ჰაკა თავსხმაში

   ზელანდიამ გრიალ-გრიალ რომ მოიგო წლის უმთავრესი, ჰონკონგის შვიდკაცა, მსოფლიო სერიაში 7 ქულით გადაუსწრო აქამდელ ლიდერს, აფრიკას, საგაისოდ ელიტის საგზური კი იაპონიამ მოიპოვა.

შვიდკაცის მექაში კივებს აკლდნენ ფიჯელები - ლოტე რაიკამბულა და ტომასი თამა, 2 ქულით წინ მყოფ აფრიკას კი პარასკევსვე დაემტვრა კაპიტანი ქაილ ბრაუნი და საბოლოოდ სინს დაჯერდა.

შაბათს კოკისპირულად გაწვიმდა და შეჯიბრი გრაფიკს ჩამორჩა. კვირას ტაროსი თასის ფინალის მეორე ტაიმს დაატყდა თავს, მაგრამ ისედაც გალუმპული ჩემპიონი საჰაკაოდ მასაც აღარ შეეპუა.

აფრიკა მეოთხედფინალში შეიწირა ინგლისმა, ვინც ნახევარფინალში წინა ორი წლის ფალავანი, ფიჯიც გააგდო.

ოქროს ლელოთი

ფინალში პუბლიკამ ქოქოლა დააყარა კივებს, ესაო და ბენ ლემმა პირველ ლელოზე კიდეს დააბიჯაო, მეორე ტაიმში კი ინგლისმა ამ დალალა მობურთალის სინბინითაც ვეღარ იხეირა.

ელიტიდან გავარდნისგან ესპანეთს სასწაული - ძალუმად ჩატარებული ეტაპი თუღა იხსნის. მახვშთა ჩანაფიქრით, საგაისოდ სერიაში აზიის გუნდი უნდა აღზევებულიყო.

გეგმა კინაღამ არია იტალიამ, ვინც თვით მასპინძელი, ჰონკონგი გააგდო, მაგრამ ფინალში მეტიჩარა გააბითურა იაპონიამ, ვინაც მანამდე "ოქროს ლელოთი" დაითხოვა რუსეთი.

 

ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი [2013-14]

VII ეტაპი. 28-30/03 @ ჰონკონგ (ჩინ)

<<   პულები [# მიწვეული]

(ა) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / კენია 1-2, შრი ლანკა# 0-3
(ბ) ავსტრალია 3-0, აფრიკა 2-1 / საფრანგეთი 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ინგლისი 3-0, კანადა 2-1 / არგენტინა 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ზელანდია 3-0, შტატები 1-2
(-1) / სამოა(-28) შოტლანდია(-33) 1-2

<<   მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 17:5 შტატები (დ2)
ინგლისი (გ1) 14:7 აფრიკა (ბ2)
ზელანდია (დ1) 28:5 უელსი (ა2)
ავსტრალია (ბ1) 14:12 კანადა (გ2)

<<   ნახევარფინალი

ინგლისი 17:7 ფიჯი
ზელანდია 19:7 ავსტრალია

<<   ფინალი

ფარი (XIII)  კენია 17:10 პორტუგალია
ფიალა (IX)  შოტლანდია 31:5 საფრანგეთი
სინი (V)  აფრიკა 19:14 უელსი
ბრინჯაო (III)  ფიჯი 21:12 ავსტრალია
თასი (I) 
ზელანდია 26:7 ინგლისი >>  ვიდეო

<<   ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 4 დიჯეი ფორბს^კაპ, 5 აკირა იოანე, 8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 12 ბენ ლემ * 3 სემ დიქსონ,
6 მართი მაკქენზი, 7 ბრაის ჰიმ, 10 ჯორჯ თილსლი, 11 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

136 ზელანდია (3თ: გოულდ ქოუსთ, ველინგთონ, ჰონკონგ;
129 აფრიკა (2თ: პორთ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
112 ფიჯი (2თ: დუბაი, ტოკიო;

104 ინგლისი; 87 ავსტრალია; 64 სამოა; 63 კანადა; 61 არგენტინა;
  60 კენია; 57 უელსი; 50 საფრანგეთი; 45 შოტლანდია; 37 შტატები;
  24 პორტუგალია - 10 ესპანეთი
(პირდაპირ ვარდება) / 5 იაპონია# ; 2 ტონგა# ;     1 ზიმბაბვე# რუსეთი#  ურუგვაი#  შრი ლანკა#

<<   გასამართია

8

  3-4/05

გლაზგო

(შტლ)

9

10-11/05

თვიქნემ

(ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2014 (125 ეტაპი: 49 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

XVI სეზონის [2014/15] შესარჩევი

<<   პულები

(ე) ზიმბაბვე 3-0(+58) რუსეთი 2-1(+28) ჩილე 1-2(+22) / ბარბადოსი 0-3(-108)
(ვ) ჰონკონგი 3-0(+62) იტალია 2-1(+5) ტუნისი 1-2(-8) / ამერ.სამოა 0-3(-59)
(ზ) იაპონია 3-0(+84) ურუგვაი 2-1(+25) / ქუქეთი 1-2(-31) ტრინიდადი 0-3(-78)

<<   მეოთხედფინალი

1#იაპონია (ზ1)  38:7  8#ტუნისი (ვ3)
4#რუსეთი (ე2)  21:14  5#ურუგვაი (ზ2)
3#ზიმბაბვე (ე1) 
12:17*დდ  6#იტალია (ვ2)
2#ჰონკონგი (ვ1)  10:7  7#ჩილე (ე3)

<<   ნახევარფინალი

იაპონია 19:14*დდ რუსეთი
ჰონკონგი
0:12 იტალია

<<   ფინალი

იაპონია 26:5 იტალია

www.000webhost.com