აჭრელებული გუნდით

   სამხრეთული ტესტების ფინიშზე აფრიკამ გაანადგურა შოტლანდია, ფიჯი კი 2015 წლის მსოფლიო თასის მე-18 ფინალისტი შეიქნა.

შოტლანდიამ ახალი გურუს - კლერმონიდან წამოსული კივის, ვერნ ქოთერის ხელქვეით - წარმატებით მოვლო ამერიკა (აშშ 24:6, კან 19:17, არგ 21:19) მაგრამ ვეღარაფერს გახდა აფრიკაში, სადაც მასპინძელმა ბოკემ მოისაკლისა ლეგიონერები (ჰაბანა მ.სტეინ პინარ სტენკამპ ლოუ ...) რაკიღა ვიქენდი ირბ-ის სანაკრებო სარკმელში ვერ ხვდებოდა.

აპარტეიდის გადაგდების შემდეგ 20 წელი რომ გავიდა, ხელისუფლებას ძაან ეცოტავება რაგბის ნაკრებში ზანგები, რაღაი ბურულად მოსაუბრე მულატებს მთლად თავისიანებად ვერ აღიქვამს.

სპორტის მინისტრმა ფიკილე მბალულამ მორიგი ქვოტაც შეიმუშავა, ესაო და 15 კაცში 9 არა-თეთრი უნდა იყოსო, მაგრამ ეგ რომ უტოპიაა, კავშირის თავკაცმა, ორეხან ჰოსქინსმა ბოკეს გურუს, ჰეინეკე მეიერს მისწერა, ცოტათი მეტი ზანგი აიყვანეო.

აფრიფორუმი ჩივის

მწურთნელმა დაუჯერა შეფს და სქოთებს ოდნავ უფრო აჭრელებული გუნდით ერაგბა, მაგრამ ნებისმიერი რასობრივი დისკრიმინაცია ირბ-ის წესდების დარღვევა რომაა, ბურთა უფლებების დამცველი ორგანო, აფრიფორუმი დუბლინში და ლოზანის სპორტულ არბიტრაჟშიც აპირებს ჩივილს.

ბოკემ 8-ჯერ დაალელოვა ნამგზავრი შოტლანდია * 55:6. დუბლი შეასრულეს მარსელ კუციამ, ლუაზი მვოვომ და ლოდევეიკ "ლუდ" დეიახერმა, 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობის საუკეთესომ, ბულზელმა ჰანდრე პოლარდმა კი 6 გოლი გაიტანა.

113-ე კეპი მიითვალა ბებერმა ვიკტორ მეტფილდმა; აფრიკას სქოთები უარესადაც უძლევია * 68:10 - 1997 წელს, მარიფილდზე, და ისღა ადარდებს, რომ 9 ნომერს, ფური დიუპრეს კოჭი ეტკინა, "ოთხი ერი" კი თვე-ნახევარში იწყება.

 

ზაფხულის ტესტები

* მეოთხე ვიქენდი @ შაბ 28/06

<<  აფრიკა 55:6 შოტლანდია

აფრ: ლერუ (კერშნერ 22-27, 76) ჰენდრიკს პიტერსენ სერფონტეინ მვოვო <10-9> პოლარდ (ბოსჰოფ 71) დიუპრე (ჰოუხარდ 29) / კნ.უსტჰეიზენ (მ.ფანდერმერვე 51) ბ.დიუპლესი (სტრაუს 55) ი.დიუპლესი (ნიაკანე 71) დეიახერ მეტფილდ^კაპ (ლავის 71) კუცია ბერგერ ფერმიულენ (მოჰოჟე 67) - 8ლ: კუცია (1 4) ლერუ მვოვო (3 6) პიტერსენ დეიახერ (7 8) 6გ: პოლარდ 5. ბოსჰოფ; ჯ: პოლარდ

შტლ: ჰოგ (მერქი 72) მეითლენდ (ფაიფ 54) დელუკა ჰორნ სიმორ <10-9> ვიარ პირგოს (ჰართ 77) / დიქინსონ (ლოუ 80) ფორდ (ბრაის 61) ქროს (მარი 51) სვინსონ სბ 51 (ჯ.გრეი 61) გილქრისთ^კაპ; ჰარლი ფიუზარო (ჰოუმს 50) ეშ - 2ჯ: ვიარ

რეფ ჯექსონ (ზელ) @
პორთელიზაბეთ, მანდელა ბეი (
40 973)   ვიდეო

7:0(5) 7:3(8) 14:3(12) 19:3(17) 19:6(37) ნახ(40+3) /
22:6(45) სბ(51შ) 29:6(53) 34:6(57) 41:6(63) 48:6(66) 55:6(80)
ბოლო(80+3)
 

ფალავნობა 2014 [ოთხი ერი]  საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

16/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნი

 

 

აფრიკა

19.05

არგენტინა

პრეტორია

შაბ

23/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

 

არგენტინა

23.40

აფრიკა

სალტა

შაბ

6/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ნეიპირ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

პერთ

შაბ

13/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ველინგთონ

 

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

შაბ

27/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

ქეიპთაუნ

კვი

28/09

არგენტინა

02.40

ზელანდია

ლა პლატა

შაბ

4/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

იოჰანესბერგ

კვი

5/10

არგენტინა

02.40

ავსტრალია

მენდოსა

შაბ

18/10

ავსტრალია

13.00

ზელანდია

ბრისბენ [ბლ3]

ვეღარ გაუძლეს

მსოფლიო თასის "ა" პულში ფიჯი რომ ჩაჯდებოდა და გახსნის მატჩში ინგლისს შეუწყვილდებოდა, უეჭველი იყო, რადგან ზღვისრეთში დონე ერთობ უთანაბროა. მეტიც, ირბ-ის ახირებით, ზონის ფინალში ისედაც უიმედოდ სუსტი ძლიერს უნდა სწვეოდა, მაშინ როცა წინა ციკლში სამოა პაპუასეთს "შინ და გარეთ" ერაგბა და ჯამში 188:19 მოსრა.

ამჯერად "ეგ სუსტი" ზელანდიის სამფლობელო ქუქეთი იყო, ვისაც ოდენ 500 მოთამაშე ჰყავს. მასპინძელთა ჯილამ, ქრუსეიდერზის მელელოვემ, ნემანი ნანდოლომ ანგარიში 71 წამზე გახსნა, მაგრამ გავიდა ბარემ ნახევარი საათი და ფიჯი ჯერაც 5:6 ჩამორჩებოდა.

ეს იყო და ეს. ქუქეთმა მეტს ვეღარ გაუძლო და 17 ლელო გაუშვა * 6:108. ნანდოლომ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, კიდევ ოთხმა კი - დუბლი. სხვაფრივ, ირბ-მა მულღაზანზარში მსოფლიო თასი ჩაიტანა და ისევე როგორც სხვაგან, ფიჯზეც ზეიმად იქცა რელიკვიის სტუმრობა.

ცქვიტები, მაგრამ უღონონი

მე-19 საგზური აფრიკის ფალავანს ერგება და კვირას რეპეშაჟის ბოლო მონაწილეც გვეცოდინება. ყოველ მსოფლიო თასს მინიმუმ თითო ახალბედა ჰყავდა (საქართველო 2003 წელს)  ჰოდა, ნეიტრალური ფანობა ამჯერად აშკარად კენიის მხარესაა, რაღაი უმწეო ნამიბიამ ყველას მოაბეზრა თავი - ოთხ მსოფლიოზე 15-ვე თამაში წააგო!

აფრიკის თასის "1ა" ჯგუფს ზედიზედ მეორედ მასპინძლობს რაგბზე შეშლილი მადაგასკარი. ანტანანარივოში, მაჰამასინას სტადიონზე, 35 ათასი მოსეირე იკრიბება. თამაშებს სამხრეთ-აფრიკული სუპერ-სპორტი მეცხრე (!) არხით გადმოსცემს ცოცხლად და ირბ-იც სთრიმავს თავის საითზე.

ნამიბიის გავარდნას სტარტზე კარგი პირი გამოუჩნდა - შარშანდელმა ჩემპიონმა, კენიამ ენდრიუ ამონდეს ლელოთი 29:22 იმარჯვა და თან პრემიაც აიღო. მერე ზიმბაბვემ 57:22 გააბითურა ცქვიტი და ტექნიკური, მაგრამ უღონო მასპინძლები. ჰოდა, ისე შეიძლება მოხდეს, რომ სამივე ფავორიტმა ერთურთს მოუგოს თითო და პირველობის ბედი ბონუსებმა და სხვაობამ გადაწყვიტონ.

 

მსოფლიო თასი 2015

ინგლისი @ პარ 18/09 - შაბ 31/10   სრულად   დედანი

პულები

ავსტრალია

აფრიკა

ზელანდია

საფრანგეთი

ინგლისი

სამოა

არგენტინა

ირლანდია

უელსი

შოტლანდია

ტონგა

იტალია

ფიჯი

იაპონია

საქართველო

კანადა

რეპეშაჟი#1

შტატები

აფრიკა#1

რუმინეთი

საქართველოს სვლაგეზი  [საქ დროით]

დღე

თარიღი

დრო

მეტოქე

ქალაქი

სტადიონი

შაბ

19/09

15.00

ტონგა

გლოსთერ

ქინგსჰოლმ

პარ

25/09

19.45

არგენტინა

გლოსთერ

ქინგსჰოლმ

პარ

02/10

23.00

ახ.ზელანდია

კარდიფ

მილენიუმ

ოთხ

07/10

23.00

აფრიკა#1

ექსეთერ

სენდი პარქ

 

შესარჩევები    დაწვრილებით ვიკიპედიაში

>>  ზღვისრეთი = 2013-2014

ფინალი

<<  ფიჯი 108:6 ქუქეთი

17ლ: ტალემბულა (1 13) კენატალე (2) ტიკოიროტუმა (3) ნანდოლო (4 6 8) ვოტუ (5) ნქერა (7) ნდელაი (9 15) ატალიფო (10) მატავალუ (11 16) ნანგუსა (12 17) ვანქანიმბურუტუ (14) 10გ: ნანდოლო (1 2 4) რალულუ (3 5 6 7 8 9 10) ა: ტალემბულა -

2ჯ: ვაევაე

რეფ ბრაიანთ (ზელ) 28/06 @
ლაუტოკა, ჩერჩილ პარქ (
_)   ვიდეო

5:0(2) 5:3(6) 5:6(22) 12:6(30) 19:6(32) 24:6(33) 29:6(39) / 36:6(44) 41:6(50) 48:6(54) 55:6(61) 58:6(64ა) 65:6(66) 72:6(69) 79:6(72) 86:6(74) 93:6(76) 98:6(78) 103:6(80) 108:6(80+5)

ფიჯი (ზღ#1) გავიდა მსოფლიოზე, ქუქეთი გავარდა

>>  აფრიკა = 2012-2014

აფრიკის თასი [საქ დროით]

ერთ წრედ @ ანტანანარივო, სტად მაჰამასინა (მდგ)

სთრიმი >>   http://www.irb.com/live/video.html

28/06

კენია$

29:22

$ნამიბია

ვიდეო

 

მადაგასკარი

22:57

$ზიმბაბვე

ვიდეო

ზიმ 5 (+35, კენ 5 (+7, ნამ 1 (-7, მდგ 0 (-35)

2/07

ზიმბაბვე

14.00

ნამიბია

 

 

მადაგასკარი

16.00

კენია

 

6/07

კენია

14.00

ზიმბაბვე

 

 

მადაგასკარი

16.00

ნამიბია

 

ჩემპიონი აფრიკა#1 გადის მსოფლიოზე,
მეორეადგილოსანი
აფრიკა#2 ებმება რეპეშაჟში

>>  რეგიონთაშორისი რეპეშაჟი = 2014

2/08

რუსეთი (ევ#3) - აფრიკა#2

@ კრასნოიარსკ

2-3/08

ურუგვაი (ამ#3) - ჰონკონგი (აზ#2)

@ მონტევიდეო

თითო მატჩი უკეთესირბრეიტინგიანთა მოედნებზე

27-28/09 და 11-12/10    ფინალი

@ შინ და გარეთ

გამარჯვებული რეპეშაჟი#1 გადის მსოფლიოზე, სხვები ვარდებიან

ირბ-ის რეიტინგი [30/06]

1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8694,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 იაპონია 7539, 11 ფიჯი 7456, 12 არგენტინა 7398

13 ტონგა 7258, 14 იტალია 7092, 15 საქართველო 7046,
16 რუმინეთი 6842, 17 კანადა 6801, 18 შტატები 6730,
19 ურუგვაი 6289, 20 რუსეთი 6206, 21 ესპანეთი 6065,
22 ჰონკონგი 5847, 23 პორტუგალია 5773, 24 კორეა 5722

25 გერმანია 5719, 26 ნამიბია 5709, 27 ზიმბაბვე 5515,
28 ჩილე 5454, 29 მოლდოვა 5410, 30 ბელგია 5390,
31 კენია 5346, 32 ჰოლანდია 5316, 33 უკრაინა 5237,
34 მაროკო 5118,
35 პოლონეთი 5064, 36 ბრაზილია 5063

+/-: კენ 171 ნამ, ზიმ 159 მდგ, აფრ 0 შტლ

www.000webhost.com