წინა-ოლიმპიური ქაოსი

   ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშებზე აფრიკის ჭრელმა "ბლიც ბოკემ" იჩემპიონა, შვიდკაცის გაოლიმპიურების წყალობით კი დიდ რაგბში მალე ქაოსი დაისადგურებს. 

თანამეგობრობა (ქომონველს) იმპერიის ჩამომავალია. ბრიტანული სამყაროს ოლიმპიადა 1930 წლიდან იმართება. ახლანდელი ღონისძიება მეოცეა და გლაზგო (შოტლანდია) მასპინძლობს. ასპარეზობს 71 ქვეყანა. პროგრამაშია 18 სპორტი. მათგან 15 ოლიმპიურია:

ბადმინტონი, ბალახის ჰოკეი, ველო, კრივი, მძლეოსნობა, პინგ-პონგი, ტანვარჯიში, ტრიათლონი, ტყვიის სროლა, შვიდკაცა რაგბი, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო, წყალში ხტომა, ჭიდაობა, და სამიც - მოიმედე: ბურთულობანა (ბოულზ), ნეთბოლი და სქვოში.

რაგბს ოლიმპიური ამბიცია ჯერაც ძალუმად ვერ "გაეჟღერებინა, ბრიტებმა შვიდკაცა 1998 წელს კუალალუმპურის თამაშების პროგრამაში რომ ჩართეს. გამოხდა მაქედან 11 წელი და რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე "სახალისო რაგბის" გამართვა გადაწყდა, თანამეგობრობაზე კი შვიდკაცა უკვე "ძირეული სპორტია"

ჩივილი იუკადრისეს

გლაზგოში მსოფლიო სერიის ეტაპი ციცქნა სქოთსთაუნზე იმართება, თანამეგობრობა კი რეინჯერზის ბინაზე, აიბროქსზე დაინიშნა და ორ დღეში 171 ათასი მოსეირეც მიიზიდა.

16-გუნდა ტურნირის ფორმულა ირბ-ული იყო. მსოფლიო სერიის 15 ჯილადან მონაწილეობდა ცხრა, ფიჯი კი იმად არ დაუშვეს, რომ სამხედრო გადატრიალების გამო გარიცხულსა და მერეღა აღდგენილს ორი დღით დაუგვიანდა განაცხადის შეტანა.

პულებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ ზელანდიამ კი უწესოდ ძლია მასპინძელი: ბოლოსკენ ჯილის კაკა და თიმ მიქელსონი რომ გაასინბინეს, მეორე ნაადრევად შეიპარა მოედანზე. სქოთებმა ჩივილი მაინც იუკადრისეს, ესაო და "მეოთხე მსაჯი" შეცდაო.  ვიდეო

მედროშე ჩემპიონი

მეოთხედფინალში ავსტრალია 0:19 ჩამორჩა უელსს, მაგრამ მაინც მოუგო. სამი ბრიტანული გუნდიდან ოთხეულში ეგრეც ვერავინ შევიდა. არადა, რაკი ინგლისმა აჯობა მეზობლებს ბოლო მსოფლიო სერიაში, დამდეგში სწორედ მას დაეკისრა რიოს საგზურის მოპოვება.

ოქროს ფინალი მაგარი გამოვიდა, მაგრამ აქ მას ცოცხლად ვერავინ უყურებდა, რაკი მთელს საქართველოში ჩაქრა შუქი. აფრიკა ბოლო ხანს ხშირად უგებს ზელანდიას და ახლაც აჯობა გუნდს, ვისაც 15 მსოფლიო სერიაში 12-ჯერ უჩემპიონია, წინა ოთხ (!) თანამეგობრობაზე კი ერთი თამაში რაა, ისიც არ წაეგო.

"ბლიც ბოკეს" მალევე დაემტვრა კაპიტანი ქაილ ბრაუნი და კიდეც ჩამორჩა, მაგრამ მერე სიბელო სენატლამ გაიტანა ორი ლელო და სესილ აფრიკამაც - ერთი. პირველი 11 ლელოთი დასში საუკეთესო იყო, ხოლო მეორეს გახსნაზე მედროშეობა დაეკისრა და ჩემპიონიც გახდა. 

სხვაფრივ, თანამეგობრობაზე მეხუთედ ჩატარდა შვიდკაცა, მედალი კი ოდენ ხუთ ქვეყანას აუღია.  კვარცხლბეკი

 

თანამეგობრობის შვიდკაცა 2014

26-27/07 @ აიბროქს, გლაზგო [შტლ]

<<  პულები [# მსოფლიო სერიის ჯილა ვერაა]

(ა) ზელანდია 3-0, შოტლანდია 2-1 / კანადა 1-2, ბარბაროსი# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / ქუქეთი
# 1-2, ტრინიდადტობაგო# 0-3
(გ) სამოა 3-0, უელსი 2-1 / პაპუასეთი
# 1-2, მალაიზია# 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, ინგლისი 2-1 / უგანდა
# 1-2, შრი ლანკა# 0-3

<<   მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 19:7 კენია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 21:19 უელსი (გ2)
   ვიდეო
სამოა (გ1) 15:14 ინგლისი (დ2)
აფრიკა (ბ1) 35:12 შოტლანდია (ა2)

<<  ნახევარფინალი

ზელანდია 19:7 ავსტრალია
აფრიკა 35:7 სამოა

<<  ფინალი

ფარი (XIII)  შრი ლანკა 43:7 ტრინიდადტობაგო
ფიალა (IX)  კანადა 50:7 ქუქეთი
სინი (V)  ინგლისი 17:15 უელსი
ბრინჯაო (III)  ავსტრალია 24:0 სამოა
თასი (I) 
აფრიკა 17:12 ზელანდია   ვიდეო

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 3 ფრანკი ჰორნ, 5 კორნალ ჰენდრიქს, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 7 ბრანკო დიუპრე, 10 სესილ აფრიკა, 12 სიბელო სენატლა * 2 კვოგა სმით, 4 ვორენ ვაითლი, 8 მარქ რიჩარდს,
9 ჯასთინ ხედულდ, 11 ვერნერ კოკ * მწ) ნილ პაუელ

>>  თანამეგობრობის კვარცხლბეკი

წელი

მასპინძელი

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

1998

კუალალუმპურ [მლზ]

ზელანდია

ფიჯი

ავსტრალია

2002

მანჩესთერ [ინგ]

ზელანდია

ფიჯი

აფრიკა

2006

მელბურნ [ავს]

ზელანდია

ინგლისი

ფიჯი

2010

დელი [ინდ]

ზელანდია

ავსტრალია

აფრიკა

2014

გლაზგო [შტლ]

აფრიკა

ზელანდია

ავსტრალია

11 საგზურისთვის

რიოში, 2016 წელს, ვაჟთა 12 გუნდი იშვიდკაცებს. ბრაზილია პირდაპირაა დაშვებული, სხვა 11 მონაწილე კი სამ ეტაპად შეირჩევა:

(1) 2014-2015 წლების მსოფლიო სერიიდან გავა 4 უკეთესი;

(2) 2015 წლის მეორე ნახევარში 6 რეგიონში (საქართველო ევროპაა!) მოეწყობა ტურნირები და ყოველში თითო საგზური გაიცემა;

(3) 2016 წლის პირველ ნახევარში გაიმართება ბოლო, 16-გუნდა ტურნირი, რომელშიც ევროპიდან ოთხი ხელმოცარული მოხვდება.

იმპერიული ტრადიციით

ვიდრე რაგბი არა-ოლიმპიური იყო, უნიკალური, ბრიტანეთის იმპერიის დროიდან გამოყოლილი კანონმდებლობა ჰქონდა. მისი უმთავრესი პრინციპი - მერვე კანონი - "ქვეყნისადმი მოთამაშის კუთვნილება" აღარ შეცვლილიყო 2000 წლიდან. მის თანახმად,

(0) პასპორტი ფარატინა ქაღალდია, ანუ ეროვნულ ნაკრებში თამაში და ქვეყნის მოქალაქეობა ერთმანეთთან არაფერ შუაშია;  

(1) თუ ერთი ქვეყნის პირველ, მეორე ან შვიდკაცა ნაკრებში გითამაშია,
სხვა ქვეყნის სახელით ვეღარასოდეს ირაგბებ;

(2) მაგრამ თუ (1) მუხლი არ გაბრკოლებს, დღესვე  შეგიძლია იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში, სადაც  თავად დაბადებულხარ, ან იქაური გყოლია დედა, მამა, ბებია ან ბაბუა;

(3) ხოლო თუ (2) პირობის ბოლო დებულებას ვერ აკმაყოფილებ, მაშინ
ამ ქვეყანაში 36 თვე უნდა იცხოვრო და მერეღა შეეძლებათ ნაკრებში შენი ხმობა.

ჰარმონიულად შევუზავეთო

რაგბი რომ გაოლიმპიურდა, აღმოაჩინა, რომ თამაშებზე ბრიტანეთი ერთიანი გუნდით უნდა გასულიყო, და ისიც შეიტყო, რომ სხვა ოლიმპიურ სპორტებში ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა "მოსულა, ოღონდაც გარკვეული პირობების დაცვით - მეტწილად, სამ-წლიანი სანაკრებო უქმობის შემდეგ.

ამაზე მავანთ ყური ცქვიტეს, ესაო და ოლიმპიური ქარტია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთო. გაჩაღდა ლობირება. ამასობაში ირბ-მაც მოტვინა, რომ ზოგი გუნდის გაძლიერებით მსოფლიო რაგბსაც, მეტადრე კი თასს, დაადგება ხეირი. ჰოდა, ქარტია რომ უზენაესია, ჩვენი მერვე კანონი მას ჰარმონიულად (!) უნდა შევუზავოთო.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ირბ დასაბამიდან ხომ ჩუმჩუმელაცაა. ჰოდა, ისე, რომ რელიზი არ გამოუცია და არც ნიუზი დაუწერია, თურმე ჯერ კიდევ შარშან, ჰენდბუქის 1 დეკემბრის ვერსიაში, ჩაწერა ეს ზავი, რითაც მთლად ყირაზე არ დადგება აქამდე არსებული სტატუს-ქვო, მაგრამ კუნძულელები და სხვანიც ნაღდად გაძლიერდებიან.

ბიმენს გამორჩებოდა?

სიახლე ბოლო, 1 ივლისის ვერსიაშიცაა (გვ.133-154) ანუ კანონია და მოქმედებს. რაღაი ფორმალობანი რთული საკითხავი და გასაგებადაც ძნელია, თან ახლავს პოპულარული კითხვა-პასუხიც (გვ.147-150) 

ისინი მალე შენიშნა და გაარჩია ევრორაგბის ცნობილმა მზირმა, ფრანგმა "ბიმენმა, წინა უქმეებზე კი კივურმა ვებ-მედიამ გაამხილა, რომ ტონგა სერიოზულად მუშაობს ძველი კანონით საბუთებ-წამხდარ თვისტომთა გადმობირებაზე, და ესენიც ყაბულს ყოფილან.

საქმე ასეა: რიოს ციკლში შვიდკაცა რომ ითამაშო, პასპორტი უნდა გქონდეს შენი ქვეყნისა. არადა, ვთქვათ და გარემარბ სიტივენი სივივატუს პასპორტი ფიჯისა აქვს, ოღონდაც სანამ ბრწყინავდა, რაგბს ზელანდიის "ოლ ბლექსის" სახელით თამაშობდა.

ნაჩქარევად მიღებული

ოლიმპიური ქარტიით, სივივატუს რიოს ციკლში ზელანდიის სახელით შვიდკაცაობა ეკრძალება და არც "ოლ ბლექ სევენს"ი აპირებს მის ხმობას, მაგრამ კი შეუძლია ფიჯის გუნდში ჩაუქობა იმის მიუხედავად, რომ დიდი რაგბი სხვა ქვეყნის - ზელანდიის ნაკრებში უთამაშია.

სივივატუსნაირ მდგომარეობაში ბევრი ზღვისრეთელია. მათი პრობლემის გადასაჭრელად ირბ-მა ამიერიდან (2014) დაუშვა "ქვეყნის ერთხელ (!) გამოცვლა" - რაც თავადვე აკრძალა 2000 წლიდან - და რაკი რიოში რაგბის დებიუტია და კანონიც ნაჩქარევად, დაგვიანებითაა მიღებული, სამი წელიც (36 თვე) გაანახევრა - 18 თვემდე დაიყვანა.

ფიჯელი სივივატუ (და ბევრიც მისნაირი) ამ პირობას ახლავე (ან მალე) (და)აკმაყოფილებს. ჰოდა, საკმარისია სიტივენიმ ფიჯის სახელით ითამაშოს მომავალ მსოფლიო სერიაში ან სხვა შესარჩევში, რომ არა-მარტო ოლიმპიურად, არამედ ირბ-ულადაც ფიჯელი გახდება და 2015 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის გუნდში ი-დიდრაგბ-ებს!

სმითს ეჩალიჩებიან?

მედია, ფანობა და კავშირებიც ახლა იმას ანგარიშობენ, ვინ ვის და რამდენს აიმატებს ამ ოლიმპიური ოინით.

პულში ჩვენი მეტოქე, ტონგა ეჩალიჩება ენთონი ტუიტავაკეს, სემ ტუიტუპოუს (ზელ, მარკ ჯერარდს, სიტალეკი ტიმანის (ავს) და თვით გამოჩენილ ვოლაბ მღლეტელ ჯორჯ სმითს, მაგრამ ამან ზერაგბს უკვე ორჯერ მიანება თავი და საშოვარზე ტულონსა და იაპონიაში წავიდა.

სამოას თვალთახედვის არეში ხვდებიან ქრის მასოი, ლელია მასანგა, ისაია ტოიავა, ქეისი ლაულულა, მოსე ტუიალიჰი, რუდი ვულფი და უკეპონიც - თიმ ნანაი-ვილიამსი და ბენ ტამეიფუნა.

ფიჯი ალბათ შეეხმიანება ჯო როკოთოკოს (ზელ, საფრანგეთმა კი, თუ ღირსებაზე ხელი აიღო, ეგებაც მოჩანგლოს ტულონელები - მეთ გიტო (ავს) და სთეფონ არმითიჯ (ინგ)

 

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევები

#

შეჯიბრი

ვადა

4

ირბ-ის შვიდკაცა [9 ეტაპი]

10/2014 - 05/2015

1

აზია

06/2015 - 12/2015

1

აფრიკა

1

ევროპა

1

ზღვისრეთი

1

სამხრეთი ამერიკა

1

ჩრდილოეთი ამერიკა

1

ბოლო შესარჩევი [16 გუნდი]

01/2016 - 06/2016

  

აზი 3, აფრ 3, ევრ 4, ზღვ 2, სამრ 2, ჩამრ 2  

 

1

ბრაზილია [მასპინძელი]

 

ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი [2014-15]

"მსოფლიო სერია"

1

11-12/10

გოულდ ქოუსთ

[ავს]

2

5-6/12

დუბაი

[არბ]

3

13-14/12

პორთ ელიზაბეთ

[აფრ]

4

  6-7/02

ველინგთონ

[ზელ]

5

13-15/02

ლას ვეგას

[აშშ]

6

27-29/03

ჰონკონგ

[ჩინ]

7

4-5/04

ტოკიო

[იაპ]

8

9-10/05

გლაზგო

[შტლ]

9

16-17/05

თვიქნემ

[ინგ]