პარიზელებმა იმარჯვეს

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის ჩემპიონმა, ტულონმა სეზონი გასვლაზე მოგებით გახსნა და პარიზის ორივე კლუბმაც სტუმრად იმარჯვა თითო გოლით.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი მინიმუმ ერთი გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ელიტის 14 გუნდიდან 12 წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთ ნახევარს, სადაც ღვინო და რაგბი ოდითგან უყვართ, პარიზის ორი კლუბი კი,  ხანგრძლივი უტიტულო პერიოდების შემდეგ, მდიდარმა პატრონებმა ისევ მოაძლიერეს პროფესიულ ხანაში.

ტულონი პარასკევს ეახლა ბასკეთის ბოლო იმედს, ბეიონს და მეორე ტაიმშიღა მოიტოვა უკან მას შემდეგ, რაც ინგლისელმა დელონ არმითიჯმა შორიდან შეაგდო ჯარიმა და მატიო ბასტარომ გაიტანა ლელო. მანვე ბოლოსკენ ფეხით დაუგორა კივ დევიდ სმითს, ტელი-რეფმა კი დაასკვნა, მდევარი დარტყმის მომენტში თამაშ-გარე არ ყოფილაო * 29:15

პარიზის "სტად ფრანსეზმა" სტუმრად, ბეზიეში, ჯიბრილ კამარას გვიანი ლელოთი 25:22 ძლია შარშანწინდელი (2012/13) ჩემპიონი და შარშანდელი (2013/14) ფინალისტი, კასტრი, "რასინგ მეტროს" კი მონპელიეში გაამარჯვებინა ირლანდიელმა ჯონათან სექსთონმა, ვინც ჯერ კიდიდან გაათანაბრა ანგარიში, 79 წუთზე კი 45 მეტრიდანაც ზუსტად დაჰკრა * 19:16

მონპელიემ მეორე ტაიმი 14 კაცის ამარა ირაგბა, რადგან კვაჭი შარლ ჟელი მუშტი-კრივისთვის წითლით გაუგდეს. კლერმონმა ათამაშა ზელანდიელი ბექი ზექ გილდფორდი, მაგრამ შინ მაინც ძლივს, 30:26 მოუგო გრენობლს, "სამი ლელოთი მეტის" ბონუსი კი მხოლოდ ბრივმა აიღო ახალბედა ლაროშელთან * 37:15

ბორდოში ულელოო მატჩი 9:18 წააგო მეორე ამოსულმაც, ლიონმა, მდოგვისფრად შემოსილმა უაიონაზმა კი კინაღამ სტუმრად ძლია 19-გზის ფალავანი ტულუზი, მაგრამ ეს მაინც იხსნა ახალმა შენაძენმა, ინგლისელმა მგეზავმა თობი ფლადმა - ლელო, 5 ჯარიმა და 20:19

ვასომ - თავიდან ბოლომდე!

ქართულ ტელე-სივრცეში ტოპ 14 რომ გამოჩნდა, მავანთ ეგონათ, ლიანგი დიდი რაგბით დავაპურეთო, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ამ სეზონამდე, მარბიელ გორგოძის გარდა, ყველა სხვა ჩვენებური პირველ-ხაზელი იყო, მათი ფრიად დასაფასებელი ბუღრაობის მთელი წელი ცქერა კი რაგბის ეშხიანობის პროპაგანდად ვერ გამოდგება.

დიახ, ბურჯი წელებზე ფეხს იდგამს და კარში დასარტყამ ჯარიმებსაც გამოიმუშავებს. პურისტებს ეგ შეიძლება კიდეც მოსწონდეთ და თამაშის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდეთ, მაგრამ თუ ბორჯღალოსანი მარტო შერკინების ჩაქცევაში მონაწილეობს, სხვა სპორტებზე გაზრდილი ფანი რაგბისკენ რაღადღა გამოიხედავს?

და მაინც, ჩვენი ბიჭები გალეთში ერთგულად სწევენ ჭაპანს. ნაკრების უფროსობისთვისაც აუცილებელია იმის ცოდნა, კლუბში ვინ რამდენად იტვირთება. ამ ამოცანის გასაადვილებლად სისტემატურდ მოვიტანთ ცხრილს, რომელიც საუკეთესო ლაივთა მქონე უბობოლესი საითის, სქრამ.კომ-ის ოქმებს ემყარება.

ჰოდა, პირველ ტურში 14-დან 11 ელიტარული კლუბის 16 ქართველი ფორვარდიდან: 23-კაცა განაცხადში იყო 9; დამწყებად ეწერა მხოლოდ 4; 5 სათადარიგოდან შევიდა 4; თავიდან ბოლომდე კი ითამაშა ერთადერთმა - ტულუზელმა ვასო კაკოვინმა, ვისაც წინა სეზონი ტრავმის გამო გაუცდა.
 

ქართული ლეგიონი

 

ბეიონ  

გიორგი ჟღენტი  

- 43

 

ბორდო  

ზაზა ნავროზაშვილი  

=

 

ბრივ  

კახა ასიეშვილი  

+ 44

 

  

გოდერძი შველიძე  

- 44

 

კლერმონ  

დავით ზირაქაშვილი  

=

 

  

* ვიტო კოლელიშვილი  

=

 

ლაროშელ  

ლექსო ყაულაშვილი  

+ 56

 

ლიონ  

გურამ კავთიძე  

=

 

მონპელიე  

მიხო ნარიაშვილი  

- 66

 

რასინგ  

დავით ხინჩაგიშვილი  

+ 54

 

სტად  

ზურაბ ჟვანია  

=

 

  

დავით ქუბრიაშვილი  

=

 

ტულონ  

* მამუკა გორგოძე  

=

 

  

* კოტე მიქაუტაძე  

+ 62

 

  

ლევან ჩილაჩავა  

@

 

ტულუზ  

ვასო კაკოვინი  

!

* არა-ბურჯი; = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა,
+
შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

I ტური

პარ 15/08

ბეიონ

15:29

ტულონ

შაბ 16/08

კლერმონ

30:26

გრენობლ$

ბორდო

18:09

ლიონ

ბრივ$

37:15

ლაროშელ

კასტრ$

22:25

სტად

ტულუზ

20:19

უაიონაზ$

მონპელიე$

16:19

რასინგ

II ტური * საქ დროით

პარ 22/08

ტულუზ

22.45

კასტრ

შაბ 23/08

ბრივ

16.45

კლერმონ

ბეიონ

20.30

უაიონაზ

ბორდო

20.30

რასინგ

მონპელიე

20.30

გრენობლ

ტულონ

20.30

ლაროშელ

სტად

22.45

ლიონ

   

1 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ბრივ

5

+22

1-0

37:15

4/0

1

2

ტულონ

4

+14

1-0

29:15

2/0

0

3

ბორდო

4

+9

1-0

18:09

0/0

0

4

კლერმონ

4

+4

1-0

30:26

3/2

0

5

სტად (პარ)

4

+3

1-0

25:22

3/1

0

6

რასინგ (პარ)

4

+3

1-0

19:16

1/1

0

7

ტულუზ

4

+1

1-0

20:19

1/1

0

8

უაიონაზ

1

-1

0-1

19:20

1/1

1

9

მონპელიე

1

-3

0-1

16:19

1/1

1

10

კასტრ

1

-3

0-1

22:25

1/3

1

11

გრენობლ

1

-4

0-1

26:30

2/3

1

12

ლიონ

0

-9

0-1

09:18

0/0

0

13

ბეიონ

0

-14

0-1

15:29

0/2

0

14

ლაროშელ

0

-22

0-1

15:37

0/4

0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

www.000webhost.com