ორი ჯილდო და ჰაკა

   ზელანდიამ ლონდონში წლეულს ზედიზედ მესამე ეტაპიც მოიგო და 15 სეზონში მეთორმეტედ იჩემპიონა "მსოფლიო სერიაში"

"მერიოთის შვიდკაცა" თვიქნემში, შაბათ-კვირას მოეწყო. ირბ-ის მტკიცებით, სარეკორდოდ ბევრი, 74 969 ბილეთი გასაღდა, მაგრამ ბეციც შენიშნავდა, რომ ტრიბუნები სანახევროდ ცარიელი იყო.

პულებში საგულისხმო ისღა მოხდა, რომ კანადა და კენია 17:17 დაზავდნენ; ავსტრალიამ 24:12 ძლია ფიჯი და სამოას დააჯახა, დღის ბოლო მატჩში კი კივ თიმ მიქელსონს ფრეზე, "წინ პასის" გამო რომ გააუქმეს ალალი ლელო, მერე ინგლისს კარის წინ ერგო ჯარიმა და თომ მიჩელმა კოკისპირულ წვიმაში არეკნი დაკრა * 15:12  >>  ვიდეო

სირენის შემდეგ

ნახევარფინალებში, სირენის შემდეგ: ინგლისმა ავსტრალიას ლელო  დაუდო და გარდასახვა არ დაარტყა, მაგრამ რეფმა მართებულად (!) აღარ დართო ქიქოფის ნება * 12:15, ხოლო ზელანდიელი სქოთ ქარი ფიჯის ლელოს მისწვდა * 12:10

სინი შემართა აფრიკამ, სიბელო სენატლამ კი ეტაპი 13 ლელოთი დაასრულა. ელიტარული 15-ეულიდან გავარდა ესპანეთი და საგაისოდ ჰონკონგის შესარჩევში გამარჯვებული იაპონია შეცვლის.

2014 წლის მოშვიდკაცედ სცნეს სერიის საუკეთესო მელელოვე, ფიჯელი სამისონი ვირივირი, ვინც 19-ით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი - მიქელსონი, მენეჯერთა მიერ შერჩეულ "საოცნებო შვიდეულში" კი ორ-ორი ზელანდიელი და კანადელი (!) მოხვდა.

სარეკორდო მონაგარი

"ოლ ბლექ სევენს"ი ფარზე (!) რომ არ დაიძირა, მაგით სერიაში პირველობა დაიბევა, თასის ფინალში კი თავიდან 0:21 ჩამორჩა ავსტრალიას, ვისთანაც 6-წლიანი ვადა გაასრულა ლიგელმა გურუმ, მაიქლ ოქონორმა.

კივებმა ტაიმი მაინც გააფრევეს * 21:21, მეორე ნახევარში კი გაილაღეს. დაფიქსირდა სერიის 15-წლიან ისტორიაში სარეკორდო მონაგარი 52:33 (ლელოებით 8/5)  გამარჯვებულთაგან დუბლი გაახერხეს ქარიმ, ჯილის კაკამ და ბენ ლემმა, ბოლოს კი სერ გორდონ თიჩენსის გუნდმა ორი ჯილდო - ლონდონისა და სერიის თასები ჩაიბარა და ჰაკაც შეასრულა.

 

ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი [2013-14]

ბოლო, IX ეტაპი. 10-11/05 @ თვიქნემ (ინგ)

<<   პულები [# მიწვეული]

(ა) ინგლისი 3-0, ზელანდია 2-1 / არგენტინა 1-2, უელსი 0-3
(ბ) სამოა 3-0, კენია 1-1*1
(+10) / კანადა 1-1*1 (-4) შტატები 0-3
(გ) ავსტრალია 3-0, ფიჯი 2-1 / ესპანეთი 1-2, იაპონია
# 0-3
(დ) აფრიკა 3-0, საფრანგეთი 2-1 / შოტლანდია 1-2, პორტუგალია 0-3

<<   მეოთხედფინალი

ინგლისი (ა1) 19:17 საფრანგეთი (დ2)
ავსტრალია (გ1) 12:5 კენია (ბ2)
აფრიკა (დ1)
5:32 ზელანდია (ა2)
სამოა (ბ1)
10:26 ფიჯი (გ2)

<<   ნახევარფინალი

ავსტრალია 15:12 ინგლისი >>  ვიდეო
ზელანდია 12:10 ფიჯი
>>  ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  შტატები 36:12 იაპონია
ფიალა (IX)  კანადა 31:19 არგენტინა
სინი (V)  აფრიკა 38:14 კენია
ბრინჯაო (III)  ინგლისი 26:19 ფიჯი
>>  ვიდეო
თასი (I) 
ზელანდია 52:33 ავსტრალია >>  ვიდეო

<<   ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 3 სემ დიქსონ, 4 დიჯეი ფორბს^კაპ, 8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 12 ბენ ლემ * 5 აკირა იოანე,
6 ადამ ვაითლოქ, 7 ბრაის ჰიმ,
10 ტომასი თამა, 11 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

ირბ 2013-14

ჯამი

გლქ

დუბ

პეზ

ლას

ველ

ტოკ

ჰნკ

გლზ

ლონ

1

ზელანდია

180

22

17

19

19

22

15

22

22

22

2

აფრიკა

152

15

19

22

22

19

19

13

10

13

3

ფიჯი

144

13

22

13

8

17

22

17

17

15

4

ინგლისი

134

17

15

8

13

15

17

19

13

17

5

ავსტრალია

116

19

8

7

12

13

13

15

10

19

6

კანადა

90

7

5

2

17

12

10

10

19

8

7

კენია

84

12

10

10

7

8

10

3

12

12

8

სამოა

79

10

5

17

15

10

2

5

5

10

9

არგენტინა

75

5

13

15

10

10

3

5

7

7

10

საფრანგეთი

68

8

3

12

10

5

5

7

8

10

11

უელსი

65

10

12

5

5

5

8

12

3

5

12

შოტლანდია

61

5

10

3

5

7

7

8

15

1

13

შტატები

41

3

1

5

3

3

12

10

1

3

14

პორტუგალია

26

2

7

10

1

1

1

2

1

1

15

ესპანეთი

20

1

2

1

2

2

1

1

5

5

#

იაპონია

9

.

.

.

.

.

5

.

2

2

#

ტონგა

2

1

.

.

 

1

.

.

.

.

#

რუსეთი

1

.

1

.

.

.

.

.

.

.

#

შრი ლანკა

1

.

.

.

.

.

.

1

.

.

#

ურუგვაი

1

.

.

.

1

.

.

.

.

.

#

ზიმბაბვე

1

.

.

1

.

.

.

.

.

.

ეტაპები: გოულდ ქოუსთ (ავს, დუბაი (არბ, პორთ ელიზაბეთ (აფრ, ლას ვეგას (აშშ, ველინგთონ (ზელ, ტოკიო (იაპ, ჰონკონგ (ჩინ,
გლაზგო (შტლ, ლონდონ (ინგ)

>>   ლელო

52 სამისონი ვირივირი (ფიჯ; 33 თიმ მიქელსონ (ზელ; 32 თომ მიჩელ (ინგ; 30 ქოლინზ ინჯერა (კენ, დიეგო პალმა (არგ)

>>   საოცნებო შვიდეული

დიჯეი ფორბს (ზელ, სქოთ ქარი (ზელ, ჯასთინ ხედულდ (აფრ, სამისონი ვირივირი (ფიჯ, ქემერონ ქლარქ (ავს, ფილ მაქ (კან, ჯონ მუნლაით (კან)

>>   სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12   2000-2005  2007-2008  2011-2014
ფიჯი   1   2006
აფრიკა   1   2009
სამოა   1   2010

>>   თასის მფლობელი

1999-2014 (127 ეტაპი: 51 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

<<   წლის მოშვიდკაცე

2004 საიმონ ამორ (ინგ, 2005 ორენე აიჰი (ზელ, 2006 უალე მაი (სამ, 2007 აფელეკე პელენისე (ზელ, 2008 დიჯეი ფორბს (ზელ,
2009 ოლი ფილიპს (ინგ, 2010 მიკაელე პესამინო (სამ,
2011 სესილ აფრიკა (აფრ, 2012 ტომასი თამა (ზელ,

2013 თიმ მიქელსონ (ზელ,
2014 სამისონი ვირივირი (ფიჯ)

ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი [2014-15]

1

11-12/10

გოულდ ქოუსთ

(ავს)

2

5-6/12

დუბაი

(არბ)

3

13-14/12

პორთ ელიზაბეთ

(აფრ)

4

  6-7/02

ველინგთონ

(ზელ)

5

13-15/02

ლას ვეგას

(აშშ)

6

27-29/03

ჰონკონგ

(ჩინ)

7

4-5/04

ტოკიო

(იაპ)

8

9-10/05

გლაზგო

(შტლ)

9

16-17/05

თვიქნემ

(ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

www.000webhost.com