვენი და კავშირთა დასტურის გარეშე კლუბთა ვერარა საერთაშორისო შეჯიბრი ვერ მოეწყობაო.

გაუქმდა მსაჯის რეპლიკა "შეაგორე!" (ჲეს ნაინ) რაკი ამით მეტოქეც ხვდებოდა, 9 ნომერი ბურთს როდის შეაგდებდა, და რვა კაცით აწვებოდა შვიდს, რაღაი რაც ირბ-მა სამართალი აღადგინა და შუაში შეგორება დაიჟინა, კვაჭს ბურთი მოსაგები გაუხდა და ვეღარ აწვება.

ამიერიდან რეფი ძველებურად მოუთათუნებს 9 ნომერს, თუკი თავადაც შეგდების მხარეს დადგება, და ანაც ჟესტით მიანიშნებს, თუ მოვლენებს გვირაბის იქედა მხრიდან უთვალთვალებს.

რაც შეეხება სამომავლოდ ჩახლართულ ევრო-ინტრიგებს,

* ირბ უელსის ოთხ რეგიონს უკრძალავს "კელტების ლიგიდან" ინგლისის პრემიერ შიპში გადასვლას;

* მაგავე ლიგიდან გასვლას აპირებს ორივე იტალიური ფრანჩაიზიც, რაკი ფული ბლომად ხარჯა, მაგრამ მაინც მაჩანჩალად დარჩა;

* საფრანგეთს კი სურს, რომ აქამდე ერთობ უავტორიტეტო ფირა (აერ) რაგბის უეფად აქციოს და ევროპის საკლუბო თასთა გამართვაც მას დაეკისროს.

ნიცური რეკორდი

ბელფასთის ალსთერს 24-გუნდა ამქარში უმეტესი ქულა აქვს, მაგრამ პირველობის შესანარჩუნებლად ფინიშზე დიდი ბრძოლა გადახდება მდევრის, ლესთერის მოედანზე (შაბ 18/01 22.00 საქ)

ალსთერს შინ, მონპელიესთან პრემია ხელიდან გაუსხლტა - აფრიკელმა რუან პინარმა მოგერიებას დააფარა, მაგრამ ლელოში გააკავეს, ლესთერმა კი ტრევიზოს გასვლაზე ბოლო მეოთხედშიღა გაუსწრო.

ფალავანმა ტულონმა კარდიფი ნიცაში გადაიპატიჟა. დამყარდა რეკორდი - უელსელები სამი საჯარიმო ლელოთი და ოთხი სინბინით დაისაჯნენ! ორი ლელო შერკინების და ერთიც მოლის ჩაქცევის გამო ჩაითვალა, პირველი სინბინი კი სახიფათო ბოჭვას მოყვა.

ჯონი ვილქინსონმა 9 გოლით (4გ 5ჯ) 23 ქულა მოკრიფა, დუბლინის ლენსთერის სამსახურში ჩამდგარმა ზელანდიელმა, ჯიმი გოპერთმა კი სტუმრად 21 ქულა (2ლ გ 3ჯ) მიართვა საფრანგეთის ჩემპიონ კასტრს, ვინაც პირველი ტაიმის შუაში 14:0 დაწინაურდა.

სამხრეთი ირლანდიის მანსთერს ერთობ არგო ბებერმა მორკინალმა პოლ ოქონელმა; კლერმონმა მომცრო თვიქნემზე, სთუპზე ბოლოსკენ გატანილი ჯარიმით ძლია ჰარლიქვინზი; ტულუზს სარასენსთან ყველა ქულა 7 ჯარიმით მოუპოვა ჟან-მარკ დუსენმა, შინ ძლეული პარიზის რასინგი კი უცხოელებმაღა - მაიქ ფილიპსმა (უელ, ჯონათან სექსთონმა (ირლ) და ხუან-მარტინ ერნანდესმა (არგ) ახეირეს.

 

XIX "ჰაინეკენის თასი"

ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდი  >>  ვიდეო

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია
($)

<<   პირველი პული

ოსპრეიზ (უელ) 17:29 ნორსჰემპთონ (ინგ)

2ლ: ვებ ავ.ჯოუნზ; 2გ ჯ: ბიგარ სბ ბევინგთონ ნატონგა -
3ლ: ნორს ჯ.პისი დიქსონ; გ: დიქსონ; 4ჯ: მაილერ სბ დეი

რეფ გოზერ (სფრ) 12/01 @ სვონზი, ლიბერთი (8 347)

0:3(3) 0:6(15) 3:6(17) 3:9(29) 3:12(32სბ) /
3:17(42) სბ(60ნ) 10:17(64) 10:22(72სბ) 17:22(76) 17:29(78)

კასტრ$(სფრ) 22:29 ლენსთერ (ირლ)

3ლ: რ.გრეი დიულენ ლამერა; 2გ ჯ: გარსია -
3ლ: გოპერთ (1 2) მერფი; გ 3ჯ: გოპერთ; ა: რ.ქარნი სბ ქრონინ

რეფ ოუენს (უელ) 12/01 @ პიერ ანტუან (8 082)

7:0(11) 14:0(22) 14:7(30) 17:7(39) 17:12(40+2) /
17:15(56) 17:18(58ა) 17:21(61) 17:24(63) სბ(70ლ) 17:29(77) 22:29(80+)

* ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 52 შევიდა (1 პასი, 3 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 0/1, -1 ჯარიმა)

ქულა: ლნს 17; ნორ 13; კსტ 9; ოსპ 5

<<   მეორე პული

ექსეთერ$(ინგ) 10:15 გლაზგო (შტლ)

ლ: ფ.ვაინიკოლო; გ ჯ: ჰ.სლეიდ -
2ლ: მეითლენდ შ.ლამონთ; გ ჯ: ჰოგ

რეფ ქლენზი (ირლ) 11/01 @ სენდი პარქ (6 978)

3:0(3) 10:0(17) 10:5(19) 10:12(36) / 10:15(50)

ტულონ$(სფრ) 43:20 კარდიფ (უელ)

4ლ: [საჯ] (1 2 4) დ.სმით; 4გ 5ჯ: ვილქინსონ - 2ლ: ფ.პაულო ჰობს;
2გ 2ჯ: ჰაფპენი სბ ჩეკაი ბურიუ ე.ჯენქინს ქოუპლენდ

რეფ გარნერ (ინგ) 11/01 @ ნიცა, ალიონს რივიერა (31 170)

3:0(2) 6:0(8სბ) 6:3(13) 6:6(18) 9:6(30) 12:6(32) 12:13(35) 15:13(39) /
სბ(42კ) 22:13(43) 29:13(48სბ) 36:13(50) 36:20(71) სბ(80კ) 43:20(80+2
$)

* კოტე მიქაუტაძე (ტლნ) 51 შევიდა (-1 შეცდომა, ბოჭვა 4/0, დერეფანი 1/0, -1 ჯარიმა)

ქულა: ტლნ 20 - კდფ 13; გლზ 10; ექს 8

<<   მესამე პული

ქონოთ (ირლ) 20:3 ძებრე (იტა)

2ლ: მ.ჰილი ჰენშოუ; 2გ 2ჯ: ქართი -
ჯ: ორკერა სბ ფერარინი

რეფ პათერსონ (შტლ) 11/01 @ გოლვეი, სპორთსგრაუნდ (5 217)

0:3(16) 3:3(25) 6:3(30სბ) 13:3(36) / 20:3(44)

ტულუზ (სფრ) 21:11 სარასენს (ინგ)

7ჯ: დუსენ - ლ: ეშთონ; 2ჯ: ფარელ სბ მ.ვუნიპოლა

რეფ როლან (ირლ) 12/01 @ ერნესტ ვალონ (18 838)

3:0(2) 3:5(7) 6:5(15) 6:8(28) 9:8(30) 12:8(34) /
15:8(51) 18:8(62სბ) 18:11(66) 21:11(78)

ქულა: ტლზ 19 - სარ 15; ქნთ 13; ძბრ 0

<<   მეოთხე პული

რასინგ$(სფრ) 13:19 ჰლანეჰლი (უელ)

ლ: მ.ფილიპს; გ: სექსთონ; 2ჯ: სექსთონ ერნანდეს -
ლ: ქ.ფილიპს; გ 4ჯ: პრისთლენდ

რეფ პირს (ინგ) 10/01 @ პარიზი, ივდიუმანუარ (6 658)

0:3(5) 7:3(10) 7:6(39) 10:6(40+2) /
10:9(49) 10:12(55) 13:12(61) 13:19(63)

ჰარლიქვინზ$(ინგ) 13:16 კლერმონ (სფრ)

ლ: ჰოპერ; გ 2ჯ: ევანს -
2ლ: ნალანგა სივივატუ; 2ჯ: ჯეიმზ

რეფ ლეისი (ირლ) 11/01 @ თვიქნემ, სთუპ (12 816)

0:3(3) 7:3(23) 10:3(30) 13:3(33) /
13:8(46) 13:13(73) 13:16(77)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 68 შეცვალეს (5 სოლო = 18 მეტრი,
1 გაბითურება, -3 შეცდომა, ბოჭვა 3/3)

ქულა: კლრ 19 - ჰრლ 12; ჰლა 10; რას 7

<<   მეხუთე პული

ალსთერ (ირლ) 27:16 მონპელიე (სფრ)

3ლ: დიაქ პინარ აფოა; 3გ 2ჯ: პინარ -
ლ: ჩალე-ვაჩუ; გ 3ჯ: ესკონდ

რეფ ბარნს (ინგ) 10/01 @ ბელფასთ, რეივენჰილ (14 ათასი)

0:3(7) 7:3(25) 14:3(28) 14:10(32) 17:10(36) 17:13(40+) /
20:13(43) 20:16(50) 27:16(58)

* მიხო ნარიაშვილი (მნპ) 62 შევიდა (უბურთოდ, უბოჭვოდ და უჯარიმოდ?!)

ტრევიზო (იტა) 19:34 ლესთერ$(ინგ)

ლ: ჩიტადინი; გ 4ჯ: ბერქვისთ სბ ბ.ვილიამს -
4ლ: სალვი ბენჯემინ (2 4) [საჯ] გ: მელე; 4ჯ: ო.ვილიამს, მელე 3

რეფ პუატ (სფრ) 11/01 @ მონიგო (4 425)

3:0(6) 3:5(10) 10:5(20) 13:5(25) 13:8(40+) / 16:8(42) 16:13(44) 19:13(50) 19:16(55) სბ(57ტ) 19:19(61) 19:26(65) 19:31(68$) 19:34(76)

ქულა: ალს 22; ლსთ 20 - მნპ 6; ტრვ 0

<<   მეექვსე პული

ედინბურგ (შტლ) 27:16 პერპინიონ (სფრ)

3ლ: ბრაუნ კ.დიუპრე ფაიფ; 3გ 2ჯ: ლეიდლოუ -
ლ: დელონკა; გ 3ჯ: ჰუქ სბ გირადო

რეფ ფითსგიბონ (ირლ) 11/01 @ მარიფილდ (5 061)

3:0(12) 10:0(17) 10:3(20) 10:6(33) 13:6(38) /
13:9(43) სბ(45პ) 20:9(47) 27:9(58) 27:16(75)

გლოსთერ (ინგ) 7:20 მანსთერ (ირლ)

ლ: შარპლზ; გ: ბერნს -
2ლ: ერლს ომანი; 2გ 2ჯ: ქითლი

რეფ ჰოჯის (უელ) 11/01 @ ქინგსჰოლმ (16 121)

0:3(22) 0:10(34) 7:10(40+1) / 7:17(62) 7:20(70)

ქულა: მნს 18 - ედნ 12; გლო 9; პრპ 7

>>   ბოლო პულური რაუნდი:  17-19/01

>>   ლეი ოფი

4-6/04  მეოთხედფინალი
26-27/04  ნახევარფინალი
შაბ 24/05  ფინალი @ კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com