ხუთ ქვეყანას მოიცავს

   სამხრეთული ზე 15-ის მე-12 რაუნდის წინ გაცხადდა 2016 წლიდან დასაწყები ზე 18-ის ფორმულა, ბურთაობაში კი ვორათაზმა თვით ჰარიქეინზს აჯობა.

<<  [.PDF]  2014 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>

ბევრჯერ მომხდარა, რომ გარკვეულ დრომდე დაყადაღებული ინფო დიდმოხელეს მედიისთვის განგებ გაუმხელია. ახლაც, ავსტრალიური რაგბის მამამ, ბილ პულვერმა გასცა სამხრეთული ალიანსის - სანზარის სტრატეგიული გეგმები და ლიანგი ააფორიაქა, ესაო და ყველაფერი აფრიკის სასიკეთოდ კეთდებაო.

სანზარი გაისად 20 წლისა მოიყრება. სამ სამხრეთელ ბუმბერაზს უერთმანეთოდ არ შეუძლია, მაგრამ აფრიკას დღემუდამ უფრო სარფიანი, ევროპული ბაზრისკენ რომ გაურბის თვალი, ავსტრალაზიაში მავანნი იქადნებიან, მოგვეშვან ეგ იაპები და ჩვენს ტრანს-ტასმანურ საქმეებს უმაგათოდ უკეთ მივხედავთო.

მარჩენალი აფრიკა

ეს ყველაფერი ორმაგი ბლეფია, რათა ზერაგბის ფორმატის მორიგი გადასინჯვისას მოწილემ მეტი ხეირი ნახოს. აი, ახლაც, 2016 წლიდან

# აფრიკა იმატებს მეექვსე, ზანგურ გუნდს;

# ავსტრალია შფოთავს, დარბების ოდნავ მოკვეცაც კი არ მაწყობსო;

# ზელანდია კმაყოფილია, რომ აფრიკას რეგულარულად ერაგბება,

# რაგბეთს კი ის უნდა უხაროდეს, რომ მარაქაში არგენტინა და ჯერაც უცნობი, მეხუთე ქვეყანა გაერევიან.

სხვაფრივ, აფრიკა მართლაც ზერაგბის მარჩენალია, რაღაი სანზარი ტელესარფის ნახევარზე მეტს მაქედან შოულობს, მაშინ როცა ზელანდია მომცრო, ღარიბი ქვეყანაა, ავსტრალიაში კი ირბ-ულ რაგბს პოპულარობით ბარემ სამი ბურთაობა (რულზ ლიგ სოქერ) უსწრებს.

ტენდერით შეირჩევა

 დედანი

ზე 18-ის დასი დაიყოფა ორ ჯგუფად და ოთხ კონფერენციად.

"აფრიკის" 8-გუნდა ჯგუფში შეიქმნება ორი, 4-გუნდა კონფერენცია. მასში განაწილდებიან აფრიკის ექვსი, არგენტინის ერთი და ერთიც სხვა ახალი გუნდი, რომლის შესარჩევადაც ჩატარდება ტენდერი.

"ავსტრალაზიის" 10-გუნდა ჯგუფში მოხვდებიან ავსტრალიისა და ზელანდიის ახლანდელი, 5-5 გუნდა კონფერენციები.

რეგულარული სეზონი 17 კვირას გასტანს. ყოველი გუნდი გამართავს
15 თამაშს და ორჯერ იუქმებს.

ორ-წლიანი ციკლი

ეს 15 მატჩი შემდეგნაირად გროვდება:

6 - შენსავე კონფერენციაში: აფრიკაში მოეწყობა ორი სრული წრე, ავსტრალაზიაში კი ორ თვისტომს ეთამაშები ორ-ორჯერ და ორსაც მხოლოდ თითოჯერ (გაისად პირიქით)

5 - ავსტრალაზიის კონფერენციის წინააღმდეგ: ზელანდიის ყოველი გუნდი ეთამაშება ავსტრალიის ყველას, და აფრიკის ცალკეული კონფერენციის ოთხივე გუნდი ეთამაშება - წელს თუ ყველა კივურს, გაისად ყველა ოზურს (ორ-წლიანი ციკლით)

4 - აფრიკის კონფერენციის წინააღმდეგ: ერთი აფრიკული ოთხეული ეთამაშება მეორესაც, კივები და ოზები კი მონაცვლეობით, ორ-წლიანი ციკლით, ეთამაშებიან ხან ერთ და ხანაც მეორე ოთხეულს.

ფალავნები და ვაილდქარდები

პლეიოფი კლასიკური - ოლიმპიური, 8-გუნდა და სამ-კვირიანია.

მასში გავლენ:
ოთხივე "კონფერენციის ფალავანი" +
3 უკეთესი (ვაილდქარდ) 10-გუნდა ავსტრალაზიიდან +
1 უკეთესი 8-გუნდა აფრიკიდან.

განთესვა იწარმოებს ერთიანი, 18-გუნდა ცხრილით და
ყოველ რაუნდსა და წყვილში შინ ითამაშებს უკეთესი (ზემოთ მდგომი,
ოღონდაც ზედა ოთხი ადგილი აპრიორი ეკუთვით ფალავნებს,
ანუ ვინც კონფერენციას მოიგებს, მეოთხედფინალსაც უმასპინძლებს.

უბედურებად აღიქვამენ

ამ სისტემით "აფრიკას" (არგენტინა-უცნობიანად) გარანტირებული აქვს ორი მეოთხედფინალი, ავსტრალიასა და ზელანდიას - ოდენ თითო, მაგრამ აფრიკიდან პლეიოფში გასვლა შეუძლია მაქსიმუმ სამს, ხოლო ცალკე ოზეთი და ცალკეც კივეთიდან - ერთბაშად ოთხ (!) გუნდს.

სისტემა ორიგინალური როდია: ზე 15-ისა არ იყოს, გადმომღერებულია ჩრდილო ამერიკიდან (ნფლ მლბ ნჰლ ნბა), მაგრამ რაღაი

რაგბის თემი ბობოლა ქვეყანათა უმეტესობაში ერთობ თვალსაწიერ- შეზღუდულია - გლობალური სპორტისა არა გაეგება რა - ფორმულის დეტალებს ვერა სწვდება და სიახლეს უბედურებად აღიქვამს.

ცალკე თემაა ოზ ჟურნალისტთა ვაიპატრიოტობა და აგრესიულობა: მაგათთვის მთავარია რაგბული შინაომი (ვორათაზ - რედს - ბრამბიზ) და სხვა ბურთაობებთან ჯიბრი, ხოლო ზერაგბი სხვაგანაც რომ გავრცელდეს, ეგ არაფრად უღირთ.

მზას შევიძენთო

მე-18 გუნდის ტენდერის ვადა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რომ ჩაება, უნდა გქონდეს სტადიონი, საარსებო ფული და გყავდეს შენი კადრები.

ამ პირობებს აკმაყოფილებენ იაპონია (ემხრობა ავსტრალია) და შტატები (ზელანდიის პროტეჟე), აფრიკას კი ალბათ მაინც დუბაი ურჩევნია, რაღაი მასთან დროში სხვაობა სულ ორი საათია.

სხვაფრივ, სანზარი პროექტით ამაყობს და პროგრესულად მიაჩნია, ტელე-ბოსებს კი უთქვამთ, ახალ გუნდს ბინა თქვენდათავად უნდა შეურჩიოთ, ჩვენ კი, როგორც მყიდველნი, მზა პროდუქტს შევიძენთო.

 ზე 18-ის დედანი

 

ზერაგბის ევოლუცია პროფესიულ ხანაში

ზე რაგბი

სტრუქტურა

რეგულარული

პლეიოფი

სულ

პერიოდი

ქვ

კფ

მტჩ

ფნ

კვ

მტჩ

1996-2005

3

12

1

12

11

1

66

4

2

3

14

69

2006-2010

3

14

1

14

13

1

91

4

2

3

16

94

2011-2015

3

15

3

18

16

2

120

6

3

5

21

125

2016-20xx

5

18

4

17

15

2

135

8

3

7

20

142

ქვ ქვეყანა, გ გუნდი, კფ კონფერენცია, რ რაუნდი, თ თამაში,
უ უქმობა, მტჩ მატჩი, ფნ ფინალი, კვ კვირა

ნონუმ შეამზადა

სანაკრებო "ბლედისლოუს თასისა" არ იყოს, ზერაგბის მთავარი ეშხი ტრანს-ტასმანური ბურთაობაა, და წინა რაუნდის დარად, სამივე სამეზობლო რკენა ამჯერედაც მასპინძელმა მოიგო.

ბლუზმა 30 ქულით მოსრა რედსი, ვისი კვართიც მეასედ ემოსა ქვეიდ ქუპერს. ოქლენდმა პრემია 52 წუთზე მიითვალა * 34:0. სტუმარ ლიამ გილს თემიდამ 0:6-ზე გაუუქმა ლელო, ესაო და შებოჭილი წამოდექიო, კივთა ოთხივე ლელო კი "ოლ ბლექმა" მაჰა ნონუმ შეამზადა:

ჯერ ლოლანგი ვისინიას მიაწვდინა მომსხეპი, მერე მასვე ლელოში შეუგორა, მერე კიდევ ორ მორკინალს გაუძვრა, ხოლო ბოლოს ხაზი გააჭრევინა ფრენქ ჰალაის. შუბური ბოჭვისთვის ქვინზლენდს ორი თამაშით გამოაკლდა ბურჯი ჯეიმზ სლიპერი, ორივე ლელო კი ოზებმა ძალით შეიტანეს, რაღაი წელს უკბილოდ ბურთაობენ.

ელდისგან დაუვარდა

კივმა რეფმა რომ არ დაზოგა სასტვენი, ქრუსეიდერზმა 20 ქულით ძლია ბრამბიზი, მაგრამ მაინც უპრემიოდ დაშვრა. მასპინძლებს საწყის 17 წუთში სამი კაცი დაემტვრათ, მაგრამ დაუბრუნდათ რიჩი მაკქოუ
(80 წუთი, 3 პასი, 7 სოლო = 18 მეტრი, ბოჭვა 20/0, -2 ჯარიმა) და ქოლინ სლეიდმაც რვა გოლი შეაგდო (23 ქულა)

ვორათაზ - ჰარიქეინზის ბურთაობაში რვა ლელო დაიდო. ადამ ეშლი-ქუპერმა პირველსავე წუთზე ისევ გაჭრა ხაზი და რობ ჰორნმა გაიტანა ლელო, მაგრამ კივებმა მალე სამჯერ იქეთ დალახვრეს ოზები:

ანდრე თეილორის რეიდის შემდეგ თიჯეი პერენარა წითელ ზოლში დასცეს, იზი ფოლაუმ კი თავის ლელოში უპასა ქლიფ პალუს და ამას ელდისგან წინ დაუვარდა. ქიქოფიდან გაილაღა კვაჭმა დეინ ქოულზმა და ჯულიან სავეამ გამოიყენა მეტობა * 24:7, მაგრამ ვორათაზი ისევ დაეწყო და შესვენებამდევე გაათანაბრა ანგარიში.

გოლიათის ოფლოუდი

მეორის დასაწყისში პერენარამ არ უპასა უმეურვეო ქორი ჯეინს და მაიქლ ჰუპერმა შებოჭა. მერე ბერნარდ ფოლიმ შექცეულით დაგეზა მეთ კარარო. ბოდენ ბარეთმა ორი ჯარიმაც დაკრა * 30:31, მაგრამ გოლიათმა ვილ სქელთონმა ოფლოუდი მიართვა სთივენ ჰოილსს. გადაგორებით სცადა ლელოს გატანა ქერთლი ბილმაც, დასკვნით ათ წუთში კი კივები შეპასუხებისთვის დასაჯა ექს-კივმა რეფმა * 39:30

რებელზმა და შარქსმა 65 წუთი ულელოოდ იფეხოსნეს, შედეგად კი აფრიკის გუნდმა წელს პირველად იმარჯვა ტურნეზე. ლაიონზი ნახევარ საათს გაუძალიანდა ჩიფსს, ვინც ზელანდიის ლიდერობა დაიბრუნა. მოჭიდავე ბულზმა მეორე ტაიმში დაჯაბნა მობურთალი ჩიტაზი, სთორმერზის ოთხი ლელოდან სამი კი ბურჯებმა შეიტანეს.

 

ზე რაგბი

<<  [.PDF]  2014 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>

* მე-12 რაუნდი ($ პრემია)   ფოქსის 50 რჩეული

<<  ბლუზ$ 44:14 რედს

5ლ: ვილისონ ვისინია ჰოლ დონელი ვესთ; 5: ჰიქი 4, ვესთ;
3ჯ: ჰიქი სბ ვუდქოქ -

2ლ: დეილი ჰორვილ; 2გ: ქუპერ სბ სლიპერ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 2/05   ვიდეო

3:0(7) 6:0(13) 13:0(32) სბ(35რ) 20:0(40) /
27:0(44) 34:0(52
$პ) სბ(53ბ) 34:7(55) 37:7(58) 37:14(66) 44:14(80)

<<  რებელზ$ 16:22 შარქს

ლ: ლეაფა; გ 3ჯ: ვუდვორდ -

ლ: პიტერსენ; გ 5ჯ: ფ.სტეინ

რეფ ლის (ავს) 2/05   ვიდეო

3:0(20) 3:3(21) 3:6(27) 6:6(29) 6:9(30) 6:12(35) 6:15(38) /
9:15(55) 9:22(65) 16:22(71) ბოლო(80+2)

<<  ქრუსეიდერზ 40:20 ბრამბიზ

3ლ: მაკნიქოლ ნანდოლო ლ.ვაითლოქ; 2გ: სლეიდ ჰაინს;
7ჯ: სლეიდ სბ რომანო -

2ლ: მორ მაკქეიბ; 2გ: ლეალიაფანო ტომუა; 2ჯ: ვაით

რეფ ჯექსონ (ზელ) 3/05   ვიდეო

3:0(7) 6:0(13) 6:3(15) 9:3(20) 12:3(28) 12:6(34) 15:6(39) 22:6(40+2) /
22:13(43) 25:13(49) 30:13(53) 33:13(59) სბ(68ქ) 40:13(76) 40:20(78)

<<  ჩიფს$ 38:8 ლაიონზ

6ლ: ენსქომ ლათიმერ ნგატაი მანუ აკი ნანაი-ვილიამს; 4გ: ენსქომ 3, ჰორელ -

ლ: სკოსან; ჯ: იანკის

რეფ პოლოქ (ზელ) 3/05   ვიდეო

0:3(9) 7:3(23) 12:3(38) 19:3(40+) /
26:3(44
$პ) 26:8(47) 31:8(72) 38:8(78)

<<  ვორათაზ$ 39:30 ჰარიქეინზ

5ლ: ჰორნ დენის ფოლი კარარო ჰოილს; 4გ 2ჯ: ფოლი -

3ლ: ტუმანგა-ალენ ბარეთ ჯ.სავეა; 3გ 3ჯ: ბარეთ

რეფ ვოლშ (ავს) 3/05   ვიდეო

7:0(3) 7:7(14) 7:10(23) 7:17(26) 7:24(28) 14:24(32) 21:24(36) 24:24(40) /
31:24(55
$პ) 31:27(59) 31:30(63) 36:30(65) 39:30(76)

<<  სთორმერზ$ 29:28 ჰაილენდერზ$$

4ლ: მალჰერბე (1 2) დეალენდე ქებლ; 3გ: ქოულმენ; ჯ: გრანთ სბ ნტუბენი -

4ლ: ა.სმით რენატა ბ.სმით ფეკიტოა; 4გ: სოპოანგა 2, რენატა 2 სბ მიჩელ

რეფ იუბერ (აფრ) 3/05   ვიდეო

7:0(3) 7:7(8) 14:7(30) 19:7(34) 19:14(38) /
26:14(50
$პ) სბ(53ს) 26:21(55) 26:28(59$პ) 29:28(66სბ)

<<   ბულზ 26:21 ჩიტაზ$

2ლ: ვილემსე ფისახი; 2გ: პოლარდ; 4ჯ: პოლარდ (1 3) ფისერ (2) ჟლ.პოტხიტერ (4) სბ პოლარდ -

2ლ: საიდი რულ; გ: ვოთს; 3ჯ: ვოთს 2, ხუსენ

რეფ ფანდერვესტჰეიზენ (აფრ) 3/05   ვიდეო

3:0(7) 3:3(9) 3:10(19) 3:13(23სბ) 6:13(29) 9:13(37) 9:18(40) /
16:18(47) 16:21(53) 23:21(56) 26:21(68)

<<  უქმობდა  ფორს

 

#

[#]

12 რაუნდი [სულ 19]

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

შრქ

დურბან

35

8-2

+94

18/14

265:171

3

2

2

ბრმ

კანბერა

30

7-3

+36

29/20

260:224

2

3

5

ჩიფ

ჰემილთონ

30

5-3*2

+40

31/20

267:227

6

4

6

ვრთ

სიდნი

29

6-4

+53

26/18

249:196

5

5

4

ფორ

პერთ

27

6-3

+10

21/17

207:197

3

6

8

ქრს

ქრაისთჩერჩ

26

6-3

+48

21/20

237:189

2

7

3

ჰრქ

ველინგთონ

26

5-5

+34

34/26

297:263

6

8

7

ჰლნ

დანიდინ

26

5-4

+15

24/25

246:231

6

9

9

ბლუ

ოქლენდ

25

5-5

+14

29/28

278:264

5

10

10

ბულ

პრეტორია

24

4-6*1

-13

17/20

232:245

6

11

12

რბლ

მელბურნ

17

3-6

-35

16/20

185:220

5

12

11

ლნზ

იოჰანესბერგ

16

4-6

-70

12/27

187:257

0

13

13

რედ

ბრისბენ

16

3-7

-70

22/29

221:291

4

14

15

სთო

ქეიპთაუნ

15

3-7

-63

19/23

174:237

3

15

14

ჩტზ

ბლუმფონტეინ

15

2-8*1

-93

29/41

277:370

5

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

პლეიოფში გადის ექვსი მოწინავე: სამივე ქვეყნის ჯილა (სხდებიან ზედა სამეულში) და სამიც სხვებში უკეთესი (#)

ქულა: 147 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 127 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 124 მარნიც ბოსჰოფ (ლნზ; 117 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 109 ქვეიდ ქუპერ (რედ; 108 საიმონ ჰიქი (ბლუ; 106 ჟაკ-ლუი პოტხიტერ (ბულ; 100 ჯეისონ ვუდვორდ (რბლ; 94 ნიქ ვაით (ბრმ; 92 სიას ებერზონ (ფორ; 88 იოჰან ხუსენ (ჩტზ; 84 ქოლინ სლეიდ (ქრს; 80 ფრანს სტეინ (შრქ)

ლელო: 9 იზრაელ ფოლაუ (ვრთ; 6 რობი ქოულმენ (ბრმ; 5 ბარეთ, ჯორჯ მოალა (ბლუ, ჯესი მოგ (ბრმ, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ნიქ ქამინს (ფორ; 4 დამიან დეალენდე (სთო, ტევიტა კურინდრანი (ბრმ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, ნემანი ნანდოლო (ქრს, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ, ჯულიან სავეა (ჰრქ, არონ სმით (ჰლნ, ქორი ჯეინ (ჰრქ, კორნალ ჰენდრიქს (ჩტზ)

* მე-13 რაუნდი [საქართველოს დროით]

სთრიმები

                     

პარ 9/05

ჩიფ

ზელ

11.35

ბლუ

ზელ

რბლ

ავს

13.40

ჰრქ

ზელ

კვი 11/05

რედ

ავს

10.05

ქრს

ზელ

შაბ 10/05

ჰლნ

ზელ

11.35

ლნზ

აფრ

ბრმ

ავს

13.40

შრქ

აფრ

ჩტზ

აფრ

19.05

ფორ

ავს

ბულ

აფრ

21.10

სთო

აფრ

<<  [.PDF]  2014 წლის ქართული განრიგი  [.JPG]  >>