იტალიაღა აჯანჯლებს

   აწ კი ნაღდად ბოლო "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალში ის ოთხი გუნდი გავიდა, რაც შარშან, და ფრანგული ფინალის გამეორებაც რეალურია.
ბრიტანულმა მედიამ ორი კვირის წინ შეიტყო, ტელებატონთა და ბობოლა კავშირების მოლაპარაკება წარმატებით დასრულდაო, და ეგეც ივარაუდა, ევროპული საკლუბო რაგბის ახალი სტრუქტურა დღე-დღეზე გამოქვეყნდებაო, მაგრამ ჰაინეკენის სანაცვლო ტურნირის წარდგენას საშველი აქამდე ვერ დაადგა.

ნუ იტყვით და გაჯიქებულა იტალია, ვინც "კელტების ლიგის" წევრობისთვის ამიერიდან აღარ გადაიხდის წლიურ ხარკს - 3 მილიონ (!) ევროს, მაგრამ ევროპულ წილად ირლანდია - უელს - შოტლანდიაზე 400 ათასით ნაკლები თანხა (4.7 მილიონი) მაინც ეცოტავება და კონტრაქტს თურმე ხელს არ აწერს.

ჯილები და სამიც უკეთესი

იტალია კელტ პარტნიორებს პარასკევს შეხვდება, ინგლისს და საფრანგეთს - ორშაბათს, და თუ ბუმბერაზებს მოურიგდა, პრეზენტაციაც კვირის ბოლომდე შედგება, სხვაფრივ კი ისღაა დანამდვილებით ცნობილი, რომ ელიტაში 20 გუნდი დარჩება:

ინგლისი და საფრანგეთი 6-6 კლუბს მიავლენენ და მე-13 საგზურსაც ერთმანეთში გაითამაშებენ, ოთხი ქვეყნის მომცველ კელტურ ლიგას კი ეთმობა 7 ადგილი - ოთხივე მოწილეს გარანტირებულად ეყოლება თითო ჯილა, ხოლო დანარჩენი სამი საგზური უკეთეს გუნდებს ერგებათ სადაურობის მიუხედავად.

მწარედ ჩამოაგდო

ოთხი მეოთხედფინალიდან სამი მასპინძელმა მოიგო, ხოლო დამარცხდა პირველად განთესილი - ალსთერი და მეტწილად იმიტომ, რომ 15 ნომერი 5 წუთზევე გაუძევეს წითელი ბარათით.

საქმე ასე იყო: სარასენი ალექს გუდი აბრაგანის ასაღებად რომ გამოიქცა და ახტა, გაქანებული კივი, ჯარედ პეინი ქვეშ შეუვარდა და მწარედ ჩამოაგდო. ამას ჩხუბი და გაჭიანურებული ვიდეო-ანალიზი მოყვა. ჰოდა, გუდი რომ საკაცით გაიყვანეს, ფრანგი რეფი ამჩატდა და ალსთერი წასაგებად გაწირა.

ბელფასთელები ორჯერ მაინც დაწინაურდნენ და თუმც სამი ლელო გაუშვეს, მოსაგებად ერთი გოლი ვერ ეყოთ, რაღაი სარასენმა ოუენ ფარელმა ხუთიდან ერთიღა გაიტანა. ქრის ეშთონმა პირველად შერკინების შემდეგ გაიჯეჯილა, მეორედ ფარელის გადაკიდებული დაიჭირა და მოურიც ბოთამაც მომსხეპი პასით იხეირა.

რაუნდის რჩეულში

სარასენსი თვიქნემში მიიღებს კლერმონს, ვინაც 2009 წლის ნოემბრიდან შინ ზედიზედ 75-ედ (!) იმარჯვა.

დავით ზირაქაშვილმა ვეზლი ფოფანას სალელოე ოფლოუდი რომ მიართვა, "პლანეტ რაგბმა" რაუნდის რჩეულში შეიყვანა. ფრანგები ერთი ხანობა ბლომად, 16:0 იგებდნენ, მაგრამ ბოლოს წითელ ზოლში ჯარიმა გამოსძალეს ლესთერს და ყიჟინა დასცეს * 22:16

ტულონის არაბი პატრონი, მურად ბუჯელალი მსაჯობით ისევ ნაწყენი დარჩა და ჯონი ვილქინსონსაც მალე დაეჭიმა კანჭი. მაგრად იარა მატიო ბასტარომ და ოზმა დრუ მიჩელმა ახლოდან დაფინტა, დელონ არმითიჯმა კი თავისი ნახევრიდან შეაგდო ჯარიმა.

მანსთერმა შინ, ლიმრიქში მოლით ათრია, გააბურთავა და 6-ჯერ დაალელოვა ევროპის ერთადერთი 4-გზის ფალავანი ტულუზი, მაგრამ ბეჭის ღრძობისა გამო სეზონის ბოლომდე გამოიგლოვა კაპიტანი, პითერ ომანი.

 

XIX "ჰაინეკენის თასი"

მეოთხედფინალი  >>  ვიდეო

მანსთერ (ირლ) 47:23 ტულუზ (სფრ)

6ლ: ერლს ქილქოინ სტანდერ ლაულალა ზიბო ოქონელ;
4გ 3ჯ:
ქითლი სბ ქილქოინ -

2ლ: გიარ ტეკორი; 2გ: ბოკზის; 3ჯ: მაკალისთერ სბ მონტეს

რეფ ოუენს (უელ) 5/04 @ ლიმრიქ, სომონდ პარქ (26 200)  >>  ვიდეო

7:0(6) 7:3(8) 10:3(16) 13:3(23) 13:6(30) 13:9(34) /
20:9(43) 27:9(47) სბ-სბ(50) 27:16(55) 30:16(62) 35:16(64) 35:23(73) 40:23(75) 47:23(80+)

* ჯაბა ბრეგვაძე (ტლზ) 48 შევიდა (1 სოლო = 0 მეტრი, ბოჭვა 2/0)

კლერმონ (სფრ) 22:16 ლესთერ (ინგ)

ლ: ფოფანა; გ 5ჯ: პარა -

ლ: ქრეინ; გ 3ჯ: ო.ვილიამს სბ ვოლდრომ

რეფ როლან (ირლ) 5/04 @ მარსელ მიშელენ (17 862)  >>  ვიდეო

3:0(15) 10:0(23) 13:0(27) 16:0(35) 16:7(38) 19:7(40+2) /
19:10(44) 19:13(52) 19:16(61) 22:16(66სბ)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 69 შეცვალეს (1 სალელოე პასი,
3 სოლო = 10 მეტრი, 1 გაბითურება, 1 ოფლოუდი, ბოჭვა 4/0,
-1 შეცდომა)

ალსთერ (ირლ) 15:17 სარასენს (ინგ)

5ჯ: პინარ 3, ჯექსონ 2 წბ პეინ-

3ლ: ეშთონ (1 3) მ.ბოთა; გ: ფარელ

რეფ გარსეზ (სფრ) 5/04 @ ბელფასთ, რეივენჰილ (16 853)  >>  ვიდეო

წბ(5ა) 3:0(16) 3:5(23) 6:5(30) 9:5(40) /
9:10(49) 9:17(68) 12:17(70) 15:17(73) ბოლო(80+2)

ტულონ (სფრ) 29:14 ლენსთერ (ირლ)

2ლ: შუასი მიჩელ; 2გ: გიტო; 5ჯ: ვილქინსონ (1 2) გიტო (3 5) დ.არმითიჯ (4) სბ ფრეზია -

ლ: მერფი; 3ჯ: გოპერთ

რეფ ბარნს (ინგ) 6/04 @ ფელიკს მეიოლ (15 252)  >>  ვიდეო

3:0(4) 6:0(17) 6:3(20) 6:6(29) /
9:6(43) 16:6(47) 16:9(55) 23:9(63) 26:9(67) 26:14(70) სბ(74ტ) 29:14(79)

* კოტე მიქაუტაძე (ტლნ) 67 შევიდა (1 სოლო = 0 მეტრი, ბოჭვა 3/0)

<<   ნახევარფინალი

სარასენს (ინგ) - კლერმონ (სფრ)
შაბ 26/04  ლონდონ, თვიქნემ  18.40 საქ

ტულონ (სფრ) - მანსთერ (ირლ)
კვი 27/04  მარსეი, ველოდრომ  18.30 საქ

<<   ფინალი

შაბ 24/05  კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com