სერ თიჩენსის 50-ე თასი

   ზელანდიამ სეზონის ბოლოსწინა, გლაზგოს შვიდკაცაზეც რომ უსიტყვოდ იმარჯვა, ფაქტობრივად დაიბევა მე-12 მსოფლიო ტიტული.

"ოლ ბლექ სევენსმა, ვისაც დასაბამისად წურთნის "სერ" გორდონ თიჩენსი, შოტლანდიაში სანიშანსვეტო, 50-ე თასი შემართა.

კივები უახლოეს მდევარს, აფრიკას 19 ქულით უსწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სერიაში მხოლოდ მაშინ ვერ იპირველებენ, თუ ფინიშზე, თვიქნემში, ფარის (XIII ადგილი!) ფინალს წააგებენ, "ბლიც-ბოკე" კი თასს აიღებს.

გლაზგოში ზელანდია აფრიკას პულშივე გადაეყარა და 19:5 მოუგო. კივებს სერიოზული ბრძოლა ნახევარფინალშიღა, ფიჯთან გადახდათ (19:14) ფინალი კი, წვიმაში, კანადასთან, გასეირნებად ექცათ * 54:7

15-კაცელებს აშვიდკაცებენ

კანადა, ვინც 15-კაცა ნაკრების წევრებს (ქლიბერგერ მუნლაით თრეინორ დიუქ მაქ ...) აშვიდკაცებს, პულში 7:7 დაუზავდა მორიგ ჯამბაზურ ფორმაში გამოწყობილ ინგლისს და ფინალში პირველად გავიდა,

იგივე სტრატეგია აირჩიეს მასპინძლებმა, პული მოიგეს, აფრიკაც ძლიეს და 2009 წლის აქეთ პირველად უწიეს თასის ნახევარფინალს, კენიამ კი სხვაობით აჯობა კონკურენტებს და ქვემო რვეულში გაამწესა.

თავი გადადო ესპანეთმა, ორი თამაში მოიგო, ფიალის (IX ადგილი) ნახევარფინალში გავიდა და 5 ქულა პირველად აიღო, მაგრამ მეზობელ პორტუგალიას ათით რომ ჩამორჩება, ნაღდად გავარდება და საგაისოდ ადგილს დაუთმობს შესარჩევში გამარჯვებულ იაპონიას.

 

ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი [2013-14]

VIII ეტაპი. 3-4/05 @ გლაზგო (შტლ)

<<   პულები [# მიწვეული]

(ა) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / სამოა 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) კანადა ინგლისი 2-0*1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია
# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, კენია 1-2
(+2) / არგენტინა(-22)  უელსი(-51) 1-2
(დ) შოტლანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / ესპანეთი 1-2, შტატები 0-3

<<   მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 19:7 ავსტრალია (დ2)
ფიჯი (გ1) 14:12 ინგლისი (ბ2)
შოტლანდია (დ1) 12:7 აფრიკა (ა2)
კანადა (ბ1) 14:5 კენია (გ2)

<<   ნახევარფინალი

ზელანდია 19:14 ფიჯი >>  ვიდეო
შოტლანდია
7:10 კანადა

<<   ფინალი

ფარი (XIII)  უელსი 29:12 იაპონია
ფიალა (IX)  საფრანგეთი 20:14 არგენტინა
სინი (V)  ინგლისი 26:5 კენია
ბრინჯაო (III)  შოტლანდია
10:17 ფიჯი >>  ვიდეო
თასი (I) 
ზელანდია 54:7 კანადა >>  ვიდეო

<<   ზელანდია

1 სქოთ ქარი, 3 სემ დიქსონ, 4 დიჯეი ფორბს^კაპ, 7 ბრაის ჰიმ,
8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 12 ბენ ლემ * 2 თიმ მიქელსონ,
5 აკირა იოანე,
6 ადამ ვაითლოქ, 10 ჯო ვებერ, 11 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

158 ზელანდია (4თ: გლდქოუსთ, ველინგთონ, ჰონკონგ, გლაზგო;
139 აფრიკა (2თ: პორთ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
129 ფიჯი (2თ: დუბაი, ტოკიო;

117 ინგლისი; 97 ავსტრალია;
82 კანადა; 72 კენია; 69 სამოა;
  68 არგენტინა; 60 უელსი შოტლანდია; 58 საფრანგეთი; 38 შტატები;
  25 პორტუგალია - 15 ესპანეთი
(პირდაპირ ვარდება) / 7 იაპონია## ;
    2 ტონგა
## ; 1 ზიმბაბვე# რუსეთი#  ურუგვაი#  შრი ლანკა#

<<   გასამართია

9

10-11/05

თვიქნემ

(ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2014 (126 ეტაპი: 50 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com