ლიდერობა დაიბრუნეს

   მასპინძელმა ზელანდიამ ავდარში ძლია შვიდკაცის მსოფლიო სერიის მოწინავე აფრიკა და ლიდერობა დაიბრუნა, საქართველოს კი რიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად 2015-16 წლებში ორი შანსი მიეცემა.

ველინგთონის "ქეიქ თინზე" (ვესთპექ) გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ ფანობა მაინც გაერთო და კარნავალიც გამართა. ზელანდია პირველ პულურ რაუნდშივე 7:12 დამარცხდა ფიჯთან, მაგრამ შემდეგ ისე იჩემპიონა, რომ ქულა აღარ გაუშვია,

კივეთში შარშან ინგლისმა იმარჯვა. "ოლ ბლექ სევენსს" აფრიკასთან ბოლო ხუთი (!) შებმა წაეგო, ამჯერად კი, ჯონა ლომუს მოკითხვით გულმიცემულმა, შესვენებამდე სამჯერ დაალელოვა "ბლიც ბოკე" და სერიის კიბეზე ისევ გადაუსწრო.

კანადამ წინა ეტაპის დარად ძლია სამოა, შტატებმა კი ფარის ფინალი ისევ მოუგო ესპანეთს და გასავარდნ პოზიციაზე მყოფ ლომებს უკვე
7 ქულით უსწრებს. თუ ვინ შევა 2014-15 წლების სერიაში, გაირკვევა ჰონკონგში, 12 არიფის შეჯიბრში, მაგრამ ამის დასში
საქართველო, ვაი, რომ აღარ წერია, რაკი შარშან ევროპაში VIII ადგილზე დავაფინიშეთ.

ორი შანსი

ზოგადი ოლიმპიური კვოტების ვერმცოდნე ჩვენს რაგბის თემს ილუზია ჰქონდა, რიოში მოშვიდკაცეთა რაოდენობას გაზრდიანო, მაგრამ სქესთა თანასწორობის პრინციპის გამო, რაგბი 2016 წლის ოლიმპიადაზე კაცთა და ქალთა 12-12 გუნდით წარდგება.

შერჩევა სამ ეტაპად მოეწყობა. პირველი, 2014-2015 წლების მსოფლიო სერია ჩვენ არ გვეხება, ანუ გვრჩება ორი შანსი: ან 2015 წლის მეორე ნახევარში უნდა მოვიგოთ (!) ევროპის შესარჩევი, და ანაც 2016 წლის პირველ ნახევარში - მოვიგოთ (!) ბოლო, 16-გუნდა შესარჩევი, რომელშიც ევროპიდან ოთხი (!) ხელმოცარულიღა მოხვდება.

პირველი ამოცანა ამთავითვე არა-რეალურია, რაკი გინდაც ბრიტანეთი (ინგლისი, უელსი ან შოტლანდია) რიოში მსოფლიო სერიიდან გავიდეს, ევროპაზე მაინც დაგვეჯახებიან საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, იტალია, რუმინეთი და ბელგია; ამათ მოწინავე ხუთეულში მოხვედრის კვალად კი ბოლო შესარჩევში დაგვისხდებიან შტატები, ზიმბაბვე და თუ არა ავსტრალია, მაშინ სამოა და ტონგაც.

 

ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

V ეტაპი. 7-8/02 @ ველინგთონ (ზელ)

<<   პულები [# მიწვეული]

(ა) ინგლისი 3-0, აფრიკა 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / საფრანგეთი 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) კანადა 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია შტატები 0-2*1
(დ) ავსტრალია 3-0, სამოა 2-1 / კენია 1-2, ტონგა
# 0-3

<<   მეოთხედფინალი

ინგლისი (ა1) 21:5 სამოა (დ2)
კანადა (გ1)
0:24 ზელანდია (ბ2)
ავსტრალია (დ1)
0:10 აფრიკა (ა2)
ფიჯი (ბ1) 29:7 არგენტინა (გ2)

<<   ნახევარფინალი

ზელანდია 31:0 ინგლისი
აფრიკა 10:0 ფიჯი

<<   ფინალი

ფარი (XIII)  შტატები 28:12 ესპანეთი
ფიალა (IX)  კენია 24:14 შოტლანდია
სინი (V)  ავსტრალია 12:10 კანადა
ბრინჯაო (III)  ფიჯი 14:7 ინგლისი
თასი (I) 
ზელანდია 21:0 აფრიკა >>  ვიდეო

<<   ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 4 დიჯეი ფორბს^კაპ, 7 ბრაის ჰიმ,
8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 10 ბენ ლემ * 3 აკირა იოანე,
5 ლოტე რაიკამბულა, 6 ტომასი თამა, 11 ჯორჯ თილსლი,
12 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

99 ზელანდია (2თ: გოულდ ქოუსთ, ველინგთონ;
97 აფრიკა (2თ: პორტ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
73 ფიჯი (თ: დუბაი;

68 ინგლისი; 59 ავსტრალია; 57 სამოა; 53 არგენტინა; 47 კენია;
43 კანადა; 38 საფრანგეთი; 37 უელსი; 30 შოტლანდია;
21 პორტუგალია; 15 შტატები - 8 ესპანეთი
(პირდაპირ ვარდება) /
2 ტონგა
# ;  1 ზიმბაბვე# რუსეთი#  ურუგვაი#

<<   გასამართია

6

22-23/03

ტოკიო

(იაპ)

7

28-30/03

ჰონკონგ

(ჩინ)

8

  3-4/05

გლაზგო

(შტლ)

9

10-11/05

თვიქნემ

(ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2014 (123 ეტაპი: 48 ზელანდია - 22 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევები

#

შეჯიბრი

ვადა

4

ირბ-ის შვიდკაცა (9 ეტაპი)  

10/2014 - 05/2015

1

აზია

06/2015 - 12/2015

1

აფრიკა

1

ევროპა

1

ზღვისრეთი

1

სამხრეთი ამერიკა

1

ჩრდილოეთი ამერიკა

1

ბოლო შესარჩევი (16 გუნდი)  

01/2016 - 06/2016

  

აზი 3, აფრ 3, ევრ 4, ზღვ 2, სამრ 2, ჩამრ 2  

 

1

ბრაზილია (მასპინძელი)  

 

www.000webhost.com