სქოთების გადამკიდე?

   დაუჯერებელია და წელს სამხრეთული რაგბის თვალ-მარგალიტი,
ზე 15 ბოლოს წინა რაუნდამდე კოჭლობით მიატანს ... სქოთების გადამკიდე.

2013 წლის წინათქმა * 2013 წლის შეჯამება

<<  [.PDF]  2014 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>

შაბათს, 15 თებერვალს, ზერაგბში მე-19 სეზონი იხსნება, ოღონდაც ჯერ მხოლოდ აფრიკაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ტრადიციულ ტურნეთა გამო შეჯიბრი ივნისში უნდა შეწყდეს და მერეღა გაგრძელდეს.

შარშან ავსტრალიაში სრულიად ბრიტანეთის ლომები ჩავიდნენ და მაგის ხათრით გამართლება კიდევ შეიძლება მონახვოდა ზერაგბის განრიგის არევას, წელს კი ვითარება ტრაგი-კომიკურია:

ბოგანო შოტლანდია ბოკესთან სატესტოდ 28 ივნისამდე რომ ვერ იცლის - მანამდელ ვიქენდებზე შტატებში, კანადასა და არგენტინაში სტუმრობს - მაგის გადამკიდე აფრიკა ზერაგბის ბოლოს წინის წინა რაუნდს ახლავე მართავს, რითაც ტურნირის ერთიანობას ხელყოფს.

მახვშებმა დათმეს

დიახ, მეოთხე წელია, დასი სამ, ეროვნულ ხუთეულადაა გამიჯნული, მაგრამ პლეიოფში გამსვლელი ექვსეული მაინც ერთიანი, 15-გუნდა ცხრილით დგინდება.

შარშან ეს ტაბულა ვითარებას სწორად ვერ ასახავდა ბოლო რაუნდამდე, რაკი ოზებს სხვებზე მეტი ეთამაშათ, წელს კი ცხრილი პირველად გასწორდება ივნისის ბოლოსღა, დასკვნითი ორი რაუნდის წინ, ხოლო მანამდე, სამ-ნახევარი თვე (!) სრულიად რაგბეთს უნდა ახსოვდეს, რომ კივებსა და ოზებს იაპებზე თითოთი ნაკლები ექნებათ ნათამაშევი.

ფანებს ვინ ჩივის და 15-გუნდა ცხრილის შედგენაში ბობოლა საითებიც დღემუდამ იჭრებოდნენ: ერეოდათ თაიბრეიქი და ავიწყდებოდათ "ბაი" - მოუქმე გუნდისთვის მუქთი 4 ქულის წინდაწინ მიმატება.

საქმეს რომ ვერ უშველა ჩიჩინმა, ზერაგბის მახვშებმა დათმეს და სტარტამდე ორი დღით ადრეღა, თვითერით ახარეს ფანობას, მედიასა და კლუბებსაც, რომ უქმობისთვის ამიერიდან გუნდს არაფერი ერგება!

ყველას უჭირს

აფრიკა განრიგის არევას არ დაჯერდა და სასიკეთო გადაწყვეტილებაც მიიღო - კავშირის აღმასკომმა მესამე მოსმენით (!) შეიწყნარა ზერაგბში 2016 წელს საბოლოოდ ჩასაბმელი ქინგზის თხოვნა, ჩვენებურებში ბოლო ადგილზე გასულთან პლეიოფზე უარს ვამბობთ, სამაგიეროდ კი "ქარრის თასი" 8 გუნდამდე განავრცეთ და აღგვაზევეთო.

მახვშები 2016 წლიდან ზე 18-ის (ანაც მეტის) ფორმატის განხილვასაც სერიოზულად შეუდგნენ, რათა შემდეგი ხუთი წლით (2016-2020) დასახონ გეგმა, რომელიც ხარჯსა და მუშა-ხელის ცვეთას არ გაზრდის, ტელე-ბაზარზე კი უფრო სარფიანად გასაღდება.

ეს ბოლო მიზანი არსებითია, რაღაი რაგბში ფული ყველას უჭირს. აგერ, ავსტრალიის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა, საფრანგეთსა და იაპონიაში კი სამხრეთელ ვარსკვლავებს იმდენს უხდიან, რომ შინ ნაკრებში თამაშის ხათრითაც აღარ ჩერდებიან. ჰოდა, "ოლ ბლექსი" და ვოლაბიზი თუმც ჯერაც ჯიუტობენ, ბოკე ლეგიონერებსაც იწვევს.

შარქსი გაძლიერდა

აფრიკიდან ბულზს საშოვარზე წაუვიდნენ მორნე სტეინ, იანო ფერმაკ, ვეინანდ ულიფიე, ზეინ კერშნერ და ჟანდრე კრიერ, რის გამოც ბებერი ვიკტორ მეტფილდ ისევ ჩაეწერა განაცხადში და ბედად, პიერ სპისიც მოკეთდა.

სთორმერზს გაექცნენ ბრაიან ჰაბანა, ჯო პიტერსენ და ანდრის ბეკერ, მაგრამ მწყობრში დარჩნენ ჟან დევილიერს, პიტერ გრანტ, ხიო აპლონ და სხალკ ბერგერიც მორჩა.

დასში ქინგზის ნაცვლად დაბრუნებული ლაიონზი სათვალავში ჩასაგდები არაა და ჩიტაზიც კვლავ თითო-ოროლა ვარსკვლავის (ვილი ლერუ, ადრიან სტრაუს) იმედზეა, შარქსი კი ერთობ გაძლიერდა:

ბრამბიზიდან მივიდა გურუ ჯეიქ ვაით და სარასენსიდან მენეჯერი ჯონ სმით; პირველ ხაზში სულ ბოკეები დგანან - ბისთ მთავარირა და ბისმარკ და იანი დიუპლესები, მესამეში - ვილემ ალბერც, მგეზავებად კი - პეთ ლემბი და ფრანს სტეინ.

ჯეელი ოსტატები

ავსტრალიაში თანაშემწენი დაწინაურდნენ: ბრამბიზი სთივენ ლარქემმა ჩაიბარა, რედსი კი - რიჩარდ გრემმა. კანბერის კლუბს სულ ჯეელი, მაგრამ ოსტატი ბექები ჰყავს: ქრისჩენ ლეალიაფანო, მეთ ტომუა, ჯესი მოგ, ტევიტა კურინდრანი, და მღლეტელი დევიდ პოქოქიც გამოჯანმრთელდა.

რედსი კაპიტან ჯეიმზ ჰორვილის და ვოლაბთა ღერძის: ქვეიდ ქუპერ - ვილ გენია იმედადაა; ფორსი ტრადიციულად არაფრის-მაქნისია; რებელზს უყოჩებს მოკეთებული სქოთ ჰიგინბოთამ და უჰავბექებს ტულუზიდან დაბრუნებული ლუქ ბერჯეს.

ერთი ექსმელბურნელი ლოთყოფილი, ჯეიმზ ოქონორ ჯერაც ინგლისშია, მეორე - ქერთლი ბილ მიბრუნდა ვორათაზში, სადაც ნა-ლიგრულზ-არი იზი ფოლაუ და მღლეტელი მაიქლ ჰუპერ ბრწყინავენ, ხოლო ბერიქ ბარნს და დრუ მიჩელ საშოვარზე წავიდნენ.

ქართერს ზოგავენ

ზელანდიის ჯილა ჩიფსი ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებს იმის და მიუხედავად, რომ სონი-ბილ ვილიამსი ლიგიდან რაგბში გაისადღა ბრუნდება, რათა მსოფლიო თასის კვალად რიოშიც (2016) იშვიდკაცოს.

ჩემპიონებს არონ ქრუდენ გეზავთ და ლიემ მესამ ყოჩობთ. ვაიქათოელებმა ქრუსეიდერზიდან მიიღეს რობი ფრუენ და იაპონიიდანაც დაიბრუნეს ბებერი მალილი მულიაინა, მაგრამ მოისაკლისეს რიჩარდ კაჰუი და ლელია მასანგა.

7-გზის ფალავანი ქრუსეიდერზი წელს ისევე დაასვენებს დენ ქართერს, როგორც შარშან რიჩი მაკქოუ დაზოგა, მაგრამ 10 ნომრები მაინც ბლომად ჰყავს: ქოლინ სლეიდ, თომ თეილორ და თაილერ ბლაინდელ.

ალღო ვერ აუღო

ჰარიქენზში ელიან ჯულიან სავეას ძმის, მარბიელ არდის აფრენას. მოკეთდა ქორი ჯეინ; კონრად სმით ეტყობა არ დაისვენებს, 10 ნომერი კია ბოდენ ბარეთ, ვისაც "ოლ ბლექსი" შარშან გარდამტეხად იყენებდა.

ჰაილენდერზს ჰყავს სმითები - ჰავბექი არონ და მელელოვე ბენ, მაგრამ ბლუზში წაუვიდნენ მაჰა ნონუ და ბურჯი თონი ვუდქოქ. ოქლენდმა იაპონიიდან დაიბრუნა მარბიელი ჯერომ კაინოც, ლიგიდან კი გადაიბირა ხატება ბენჯი მარშალ, მაგრამ ამ გენიოსმა ირბ-ულ რაგბს აქამდე ვერ აუღო ალღო და გაირკვა, რომ ვერც ბოჭვა ეხერხება.

დასასრულ, ბობოლა საითის, "პლანეტ რაგბის" პროგნოზიც: 1 ჩიფს,
2 შარქს, 3 ვორათაზ, 4 ქრუსეიდერზ, 5 ბრამბიზ, 6 სთორმერზ, 7 რედს,
8 ბლუზ, 9 ჩიტაზ, 10 ბულზ, 11 ჰარიქენზ, 12 რებელზ, 13 ჰაილენდერზ, 14 ფორს, 15 ლაიონზ

<<  [.PDF]  2014 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>

 

ზე-რაგბის XIX სეზონი @ 2014

სთრიმები

                     

2013

კლუბი

ქართულად

ქალაქი

4

ქრუსეიდერზ

ჯვაროსნები

ქრაისთჩერჩ

7

3

5

.

10

ბლუზ

ლურჯები

ოქლენდ

3

1

2

.

1

ჩიფს

ბელადები

ჰემილთონ

2

1

1

.

11

ჰარიქენზ

გრიგალები

ველინგთონ

.

1

5

.

14

ჰაილენდერზ

მთიელები

დანიდინ

.

1

3

.

3

ბულზ

ხარები

პრეტორია

3

.

4

1

8

შარქს

ზვიგენები

დურბან

.

4

3

1

7

სთორმერზ

ტაროსი

ქეიპთაუნ

.

1

4

.

=

ლაიონზ

ლომები

იოჰანესბერგ

.

.

2

.

6

ჩიტაზ

ავაზები

ბლუმფონტეინ

.

.

.

1

15

ქინგზ

მეფეები

პორტ ელიზაბეთ

. . . .

2

ბრამბიზ

ველის რაშები

კანბერა

2

4

1

.

5

რედს

წითლები

ბრისბენ

1

.

3

2

9

ვორათაზ

(ყვავილია)

სიდნეი

.

2

3

1

13

ფორს

ძალა

პერთ

.

.

.

.

12

რებელზ

მეამბოხეები

მელბურნ

.

.

.

.

ჩ ჩემპიონი /
წააგო: ფ ფინალი, ნ ნახევარფინალი, მ მესამედფინალი