ჯონი ჰაინეკენიანად

   "ჰაინეკენის თასის" ისტორია და ჯონი ვილქინსონის ევრო-კარიერა ერთბაშად, საფრანგეთის ტულონის გამარჯვებით დასრულდა.
"ჰაინეკენი" პროფ-რაგბის რიჟრაჟზე დაწესდა და აქამდე მოატანა, მაგრამ კელტთა უსამართლო პარპაშისა და სარფის სიმცირისა გამო ინგლისი და საფრანგეთი აუჯანყდნენ და გამოყოფა მოინდომეს.

მაშინ საქმეში ირბ ჩაერია, ორივე მხარეს ცოტ-ცოტა დაათმობინა, მსუნაგი კლუბები მთლად მათ ნებაზე არ მიუშვა და 2014 წლის შემოდგომიდან ახალი, ოდენ 20-გუნდა, ძაან სარფიანი "ევროპის ჩემპიონთა თასის" გამართვას დაყაბულდა.

ოდენ მესამე

1996 წელს ჰაინეკენის პირველი ფინალი კარდიფში მოეწყო. მანდვე გაიმართა ბოლო, მეცხრამეტეც. ბოლოჯერ იმსაჯა ირლანდიელმა ალენ როლანმა, და ინგლისელმა კაპიტნებმაც - ჯონი ვილქინსონმა (ტულონ) და სთივ ბორსვიქმა (სარასენს) დაასრულეს კარიერა.

შარშანდლისგან განსხვავებით, ტულონმა უსიტყვოდ იჩემპიონა და შეიქნა ოდენ მესამე გუნდი, ვინც ევრო-ტიტული შეინარჩუნა. ჯონი ნაფინალევს 35 წლისა მოიყარა. ორივე გუნდს ამ შაბათსვე საშინაო ფინალები ელით, პლეიოფში კი ინგლისის ვოსპსმა ორჯერვე (30:29 შ, 20:6 გ) რომ ძლია საფრანგეთის სტადი, ბოლო, მე-20 საგზური იხელთა.

იხელთა და ჩამოუგდო

ევრო-ფინალმა წყვეტილ, არათვალსასეირო ბრძოლაში ჩაიარა. ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს და მერე ორი ჯარიმაც გააფუჭეს, მაგრამ ვერაფერი იხეირეს სინბინით, როცა არგენტინელმა ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვემ ჩამოაგდო მაღალი ბურთის დასაჭერად ამხტარი აფრიკელი ალისთერ ჰარგრივზი.

სწორედ რომ პირიქით: ვილქინსონმა შეცვალა შეტევის გეზი, ავსტრალიელმა მეთ გიტომ დიაგონალზე გაუგორა თვისტომ დრუ მიჩელს, ამან იხელთა ზემოთ ავარდნილი ოვალი და გიტოსვე ჩამოუგდო, ჯონიმ კი კიდიდან გატანილ გარდასახვას მალე მოლით შემზადებული არეკნიც მიაყოლა * 10:3

ჯადო ოთხეული

მეორე ტაიმში ტულონს ისევ გაუჭირდა შერკინებაში, მაგრამ პირველი ხაზის გამოცვლამ არგო. ბოჭვის არეში გაილაღეს ვესთ-ინდოელმა სთეფონ არმითიჯმა და ბურმა ჟოან სმითმა, საათის თავზე კი მეორე ლელოც გავიდა: მატიო ბასტარომ ფრთაზე ჩაიგრიალა და ბურთი მიაწოდა სმითს, ვინც ფერნანდეს-ლოვესთან წაიპასავა * 20:6

სარასენსი წაგებას შეურიგდა. ფინალში საუკეთესოდ და ევროპის რჩეულადაც სცნეს შავტუხა მღლეტელი არმითიჯი, ვისაც ინგლისის ნაკრებში იმად აღარ უხმობენ, რომ ლეგიონერია!

რაც შეეხება მამუკა გორგოძის ახალ კლუბს - ტულონს, მისი არაბი პატრონი, მურად ბუჯელალი გამოტყდა, "შავად შემოსილი ჯადო ოთხეულის" ყიდვა მსურსო და მედიამაც ციმციმ გამოთვალა, უთუოდ რიჩი მაკქოუს, დენ ქართერს, ქიარან რიდსა და სონი-ბილ ვილიამსს გულისხმობს ეგ ოღრაშიო.

 

ბოლო, XIX "ჰაინეკენის თასი"  2013-2014

წინა რაუნდები   >>    1   2   3   4   5   6   მფ   ნფ

ფინალი

ტულონ (სფრ) 23:6 სარასენს (ინგ)

ტლნ: დ.არმითიჯ მიჩელ ბასტარო გიტო ჰაბანა <10-9> ვილქინსონ ^კაპ (მერმოზ 78) ტიუ-ბორდ (კლასენს 71) / შიოსი (მენინი 46) ბერდენ (ორიოლი 41) ჰეიმან (კასტროჯოვანი 57) ბ.ბოთა (ა.ვილიამს 52) დ.როსუ (სიუტა 52) ჟ.სმით (ბრიუნი 72) ფერნანდეს-ლოვე სბ 22, ს.არმითიჯ - 2ლ: გიტო სმით; 2გ 2ჯ ა: ვილქინსონ

სარ: გუდ ეშთონ ვოშ ბარით სთრეთლ (ვაილზ 71) <10-9> ფარელ (ჰოჯსონ 65) ვიგლსვორს (დეკოკ 51) / მ.ვუნიპოლა (ბარინგთონ 65) ბრიც (ჯორჯ 70) სთივენს (ჯ.ჯონსთონ 55) ბორსვიქ^კაპ ჰარგრივზ (მ.ბოთა 65) ბრაუნ ჟ.ბერგერ (რეი 61) ბ.ვუნიპოლა - 2ჯ: ფარელ

რეფ როლან (ირლ) 24/05
@ კარდიფ (უელ) მილენიუმ (67 578)  >>  ვიდეო

0:3(4) სბ(22ტ) 7:3(31) 10:3(38ა) /
10:6(46) 13:6(54) 20:6(61) 23:6(64)

>>   ყველა მფლობელი

ტულუზ (სფრ) 1996 2003 2005

2010

ბრივ (სფრ) 1997
ბას (ინგ) 1998
ალსთერ (ირლ) 1999
ნორსჰემპთონ (ინგ) 2000
ლესთერ (ინგ) 2001 2002
ვოსპს (ინგ) 2004 2007
მანსთერ (ირლ) 2006 2008
ლენსთერ (ირლ) 2009 2011 2012
ტულონ (სფრ) 2013 2014  

ბოლო, XVIII "ემლინ ჩელენჯ ქაპ"  2013-2014

მეოთხედფინალი @ 3-6/04

სეილ (ინგ) 14:28 ნორსჰემპთონ (ინგ)
სტად ფრანსეზ (სფრ) 6:29
ჰარლიქვინზ (ინგ)
ბას (ინგ) 39:7 ბრივ (სფრ)
ვოსპს (ინგ) 36:24 გლოსთერ (ინგ)

ნახევარფინალი @ 25-27/04

ნორსჰემპთონ (ინგ) 18:10 ჰარლიქვინზ (ინგ)
ვოსპს (ინგ) 18:24
ბას (ინგ)

ფინალი

<<  ნორსჰემპთონ (ინგ) 30:16 ბას (ინგ)

2ლ: დოუსონ ფოდენ; გ 6ჯ: მაილერ სბ კორბისიერო -

ლ: ვოთსონ; გ 3ჯ: ფორდ სბ პერენისე

რეფ გარსეზ (სფრ) 23/05 @ კარდიფ (უელ) არმზ პარქ (12 843)

0:3(2) 3:3(7) 3:6(14) 6:6(24) 6:13(28) / სბ(43ნ) 9:13(48) 12:13(57) 15:13(60) 18:13(64) 18:16(66) სბ(70ბ) 25:16(72) 30:16(76)

>>   ყველა მფლობელი

ბურგუენ

(სფრ)

1997

კოლომიე

(სფრ)

1998

მონფერან = კლერმონ

(სფრ)

1999

2007

პო

(სფრ)

2000

ჰარლიქვინზ

(ინგ)

2001

2004

2011

სეილ შარქს

(ინგ)

2002

2005

 

ვოსპს

(ინგ)

2003

გლოსთერ

(ინგ)

2006

ბას

(ინგ)

2008

ნორსჰემპთონ (ინგ) 2009 2014

კარდიფ

(უელ)

2010

ბიარიც (სფრ) 2012
ლენსთერ (ირლ) 2013

>>   შინაური ფინალები და შოუ [საქ დროით]

31/05

ინგ

სარასენს

18.00

ნორსჰემპთონ

 

კლტ

ლენსთერ

21.15

გლაზგო

 

სფრ

ტულონ

23.00

კასტრ

01/06

 

ინგლისი

18.00

ბარბაროსები

I "ევროპის ჩემპიონთა თასი"  2014-2015

 

20

გუნდი

ინგ

6+1

სარასენს ნორსჰემპთონ ლესთერ ჰარლიქვინზ ბას სეილ + ვოსპს

სფრ

6

ტულონ მონპელიე კლერმონ ტულუზ რასინგ კასტრ

ირლ

1+2

ლენსთერ + მანსთერ ალსთერ

შტლ

1

გლაზგო

უელ

1+1

ოსპრეიზ + ჰლანეჰლი

იტა

1

ტრევიზო

www.000webhost.com