საკადრისად გააცილეს

   "ექვსი ერის" ფინიშზე ირლანდიამ საფრანგეთში რომ ივაჟკაცა, ხომ იჩემპიონა და ბრაიან ოდრისქოლიც საკადრისად გააცილა.

"ექვს ერს" რაუნდთა მიმდევრობასა და საათობრივ განრიგსაც ტელე ბოსები უწესებენ. ამათი მოგონილია საფინიშო "ზე შაბათი, როცა სამივე მატჩი მიყოლებით იმართება და გვიან მოთამაშე გუნდებმა იციან, მიზნის მისაღწევად რამდენით ჭირდებათ მოგება.

ტიტულის პრეტენდენტთაგან ამჯერად პირველი რაგბობდა ინგლისი, ვინაც ირლანდიას 49 ქულით ჩამორჩებოდა. ვარდებმა უტეხი იტალია დაიბრიყვეს, მაგრამ ბოლოსკენ შეფერხდნენ და 41 წერტითღა მოიგეს, რითაც გაირკვა, რომ სამყურებს საფრანგეთთან რაგინდარა გამარჯვება მისცემდათ ხელს, გალებს კი ლიდერი 70-ით (!) უნდა ეძლიათ, რათა რაგბის სამშობლოსთვის გადაესწროთ.

ფრანგებმა ბოლოსკენ კინაღამ მოიგეს, მაგრამ ირლანდიამ მაინც გატეხა 14-წლიანი პარიზული ნავსი და უკეთესი სხვაობით პირველად იფალავნა. ეს წესი რაგბის უძველესმა შეჯიბრმა 1993 წელსღა მიიღო, სამყურებს კი აქამდე ბედი არ წყალობდათ - მათ სხვებზე მეტად, სამჯერ (2001 2006 2007) სწორედ რომ სხვაობით დაკარგეს პირველობა.

გამეორების შემდეგ

ინგლისმა იტალია გარეთ და უელსმა შოტლანდია შინ შვიდ-შვიდჯერ დაალელოვეს. აძური ფინიშზე ზედიზედ მეორედაც განადგურდა, მაგრამ ამქარში ყველა სამუდამოდაა ჩაწერილი, რაღაი ფანობას უყვარს ტრადიცია, მოგზაურობა და ლხინი, ხოლო მახვშებს ბლომად შესდით სარფი და სულაც არ ანაღვლებთ, რომ რაგბი ევროპაში ვერ ვითარდება,

ინგლისელთაგან თავი ისევ ისახელა ფულბექმა მაიქ ბრაუნმა, კარში კი კვლავ შეუმცდარად ურტყა ოუენ ფარელმა. შოტლანდიამ ბარემ საათი 14 კაცის ამარამ ითამაშა, რაღაი სთიუართ ჰოგი წითლით გაუძევეს, უელსის კაპიტანს, სემ ვორბერთონს კი მხარი რომ ეღრძო, წინა მატჩში დაშავებული ლი ჰაფპენის დარად, გუნდს ივნისში ვეღარ გაყვება სამხრეთ აფრიკაში.

უელსმა შოტლანდია ზედიზედ მეშვიდედ ძლია. ურჩხულებმა "4-5-6 ერში" გამარჯვების რეკორდიც გაიუმჯობესეს, სქოთებმა კი წაგების ანტი-რეკორდი გაიუარესეს. გაილაღა ჰაფპენის დუბლიორმა ლიამ ვილიამსმა, ჰოგმა კი დარტყმაზე დაფარებისას იდაყვი სახეში განგებ რომ ჩაარტყა დენ ბიგარს, მაგისთვის მსაჯმა უმალ ყვითელი უჩვენა, ხოლო სტადიონის ეკრანზე (!) გამეორების შემდეგ - წითელიც.

გადაკიდებული ჩამოუგდო

ირლანდიამ საფრანგეთში წინა ჯერზე (2000) რომ მოიგო, ნორჩმა ოდრისქოლმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. აწ უკვე 35 წლის "ბოდმა" სანაკრებო კარიერის დასრულება ჩემპიონობით ჩაიფიქრა, ბოლოს წინა რაუნდში კი ნამსახურობის მსოფლიო რეკორდი ჩამოართვა ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს.

თამაში მაგარი გამოვიდა. მეორე მეოთხედში ირლანდიამ ზედიზედ დადო ორი ლელო: 11-ფაზიანი შტურმის ბოლოს ქრის ჰენრიმ ახეირა ჯონათან სექსთონი, ოდრისქოლის რეიდის კვალად კი ქონორ მარიმ დაგეზა ენდრიუ თრიმბლი * 6:12

მალევე რემი ტალეს გადაკიდებული იოან იუჟემ ჩამოუგდო ბრის დიულენს, წამატებულ დროში კი სექსთონმა გასატანი ჯარიმა ააცილა * 13:12.  მესამე მეოთხედში რობ ქარნიმ გამოაქცუნა ბურთი, თრიმბლი მარჯვნივ გაიჭრა და შიგნით დაუბრუნა ოდრისქოლს; "ბოდი" წითელ ზოლში შებოჭა იუჟემ, მაგრამ სექსთონი ეწია მიზანს * 13:19

რეფს მოეჩვენა

ცხრით (13:22) ჩამორჩენილი ფრანგები გახელდნენ. ოზ რეფს, სთივ ვოლშს მოეჩვენა, რომ დიმიტრი შარჟევსკიმ ბურთი ერთდროულად შეახო მიწასა და ძელის შალითის ძირს, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ შემტევს დამიწებისას ოვალი ხელიდან გავარდნოდა * 20:22

დასასრულ, ირლანდია ორჯერ გადარჩა: რომ რჩებოდა ათიოდე წუთი, საკაცით გაიყვანეს სექსთონი და ჟან-მარკ დუსენმაც შერკინებაში მოპოვებული, იოლი ჯარიმა ააცილა, ბოლოს წინა წუთზე კი, ჩათამაშება-ჩამოთამაშების შედეგად, დამიან შული ალამთან შევარდა ლელოში, მაგრამ მსაჯმა იეჭვა, რჩევა ტელი-რეფს ჰკითხა და ამანაც დაასკვნა, რომ პასკალ პაპეს "წინ პასი" გამოსვლოდა.

ასე, ჩემპიონობით დაგვირგვინდა ბრაიან ოდრისქოლის 15-სეზონიანი (1999-2014) კარიერა. დაბლინელმა ოსტატმა ირაგბა ოთხ-ოთხ მსოფლიო თასსა და "ბრიტანელი ლომების" ტურნეზე; ორჯერ მოიგო "ექვსი ერი" (2009 2014; მოიხვეჭა 141 კეპი, გაიტანა 47 ლელო და ხალხის აზრით, წინამორბედებს - ჯექი ქაილსა (1947-1958) და მაიქ გიბსონსაც (1964-1979) აჯობა.

 

ექვსი ერი 2014

ბოლო, მეხუთე რაუნდი   youtube [ჲუთუბი] არხი

<<  იტალია 11:52 ინგლისი

იტა: მაკლეინ ესპოზიტო კამპანიარო გარსია (მაზი 73) სარტო
<10-9>
ორკერა (ალენ 43) ტებალდი (გორი 67) / აგერო (რიძო 47, ჩიტადინი 68) გირალდინი ჩიტადინი (დემარკი 47) ხელდენჰეის ბორტოლამი სბ 51; ფურნო (დარბიშირ 56, ბიაჯი 62) ბარბიერი პარისე
^კაპ - ლ: სარტო; 2ჯ: ორკერა

ინგ: ბრაუნ ნოულ ბარელ (ტუილანგი 54) თველვთრიზ (ფორდ 71) მეი <10-9> ფარელ ქეა (დიქსონ 67) / მ.ვუნიპოლა (მულენ 76) ჰართლი (თ.იანგს 54) ვილსონ (თომას 71) ლონჩბრი (ეთვუდ 71) ლოზ; ვუდ (ჯონსონ 67) რობშოუ^კაპ მორგან - 7ლ: ბრაუნ (1 3) ფარელ ნოულ ვუნიპოლა ტუილანგი რობშოუ; 7გ ჯ: ფარელ

რეფ გოზერ (სფრ) @ რომი, ოლიმპიკო (57 750)   ვიდეო

3:0(7) 3:3(11) 3:10(14) 6:10(23) 6:17(33) 6:24(39) /
სბ(51იტ) 6:31(54) 6:38(62) 6:45(68) 11:45(69) 11:52(80+3)

<<   უელსი 51:3 შოტლანდია

უელ: ლმ.ვილიამს (ჰუქ 63) ქასბერთ დევის რობერთს ნორს
<10-9>
ბიგარ (პრისთლენდ 63) ფილიპს (რდ.ვილიამს 54) / ჯენქინს (ჯეიმზ 58) ოუენს (ჰიბარდ 58) რდ.ჯოუნზ (ად.ჯოუნზ 58) ჩართერის (ბოლ 63) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 54) ვორბერთონ
^კაპ ფალეტაუ - 7ლ: ლმ.ვილიამს ნორს (2 4) რობერთს (3 5) ფალეტაუ რდ.ვილიამს; 5გ: ბიგარ 4, ჰუქ; 2ჯ: ბიგარ

შტლ: ჰოგ წბ 23, ფაიფ (თეილორ 67) დანბარ სქოთ ევანს
<10-9>
ვიარ ლეიდლოუ (ქაზითერ 62) / გრანთ (დიქინსონ 46) ლოუსონ (ფორდ 46) ქროს (მარი 41) რ.გრეი ჰემილთონ (სვინსონ 55) ვილსონ ბრაუნ
^კაპ (სთროქოშ 9) დენთონ - ჯ: ლეიდლოუ

რეფ გარსეზ (სფრ) @ კარდიფი, მილენიუმ (73 547)   ვიდეო

0:3(4) 3:3(9) 10:3(17) 13:3(24წბ) 20:3(35) 27:3(40) /
32:3(42) 39:3(49) 44:3(53) 51:3(75)

<<  საფრანგეთი 20:22 ირლანდია

სფრ: დიულენ იუჟე ბასტარო ფიკუ (მერმოზ 76) მედარ <10-9> ტალე მაშნო (დუსენ 67) / დომინგო (დებატი 41) შარჟევსკი (გირადო 69) მას (სლიმანი 37) პაპე^კაპ მაესტრი (ფლონკარ 54) პიკამოლ (ვაამაინა 67) ლაპონდრი (ლორე 76) შული - 2ლ: დიულენ შარჟევსკი; 2გ 2ჯ: მაშნო

ირლ: რ.ქარნი თრიმბლ ოდრისქოლ დარსი (მაკფადენ 67) დ.ქარნი <10-9> სექსთონ (მედიგან 69) მარი (რედენ 64) / ჰილი (მაკგრას 71) ბესთ (ქრონინ 71) როს (მურ 64) თოუნერ ოქონელ^კაპ; ომანი (ჰენდერსონ 64) ჰენრი ჰიზლიპ - 3ლ: სექსთონ (1 3) თრიმბლ;
2გ ჯ: სექსთონ

რეფ ვოლშ (ავს) @ პარიზი, სანდენი (78 876)   ვიდეო

3:0(2) 6:0(15) 6:5(21) 6:12(27) 13:12(32) /
13
:19(48) 13:22(53) 20:22(64)
 

ექვსი ერი 2014

1/02

უელსი

23:15

იტალია

ლეისი (ირლ)

1/02

საფრანგეთი

26:24

ინგლისი

ოუენს (უელ)

2/02

ირლანდია

28:06

შოტლანდია

იუბერ (აფრ)

8/02

ირლანდია

26:03

უელსი

ბარნს (ინგ)

8/02

შოტლანდია

00:20

ინგლისი

გარსეზ (სფრ)

9/02

საფრანგეთი

30:10

იტალია

პეიპერ (აფრ)

21/02

უელსი

27:06

საფრანგეთი

როლან (ირლ)

22/02

იტალია

20:21

შოტლანდია

ვოლშ (ავს)

22/02

ინგლისი

13:10

ირლანდია

იუბერ (აფრ)

8/03

ირლანდია

46:07

იტალია

ოუენს (უელ)

8/03

შოტლანდია

17:19

საფრანგეთი

პოლოქ (ზელ)

9/03

ინგლისი

29:18

უელსი

პუატ (სფრ)

15/03

იტალია

11:52

ინგლისი

გოზერ (სფრ)

15/03

უელსი

51:03

შოტლანდია

გარსეზ (სფრ)

15/03

საფრანგეთი

20:22

ირლანდია

ვოლშ (ავს)

5 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

ირლანდია

8

+83

16/04

4-1

132:049

ინგლისი

8

+73

14/05

4-1

138:065

უელსი

6

+43

11/06

3-2

122:079

საფრანგეთი

6

+1

09/10

3-2

101:100

შოტლანდია

2

-91

04/15

1-4

047:138

იტალია

0

-109

07/21

0-5

063:172

ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე:
მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                            2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება

<<  "პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მაიქ ბრაუნ (ინგ, 14 იოან იუჟე (სფრ, 13 ლუთერ ბარელ (ინგ,
12 ჯემი რობერთს (უელ, 11 ჯორჯ ნორს (უელ; 10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 დანი ქეა (ინგ) / 1 ქიან ჰილი (ირლ, 2 დილან ჰართლი (ინგ, 3 მაიქ როს (ირლ; 4 ჯო ლონჩბრი (ინგ, 5 ქორთნი ლოზ (ინგ; 6 თომ ვუდ (ინგ, 7 ქრის ჰენრი (ირლ, 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)

<<  15 სეზონის [2000-2014] ჯამი

ქვეყანა

%

  მ-წ*  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

ინგლისი

68.7

51-23*1

2061:1157

+904

4

1

-

საფრანგეთი

68.0

50-23*2

1899:1324

+575

5

3

-

ირლანდია

66.7

49-24*2

1833:1393

+440

2

1

-

უელსი

54.7

40-33*2

1688:1630

+58

4

3

1

შოტლანდია

26.7

19-54*2

1183:1872

-689

-

-

2

იტალია

15.3

11-63*1

1098:2386

-1288

-

-

5

<<  "ექვსი ერის" ჩემპიონები

საფრანგეთი

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

ინგლისი

2000

2001#

2003^

2011

უელსი

2005^

2008^

2012^

2013#

ირლანდია

2009^

2014#

 

 

^ სლემ [10 ქ]  # უკეთესი სხვაობითღავთ = ვაითვოშ [0 ქ]

ირბ-ის რეიტინგი [17/03]

1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი 8568,
5 ირლანდია 8213, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8007, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია
7516, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321

13 იაპონია 7206, 14 იტალია 7205, 15 კანადა 7075,
 16
საქართველო 7046,  17 რუმინეთი 6808, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი
6258, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 6065, 22 ნამიბია 5879, 23 კორეა 5810, 24 პორტუგალია 5773 ... 29 ბელგია 5390

+/-: ირლ 137 სფრ, უელ 32 შტლ, ინგ 0 იტა
    * ესპ
126 პორ (28:24 გ,  საქ 58 რუმ (22:9 შ,  რუს 54 ბელ (34:20 გ)

ბრაიან ოდრისქოლის სანაკრებო კარიერა

stats.espnscrum.com

     ხანა

თ:

  მ-წ*

სულ

1999-2014

141:

82-57*2

47

5

ირლანდია

1999-2014

133:

80-51*2

46

5

ლომები

2001-2013

8:

02-06

1

.

ექვსი ერი

2000-2014

65:

45-19*1

26

1

მსოფლიო

1999-2011

17:

10-07

7

2

შინ

1999-2014

69:

51-16*2

25

2

გარეთ

1999-2014

60:

23-37

17

3

ნეიტრალურზე

1999-2011

12:

08-04

5

.

კაპიტნად

2002-2012

84:

52-31*1

26

1

იტალია

2000-2014

15:

14-01

6

.

შოტლანდია

2000-2014

15:

11-04

5

.

უელსი

2000-2014

16:

11-05

7

.

ინგლისი

2000-2014

13:

08-05

3

1

საფრანგეთი

2000-2014

15:

05-09*1

8

.

არგენტინა

1999-2010

8:

06-02

1

.

ავსტრალია

1999-2013

17:

05-11*1

4

1

აფრიკა

2000-2010

9:

03-06

1

.

ზელანდია

2001-2013

14:

00-14

3

2

შტატები

1999-2011

3:

03-00

1

.

რუმინეთი

1999-2003

3:

03-00

1

1

სამოა

2001-2013

3:

03-00

0

.

საქართველო

2002-2007

2:

02-00

2

.

ფიჯი

2002-2009

2:

02-00

2

.

ნამიბია

2003-2007

2:

02-00

1

.

იაპონია

2000

1:

01-00

2

.

რუსეთი

2002

1:

01-00

0

.

ზღვისრეთი

2006

1:

01-00

0

.

კანადა

2008

1:

01-00

0

.

www.000webhost.com