კადრში თუმც ვერა ხვდებიან

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეორე ტურში ჩვეულ ყაიდაზე იმუშაკეს ბორჯღალოსანმა ფორვარდებმა, მოწინავე სამეულში კი ის ბობოლები სხედან, რომელთაც ბიუჯეტი სხვებზე მეტი აქვთ.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი მინიმუმ ერთი გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

"ტოპ 14" რაგბეთში უმდიდრესი ლიგაა და ბლომად იბირებს უცხოელს. კადრების გადინება რომ აღკვეთონ, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ინგლისი საფრანგეთში გადასულებს ნაკრებში აღარ უხმობენ, სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ირლანდიას კი არჩევანი ცოტა რომ აქვთ, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ.

აგერ, ტულუზმა მოჩანგლა ინგლისის 10 ნომერი თობი ფლადი (60 კეპი, 301 ქულა), რის გამოც ლესთერელი ოსტატი გაისად, მსოფლიოზე ვეღარ ირაგბებს, მაგრამ კი ვიხილავთ ტულონელებს - ბრაიან ჰაბანას (აფრ) და ლი ჰაფპენს (უელ). აღშფოთდა ირლანდიაც, როცა მგეზავი ჯონათან სექსთონი "რასინგ მეტროში" წაუვიდა, მაგრამ დუბლინელი პარიზს ვერ შეეწყო და საგაისოდ შინ ბრუნდება.

რასინგში სექსთონის წლიური ჯამაგირი 700 ათასი ევროა. კლუბი ეაჯა კელტ ვარსკვლავს, ოთხი წლითაც დარჩი და მოგიმატებთო, მაგრამ ჯონი მაგავე ვადით გაურიგდა მშობლიურ ლენსთერს, რაღაი მის ცოლს უცხო გარემოში ჩვილი ბავშვის მოვლა უჭირს.

სხვაფრივ, წინა კვირაში რომ გამოქვეყნდა კლუბთა ბიუჯეტები, ბობოლა საითმა "პლანეტმა" ეგეც განუმარტა მკითხველს, რომ ტოპში "სელერი კეპი" (საჯამაგირო ფონდის ზედა ზღვარი) 10 მილიონი ევროა, კლუბთა უმეტესობა კი მრავალ-დარგოვანი ბიზნესია. ასე მაგალითად, ტულუზის შეძლებაში თურმე ითვლება მაღაზიები, რესტორნები და ქალაქის აეროპორტიც!

>>  კლუბთა ბიუჯეტი (მლნ ევრო)
 

ტულუზ

35.00

კლერმონ

27.90

ტულონ

25.37

რასინგ

25.36

სტად

25.28

მონპელიე

22.54

ლიონ

21.03

გრენობლ

20.77

კასტრ

19.04

ბორდო

15.86

ბეიონ

15.76

ლაროშელ

14.47

უაიონაზ

14.28

ბრივ

13.63

რუსთაველთა ბუღრაობა

ჩემპიონმა ტულონმა მეორე ტურში ლელოებით 9/3 გააბურთავა ახალბედა ლაროშელი, ვისაც მეორე მეოთხედში ზედიზედ რომ გაუგდეს ორი მორკინალი, წყვილი ლელო გაუშვა და საბოლოოდ 19:60 მოისრა. არც ამჯერად უთამაშიათ დაშავებულებს - ჰაფპენს და მამუკა გორგოძეს, ოზმა მეთ გიტომ კი 20 ქულა (ლ 6გ ჯ) მოკრიფა.

ტულუზმა 35:6 დაანგრია კასტრი და პრემიაც აიღო იმის და მიუხედავად, რომ 67 წუთზე ნორჩმა ტომა რამომ ფეხი უთავაზა რუმინელ ბურჯ მიხეიცა ლაზერს, ვინაც უბურთოდ იჭერდა, და წითელი ბარათი მიიღო.

ბრივ - კლერმონის რკენაში * 6:21 ლელო არ დადებულა. პირველ ხაზში ერთმანეთს დაეჭიდნენ რუსთაველები - გოდერძი შველიძე და დავით ზირაქაშვილი. აღინუსხა ოთხი სინბინი. "ზირაქა" პირველ ტაიმში გააძევეს ფიჯელ ელია რანდიკენდიკეს ურჯუკად დაჭერისთვის, მერე კი რეფმა ვიტო კოლელიშვილიც დატუქსა.

ბეიონმა ლელოებით 5/2 აჯობა უაიონაზს * 38:12. ბორდო - რასინგის თამაშში * 30:21 სამი ლელო ბოლო 10 წუთში დაიდო; პარიზის "სტად ფრანსეზი" ჯერ 17, მერე კი 15 ქულით უგებდა ახალბედა ლიონს, მაგრამ სამითღა იმარჯვა * 23:20, მონპელიეს კი რომ გაუსინბინეს კივი ბექი რენე რეინჯერი, საათის თავზე რვით ჩამორჩა გრენობლს, მაგრამ მაინც მოუგო:

ჯონათან პელისიემ შეაგდო ჯარიმა; მეორეხაზელ ჰენდრიკ რუდტის სინბინით იხეირა ალეკს ტიულუმ, ბოლო წუთზე კი პელისიემ კიდევ დაჰკრა ჯარიმა, რაღაი აფრიკელმა ჰავბექმა შარლ მაკლაუდმა მეტოქეს პასზე ხელი წინ ჩაუკრა * 20:17

2 სინბინი და 14 ჯარიმა

დასასრულ, ჩვენებურთა აქტივ-პასივიც წვრილად მოვიკითხოთ. 14-დან 11 კლუბის 16 ქართველი ფორვარდიდან: 23-კაცა განაცხადში იყო 9; დამწყებად ეწერა 5; 4 სათადარიგოდან შევიდა 3; მონპელიელმა მიხო ნარიაშვილმა კი შეუცვლელადაც იომა.

სქრამ.კომ-ის სტატისტიკის თანახმად, ლელო ვერ დავდეთ; სამაგიეროდ, მივიღეთ 2 სინბინი და 14 ჯარიმა! ლევან ჩილაჩავამ   ოფლოუდი შეასრულა; წინსვლის მეტრაჟი ყველას მცირე გამოუვიდა, ბოჭვაში კი გამოირჩნენ ვიტო, მიხო და ზირაქა.

ჰო კიდევ, საფრანგეთიდან ხარისხიანი ფოტო საკმაოდ მოვიდა, მაგრამ კადრში ჩვენი ბურჯებიდან ეგრეც ვერავინ მოხვდა.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

II ტური

პარ 22/08

ტულუზ$

35:06

კასტრ

შაბ 23/08

ბრივ

06:21

კლერმონ

ბეიონ$

38:12

უაიონაზ

ბორდო

30:21

რასინგ

მონპელიე

20:17

გრენობლ$

ტულონ$

60:19

ლაროშელ

სტად

23:20

ლიონ$

III ტური * საქ დროით

პარ 29/08

კლერმონ

22.45

მონპელიე

შაბ 30/08

ლაროშელ

16.45

ტულუზ

კასტრ

20.30

ბეიონ

გრენობლ

20.30

ბორდო

ლიონ

20.30

ბრივ

უაიონაზ

20.30

სტად

რასინგ

22.45

ტულონ

   

2 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ტულონ

9

+55

2-0

89:34

11/3

1

2

ტულუზ

9

+30

2-0

55:25

5/1

1

3

კლერმონ

8

+19

2-0

51:32

3/2

0

4

ბორდო

8

+18

2-0

48:30

3/2

0

5

სტად (პარ)

8

+6

2-0

48:42

5/4

0

6

ბეიონ

5

+12

1-1

53:41

5/4

1

7

ბრივ

5

+7

1-1

43:36

4/0

1

8

მონპელიე

5

=0

1-1

36:36

2/3

1

9

რასინგ (პარ)

4

-6

1-1

40:46

3/4

0

10

გრენობლ

2

-7

0-2

43:50

4/4

2

11

ლიონ

1

-12

0-2

29:41

3/2

1

12

უაიონაზ

1

-27

0-2

31:58

3/6

1

13

კასტრ

1

-32

0-2

28:60

1/7

1

14

ლაროშელ

0

-63

0-2

34:97

3/13

0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

www.000webhost.com