ტელი-რეფის განჩინებით

   ინგლისში, კელტეთსა და საფრანგეთში შაბათს ერთბაშად დასრულდა საშინაო სეზონი და ნეტარი "ექვსი ერი" სატურნეოდ აიყარა.

მსოფლიოს ორივე უბობოლესი საკლუბო ლიგა "თავისუფალ ბაზარს" კი წარმოადგენს, მაგრამ წლიდან წლამდე მაინც ბევრი ვერაფერი იცვლება. აგერ, ზედიზედ მესამე სეზონია, ინგლისში იგივე ოთხი გუნდი გადის პლეიოფში, ხოლო საფრანგეთში - მეტიც, იგივე ექვსი!

შაბათის სამ-ფინალა პროგრამა თვიქნემში, "ავივას" ჯახით გაიხსნა და ფრიად ასიამოვნა ფანობა. მე-12 სეზონში პირველად დაინიშნა დამატებითი დრო, ჩემპიონი კი მეასე (!) წუთის შემდეგ, ტელი-რეფმა, გრემ ჰიუზმაღა გამოავლინა. მანვე გადამწყვეტ მომენტში მსაჯს გააუქმებინა უსწოროდ ჩათვლილი ლელო, რითაც პურისტებს აწყენინა.

რაგბის სამშობლოში სიახლე ის იყო, რომ ლესთერი ზედიზედ მეათედაც (!) ვეღარ ჩავიდა ლონდონში. პირველობისთვის სარასენსი შეება ნორსჰემპთონს. ერთს წინა ვიქენდზე ჰაინეკენის ფინალი წაეგო ტულონთან, მეორეს კი ემლინზე ეძლია ბასი და ამჯერადაც გაიხარა - პირველად მოიგო 1988 წელსღა დაწესებული ჩემპიონატი.

ძელს მოხვდა

ოუენ ფარელის ორი ჯარიმით სარასენსი 6:0 იგებდა, სამოელმა ქენ პისიმ 70 მეტრი რომ ირბინა და ჯარიმას გამორჩა, ნორსჰემპთონის კაპიტანმა, თომ ვუდმა გარისკა, დერეფნიდან კი იმავე პისიმ და ლუთერ ბარელმა ბენ ფოდენი გაათარხნეს * 7:6

საათის თავზე სთივენ მაილერმა ქენის ძმას, ჯორჯს ლელოში შეუცურა * 14:9 . უმალ ფარელმაც გაიტანა ლელო და ბარძაყი დაეჭიმა, მაგრამ რეფს ტელი-რეფი შეეხმიანა და მოახსენა, ალექს გუდს აშკარა "წინ პასი" გამოუვიდა და ჩათვლილი ლელო უნდა გააუქმოო.

ფარელი შეცვალეს, სარასენსი კი არ დაცხრა და აფრიკელმა კვაჭმა, სხალკ ბრიცმა კოხტა ოფლოუდი მიართვა არგენტინელ მარსელო ვოშს, ხოლო ბებერი ჩარლი ჰოჯსონის გარდასახვა ძელს მოხვდა * 14:14

ხუთით გაუგრძელდა

დამატებით დროში გავიდა სამი ჯარიმა და სარასენსი 20:17 იგებდა. ნორსჰემპთონს ბოლო შეტევაში ფრეც აძლევდა ხელს, რადგან ფინალში მეტი ლელო (2/1) დაედო, მაგრამ არეკნი არასგზით არ დაარტყა - კინძა ძალური ფაზები და კარში მოაწყო ზედახორა, რომელშიც ბურჯი ალექს ვოლერი წკიპზე ეწია მიზანს.

უფალმა ჰიუზმა რამდენიმე ხედის ანალიზით დაასკვნა, საბუთი საკმაო მაქვს, ლელო რომ ჩაითვალოსო. ნაფინალევს ზელანდიაში გაფრენილ კონტინგენტს დააწიეს 16 მოთამაშე (8 ნორ, 6 სარ, 1 ბას,
1 ჰრლ), ჩემპიონთა გურუს, ჯიმ მალინდერს კი, ვინაც კლუბი 7 წლის წინ ჩაიბარა, კიდევ ხუთით გაუგრძელდა კონტრაქტი.

კელტეთის ფინალი ინგლისისაზე ოთხჯერ მცირე არენაზე ჩატარდა და ეგრევე უჩინრადაც ჩაივლიდა, მასპინძლებს 10 წუთზევე რომ არ დაშავებოდათ "თვით ბრაიან ოდრისქოლი. 141-კეპოსანმა ვარსკვლავმა ასე უკუღმართად დაასრულა 15-წლიანი კარიერა, ლენსთერს კი ორი ლელო და ერთი პასი შეაწია ზეინ კერშნერმა, ვინაც ბოკეში ისევ იხმეს.

 

სტატისტიკა sportradar.com -ის მიხედვით

ინგლისის "ავივას პირველობა"  2013-2014

22 რაუნდი

 მ - წ*

სხვ

გატ:გაშ

$

სარასენს (ლ)

87

193

+276

629:353

11

ნორსჰემპთონ

78

164*2

+254

604:350

10

ლესთერ

74

155*2

+112

542:430

10

ჰარლიქვინზ (ლ)

67

157

+72

437:365

7

ბას

67

146*2

+107

495:388

7

სეილ

57

12-10

+33

432:399

9

ვოსპს (ლ)

49

  9-13

-82

451:533

13

ექსეთერ

45

  9-13

-54

426:480

9

გლოსთერ

44

  8-14

-99

440:539

12

აირიშ (ლ)

36

  7-15

-100

396:496

8

ნიუქასლ

22

  3-19

-263

281:544

10

ვუსთერ

16

  2-20

-256

325:581

8

ნახევარფინალი

სარასენს 31:17 ჰარლიქვინზ
ნორსჰემპთონ 21:20 ლესთერ

ფინალი

<<  სარასენს 20:24 ნორსჰემპთონ

ლ: ვოშ; 5ჯ: ფარელ 3, ჰოჯსონ 2  -

3ლ: ფოდენ ჯ.პისი ვოლერ; 3გ ჯ: მაილერ

რეფ დოილ; ვიდ ჰიუზ 31/05 @ ლონდონ, თვიქნემ (79 193)   ვიდეო

3:0(12) 6:0(18) 6:7(33) / 9:7(45) 9:14(60) 14:14(73) //
დდ * 14:17(84) 17:17(86) / 20:17(93) 20:24(100+)

ქულა: 250 ჯორჯ ფორდ (ბას; 245 სთივენ მაილერ (ნორ; 194 ნიქ ევანს (ჰრლ; 191 გარეს სთინსონ (ექს; 157 ოუენ ფარელ (სარ; 145 ენდი გუდ (ვსპ; 143 დენი სიპრიანი (სელ; 133 ოუენ ვილიამს (ლსთ)

ლელო: 12 ვერენიკი ნგონევა (ლსთ; 11 დეივ სთრეთლ (სარ; 9 ჯონი მეი (გლო; 8 ქრის ეშთონ (სარ, მარლენდ იარდ (აირ, სემ სმით (ჰრლ,
მარქ ქვეითო (სელ;
7 ჯორჯ ნორს (ნორ)

>>   ყველა ჩემპიონი

ლესთერ 

10

1988 1995 1999 2000 2001 2002 2007 2009 2010 2013
ბას

6

1989 1991 1992 1993 1994 1996
ვოსპს

6

1990 1997 2003 2004 2005 2008
ნიუქასლ

1

1998
სეილ

1

2006
სარასენს

1

2011
ჰარლიქვინზ

1

2012
ნორსჰემპთონ 1 2014

კელტეთის "რაბო დირექთ პრო12"  2013-2014

22 რაუნდი

 მ - წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ლენსთერ (ი)

82

174*1

+202

554:352

12

გლაზგო (შ)

79

184

+175

484:309

7

მანსთერ (ი)

74

166

+199

538:339

10

ალსთერ (ი)

70

157

+151

470:319

10

ოსპრეიზ (უ)

66

138*1

+183

571:388

12

ჰლანეჰლი (უ)

55

11-10*1

-3

435:438

9

კარდიფ (უ)

41

  8-13*1

-113

425:538

7

ედინბურგ (შ)

38

  7-15

-129

397:526

10

დრეგონზ (უ)

35

  7-14*1

-100

392:492

5

ქონოთ (ი)

35

  6-16

-138

371:509

11

ტრევიზო (იტ)

30

  5-16*1

-215

376:591

8

ძებრე (იტ)

29

  5-15*2

-212

347:559

5

ნახევარფინალი

ლენსთერ 13:9 ალსთერ
გლაზგო 16:15 მანსთერ

ფინალი

<<  ლენსთერ 34:12 გლაზგო

4ლ: კერშნერ (1 3) ჯენინგს დარსი; 4გ 2ჯ: გოპერთ -

4ჯ: რასელ

რეფ ოუენს (უელ) 31/05 @ დაბლინ, არდიეს (18 500)   ვიდეო

0:3(5) 0:6(14) 7:6(19) 7:9(36) 14:9(40) 14:12(40+3) /
17:12(61) 20:12(66) 27:12(76) 34:12(79)

ქულა: 219 დენ ბიგარ (ოსპ; 183 პედი ჯექსონ (ალს; 176 ჯეისონ თოვი (დრგ; 168 ჯიმი გოპერთ (ლნს; 152 ჯეიჯეი ჰენრაჰენ (მნს;
150 მეთ ბერქვისთ (ტრვ; 133 იენ მედიგან (ლნს; 122 ლუჩანო ორკერა (ძბრ, იენ ქითლი (მნს)

ლელო: 10 გარეს დევის (ჰლა; 8 ეშლი ბექ (ოსპ, ჯეფრი ჰასლერ (ოსპ; 7 ნიკო მატავალუ (გლზ, ნოელ რიდ (ლნს; 6 ჯორდან ვილიამს (ჰლა, ვილემ ნელ (ედნ, ლუდოვიკო ნიტოლია (ტრვ, თომი სიმორ (გლზ)

>>   ყველა ჩემპიონი

ლენსთერ (ი)

4  

2002 2008 2013 2014

ოსპრეიზ (უ)  

4  

2005 2007 2010 2012

მანსთერ (ი)  

3  

2003 2009 2011

ჰლანეჰლი (უ)  

1  

2004

ალსთერ (ი)  

1  

2006

სამადლობელი ექარგა

ტოპ14-ის ფინალი შარშანდლის რე-მატჩი იყო. სქოთმა მაქს ევანსმა რომ გააგორა და აიღო აფრიკელი რორი ქოქოთის მიერ ხელ-მიკრული, კასტრი 7:3 დაწინაურდა, მაგრამ სენსაცია აღარ გამეორდა:

35 წლის ჯონი ვილქინსონმა ჯერ ჯარიმები შეაგდო, 35 წუთზე კი არეკნით საბოლოოდ დააწინაურა ტულონი * 12:10 . ქოქოთმა მერე სამი ძნელი ჯარიმა ააცილა, 77 წუთზე კი დელონ არმითიჯმა ცენტრის გაღმიდანაც შეაგდო.

ტულონმა სულ მეოთხედ (მანამდე 1931 1987 1992 წლებში) შემართა  "ბრენიუსის ფარი" და უძნელესი დუბლი (ტოპ14 + ჰაინეკენ) გაასრულა, ბოლოჯერ მოთამაშე ვილქოს ხათრით კი ტულონის კვართებს საყელოზე ჯონის სამადლობელი ფრაზა ექარგა.

 

საფრანგეთის "ტოპ 14"  2013-2014

26 რაუნდი

 მ - წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ტულონ

77

169*1

+194

660:466

11

მონპელიე

76

15-10*1

+145

670:525

14

კლერმონ

73

15-10*1

+159

659:500

11

ტულუზ

69

13-11*2

+106

548:442

13

რასინგ (პარ)

69

159*2

+11

459:448

5

კასტრ

66

13-11*2

+79

567:488

10

სტად (პარ)

65

14-11*1

+33

529:496

7

ბორდო

64

13-13

+56

629:573

12

ბრივ

61

11-13*2

-3

473:476

13

ბეიონ

54

11-14*1

-125

424:549

8

გრენობლ

53

11-13*2

-160

465:625

5

უაიონაზ

51

11-14*1

-106

456:562

5

პერპინიონ

51

10-15*1

-107

486:593

9

ბიარიც

30

  5-20*1

-282

374:656

8

მესამედფინალი

კლერმონ 16:22 კასტრ
ტულუზ 16:21 რასინგ

ნახევარფინალი @ ლილ

ტულონ 16:6 რასინგ
მონპელიე 19:22
კასტრ

ფინალი

<<  ტულონ 18:10 კასტრ

5ჯ: ვილქინსონ 4, დ.არმითიჯ; ა: ვილქინსონ -

ლ: ევანს; გ ჯ: ქოქოთ

რეფ ბერდოზ 31/05 @ სანდენი, სტადდეფრანს (80 ათასი)   ვიდეო

3:0(8) 3:7(12) 6:7(23) 6:10(29) 9:10(32) 12:10(35ა) /
15:10(54) 18:10(77)

<<  ამ საუკუნის ჩემპიონები  (სულ)

სტად (პარ)

4

2000 2003 2004 2007  

(9)

ტულუზ

4

2001 2008 2011 2012  

(19)

ბიარიც

3

2002 2005 2006  

(5)

პერპინიონ  

1

2009  

(7)

კლერმონ  

1

2010  

(1)

კასტრ

1

2013

(4)

ტულონ

1

2014

(4)

ქულა: 297 გაეტან ჟერმენ (ბრვ; 294 პიერ ბერნარ (ბორ; 252 ჯონი ვილქინსონ (ტლნ, რორი ქოქოთ (კსტ; 248 ჯეიმზ ჰუქ (პრპ;
239 ვენხამინ ურდაპიჟეტა (უაი; 220 მარტინ ვუსტო-მოჟანო (ბაი;
217 ბროქ ჯეიმზ (კლრ; 214 ჯონათან სექსთონ (რას)

ლელო: 15 მეტუისელა ტალემბულამაიჯაინა (ბორ; 10 მეთ გიტო (ტლნ, ტიმოთი ნანგუსა (მნპ, სილვერ ტიონ (უაი; 9 ჰოსეა გიარ (ტლზ, სოფიონ გიტუნ (პრპ, ჯო როკოთოკო (ბაი; 8 ვაისეა ნაიათალევავუინდრავუვალუ (სტდ, ნაპოლიონი ნალანგა (კლრ, ალეკს ტიულუ (მნპ) ... 5 მამუკა გორგოძე (მნპ)

ორი ქართველი

ინგლისში საშინაო სეზონი ტრადიციულად ბარბაროსებმა დახურეს - ნაკრების მესამე შემადგენლობას ებურთავნენ. "ინგლისმა" შარშანწინ 57:26 იმარჯვა, შარშან 40:12, მაგრამ ამჯერად ბარაქიანი გუნდი შეკრიბეს დინ რაიანმა და მაიქ თინდოლმა -  შვიდი ზელანდიელი, ოთხი არგენტინელი, სამი ფრანგი, ორ-ორი ირლანდიელი, სამოელი და ქართველი, თითო ავსტრალიელი, აფრიკელი და ტონგელი.

"ინგლისი xv" პირველი ტაიმში სულ წინ იყო, მაგრამ მეორის დასაწყისში მამუკა გორგოძემ შერკინებიდან აიტაცა ბურთი, მბოჭავები დაიფრინა, წაქცეულიც მიწვდა ლელოს და ბარბაროსები დააწინაურა. მერე ორჯერ გაიჯეჯილა ყოფილმა "ოლ ბლექმა" ჰოსეა გიარმა, სხვაფრივ კი თამაში აშკარად "მსუბუქ ჟანრს" განეკუთვნებოდა.

გორგოძე ამ შაბათსაც ირაგბებს - მსოფლიოს რჩეულის სახელით ქეიპთაუნში ეტესტება აფრიკის ბოკეს. ზაფხულის პროგრამა უკვე გაიხსნა - იაპონიამ ძლია ულეგიონერებო სამოა, ირბ-ულ მენიუში კია:

ორი 3-ტესტა ზესერია:
               ზელანდია - ინგლისი, ავსტრალია - საფრანგეთი;
ორი 2-ტესტა სერია: აფრიკა - უელსი, არგენტინა - ირლანდია;
შოტლანდიის 4-მატჩა ტურნე: შტატები კანადა არგენტინა აფრიკა;
იტალიის 3-მატჩა ტურნე: ფიჯი სამოა იაპონია;
წყნარი ოკეანის თასი: ორ, გამიჯნულ ზონად = სულ 6 ტესტი;
ორი 4-გუნდა ტურნირი: არკულზე და ავჭალაში; და
მსოფლიო თასის ზღვისრეთის შესარჩევი.

ტონგა შინ წელსაც ვერ თამაშობს!   # ტესტის ან რაუნდის ნომერია

 

"ნულოვანი" ვიქენდი

<<   იაპონია 33:14 სამოა

3ლ: ფუძიტა (1 2) მაცუშიმა; 3გ 4ჯ: გორომარუ სბ თომპსონ -

2ლ: ოტო ვაჰაულუ; 2გ: ფაპალე სბ პაულინო

რეფ ლეისი (ირლ) 30/05 @ ტოკიო, ჩიჩიბუნომია

0:7(7) 7:7(12) 10:7(15) სბ(17ს) 17:7(26) 20:7(40) /
23:7(41) 23:14(42) სბ(52ი) 26:14(67) 33:14(71)

<<   ინგლისი 29:39 ბარბაროსები

3ლ: იუერს შარპლზ სლეიდ; გ: სლეიდ; 4ჯ: დეილი, სლეიდ 3 -

5ლ: ბ.სთენლი ერნანდეს გორგოძე ჰ.გიარ (4 5) 4გ: ბრ.ჯეიმზ 3, ტრენ-დიუკ; 2ჯ: ჯეიმზ ტრენ-დიუკ

რეფ რეინალ (სფრ) 1/06 @ ლონდონ, თვიქნემ (50 498)

7:0(14) 7:7(19) 10:7(22) 15:7(24) 15:14(28) 18:14(37) / 18:21(47) 18:24(52) 23:24(56) 23:27(59) 26:27(62) 26:34(65) 29:34(68) 29:39(77)

* მამუკა გორგოძემ (ბარ #8) შეუცველად ითამაშა (1 ლელო,
1 დარტყმა, 3 პასი, 8 სოლო = 30 მეტრი, 3 გაბითურება, 2 ოფლოუდი, -1 შეცდომა, ბოჭვა 9/1, -2 ჯარიმა)

* დუდუ ქუბრიაშვილი (ბარ #3) 75 წუთზე შეცვალეს (3 პასი, 2 სოლო = 0 მეტრი, 1 ოფლოუდი, ბოჭვა 5/0, დერეფანი 1/0, -1 ჯარიმა)

   2014 ზაფხულის ტესტები

  საქართველოს თარიღითა და დროით

სთრიმები

                     

დღე

თრღ

მასპინძელი

დრო

სტუმარი

#

ქალაქი

შაბ

7/06

სამოა

05.00

ტონგა

1რ

აპია

 

 

ფიჯი

07.00

იტალია

1

სუვა

 

 

ზელანდია

11.35

ინგლისი

1ტ

ოქლენდ

 

 

ავსტრალია

14.00

საფრანგეთი

1ტ

ბრისბენ

 

 

აფრიკა

19.05

მსოფლიო

შოუ

ქეიპთაუნ

 

 

არგენტინა

22.40

ირლანდია

1ტ

რესისტენსია

კვი

8/06

შტატები

04.00

შოტლანდია

შ1

ჰიუსთონ

 

 

კანადა

05.00

იაპონია

1რ

ვანკუვერ

პარ

13/06

რუმინეთი

20.00

ურუგვაი

1რ

ბუკურეშტ

შაბ

14/06

სამოა

05.00

იტალია

2

აპია

 

 

ფიჯი

07.00

ტონგა

2რ

სუვა

 

 

ზელანდია

11.35

ინგლისი

2ტ

დანიდინ

 

 

ავსტრალია

14.00

საფრანგეთი

2ტ

მელბურნ

 

 

საქართველო

17.00

ესპანეთი

1რ

ავჭალა

 

 

აფრიკა

19.05

უელსი

1ტ

დურბან

 

 

კანადა

22.00

შოტლანდია

შ2

ტორონტო

 

 

არგენტინა

22.40

ირლანდია

2ტ

ტუკუმან

კვი

15/06

შტატები

06.30

იაპონია

2რ

ლოსენჯელის

ოთხ

18/06

რუმინეთი

20.00

რუსეთი

2რ

ბუკურეშტ

პარ

20/06

არგენტინა

23.10

შოტლანდია

შ3

კორდოვა

შაბ

21/06

ფიჯი

07.00

სამოა

3რ

სუვა

 

 

იაპონია

09.00

იტალია

3

ტოკიო

 

 

ზელანდია

11.35

ინგლისი

3ტ

ჰემილთონ

 

 

ავსტრალია

14.00

საფრანგეთი

3ტ

სიდნი

 

 

აფრიკა

17.00

უელსი

2ტ

ნელსპრეიტ

კვი

22/06

შტატები

02.00

კანადა

3რ

საკრამენტო

 

 

რუსეთი

18.00

ურუგვაი

3რ

ბუკურეშტ

შაბ

28/06

ფიჯი

07.00

ქუქეთი

მთშ

ლაუტოკა

 

 

აფრიკა

19.05

შოტლანდია

შ4

პორთელიზაბეთ

www.000webhost.com