კონტრასტული სეირები

   ბოლო "ჰაინეკენის თასის" ფინალში საფრანგეთისა და ინგლისის ფალავნები გავიდნენ, გაისად კი ელიტაში 20 გუნდიღა დარჩება და შეჯიბრს "ევროპის ჩემპიონთა თასი" ერქმევა.
ცხრა (!) მოწილემ - ექვსმა კავშირმა და სამმაც ლიგამ - ახალი, შვეიცარიაში (!) დასაბინავებელი კომპანიის - "ევროპის პროფესიული კლუბური რაგბის" (ეპკრ) დაფუძნება 10 აპრილს გამოაცხადა.

ამით დასრულდა ორ-წლიანი ხვანჯობა, ელიტაში მოხვედრა და სარფის განაწილება სამართლიანი გახდა, 20-გუნდავე უმცროსი შეჯიბრის - "ევროპის ჩელენჯ თასის" ბოლო ორი ადგილი კი დაეთმო გამარჯვებულებს "შესარჩევი შეჯიბრისა, რომელში ჩაბმაც ჩვენც შეგვიძლია.

27 ბოჭვა

ნახევარფინალები კონტრასტული გამოვიდა: მესამედითღა შევსებულ თვიქნემზე სარასენსმა დაცვითა და იღბლით მოსრა კლერმონი და ფინალში პირველად გავიდა მესამე ცდით, გადაწითლებულ ველო დრომზე კი მანსთერი მაგრად ეომა ტულონს, მაგრამ ვილქინსონმა მაინც გაამარჯვებინა ღონიერ ჩემპიონს.

თვიქნემში შარშანაც 26 ათასამდე მოსეირეღა შეიკრიბა. თავი გაიგიჟა ნამიბიელმა მღლეტელმა ჟაკ ბერგერმა - 27 წარმატებული ბოჭვა და არცერთი გაცუდებული! ზეორიგინალურად გაისარჯა უელსელი გეი ნაიჯელ ოუენსიც და კლერმონს მალევე აწვნია ნოკდაუნი.

სარასენსმა პირველ ტაიმში სამი ლელო მიითვალა და 24:6 დაწინაურდა. პირველზე სხალკ ბრიცმა და ბრედ ბარითმა ქრის ეშთონი გაათარხნეს; მეორე ირბ-ულ წესთა ულოგიკობა-უვარგისობითღა ჩაითვალა, მესამეზე კი ეშთონმა რომ უპასა ოუენ ფარელს, ამას ბურთი ბედად მუხლში მოხვდა!

რეკორდი მოუხსნა

მეორე ლელოს წინ მორგან პარა კუთხეში გამოიჭირეს, მაკო ვუნიპოლამ კი ლი ბერნს მოგერიებაზე დაუფარა და ბურთის დასაჭერად მარსელო ვოში და ბროქ ჯეიმზი ახტნენ. ოვალს ორივემ წაუტყაპუნა მტევანი, მაგრამ ოუენსმა დაასკვნა, დამცველმა სათამაშო არიდან ხელით განგებ გადააგდო ბურთიო, და საჯარიმო ლელოს სინბინიც დაურთო.

3:14-ზე ლელო კლერმონმაც გაიტანა: სიტივენი სივივატუმ მეტობა შეუქმნა ბენსონ სთენლის, მაგრამ საქმე აქაც ტელირეფს გადაეცა და დამიან შულის დაბრალდა ბლოკი, რომლის წვლილიც ეპიზოდში იოტისოდენა იყო.

მეორე ტაიმში ვოშმა ცენტრიდან შეაგდო შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა, საათის თავზე კი ფარელმა ბურთი გააგდებინა სივივატუს, ხოლო ეშთონმა ფეხით გაიგორა, მისდია და სეზონში მე-11 ლელო რომ მიითვალა, 1997 წელს დამყარებული ჰაინეკენური რეკორდი მოუხსნა სებასტიან კარას (ბრივ)

აღარ მოიკითხა

ტულონის კაპიტანს, ჯონი ვილქინსონს კანჭი სტკიოდა, მაგრამ მაინც ითამაშა და შარშანდელ მონაგარს (7ჯ ა) ერთი ჯარიმაღა დააკლო. კარლ ჰეიმანმა შერკინებაში დაადედლა დეივ ქილქოინი; დელონ არმითიჯმა ცენტრის გაღმიდან დაკრა ჯარიმა, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე კი უწესო რაქვისთვის გაასინბინეს.

დელონის ძმა, სთეფონი 18:9-ზე მანსთერის ლელოსკენ გაიჭრა, მაგრამ საიმონ ზიბომ მარჯვენა ალამთან მაინც დააბიჯებინა კიდეზე. ათი წუთის შემდეგ, მოკლე ფრთაზე, ზიბომვე გადაგორებით ორჯერ სცადა დამიწება, მაგრამ ტულონელები ჩაუწვნენ, რეფერი კი კიდის მსაჯს ენდო და ტელი-რეფი აღარ მოიკითხა.

16:18-ზე იენ ქითლიმ შორიდან ააცილა ჯარიმა. ბოლო მეოთხედში, გაგორებულის დევნისას, ქის ერლსმა მოცელა დევიდ სმითი. მანსთერმა ბევრი უტია, მაგრამ კონტაქტში კარგა ბურთი, "ვილქომ" კი ორი ჯარიმაც შეაგდო. ჰოდა, ტულონი კარდიფში დაიცავს ტიტულს.

 

XIX "ჰაინეკენის თასი"

ნახევარფინალი  >>  ვიდეო

სარასენს (ინგ) 46:6 კლერმონ (სფრ)

6ლ: ეშთონ (1 4) [საჯ^ვოშ] ფარელ ვაილზ სთრიზერ; 5გ: გუდ;
2ჯ:
გუდ ვოშ -

2ჯ: პარა სბ ბრ.ჯეიმზ

რეფ ოუენს (უელ) 26/04 @ ლონდონ, თვიქნემ (25 942)  >>  ვიდეო

7:0(9) 7:3(12) 14:3(14სბ) 14:6(29) 21:6(32) 24:6(38) /
27:6(54) 32:6(65) 39:6(74) 46:6(80)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 68 შეცვალეს (7 სოლო = 8 მეტრი, ბოჭვა 4/0)

ტულონ (სფრ) 24:16 მანსთერ (ირლ)

7ჯ: ვილქინსონ 6, დ.არმითიჯ (5) ა: ვილქინსონ სბ ფერნანდეს-ლოვე

- ლ: ზიბო; გ 3ჯ: ქითლი სბ ერლს

რეფ ბარნს (ინგ) 27/04 @ მარსეი, ველოდრომ (37 043)  >>  ვიდეო

3:0(6) 3:3(8) 6:3(19) 9:3(27) 9:6(30სბ) 12:6(31ა) 12:9(34) 15:9(36) 18:9(40) / 18:16(54) 21:16(65სბ) 24:16(80) ბოლო(80+2)

* კოტე მიქაუტაძე (ტლნ) 63 შევიდა (2 სოლო = 4 მეტრი,
1 გაბითურება, ბოჭვა 4/0. დერეფანი 1/0, -2 შეცდომა)

<<   ფინალი

ტულონ (სფრ) - სარასენს (ინგ)

შაბ 24/05  კარდიფ (უელ) მილენიუმ  20.00 საქ

www.000webhost.com