ვალი გაუსტუმრეს

   "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდში ინგლისმა რომ გააბურთავა უელსი, ფინიშზე ტიტულსაც ჩამოართმევს მეზობელს, თუკი საფრანგეთი ირლანდიას დაამუხრუჭებს.

უელსმა შარშან 30:3 მოსრა ინგლისი და ზედიზედ მეორედ იჩემპიონა, მაგრამ ნამატჩევს გაირკვა, რომ კელტებს განგებ უქცევიათ შერკინება, რაღაი ოზი რეფი აპრიორი მეტოქეს დააჯარიმებდა.

პატივცემულმა ირბ-მა სამართალი წელს გააჩინა: ფრანგმა მსაჯმა შარშანდელი გმირი, ბურჯი გეთინ ჯენქინსი ამოიჩემა და გაასინბინა. ჰოდა, ახლა უელსი ჩივის, გაგვაგებინონ მახვშებმა, როგორ მივაწვეთო.

შერკინება იქეთ იყოს და ინგლისმა, ბრეიქდაუნის გარდა, ლამის სხვა ყველაფერში აჯობა აწ უკვე ექს-ჩემპიონს. მეორე ხაზელი ქორთნი ლოზი სასწაულად გაისარჯა; დანი ქეამ უკადნიერესი ლელო დადო; ოუენ ფარელმა დიდებულად ურტყა კუთხეებშიცა და კარშიც, უკანა სამეულმა კი შანსი არ გაუშვა, სიღრმიდან არ კონტრშეეტია.

თავი გადადო

უელსს 12 ლომი ეყენა, ინგლისმა კი შარშანდელი 15ეულიდან ექვსი კაციღა დაიტოვა. ვარდებმა 2003 წლის აქეთ პირველად ძლიეს სამივე ბრიტანელი ნაყმევი და "სამი გვირგვინის" სინი ჩაიბარეს, უელსს კი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა ლი ჰაფპენი, ვინაც ბეჭი იღრძო.

დაიდო ოდენ ორი ლელო და ისიც პირველ ტაიმში. მარჯვენა ბურჯმა (!) დევიდ ვილსონმა რომ გაჭრა ხაზი, კართან ბოძებული ჯარიმა უცებ გაათამაშა ქეამ, მეორეჯერ კი ბილი თველვთრიზმა ვირტუოზულად შეუცურა ლუთერ ბარელს. ამ ვესთინდოელ ჯეელს 76 წუთზეც შეეძლო ალამთან გატანა, მაგრამ ჰაფპენიმ თავი გადადო და დაშავდა.

ინგლისი უელსს თვიქნემში 2015 წლის 26 სექტემბერსაც, მსოფლიო თასის ჯგუფში ერაგბება და წაგებული ალბათ პულშივე ჩარჩება, რაკი უდროო, ტრაგიკული წილისყრით, იქვეა ავსტრალია.

შავ დღეში არიან "ექვსი ერის" ორგანიზატორებიც: რაკი პარიზი და რომი შორი-შორსაა, თასს შუა გზაზე ვეღარ დაავანებენ და ერთგან (სად?) თურმე ასლის გაგზავნას აპირებენ.

"ბოდის" პასებით

პარიზში კარიერის ტრიუმფით დასრულებას გეგმავს 35 წლის ბრაიან ოდრისქოლი, ვინც იტალიასთან 140 კეპი მიითვალა და ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს ჩამოართვა მსოფლიო რეკორდი. "ბოდის" გაცილება სრულიად ირლანდიის ზეიმად იქცა და ოსტატმაც საკადრისად ირაგბა: სანამ შეცვლიდნენ, ოთხიდან სამი ლელო მისი პასით დაიდო.

რაგბეთმა ბრაიანი გაიცნო 2000 წელს, როცა მამლები პარიზში სამჯერ დაალელოვა. სამყურებს მას აქეთ ვეღარ უძლევიათ გასვლაზე საფრანგეთი, ვინაც ერთთავადვე აბითურებს უხეირო შოტლანდიას.

სქოთებმა შინ, პირველ ტაიმში, ორჯერ დაალელოვეს "ლე ბლე: ჯერ იოან იუჟემ ვერ აიღო სთიუართ ჰოგის აბრაგანი, მერე კი მსაჯს ბლოკი გამორჩა. იუჟემ მეორეში გამოისყიდა ცოდვა - დანქან ვიარს ჩაუჭრა მოსხეპი პასი და გაქუსლა, ბოლო, მიამიტური ჯარიმა კი მასპინძლებმა  რაქში მიიღეს.

 

ექვსი ერი 2014

მეოთხე რაუნდი   youtube [ჲუთუბი] არხი

<<  ირლანდია 46:7 იტალია

ირლ: რ.ქარნი თრიმბლ ოდრისქოლ (მაკფადენ 62) დარსი დ.ქარნი <10-9> სექსთონ (ჯექსონ 64) მარი (რედენ 17) / ჰილი (მაკგრას 54) ბესთ (ქრონინ 54) როს (მურ 57) თოუნერ ოქონელ^კაპ; ჰენდერსონ (რადოქ 54) ჰენრი (მერფი 74) ჰიზლიპ - 7ლ: სექსთონ (1 4) თრიმბლ ჰილი ქრონინ მაკფადენ მაკგრას; 4გ: სექსთონ 2, ჯექსონ 2; ჯ: სექსთონ

იტა: მაკლეინ ესპოზიტო კამპანიარო გარსია (მაზი 64) სარტო <10-9> ორკერა (ალენ 64) ტებალდი (გორი 71) / დემარკი (რიძო 57) გირალდინი (ჯაძონ 71) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 8, დემარკი 71) ხელდენჰეის ბორტოლამი^კაპ (პავანელო 64) ფურნო დარბიშირ (ვოსავაი 35-39, 57) ბარბიერი - ლ: სარტო; გ: ორკერა

რეფ ოუენს (უელ) @ დუბლინი, ავივა (51 ათასი)   ვიდეო

7:0(7) 7:7(26) 10:7(32) 17:7(39) /
22:7(53) 27:7(60) 34:7(70) 41:7(78) 46:7(80+)

<<   შოტლანდია 17:19 საფრანგეთი

შტლ: ჰოგ სიმორ დანბარ სქოთ შ.ლამონთ (ევანს 30) <10-9> ვიარ ლეიდლოუ / გრანთ ლოუსონ (ფორდ 52) ქროს; რ.გრეი ჰემილთონ (სვინსონ 69) ბითი (ვილსონ 17) ბრაუნ^კაპ დენთონ - 2ლ: ჰოგ სიმორ; 2გ: ლეიდლოუ; ჯ: ვიარ

სფრ: დიულენ იუჟე ბასტარო (ფიკუ 69) მერმოზ მედარ <10-9> პლისონ (ტალე 48) მაშნო (დუსენ 75) / დომინგო (დებატი 69) მაშ (გირადო 48) მას (სლიმანი 60) პაპე^კაპ მაესტრი (ფლონკარ 60) ვაამაინა (კლასენ 67) ლაპონდრი შული - ლ: იუჟე; გ: მაშნო; 4ჯ: მაშნო 3, დუსენ

რეფ პოლოქ (ზელ) @ ედინბურგი, მარიფილდ (67 144)   ვიდეო

0:3(2) 0:6(11) 7:6(14) 7:9(17) 14:9(23) /
14
:16(47) 17:16(62) 17:19(79)

<<  ინგლისი 29:18 უელსი

ინგ: ბრაუნ (გუდ 79) ნოულ ბარელ თველვთრიზ მეი <10-9> ფარელ (ფორდ 79) ქეა (დიქსონ 79) / მარლერ (მ.ვუნიპოლა 64) ჰართლი (თ.იანგს 69) ვილსონ (თომას 73) ლონჩბრი (ეთვუდ 73) ლოზ; ვუდ (ჯონსონ 79) რობშოუ^კაპ მორგან - 2ლ: ქეა ბარელ; 2გ 5ჯ: ფარელ

უელ: ჰაფპენი (ლმ.ვილიამს 75) ქასბერთ დევის რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ (ბიგარ 62) ვებ (ფილიპს 53) / ჯენქინს სბ 54 (ჯეიმზ 64) ჰიბარდ (ოუენს 55) ად.ჯოუნზ (რდ.ჯოუნზ 67) ბოლ (ქუმზ 73) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 73) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - 6ჯ: ჰაფპენი

რეფ პუატ (სფრ) @ ლონდონი, თვიქნემ (82 ათასი)   ვიდეო

7:0(6) 7:3(9) 10:3(19) 10:6(23) 13:6(27) 13:9(31) 20:9(35) 20:12(38) 20:15(40+2) / 23:15(46) 26:15(55სბ) 26:18(57) 29:18(59)
 

ექვსი ერი 2014

ყველაფერი საქართველოს დროით

1/02

უელსი

23:15

იტალია

ლეისი (ირლ)

1/02

საფრანგეთი

26:24

ინგლისი

ოუენს (უელ)

2/02

ირლანდია

28:06

შოტლანდია

იუბერ (აფრ)

8/02

ირლანდია

26:03

უელსი

ბარნს (ინგ)

8/02

შოტლანდია

00:20

ინგლისი

გარსეზ (სფრ)

9/02

საფრანგეთი

30:10

იტალია

პეიპერ (აფრ)

21/02

უელსი

27:06

საფრანგეთი

როლან (ირლ)

22/02

იტალია

20:21

შოტლანდია

ვოლშ (ავს)

22/02

ინგლისი

13:10

ირლანდია

იუბერ (აფრ)

8/03

ირლანდია

46:07

იტალია

ოუენს (უელ)

8/03

შოტლანდია

17:19

საფრანგეთი

პოლოქ (ზელ)

9/03

ინგლისი

29:18

უელსი

პუატ (სფრ)

4 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

ირლანდია

6

+81

13/02

3-1

110:029

ინგლისი

6

+32

07/04

3-1

086:054

საფრანგეთი

6

+3

07/07

3-1

081:078

უელსი

4

-5

04/06

2-2

071:076

შოტლანდია

2

-43

04/08

1-3

044:087

იტალია

0

-68

06/14

0-4

052:120

ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე:
მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                            2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება

15/03

იტალია

16.30

ინგლისი

გოზერ (სფრ)

15/03

უელსი

18.45

შოტლანდია

გარსეზ (სფრ)

15/03

საფრანგეთი

21.00

ირლანდია

ვოლშ (ავს)

ტესტ-რაგბის ღვაწლმოსილნი

140

ბრაიან ოდრისქოლ

ირლ+ლომ

1999-2014

139

ჯორჯ გრეგან

ავს

1994-2007

130

რონან ოგარა

ირლ+ლომ

2000-2013

124

რიჩი მაკქოუ

ზელ

2001-2013

119

ჯეისონ ლენარდ

ინგ+ლომ

1990-2004

118

ფაბიან პელუ

სფრ

1995-2007

116

ნეითან შარპ

ავს

2002-2012

111

ფილიპ სელა

სფრ

1982-1995

111

ჯონ სმიტ

აფრ

2000-2011

111

ჯორჯ სმით

ავს

2000-2013

ირბ-ის რეიტინგი [10/03]

1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი
8568, 5 საფრანგეთი 8144, 6 ირლანდია 8076,
7 უელსი 8038, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია
7547, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321

13 იაპონია 7206, 14 იტალია 7205, 15 კანადა 7075,
 16
საქართველო 6988,  17 რუმინეთი 6866, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი
6204, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 5939,
22 პორტუგალია 5899, 23 ნამიბია 5879 ... 29 ბელგია 5444

+/-: სფრ 88 შტლ, ინგ 22 უელ, ირლ 0 იტა
    * რუს
84 პორ (34:18 შ,  საქ 31 ესპ (24:17 გ, რუმ 0 ბელ (29:10 შ)

www.000webhost.com