ჯგუფად ჭიდაობით

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდში ირლანდიამ დაჯაბნა ჩემპიონი უელსი და სხვაობითაც ბლომად უსწრებს თანა-ლიდერ საფრანგეთს.

ირლანდიამ კელტ ნათესავებთან შინ ორჯერ იმარჯვა და ჯერ ლელოც არ გაუშვია * 5/0. უელსს სამყურებმა აჯობეს რაქში აგრესიით, დერეფანში გაწაფულობითა და ტაქტიკური დარტყმებით. სტუმრები 16-ჯერ დაჯარიმდნენ; მათ 18 თერნოვერიც შეემთხვათ, ხოლო კარში ერთადერთხელ დაარტყეს.

ირლანდიამ ჯონათან სექსთონის ოთხ ჯარიმას მოლით შეტანილი ორი ლელო დაურთო. პირველი ტაიმის ბოლოსკენ დევინ თოუნერმა 5-მეტრა დერეფანში ორი ხელით მოხსნა ბურთი და მიზანს ქრის ჰენრი ეწია * 13:0, თამაშის ბოლოს კი მასპინძლებმა 20 მეტრიდან დაიწყეს ჯგუფად ჭიდაობა და გახლეჩვითა და მეორედ დაძვრით ლელომდე რომ მივიდნენ, ქონორ მარიმ პედი ჯექსონი ახეირა * 26:3

თემი სასო-წარკვეთილია

მარიფილდში ბალახს ჭიამ დაუზიანა ფესვი. მოედანს ვერც ნივრით წამლობამ უშველა. კავშირი სამომავლოდ კომბინირებული საფარის დაგებას აპირებს, ჯერხნობით კი ასპარეზი გუნდივით გავერანებულია.

სქოთები ამჯერად ინგლისმა დააშამათა, თანაც ნულზე და "კალკუტის თასი" შეინარჩუნა. ჰავბექმა დანი ქეამ ისევ ხეირზე, არეკნით გახსნა ანგარიში. პირველ ლელოზე, მოლიდან, ქეამვე სოლივით შეასო დაცვაში ნორჩი ლუთერ ბარელი * 0:13, საათის თავზე კი ჯექ ნოულმა ფრთაზე გააბითურა მბოჭავები და მაიქ ბრაუნს გაატანა ბურთი * 0:20

სქოთებს ბოჭვათა 18% გაუცუდდათ. ისინი 16-ჯერაც დაჯარიმდნენ, საკუთარ დერეფანში კი ინგლისს თუ 22-2 გამოუვიდა ბალანსი, შოტლანდიამ 7-5ღა ივარგა. სქოთური რაგბის თემი სასო- წარკვეთილია, მაგრამ კავშირი ჯერაც ენდობა ავსტრალიელ გურუს, ენაკვიმატ სქოთ ჯონსონს.

თავის ძგერებისთვის

საფრანგეთმა შარშან იტალიაში წააგო. წელს მეტოქეებმა თავიდან ორ-ორი ჯარიმა ააცილეს, უფერულ პირველ ტაიმში კი ლელო ეგრეც არ დადებულა.

დაიწყო მეორე და "ლე ბლემ" ათ წუთში სამგზის დალახვრა აძური: ჯერ მოლიდან, მოკლე ფრთაზე გაუტია ლუი პიკამოლმა; მერე ვეზლი ფოფანა რაქიდან მოკლეზევე გაიჭრა და გზად ოზი ლუქ მაკლეინი მოაღორა, ბოლოს კი ფოფანამვე იტალიას პასი ჩაუჭრა და იოან იუჟეს იუგო ბონევალი მიყვა * 30:3

ბოლო მეოთხედში თამაში ისევ გაბერწდა. სებიასტიან ვაამაინა ჯარიმის შემდეგ ბურთის გადაგდებისთვის გაასინბინეს, შერკინების წამოშლისას კი მცირე მუშტი-კრივი რომ ატყდა, თითო ბურჯი წითელი ბარათით გააძევეს ... თავის ძგერებისთვის,

 

ექვსი ერი 2014

მეორე რაუნდი  >>  youtube [ჲუთუბი] არხი

<<  ირლანდია 26:3 უელსი

ირლ: რ.ქარნი თრიმბლ (მაკფადენ 61) ოდრისქოლ დარსი დ.ქარნი <10-9> სექსთონ (ჯექსონ 75) მარი (ბოს 80) / ჰილი (მაკგრას 68) ბესთ (ქრონინ 73) როს (მურ 55) თოუნერ ოქონელ^კაპ (თუი 55, ოდონელ 64) ომანი ჰენრი ჰიზლიპ - 2ლ: ჰენრი ჯექსონ; 2გ: სექსთონ ჯექსონ; 4ჯ: სექსთონ

უელ: ჰაფპენი ქასბერთ სქ.ვილიამს (ლმ.ვილიამს 17) რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს სბ 80 / ჯენქინს (ჯეიმზ 71) ჰიბარდ (ოუენს 61) ად.ჯოუნზ (რდ.ჯოუნზ 61) ქუმზ (ბოლ 71) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 71) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - ჯ: ჰაფპენი

რეფ ბარნს (ინგ) @ დაბლინი, ავივა (51 045)  >>  ვიდეო

3:0(8) 6:0(17) 13:0(33) /
16:0(46) 16:3(56) 19:3(60) 26:3(80სბ) ბოლო(80+2)

<<  შოტლანდია 0:20 ინგლისი

შტლ: ჰოგ სიმორ (ევანს 65) დანბარ სბ 52, სქოთ (თეილორ 73) შ.ლამონთ <10-9> ვიარ ლეიდლოუ ^კაპ (ქაზითერ 65) / გრანთ (დიქინსონ 43) ფორდ (ლოუსონ 43) ლოუ (ქროს 68) სვინსონ ჰემილთონ (ჯ.გრეი 70) ვილსონ ფიუზარო დენთონ (ბითი 53)

ინგ: ბრაუნ ნოულ (ბარით 74) ბარელ თველვთრიზ მეი (გუდ 71)
<10-9>
ფარელ ქეა (დიქსონ 74) / მარლერ (მ.ვუნიპოლა 65) ჰართლი (თ.იანგს 70) ქოულ (თომას 76) ლონჩბრი (ეთვუდ 63) ლოზ; ვუდ რობშოუ
^კაპ ბ.ვუნიპოლა (მორგან 70) - 2ლ: ბარელ ბრაუნ;
2გ ჯ:
ფარელ; ა: ქეა

რეფ გარსეზ (სფრ) @ ედინბურგი, მარიფილდ (67 100)  >>  ვიდეო

0:3(6ა) 0:10(16) 0:13(29) / სბ(52შ) 0:20(60)

<<  საფრანგეთი 30:10 იტალია

სფრ: დიულენ იუჟე ბასტარო (ფიკუ 73) ფოფანა ბონევალ <10-9> პლისონ (ტრენ-დიუკ 67) დუსენ (მაშნო 61) / დომინგო (ფორესტიე 49) შარჟევსკი (კეიზერ 58) მას (სლიმანი 49 წბ 71) პაპე^კაპ (ვაამაინა 67 სბ 70) მაესტრი; ნიონგა (მას 75) ლერუ (ნიონგა 76) პიკამოლ (შული 58) - 3ლ: პიკამოლ ფოფანა ბონევალ; 3გ 3ჯ: დუსენ

იტა: მაკლეინ იანონე კამპანიარო გარსია სარტო <10-9> ალენ (ორკერა 64) გორი (ბოტეს 64) / დემარკი (რიძო 59 წბ 71) გირალდინი (ჯაძონ 59) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 59) ხელდენჰეის (ბორტოლამი 71) ფურნო; მინტო (ძანი 52) მა.ბერგამასკო (დემარკი 75) პარისე^კაპ - ლ: იანონე; გ: ორკერა; ჯ: ალენ

რეფ პეიპერ (აფრ) @ პარიზი, სანდენი (78 700)  >>  ვიდეო

3:0(27) 3:3(29) 6:3(34) 9:3(39) /
16
:3(44) 23:3(46) 30:3(53) სბ(70ს)
წბ-წბ(71) 30:10(78)

ექვსი ერი 2014

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]

1/02

უელსი

23:15

იტალია

ლეისი (ირლ)

1/02

საფრანგეთი

26:24

ინგლისი

ოუენს (უელ)

2/02

ირლანდია

28:06

შოტლანდია

იუბერ (აფრ)

8/02

ირლანდია

26:03

უელსი

ბარნს (ინგ)

8/02

შოტლანდია

00:20

ინგლისი

გარსეზ (სფრ)

9/02

საფრანგეთი

30:10

იტალია

პეიპერ (აფრ)

2 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

ირლანდია

4

+45

5/0

2-0

54:09

საფრანგეთი

4

+22

6/3

2-0

56:34

ინგლისი

2

+18

4/3

1-1

44:26

უელსი

2

-15

2/4

1-1

26:41

იტალია

0

-28

3/5

0-2

25:53

შოტლანდია

0

-42

0/5

0-2

06:48

ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე:
მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                            2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება

#21/02

უელსი

24.00

საფრანგეთი

როლან (ირლ)

22/02

იტალია

17.30

შოტლანდია

ვოლშ (ავს)

22/02

ინგლისი

20.00

ირლანდია

იუბერ (აფრ)

8/03

ირლანდია

18.30

იტალია

ოუენს (უელ)

8/03

შოტლანდია

21.00

საფრანგეთი

პოლოქ (ზელ)

9/03

ინგლისი

19.00

უელსი

პუატ (სფრ)

15/03

იტალია

16.30

ინგლისი

გოზერ (სფრ)

15/03

უელსი

18.45

შოტლანდია

გარსეზ (სფრ)

15/03

საფრანგეთი

21.00

ირლანდია

ვოლშ (ავს)

ირბ-ის რეიტინგი [10/02]

1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი
8518, 5 საფრანგეთი 8205, 6 ირლანდია 8105,
7 უელსი 7910, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია
7526, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321

13 იტალია 7313, 14 იაპონია 7206, 15 კანადა 7075,
16 საქართველო 6957,  17 რუმინეთი 6866, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი
6120, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 5971,
22 პორტუგალია 5888, 23 ნამიბია 5879, 24 კორეა 5810 ...
28 ბელგია 5539

+/-: ირლ 109 უელ, ინგ 66 შტლ, სფრ 0 იტა
    * რუმ
119 რუს (34:3 გ,  საქ 50 პორ (34:9 გ,  ესპ 34 ბელ (11:6 შ)

www.000webhost.com