ოთხნი ტოლ-სწორად

   "ექვსი ერის" მესამე რაუნდში რომ დამარცხდა ორივე ლიდერი, ოთხ გუნდს 4-4 ქულა მოუგროვდა და ცხრილში სხვაობით განლაგდა.

საფრანგეთი პარასკევ ღამით კარდიფში მოსრა ბოლო ორი წლის ჯილამ, უელსმა. კელტებმა ახმახი ჯორჯ ნორსი შუამარბად დაიყენეს, ზედ თამაშის წინ კი, მტკივანი ფეხის გადამკიდე, მოისაკლისეს მხტომელი ალუნ-ვინ ჯოუნზი.

ურჩხულებმა მამლები ფორვარდებით დაჯაბნეს, ლი ჰაფპენიმ კი ჯარიმები შორიდანაც იტანა. ტაიმებში თითო ლელო დაიდო: ჰაფპენის შეცურებულზე ბრის დიულენს დაეჯახა ჟან-მარკ დუსენი და ბურთი ნორსის კერძი შეიქნა, საათის თავზე კი, ჯემი რობერთსის მიძალებიდან, კაპიტანმა სემ ვორბერთონმა რაქიდან აიტაცა ოვალი.

უელსი მალევე 11:0 დაწინაურდა. აქ იოან იუჟემ გაიტანა საპასუხო ლელო, მაგრამ რეფს კიდის მსაჯმა ანიშნა, მანამდე, ბოჭვისას, პასკალ პაპესგან ბურთი წინ წავიდაო. დუსენმა იოლი ჯარიმაც ააცილა, მსაჯი კი ირბ-ს ეურჩა და შერკინებაში უსწოროდ შეგორებაზე თვალი ხუჭა.

თითქოს დადო

მესამე მეოთხედში ჩაქცევა რომ გახშირდა, რეფმა ოღრაში ბურჯები გაასინბინა, გადამწყვეტი ლელოს წინ კი სტუმრებს გაუგდო ლუი პიკამოლი, ვინც რაქში განგებ ჩარჩა მეტოქის მხარეს. ნამატჩევს "ლე ბლეს" ტურნირის ბოლომდე გამოაკლდა ვეზლი ფოფანა, ვისაც ნეკნი გატეხვია, რეიტინგში კი საფრანგეთს, უელსის გარდა, ირლანდიამაც გადაუსწრო ... წაგებით!

ინგლისმა თავიდანვე უტია სამყურებს: მაიქ ბრაუნის გარღვევას
17 ფაზა მოყვა და ნორჩმა ჯონ მეიმ ლელო თითქოს დადო, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ ენდრიუ თრიმბლისგან შებოჭილისთვის ქონორ მარს გაუგდებინებია ოვალი.

პირველი ტაიმი ოდენ 3:0 მორჩა, რაკი ოუენ ფარელმა ჯარიმა ააცილა და ვარდებმა ვერც ლელოდან 8 მეტრზე იხეირეს დერეფნით. მეორის დასაწყისშივე ჯემი ჰიზლიპმა ფარული პასით ახეირა რობ ქარნი, მაგრამ ვალში არც ქრის რობშოუ დარჩა: მისი ოფლოუდით ბრაუნმა
30 მეტრი ინავარდა და ერთ მაგდენზევე გააჭენა დანი ქეა * 13:10

გულდაგულ შეამზადეს

ლიდერი ირლანდია ბევრს ეცადა, მაგრამ თამაში ვეღარ იხსნა: ჯო ლონჩბრი კოჭში მიწვდა დეივ ქარნს. კანჭი იტკინა პითერ ომანიმ. ბოლო წუთზე აკოჭლდა ბრაიან ოდრისქოლიც, ვინაც 139 კეპით ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს გაუტოლდა, ინგლისს კი ექვსი თვით გამოაკლდა კოჭ-დაშავებული 8 ნომერი, ბილი ვუნიპოლა.

რაუნდში ყველაზე დრამატული მაჩანჩალათა რკენა გამოვიდა. შოტლანდია ზედ შესვენების წინ დაალელოვა თომას "ტომაზო" ალენმა, ვინც სქოთთა 20-წლამდელ ნაკრებში დაოსტატდა, დედა კი იტალიელი ჰყავს * 13:3

მეორე ტაიმში აქამდე ულელოო ნარშავებიდან ორჯერ გაიჯეჯილა ალექს დანბარმა, მაგრამ ავსტრალიელი ჯოშ ფურნოს ლელოთი და არგენტინელი ლუჩანო ორკერას გარდასახვით აძური მაინც იგებდა * 20:18. მაგრამ არა! სქოთებმა ბოლო წუთზე გულდაგულ შეამზადეს არეკნი და 35 მეტრიდან ივარგა დანქან ვიარმა * 20:21, იტალია კი
ირბ-ის ნუსხაში იაპონიაზე დაბლაც დაეშვა.

 

ექვსი ერი 2014

მესამე რაუნდი   youtube [ჲუთუბი] არხი

<<  უელსი 27:6 საფრანგეთი

უელ: ჰაფპენი (ჰუქ 71) ქასბერთ ნორს რობერთს ლმ.ვილიამს <10-9> პრისთლენდ (ბიგარ 71) ვებ (ფილიპს 71) / ჯენქინს სბ 51 (ჯეიმზ 71) ჰიბარდ (ოუენს 57) ად.ჯოუნზ (რდ.ჯოუნზ 71) ჩართერის ბოლ (ქუმზ 71) ლიდიეთ (ჯეიმზ 52-62, თიპურიქ 71) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - 2ლ: ნორს ვორბერთონ; გ 5ჯ: ჰაფპენი

სფრ: დიულენ იუჟე ბასტარო (ფიკუ 71) ფოფანა ბონევალ <10-9> პლისონ (ტალე 65) დუსენ (მაშნო 41) / დომინგო (ფორესტიე 65) შარჟევსკი (მაშ 65) მას სბ 51; პაპე^კაპ მაესტრი (ვაამაინა 65) ნიონგა (დებატი 52, შული 63) ლორე პიკამოლ სბ 63 - 2ჯ: დუსენ პლისონ

რეფ როლან (ირლ) @ კარდიფი, მილენიუმ (73 086)   ვიდეო

3:0(3) 8:0(6) 11:0(10) 11:3(17) 14:3(20) 14:6(32) 17:6(35) 20:6(40+) /
სბ-სბ(51) სბ(63ს) 27:6(64)

<<  იტალია 20:21 შოტლანდია

იტა: მაკლეინ ესპოზიტო კამპანიარო გარსია სარტო <10-9> ალენ (ორკერა 69) გორი (ბოტეს 64) / დემარკი (აგერო 58) გირალდინი (ჯაძონ 58) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 58) ხელდენჰეის ფურნო; ძანი (ბორტოლამი 74) ბარბიერი (დარბიშირ 64) პარისე^კაპ - 2ლ: ალენ ფურნო; 2გ: ალენ ორკერა; 2ჯ: ალენ

შტლ: ჰოგ სიმორ (ევანს 56) დანბარ (თეილორ 73) სქოთ შ.ლამონთ <10-9> ვიარ ლეიდლოუ^კაპ (ქაზითერ 64) / გრანთ (დიქინსონ 59) ლოუსონ ლოუ (ქროს 39) რ.გრეი ჰემილთონ; ვილსონ ფიუზარო (დენთონ 53) ბითი - 2ლ: დანბარ; გ ა: ვიარ; 2ჯ: ლეიდლოუ

რეფ ვოლშ (ავს) @ რომი, ოლიმპიკო (58 ? 65 ათასი)   ვიდეო

3:0(14) 3:3(23) 6:3(32) 13:3(40+) /
13:6(46) 13:11(54) 13:18(68) 20:18(72) 20:21(80ა)

<<  ინგლისი 13:10 ირლანდია

ინგ: ბრაუნ ნოულ ბარელ თველვთრიზ მეი <10-9> ფარელ ქეა / მარლერ (მ.ვუნიპოლა 64) ჰართლი (თ.იანგს 75) ვილსონ (თომას 70) ლონჩბრი ლოზ; ვუდ (ეთვუდ 70) რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა (მორგან 37) - ლ: ქეა; გ 2ჯ: ფარელ

ირლ: რ.ქარნი თრიმბლ (მაკფადენ 66) ოდრისქოლ (ჯექსონ 80) დარსი დ.ქარნი <10-9> სექსთონ მარი (ბოს 80) / ჰილი (მაკგრას 72) ბესთ (ქრონინ 74) როს (მურ 62) თოუნერ ოქონელ^კაპ; ომანი (ჰენდერსონ 70) ჰენრი (მერფი 74) ჰიზლიპ - ლ: რ.ქარნი;
გ ჯ: სექსთონ

რეფ იუბერ (აფრ) @ ლონდონი, თვიქნემ (81 835)   ვიდეო

3:0(25) / 3:7(43) 3:10(50) 6:10(54) 13:10(57)

ექვსი ერი 2014

ყველაფერი საქართველოს დროით

1/02

უელსი

23:15

იტალია

ლეისი (ირლ)

1/02

საფრანგეთი

26:24

ინგლისი

ოუენს (უელ)

2/02

ირლანდია

28:06

შოტლანდია

იუბერ (აფრ)

8/02

ირლანდია

26:03

უელსი

ბარნს (ინგ)

8/02

შოტლანდია

00:20

ინგლისი

გარსეზ (სფრ)

9/02

საფრანგეთი

30:10

იტალია

პეიპერ (აფრ)

21/02

უელსი

27:06

საფრანგეთი

როლან (ირლ)

22/02

იტალია

20:21

შოტლანდია

ვოლშ (ავს)

22/02

ინგლისი

13:10

ირლანდია

იუბერ (აფრ)

3 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

ირლანდია

4

+42

6/1

2-1

64:22

ინგლისი

4

+21

5/4

2-1

57:36

უელსი

4

+6

4/4

2-1

53:47

საფრანგეთი

4

+1

6/5

2-1

62:61

შოტლანდია

2

-41

2/7

1-2

27:68

იტალია

0

-29

5/7

0-3

45:74

ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე:
მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                            2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება

8/03

ირლანდია

18.30

იტალია

ოუენს (უელ)

8/03

შოტლანდია

21.00

საფრანგეთი

პოლოქ (ზელ)

9/03

ინგლისი

19.00

უელსი

პუატ (სფრ)

15/03

იტალია

16.30

ინგლისი

გოზერ (სფრ)

15/03

უელსი

18.45

შოტლანდია

გარსეზ (სფრ)

15/03

საფრანგეთი

21.00

ირლანდია

ვოლშ (ავს)

ირბ-ის რეიტინგი [24/02]

1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი
8546, 5 ირლანდია 8076, 6 უელსი 8060,
7 საფრანგეთი 8056, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია
7635, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321

13 იაპონია 7206, 14 იტალია 7205, 15 კანადა 7075,
 16 საქართველო 6957,  17 რუმინეთი 6866, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი 6120, 20 ურუგვაი
6077, 21 პორტუგალია 5983
22 ესპანეთი 5971, 23 ნამიბია 5879 ... 29 ბელგია 5444

+/-: უელ 150 სფრ, შტლ 109 იტა, ინგ 28 ირლ
    * პორ
95 ბელ (19:6 გ,  საქ 0 რუს (36:10 შ, რუმ 0 ესპ (32:6 შ)

www.000webhost.com